კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორია მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება საქართველოში ანტიქრისტეს შემოსვლასთან დაკავშირებით და რატომ მოუწევთ მორწმუნე ადამიანებს სახლების დატოვება და მიუვალ ადგილებში თავის შეფარება

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 წმიდა გაბრიელი (ურგებაძე) გარდაცვალების შემდეგაც  პირველია, ვინც თავისი დასაფლავება ერთგვარ ქადაგებად აქცია. მეოცე საუკუნის მიწურულს მისი ანდერძისამებრ, დასაფლავდა ძველი ბერმონაზვნური წესით – კუბოს გარეშე, მხოლოდ ჭილოფში შეხვეული. გარდაცვალებამდე სინჯარაში აღებული მამა გაბრიელის სისხლი დღემდე უხრწნელია და არაერთ სასწაულს ახდენს. მამა გაბრიელს არაერთი წინასწარმეტყველება აქვს, რომელთა უმრავლესობა ბოლო ჟამს ეხება.
„ძველი გველი ამთავრებს დედამიწის შემორკალვას. ის უკვე პირით წვდება თავის კუდს. ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, ვცხოვრობთ ისეთ დროში, რომ შევესწრებით ანტიქრისტეს გამეფებას. ის უკვე მოსულია და თავის მზაკვრულ საქმეებს დაფარულში აკეთებს. იმდენად ახლოსაა მისი გამოჩენა, რომ კარებზე კი არ გვიკაკუნებს, არამედ გვიბრახუნებს. მთელი ძალით კარებს ანჯღრევს, ლამის შემოამტვრიოს. ანტიქრისტეს გამეფება სოლომონის ტაძარში იქნება, რომლის აღდგენაც უმცირეს დროში მოხდება. საამისოდ დღეს ყოველი პირობა არსებობს. მსოფლიოს მალე ეყოლება ერთი მბრძანებელი. შეიქმნება მსოფლიო მართვის ცენტრი, რომლის მბრძანებელიც გახდება ანტიქრისტე. შესაძლოა, ეს მოხდეს მსოფლიო საყოველთაო არჩევნების გზით. ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა ასეთ არჩევნებში. გავლენიანი ბოროტი ძალები ეცდებიან, სხვა ქვეყნების ხელმძღვანელად გაიყვანონ მათთვის სანდო პირები, რომ შემდეგ ერთხმად დაუჭირონ მხარი ანტიქრისტეს გამეფებას. მსოფლიო მართვის ცენტრი ვერ იარსებებს მსოფლიო გაერთიანების გარეშე. ამიტომაც ხდება დიდი გლობალური გაერთიანებები, რაც საბოლოოდ, სრული გაერთიანებით უნდა დამთავრდეს. გლობალური და სრული გაერთიანება მოიცავს, როგორც საერო, ასევე სასულიერო მხარეს. საერო ხაზით ეს ხორციელდება სიტყვა დემოკრატიით, ხოლო სასულიერო ხაზით კი – სიტყვა ეკუმენიზმით. დემოკრატია ემსახურება მიზანს: საბოლოოდ შეიქმნას და ჩამოყალიბდეს ერთიანი მსოფლიო მოქალაქე, ყოველგვარი ტერიტორიის, ტრადიციისა და ეროვნების გარეშე. ეკუმენიზმი კი ემსახურება ყველა ქვეყნისა და რწმენის ადამიანების ერთ სალოცავში გაერთიანებას. არავინ იტყვის მაშინ მხოლოდ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი სარწმუნოება და გავერთიანდეთ მასშიო. არამედ ყველა არსებული რწმენის ლოცვიდან შეიკრიბება და აღევლინება საერთო ლოცვა, რაც ჭეშმარიტი ღმერთისა და რწმენის დიდ ღალატს ნიშნავს... დღეს მსოფლიო შეთქმულების მასონური ბოროტი ძალები წინასწარ დაგეგმილად აწარმოებენ სხვადასხვა ქვეყანას შორის ომებს, ჰქმნიან ხელოვნურ შიმშილობებს, არეულობებს და სხვადასხვა სახის დიდ გაჭირვებას. უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისგან დღესაც ხშირად ისმის: რა გვეშველება, ვინ გვიხსნის, რა გვიხსნის. სწორედ, ასეთ დროს, როცა ყოველგვარი არეულობა და გაჭირვება კულმინაციას მიაღწევს და მსოფლიო თითქოს გამოუვალ ჩიხში