კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ქალი-საოცრება

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



ქალი საოცრება უნდა იყოს. ეს „შეკვეთა“ მამაკაცებისგან მოდის. ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ, როცა გვერდით ერთგული, მომხიბვლელი და გამგები ადამიანი ჰყავთ. ცხოვრების თანამგზავრი, საიმედო დასაყრდენი, რომელიც მისი თანამოაზრე იქნება, მისი სიხარულისა და პრობლემების გამზიარებელი. გარდა ამ ყველაფრისა, ქალი გამოცანაც უნდა იყოს, სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე. რატომ?  იმიტომ რომ, ჩვენი ყოველდღიური, მძიმე და სირთულეებით სავსე ცხოვრება გაცილებით გაიოლდეს. მამაკაცები ხომ ისეთი სუსტები და დაუცველები არიან... ისინი მხოლოდ პირობითად არიან ძლიერი სქესი. ბუნებრივია, ყველა ქალი ინდივიდუალური და განსხვავებულია. მათი ქცევებიც – განსხვავებულია. თუმცა, შინაგანად ყველა ქალმა იცის, როგორ უნდა მოიქცეს, რომ მამრს ინტერესი გაუღვიძოს. საქმე ისაა, რომ ზოგი ამას გაცილებით ოსტატურად ახერხებს. მამაკაცი თუ ქალით არ აღფრთოვანდა, თუ მდედრმა ის რაღაცით არ განაცვიფრა, საეჭვოა, დაინტერესდეს და „თამაშში შორს გაჰყვეს“.
მამაკაცი აუცილებლად მოიხიბლება ჭკვიანი და ლამაზი ქალით. მთავარია, ქალს ეყოს ჭკუა და იმ დოზით გამოავლინოს საკუთარი ღირსებები, რომ დიდხანს ეყოს. სწორედ ეს არის ქალის მომხიბვლელობის მთავარი საიდუმლო.
მამაკაცებს უყვართ, როცა მათ ნააზრევს ხვდებიან. ქალი-საოცრება გამოირჩევა ტაქტით. ამ ყველაფრის სწავლა შესაძლებელია. თუკი მართლა გინდა, ვინმე გააოცო, მოინდომე – შენ ხომ ქალი ხარ, არსება, რომელსაც ყველაფერი ხელეწიფება.

სუსტი...
 მგრძნობიარე
 მამაკაცი


მამაკაცების დიდი უმრავლესობა საკმაოდ სუსტი და დაუცველია. ისინი მხოლოდ გარეგნულად ჩანან ძლიერები. კლასიკური მითი – მამაკაცი ძლიერი სქესის წარმომადგენელია, არ ნიშნავს, რომ დაცვა არ სჭირდება. თუ კაცს გვერდით ძლიერი ქალი არ ეყოლება, მიდრეკილია დეპრესიისკენ. უცებ ჩაიკეტება საკუთარ თავში და მერე ძალიან გაძნელდება მისი უკეთესობისკენ შემობრუნება. მამაკაცი შეიძლება, იყოს ქალების გულთამპყრობელი. შეიძლება, ისეთი შთაბეჭდილება დატოვოს, რომ ყოვლისშემძლე და შეუვალია, მაგრამ საკმარისია, წინააღმდეგობას წააწყდეს, რომ მისი ქცევები რადიკალურად შეიცვლება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კაცი უფრო მიდრეკილია დეპრესიისკენ, ვიდრე ქალი. ქალი თითქოს არ აძლევს თავს დეპრესიაში ჩავარდნის უფლებას. მამაკაცი სწრაფად ყრის ფარ-ხმალს, იწყებს ნერვიულობას, უჩნდება შფოთის, სინანულის განცდა. რაც უფრო მეტად ცდილობს ის თავი მოაწონოს ბევრ ქალს, მით მეტად იპყრობს ნერვიულობა. კარგავს სიმშვიდეს, უძლიერდება არასრულფასოვნების კომპლექსი. ერთი სიტყვით, ნუ მოტყუვდებით – მამაკაცი ძლიერი კი არა, ძალიან მგრძნობიარე არსებაა და მას მოფრთხილება სჭირდება. ნუ ითამაშებთ მის გრძნობებზე. შეიძლება, ამჩნევთ, რომ თვალი სხვა ქალებისკენაც გაურბის, სკანდალის გარეშე, მაგრამ აუცილებლად უთხარით, რომ ეს არ მოგწონთ. თუმცა, არც ის ვარგა, თქვენგან იგრძნოს, რომ შეგეცოდათ. მოკლედ, ქალური ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ის სუსტია, თქვენ კი – გაცილებით ძლიერი.

