კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ატამი – საოცარი სამკურნალო თვისებების მქონე სეზონური ხილი

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ატმის შემადგენლობის 7-12 პროცენტი შაქარია, 0,08-1,02 – მჟავები, 0,5-1,2 პროცენტი – პექტინოვანი ნივთიერება. გარდა ამისა, შეიცავს ვიტამინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც. ატამში არის საკმარისი რაოდენობით P-აქტიური ნივთიერებები. მათი რაოდენობა დამოკიდებულია ატმის სახეობაზე.
გარდა ნაყოფისა, სამკურნალოდ იყენებენ ატმის ფოთლებს, ყვავილებსა და თესლს. მაგალითად, ფოთლის ნატურალურ წვენს, 3-6 მილილიტრს იღებენ რევმატიზმის, გასტრიტის, ენტერიტის, თავის ტკივილისა და კანის გამკვრივებისთვის.
ატმის ფოთლებს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ფოთლები ზამთარში შესანახად რომ მოამზადოთ, ორთქლის აბაზანაზე გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ ყინულიანი წყლით გააგრილეთ, გააშრეთ, დააწყვეთ ქაღალდზე და ზემოდანაც ქაღალდი დააფარეთ. შემდეგ გადაიტანეთ ჰერმეტულ ჭურჭელში და შეინახეთ საყინულეში.
რევმატიზმის ან თავის ტკივილისას იყენებენ ატმის ფოთლების ნაყენს. ახალმოკრეფილ ფოთლებს კი ჭრილობის მოსაშუშებლად ხმარობენ.
სასარგებლოა მისგან მომზადებული ჩაიც. ამისთვის: გარეცხეთ ოთხი ცალი ატამი, დაჭერით და ჩაყარეთ გრაფინში. დაასხით ერთი ლიტრი თბილი წყალი, ჩაამატეთ ცოტა  შაქარი. ცალკე უნდა მოამზადოთ 1 ჭიქა ჩაის ფერი და შემდეგ ჩაასხით ის გრაფინში. დაამატეთ რგოლებად დაჭრილი ლიმონი და შედგით მაცივარში. შეგიძლიათ, დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიიღოთ.
ატმის ზეთს,  რომელიც მისი თესლისგან მიიღება, მედიცინაში ნუშის ზეთის იაფ შემცვლელად იყენებენ.
ატმის თესლი შეიცავს 55 პროცენტამდე უშრობ ცხიმს, ცილებს, ფერმენტ  გლიკოზიდ მიგდალინს, ეთერზეთებს, სტეროიდებს, ესტრონს და სხვა. თუმცა, მისი თესლის ჭამა არ შეიძლება – შესაძლოა, მოგწამლოთ. მისი თესლის ზეთი გამოიყენება ფარმაციაში – ეხმარება ზოგიერთ წამალს გახსნაში, რომელიც კანქვეშ და კუნთებში ინიექციისთვის გამოიყენება. მას, აგრეთვე, იყენებენ თხევადი კრემების დასამზადებლად
ატმის ნაყოფი საჭმლის მომნელებელ სისტემას ცხიმიანი და მძიმე საკვების მონელებაში ეხმარება. კუჭის დაავადებისას, როცა არასაკმარისია მჟავიანობა, უნდა მიიღოთ 50 გრამი ატმის წვენი, 15-20 წუთით ადრე ჭამამდე.
ატამი ეფექტური საშუალებაა სისხლში ჰემოგლობინის დონის ასაწევად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისა და დასუსტებული ბავშვებისთვის.
თუ ადვილად ცივდებით, ბევრი ატამი უნდა მიირთვათ. ეს ხილი იმუნურ სისტემას აძლიერებს. ხილში შემავალი C, B და A ვიტამინები ორგანიზმს ინფექციებისა და ვირუსებისთვის შეუვალს ხდის. თუმცა, ატამი არ არის სასურველი, უშუალოდ ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების დროს.
ატამი შეგიძლიათ, გამოიყენოთ ამოსახველებელ საშუალებად. ამისთვის: 7 გრამი ატმის გამხმარი თესლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და 5 წუთი ნელ ცეცხლზე ადუღეთ. გააგრილეთ და გაწურეთ. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.. ეს რეცეპტი ეფექტურია ჭიების სამკურნალოდაც.
ატმის ნაყენი გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ, 1 სუფრი კოვზი ყოველ 3-4 საათში.
ყურის ტკივილის შესაჩერებლად ატმის ნაყენს იყენებენ წვეთების სახით.
ის ასევე აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ მოქმედებას, აადვილებს მძიმე საკვების მონელებას. ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს.
ატმის წვენი სასარგებლო დიეტური საშუალებაა, განსაკუთრებით ავადმყოფებისა და ბავშვებისთვის.
ატამი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ამიტომ, ის უნდა მიიღონ გულით დაავადებულებმა, გულის რიტმის დარღვევის დროს. მისი ნაყოფი ასტიმულირებს ჰემოგლობინის წარმოქმნას. ადვილად ასათვისებელი რკინის გამო, სასარგებლოა ანემიით დაავადებულებისთვის.
თუ რევმატიზმი, თავის ტკივილი ან გასტროენტერიტი გაწუხებთ, გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი:
1 სუფრის კოვზი ხმელი, დაფშვნილი ატმის ფოთოლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 150 მილილიტრი მდუღარე წყალი. ადუღეთ 5 წუთი წყლის აბაზანაზე, გადმოდგით ქურიდან და 2 საათის შემდეგ გაწურეთ  დოლბანდში. მიიღეთ 50 მილილიტრი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
გაითვალისწინეთ, რომ ატმის გემოს და არომატულობის გამო, არ დაკარგოთ ზომიერების შეგრძნება. ატმის უზომო რაოდენობით ჭამას საჭმლის მომნელებელი და სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა მოჰყვება. ატამი სასარგებლო არც მაშინაა, თუ დღის მეორე ნახევარში მიირთმევთ. ეს ცუდად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
იმის გამო, რომ ატამი ურიცხვი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს, მან შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ალერგიულ და დიაბეტიან ადამიანებს. შესაბამისად, მათთვის ატმის მიღება რეკომენდებული არაა.