მოექცევა, ანტიქრისტე მოევლინება ქვეყნიერებას, როგორც მხსნელი. იმის გამო, რომ ანტიქრისტეს მოსვლა უფრო მეტად დაემსგავსოს ქრისტეს ამქვეყნად მობრძანებას, მას წინ უსწრებს მისი წინამორბედის მოსვლა. ის ხალხს აჩვენებს ძალიან დიდ მოჩვენებით სასწაულებს. გაკვირვებული ადამიანები ლამის ღმერთად აღიარებენ. ის კი ეტყვის მათ: მე ვინ ვარ მასთან შედარებით, რომელიც მოდის ქვეყანაზე თქვენს მხსნელად და პატრონადო. როგორც ნაწინასწარმეტყველებია, „ანტიქრისტე იშვება დანის ტომიდან“. იტყვიან, რომ ქალწულმა შვა ის. სინამდვილეში კი, ბოროტი ბილწი მეძავისგან იშვება. მთელი ბოროტული სამყარო იქნება თავმოყრილი მასში, რადგან თავად სატანა იქნება ჩასახლებული შიგ“... „გაფრთხილდით, ისეთი დრო მოდის, მიწას შეჭამთ! წმიდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან, ტელევიზიით გადასცემენ. ცოდვების გამო მიწისძვრები იქნება. საქართველოში ჯერ რუსის ტანკი შემოვა ხალხის გამოსაფხიზებლად. საქართველოს ტერიტორიებიის გაყიდვას და დაკარგვას ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება.. რუსთაველს არ გაეკაროთ ისეთი ამბავი იქნება… ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება... რომ იტყვიან უკვე, საქართველო აღარ არისო, აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება, რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის...”
როდესაც  მამა გაბრიელს ჰკითხეს: „თვითონ თუ იცის, რომ ანტიქრისტეა?  უპასუხა: მან კი იცის, შენ თუ მიხვდები?! გახსოვდეს, ანტიქრისტე ჯერ კარზე აკაკუნებს. როდესაც აკაკუნებენ რა უნდა ქნა? – კარი უნდა გაუღო.  კარს რომ გააღებ და სტუმარს დაინახავ, რა უნდა უთხრა, მობრძანდით. ჰოდა, ბრძანებას ელოდებიან, ბრძანებას. ბრძანება გაიცემა და მოვა. ახლა კარი ღიაა უკვე. აღარ აკაკუნებს. კარში დგას და ბრძანებას ელოდება. ბოლო ჟამს ანტიქრისტეს მომხრე ქუჩაშიც შიშველი ივლის, სირცხვილი აღარ ექნება. ქრისტიანი წესიერად ჩაცმული იქნება, ამით იცნობენ და დევნას დაუწყებენ. კაცები ქალად იქცევიან უკვე და ქალები – კაცებად!.. ახლა ისეთი ჟამი დგება, ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს. თუ ქალი ხარ, კაცი უნდა გახდე და თუ კაცი ხარ, გმირად უნდა იქცე! ბოლოს უფალი საქართველოში სამ თესლს ჩამოაგდებს; პირველი კაცებისთვის – შერცხვებათ თავის კაცობის, მეორე ქალებისთვის – შერცხვებათ თავის ქალობის, მესამე – ღვთის შიში დაეცემა ერს და მართლა მიხვდებიან, რომ ღმერთი არსებობს. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის დატოვებას რომ დააპირებს, ზარების რეკვა ატყდება. გაბრიელი აღდგება. ტაძრები ხილული სახით მოიხრებიან ღვთისმშობლის ხატის გაცილების მიზნით. ცისა და ქვეყნის დედუფალს თაყვანს სცემენ და ყველაფერი ტელევიზიით იქნება გადაცემული. ეს იქნება ღვთის დიდი წყალობა, იმისთვის, რომ მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში... ანტიქრისტეს დროს გაჭირვება იქნება. საჭმელს თუ მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ვინც ამის მოქმედია, მის ბეჭედს მიიღებს. მორწმუნე ღვთის იმედად იქნება და ბოლო ჟამს უფალი ისეთ სასწაულებს მოუვლენს თავის ხალხს, რომ ერთი ფოთლის შეჭმაც კი, ერთ თვეს ეყოფათ, მიწაც ხომ არ დალეულა? გადასახავ ჯვარს და პურად შეგერგება...”

