კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ მოვხიბლოთ ადამიანი პირველივე ნახვისას

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ნებისმიერი ადამიანისთვის პირველ შთაბეჭდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობის დამყარება-გამყარებაში. ამიტომ, თუ წინასწარ გეცოდინებათ ინტერესის ობიექტის ზოდიაქოს ნიშანი, გაცილებით გაგიმარტივდებათ მოსალოდნელი სიტუაციის პროგნოზირება და მასთან შესახვედრადაც მზად იქნებით.
ვერძი – მოთმინების უნარით არ გამოირჩევა, ყველაფერს სპონტანურად გეგმავს. თუ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი მოგწონთ, მზად უნდა იყოთ, თქვენი რჩეული დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოისურვებს თქვენ ნახვას. ამიტომ, ყოველთვის ფორმაში უნდა იყოთ. ისინი მხიარული და კარგი მოსაუბრეები არიან.  სადაც არ უნდა იყოთ მათთან ერთად, არ მოიწყენთ.
კურო – ნებისმიერი სახის ურთიერთობას სერიოზულად უყურებს. გულდასმით დააკვირდება თქვენს ქცევებს. კომპლიმენტებს მისგან ნუ ელით. ის აუჩქარებლად გამოიტანს დასკვნას, შეეფერებით თუ არა ერთმანეთს. თუმცა, თუ პაემანზე დაგპატიჟათ, აუცილებლად დაგეგმავს ისეთ ადგილს, სადაც გემრიელ კერძებს ამზადებენ. იმ დღეს დიეტა და ზედმეტ კილოგრამებზე ფიქრი, თავიდან უნდა ამოიგდოთ, რადგან მას ეს ნამდვილად არ მოეწონება.
ტყუპები – დღის განმავლობაში, რამდენიმეჯერ ეცვლება განწყობა. შესაბამისად, დილით თქვენთან ერთად საღამოს გატარებას კაფეში რომ გეგმავდა, შუადღისას აღმოაჩენს, რომ კინოში უკეთ იგრძნობს თავს. პაემანზე აუცილებლად დააგვიანებს. თუმცა, ისეთ საინტერესო ისტორიებს მოგიყვებათ, ისეთი ხალისიანი და ენაწყლიანი იქნება, საყვედურს ვერ ეტყვით.
კირჩხიბი – კომფორტისა და სტაბილურობის მოყვარულია, ამიტომ პაემანს ისეთ ადგილას დანიშნავს, სადაც ხშირადაა ნამყოფი. მოერიდეთ საყვედურის თქმას, თორემ ძალიან განაწყენდება. არ უყვარს ოფიციოზი და პომპეზურობა. ამიტომ, მასთან ერთად მყუდრო ატმოსფეროში მოგიწევთ განმარტოება. მისგან, პირველივე პაემანზე სიყვარულში გამოტყდომას ნუ ელით. შეიძლება, ამის აღიარებას წლები დასჭირდეს.
ლომი – ნებისმიერ შეხვედრას, პომპეზურობით გეგმავს. თქვენ კი, მოგეთხოვებათ გემოვნებით ჩაცმული მიხვიდეთ და ქცევები აკონტროლოთ. თუ შეძელით და ღირსეული კომპანიონობა გაუწიეთ პირველივე შეხვედრისას, ის აუცილებლად დაფიქრდება თქვენთან მორიგ შეხვედრაზე.
ქალწული – პირველივე ნახვისას, თქვენს ქცევაში, ჩაცმულობასა და საუბარში, უმცირეს დეტალსაც დააკვირდება. იმასაც კი, სუფთად გაცვიათ თუ არა. ის კარგი მოსაუბრეა, მაგრამ პაემანზე ძირითადად, იმ თემაზე საუბრით შემოიფარგლება, რაც იცის ან აინტერესებს.
სასწორი – დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარეგნობას. ამიტომ, როცა მასთან შესახვედრად მიდიხართ, შეეცადეთ, რაც შეიძლება, სწორი იმიჯი მოირგოთ. კარგი მოსაუბრეა, თუმცა ცუდი მსმენელი. ამიტომ, ეცადეთ, ცოტა ილაპარაკოთ და ბევრი უსმინოთ. ასე რომ, თუ მკვეთრი მაკიაჟით და ზედმეტად ექსტრავაგანტური ვარცხნილობით არ გამოცხადდებით პირველივე პაემანზე, თქვენი ურთიერთობა სამომავლოდ შესაძლოა, ჰარმონიულად განვითარდეს.
მორიელი – ბუნებით ფრთხილი და ეჭვიანია. შესაძლია, მოგეჩვენოთ, რომ ის გახსნილია თქვენთან, მაგრამ ასე არ არის. თუ მასზე შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, ესაუბრეთ დიდხანს და ყველაფერზე. მოერიდეთ მისთვის თვალის ხშირად გასწორებას, თუ არ გინდათ, რომ პირველივე პაემანზე, თქვენზე შთაბეჭდილება არ დაეკარგოს და სხვა თვალით დაგიწყოთ ყურება.
მშვილდოსანი – თუ მოინდომა, პირველივე შეხვედრაზევე შეძლებს, თქვენს დასაკუთრებას. ბუნებით მაძიებელი და ცვალებადი ნატურაა, ამიტომ თუ მის მიმართ ლოიალურად იქნებით განწყობილი  და წვრილმანებზე თვალს დაუხუჭავთ, არ მოუწყობთ სკანდალებს დაპირების შეუსრულებლობის გამო,  შესაძლოა, ერთად დიდხანს გაძლოთ.
თხის რქა – ყველაფერს დიდი სერიოზულობით ეკიდება. პირველი შეხვედრისას ის საკმაოდ დაკვირვებულია  და მისთვის პარტნიორის ინტელექტუალურ დონეს, საზოგადოებრივ სტატუსსა და კარგ მანერებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი ზომისა და ნორმის ფარგლებში უყვარს.
მერწყული – არაპროგნოზირებადი და კრეატიულია. იშვიათად ცხოვრობს დაგეგმილად.  არ ხიბლავს განმატროებით, გულითადი საუბრები. ამიტომ, პაემანზე თუ მეგობრებთან ერთად მოვიდა, არ გაგიკვირდეთ. თუმცა, პირველივე ნახვის შემდეგ, მასთან რომანტიკული ესემესების გზავნას არ გირჩევთ. ის ამით ჩათვლის, რომ თავისუფლებას უზღუდავთ და უკან დაიხევს.
თევზები – ბუნებით მორცხვია და კარგი ფსიქოლოგი. ამიტომ, მასთან ყველა თემაზე შეგიძლიათ, ისაუბროთ და თავი მყუდროდ იგრძნოთ. ის ყურადღებით მოგისმენთ და თქვენს ყველა ემოციას გულწრფელად გაიზიარებს. თუ ძალიან მოეწონეთ, შესაძლოა, იმ დღესვე ცხოვრების თანამგზავრად აგირჩიოთ.скачать dle 11.3