უკვდავების წამალი
ზღვის კომბოსტოს, ლამინარიას სამკურნალო თვისებების შესახებ, ჯერ კიდევ  500 წლის წინათ გახდა ცნობილი. ლამინარია, ანუ ზღვის კომბოსტო, შეიცავს პოლისაქარიდებს:  ლამინარინი, მანიტი, ფრუქტოზა და სხვა. ასევე, მდიდარია შემდეგი ვიტამინებით: A, C, D, E, B1, B2, B12. შეიცავს რკინის, გოგირდისა და ფოსფორის მარილებს, მაკრო და მიკროელემენტებს.
ლამინარია იყიდება დაჭრილი ან ფხვნილის სახით. აქვს თავისებური, უსიამოვნო სუნი და მლაშე გემო.

ზღვის კომბოსტო განსაკუთრებით სასარგებლოა, ვისაც იოდის დეფიცი აქვს, რაც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. გამომდინარე იქიდან, რომ მისგან დამზადებული პრეპარატები ორგანიზმში იოდის დეფიციტს ავსებს, მას უნიშნავენ იოდოდეფიციტის პროფილაქტიკისთვის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის სამკურნალოდ.
ეს მცენარე ძალიან ეფექტურია ათეროსკლეროზის როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკისთვის.
ზღვის კომბოსტო არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. გარდა ამისა,  არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გამოჰყავს ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები. აქვს სუსტი საფაღარათო მოქმედება. გარდა ამისა, ხმარობენ ენტეროკოლიტის, ყაბზობისა და პროქტატის დროს. ის ამცირებს სხეულის წონას, რის გამოც დიეტური და საკვები ღირებულება აქვს. ზღვის კომბოსტო ძალიან კარგი საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
სამკურნალოდ ერთი ჩაის კოვზი ლამინარია ჩაყარეთ წყალში, შეანჯღრიეთ და დალიეთ ძილის წინ. ერთი კვირის განმავლობაში მიღებული თითო სუფრის კოვზი ლამინარია შეესაბამება 500–2000 მკგ იოდს, ამიტომ ექიმები მას ბაზედოვის დაავადებისას უწევენ რეკომენდაციას.
შეგიძლიათ, ის გამოიყენოთ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლადაც, რადგან კანს ელასტიკურობასა და სილამაზეს სძენს. ამისთვის, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ორ ჩაის კოვზ ლამინარიას დაასხით ოთხი სადილის კოვზი მდუღარე წყალი, მოურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.  შემდეგ დააფარეთ თავზე და გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში. რის შემდეგაც დაამატეთ 3-4 წვეთი ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე ეს ნიღაბი და გაიჩერეთ ოცი წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ძილის წინ.