ანტიქრისტეს მოქმედების პერიოდი და მისი ბეჭედი  
„ანტიქრისტეს ექნება მოქმედების შვიდი წელიწადი. რომელიც იყოფა ორ ნაწილად. პირველ სამწელიწად-ნახევარში ის იბრძოლებს მსოფლიოს სრული
ბატონობისა და ხალხთა ნდობის მოპოვებისთვის, ამიტომ თავდაპირველად, იქნება ძალიან ლოიალური, ყველა რელიგიის შემწყნარებელი, ჰუმანური და უაღრესად კეთილშობილი პიროვნების ნიღბით შეფარული. დიახ, მთელ მსოფლიოში ის დიდ სიყვარულსა და ნდობას მოიპოვებს. მის დროს შეწყდება ხელოვნური ომები და არეულობები. დროებით აღარც შიმშილობა და გაჭირვება იქნება. ხალხმა შეიძლება თქვას, რომ ოქროს ხანა დაგვიდგაო. ასევე, ანტიქრისტე მოახდენს უდიდეს მოჩვენებით სასწაულებს. ციდან ცეცხლს ჩამოუშვებს და მიწიდან მთებს აზიდავს. მსგავსი, სხვა დიდი სასწაულების ხილვაზე, ხალხი დაუჩოქებს და თაყვანს სცემენ, როგორც ღმერთს. აი, ასეთ დროს დარწმუნდება რა ადამიანების მთელ დამონებაში, ის მეორე სამწელიწად-ნახევარში გამოაჩენს ნამდვილ ბოროტ ბრჭყალებს. ანტიქრისტეს მოსვლას ვერ შეაჩერებს და წინ ვერ აღუდგება ვერავითარი ძალა, რადგან ზნეობრივად გადაგვარებული ადამიანების აუტანელი ცოდვის გამო, ღვთის დაშვებით ეძლევა მას მოქმედების უფლება. ეძლევა, რადგანაც საბოლოოდ გაირჩეს ერთმანეთისგან თხა და ცხვარი... მალე აღარ იქნება სხვადასხვა ფული, არამედ ერთი მსოფლიოს ფული. ანტიქრისტეს მეფობის დროს კი, ისიც გაქრება და მის ნაცვლად, ანტიქრისტე გამოსცემს ბეჭედს. ამ ბეჭდით ადამიანებს დაბეჭდავენ მარჯვენა მკლავზე და შუბლზე. ვინც ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებს, ვერ ცხონდება. ის სამუდამოდ ამოიშლება ქრისტეს სიცოცხლის წიგნიდან. ყოველი ადამიანი დიდი გამოცდისა და განსაცდელის წინაშე დადგება... ადამიანთა დიდი უმრავლესობა ნებით მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს. ძირითადად, ზნეობრივად გადაგვარებული ის ურწმუნო ადამიანები, რომელნიც მხოლოდ ბილწ, ხორციელ ვნებებსა და წუთისოფლის სიამეებს ელტვიან. მორწმუნე, სულის ცხონების მაძიებელ ადამიანებს, მხოლოდ ერთი გამოსავალი ექნებათ: დატოვონ თავიაანთი სახლები და მთებს, მიუვალ ადგილებს შეაფარონ თავი. მარტო არავინ არ უნდა წავიდეს. შესაძლებელია, ეშმაკმა კლდიდან გადაჩეხოს. ჯგუფურად გასვლა კარგი იქნება, ძალა ერთობაშია...