ერთგულების
 ბედნიერება


მამაკაცებს უჭირთ მეუღლის მიმართ ერთგულების შენარჩუნება. მათ მუდმივად გაურბით თვალი სხვა ქალებისკენ. მხოლოდ ერთეულები ახერხებენ, შეინარჩუნონ სტაბილური ურთიერთობა, ცოლი უყვარდეთ და პატივს სცემდნენ მას, როგორც თავის მეორე ნახევარს. სხვათა შორის, ერთგულება ყოველთვის ფასდება. თქვენ შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ცოლის მიმართ ერთგულება მამაკაცებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. მამაკაცი, რომელიც ცოლს არ ღალატობს, სხვა მამაკაცებთან შედარებით, თორმეტი წლით მეტს ცოცხლობს.
ექიმები და სექსოლოგებიც ამ აზრს იზიარებენ. მამაკაცი, რომელსაც აქტიური, სექსუალური ცხოვრება აქვს მხოლოდ ერთ პარტნიორთან, ნაკლებად ავადდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. არ იცის, რა არის დეპრესია და გამოირჩევა მაღალი იმუნიტეტით. ანუ, ერთგული მამაკაცი გაცილებით დაცულია. სულ მინიმუმ – სკანდალები და ამით მიღებული სტრესები მაინც არ ემუქრება. სინდისიც არ აწუხებს. არც დამნაშავის სინდრომი აქვს. ნებისმიერი მამაკაცი, როგორი მექალთანეც არ უნდა იყოს, აუცილებლად განიცდის, როცა ცოლს ღალატობს. შეიძლება, ეს არ აღიაროს, მაგრამ მის ქვეცნობიერში ილექება და ჯანმრთელობას უზიანებს. ერთგული მამაკაცი მშვიდად ცხოვრობს და დიდხანსაც ცოცხლობს. თანაც, ბედნიერად.

გიყვარდეს...
 ნაკლთან ერთად

იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ვინ არის იდეალური, ვის არ დაუშვია შეცდომა და ვისთვის არ უთქვამთ, რომ მისი ზოგიერთი ჩვევა აუტანელია. მაგრამ, ადამიანებს ღირსებებიც გააჩნიათ და თუ ღირსება გადაწონის ნაკლს, მაშინ ნამდვილად გაგიმართლათ – მისი სიყვარული შეიძლება და ეს სულაც არ იქნება შეცდომა. „ნაკლი ღირსების გაგრძელებააო“, – ასეც ამბობენ და არის ამაში ლოგიკა. წარმოიდგინეთ, როგორი უინტერესო იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ყველანი იდეალურები და ერთნაირები რომ ვიყოთ. თავიდან ეს, ალბათ, მოგვეწონებოდა კიდეც, მაგრამ მერე, სიყვარული განელდებოდა, გაქრებოდა აზარტი და ერთფეროვნება შეგვაწუხებდა.
რაც შეეხება სიყვარულს – თუ გიყვარს ადამიანი, გიყვარს თავის ყველა ნაკლთან ერთად და ეს არის სწორედ უანგარო გრძნობა, ანუ ნამდვილი და ჭეშმარიტი სიყვარული. თუკი ადამიანი უნაკლოა (რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია), მაშინ ის უყვარს ყველას და აქვე ჩნდება მეორე საკითხი – ასეთ იდეალურს ენდომები კი შენ, ყველა შენი ნაკლით? ასე რომ, დაფიქრდით, სანამ საყვარელ ადამიანს რომელიმე ნაკლის გამო სკანდალს მოუწყობდეთ – თქვენ მართლა გიყვართ ის? მაშინ უნდა გიყვარდეთ მის ყველა ნაკლთან ერთად. ანუ, მიიღეთ პარტნიორი ისეთი, როგორიც ის არის და მაშინ თქვენი ურთიერთობა იდეალური იქნება!скачать dle 11.3