გამოიყენეთ თხილი კიბოსა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ

თხილი ყველასთვის საყვარელი საჭმელია. გემოსთან ერთად, ის სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა მის  შემადგენლობაში შედის A, B1, B2, B6, PP, B9, C, E, K ვიტამინები და დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლინს – ამინომჟავას, რომელიც ტვინის მოქმედებას ააქტიურებს.
მის შემადგენლობაში შემავალი მინერალები ძალზე მრავალფეროვანია: თუთია, კალიუმი, რკინა, სპილენძი,  კალციუმი, მანგანუმი, ფტორი და სხვა. თხილის პრეპარატებს აქვს  სიცხის დამწევი, დიზენტერიის, ასევე, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ავიწროებს სისხლძარღვებს, აძლიერებს ლაქტაციას და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.  თხილის ზეთს აქვს საფაღარათო მოქმედება, აძლიერებს თმის ზრდას. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თხილი შეიცავს კიბოს უჯრედების გამანადგურებელ ნივთიერებას, რომელსაც პაკლიტაქსელი ეწოდება. შეგიძლიათ, გამოიყენოთ პროფილაქტიკისთვის. ასევე, ეფექტურია ამ დაავადების მკურნალობის პროცესში.
მინერალებისა და ვიტამინების შემცველობით თხილი ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი მასში E ვიტამინისა და მაღალი ღირებულების ცილის ურთიერთშერწყმაა, რაც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სიმტკიცეს და ანელებს დაბერების პროცესს. თხილი ორგანიზმიდან აძევებს ჭარბ ქოლესტერინს და  გულის გლუვი კუნთის მუშაობას ასტიმულირებს; აუმჯობესებს სისხლძარღვთა მუშაობას და ელასტიკურობას ანიჭებს. უნდა გამოიყენოთ ის, როგორც შინაგანი საშუალება გაციებით გამოწვეული დაავადებების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, წვრილი კაპილარებიდან სისხლდენის დროს. ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადების, სისხლნაკლებობის, კოლიტის, შარდკენჭოვანი დაავადების, ავიტამინოზის, რაქიტის,  რევმატიზმის სამკურნალოდ. ჯირკვლის გადიდებისას თხილის კაკლებისგან, ქერქისა და ფოთლებისგან ნახარში უნდა მოამზადოთ და ღამით, მიკროოყნის სახით გაიკეთოთ.
თხილი ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს, აწესრიგებს კაპილარების გამტარუნარიანობას, ატონიზირებს სისხლძარღვთა სისტემას, უხდება ტრომბოფლებიტს, ჰიპერტონიასა და ჰიპოტონიას. გარდა ამისა, ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, წმენდს ორგანიზმს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, აქრობს ლპობის გამომწვევ ბაქტერიებსა და პათოგენურ ორგანიზმებს. თხილიდან გამოწურულ ზეთს კვერცხის ცილა უნდა შეურიოთ და დამწვრობისთვის უებარი საშუალებაა. ასევე, წაისვათ თავზე თმის გასაჯანსაღებლად.
ძალიან სასარგებლოა თხილის ფოთლების ნაყენი კუჭ-ნაწლავის, სისხლნაკლებობის, ავიტამინოზის, რაქიტის მკურნალობისას, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, წვივის წყლულის, კანქვეშა სისხლჩაქცევების დროს. ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა: 20 გრამ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი. დააყენეთ 4 საათის განმავლობაში და შემდეგ გაწურეთ. უნდა მიიღოთ 50 მილილიტრი 4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
თხილის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებას. ის დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და წინამდებარე ჯირკვლის მდგომარეობაზე. ხელს უწყობს ლაქტაციის მომატებასა და შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობას.
თხილი  დადებითად მოქმედებს ბრონქებისა და ფილტვების სისტემაზე, ააქტიურებს კანის საფარის ქსოვილის აღდგენას.
თხილის ფოთლების ნახარში მზადდება შემდეგნაირად: 20 გრამ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 400 მილილტრი მდუღარე და უნდა ადუღოთ 10 წუთი. ამის შემდეგ დააყოვნეთ 30 წუთით და გაწურეთ. მიიღეთ 100 მილილიტრი, 2-3-ჯერ დღეში, ჰიპერტონიული დაავადების, თირკმელების, ღვიძლის დაავადების, ფაღარათის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროპიის დროს.
თხილის გული კარგად უნდა გასრისოთ, შეურიოთ წყალს. მიიღეთ 50 მილილიტრი 3-ჯერ დღეში შარდკენჭოვანი დაავადებების, სისხლის ამოხველების, ციებ-ცხელების, კოლიტის დროს.
თხილის მიღება რეკომენდებული არ არის ინდივიდუალური აუტანლობისას,  დიაბეტის მძიმე ფორმების, დიათეზისა და ღვიძლის პრობლემების დროს. თხილის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა, განავითაროს სისხლძარღვების, კუჭის სპაზმები, თავის ტკივილი და თავბრუხვევა. შესაბამისად, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, ზომიერება გმართებთ.скачать dle 11.3