 „ადამიანები, რომელბიც ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებენ, მალევე ინანებენ და დასწყევლიან თავიანთ გაჩენის დღეს. მაგრამ, ვერაფრით უშველიან თავს. მალევე გაქრება მათი მოჩვენებითი, დროებითი ოქროს ხანის ილუზია. გართობისა და ხორციელი ვნებებით ტკბობის ნაცვლად, საშინელი ტანჯვა-წამება დაეწყებათ. დაავადდებიან სხვადასხვა მტანჯველი, მძიმე ავადმყოფობით. მიწიდან გამოვლენ სხვადასხვა სახის შხამიანი მკბენარები და დაკბენენ მათ. ყოველივე ამას თან დაერთვება საშინელი შიმშილი. ხე ნაყოფს არ გამოიღებს. ადამიანები გვამებს შეჭამენ. მათი ოქრო და ძვირფასი სამკაულები ქუჩაში ეყრება და არაფრის მაქნისი და მნიშვნელობის აღარ იქნება. ქვეყნიერების გაჩენიდან თუ რაიმე ტანჯვა-წამება ყოფილა, ყველას ერთად ბევრად გადააჭარბებს ანტიქრისტეს დროს არსებული საშინელი ტანჯვა-წამება. უკიდურესად გაჭირვებული და გატანჯული ადამიანები მივლენ მასთან და ეტყვიან: შენ ხომ ჩვენი ღმერთი ხარ, გვიშველე რამე. ის კი დაცინვით ეტყვის მათ: მე რა გიშველოთ, ხომ ხედავთ, ხე ფოთოლსაც არ იღებს. მაშინ მიხვდებიან ანტიქრისტეს დაბეჭდილნი, რომ ღმერთისთვის კი არა, უდიდესი ბოროტისთვის უციათ თაყვანი და მარადიული ტანჯვისთვის ერთხელ დასწყევლიან თავიანთ გაჩენის დღეს. მათ კი, ვინც არ მიიღო ანტიქრისტეს ბეჭედი და სულის ცხონების მიზნით, მთებსა და ტყეებს შეაფარა თავი, სულიწმიდის მადლი მიახვედრებთ, როგორ უნდა იარსებონ. შეიძლება, ბევრი გზაშიც გარდაიცვალოს, მაგრამ მთავარი ხომ ქრისტეს გვერდით ყოფნა და სულის ცხონებაა. იმ დროს რამდენად დიდი ცოდვებიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, თუ ანტიქრისტეს ბეჭედს არ მიიღებს და ქრისტესთვის გაუძლებს დიდ განსაცდელს, ეპატიება და ცხონდება“... „თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. ანტიქრისტე მთელ დედამიწაზე გამეფდება და დევნა ყველგან იქნება. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ღვთისმშობელი დაიფარავს მას და ნაკლები დევნა იქნება, ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით. ათ-ათნი ან მეტნი იყავით, რათა დევნის დროს ერთმანეთს შეეშველოთ. როდესაც გაგიჭირდებათ, ნუ შეშინდებით, მე მოვალ და მოგეხმარებით. ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ... მალე მთელი მსოფლიო გაერთიანდება ანტიქრისეს რიცხვით. ბოლო დროს ცაში ნუ დაიწყებთ ყურებას, რადგან ისეთი სასწაულები მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით. ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, არამედ ხილულადაც იქნება და დაესმევა ადამიანს ხელსა და შუბლზე. პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, თითქოს კრძალავენ საჭმელს, გრამსაც ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არის ბეჭედი და ჯვრის გარდასახვითა და ლოცვით, სარწმუნოებით მიღებული საზრდელი განწმენდილია”.
 „... ანტიქრისტეს ბატონობიდან ზუსტად სამწელიწად-ნახევრის გასვლის შემდეგ იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა მთელი თავისი ზეციური დიდებით. მაშინ მოხდება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა და ქვეყნიერების საბოლოო განსჯა. მხოლოდ ქრისტეს მიერ დამარცხდება ანტიქრისტე და ჩაინთქმება სამუდამო ცეცხლის ტბაში ყველა მის თანამზრახველ ბოროტ სულთან ერთად...”
  მამა გაბრიელს არ მოსწონდა, ქართველები საქართველოდან სხვა ქვეყნებში რომ მიდიოდნენ სამუშაოდ ან საცხოვრებლად. „ეს განსაცდელი მათთვისაა დაშვებული და ისინი კი ამას გაურბიან, – იტყოდა ხოლმე და დაამატებდა, – სამშობლოდან ქართველების გაქცევა ღვთისმშობელს ძალიან სწყინს. არ მიატოვოთ საქართველო, არ განგირისხდეთ ღვთისმშობელი, არ გაპატიებთ! სადაც ადამიანი დაიბადება, იქ გადმოდის მასზე კურთხევა.“
გარდაცვალების შემდგომი გამოცხადება
„...ათასი უბედურება მოდის: მიწისძვრები, ინფექციები, დაავადებები. ახლა ახალი ვირუსი შემოდის: ჩირქით და მუწუკებით აისახება და ვილოცოთ, შეგვიწყალოს უფალმა. თუ ვართ ამის ღირსნი... შვილებო, არ გაცდუნოთ ბოროტმა: გაარჩიეთ შავი და თეთრი. რწმენას მიხედეთ, მოყვასნო, რწმენას, თორემ ძალიან გიგიჭირდებათ მალე. შვილებო, აღარ არის (ტაძრების) შენების დრო, აღარ, მოყვასნო. რაც არის აშენებული, ისიც მალე ძალას დაკარგავს და აღარ იქნება ლოცვა იმ ადამიანებისთვის, ვინც წყეულის ბეჭედს მიიღებს... ჩიპი აქაც მალე შემოვა, მოყვასნო. ხალხს ვერაფრით დაიყოლიებენ, მორწმუნე ერზე მაქვს საუბარი, თორემ სხვაზე რა გითხრათ, იმას მოიგონებენ, რომ ვითომცდა ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, პატარებისთვის იქნება საჭირო, რომ არ დაიხოცონ, რომ არ შეხვდეთ ვირუსი და არ დაავადნენ სხვადასხვა დაავადებისგან. ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიან და აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა. ორმა ქვეყანამ თქვა უარი დაჩიპვაზე, მაგრამ ქართველ ხალხს, ცუდი ზნე აქვს: ყველაფერ ცუდს ჩვენი ერი ითვისებს. მაგრამ გონზე მოდით, გონს მოეგეთ, მოყვასნო. მალე შემოვა ეს საქართველოში და ავიცილოთ სატანის ნიშანი, შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს. კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი და დავიცვათ ერთმანეთი, შვილებო!
  მალე კავკასიონს ტალახი ჩამორეცხავს, შავი მიწა ჩამოიტანს და გაასწორებს. კარგია, თუ შორს, სადმე, სოფლებში მიწები და ადგილები გექნებათ. დაგჭირდებათ მალე მისი დამუშავება და საზრდოს მოყვანა, რათა თავი ირჩინოთ და გამოკვებოთ ერთმანეთი. როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ. ნეტარ იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ დღეებს დაითმენს და უფალს სიხარულით შეხვდება. გეტყვით და გირჩევთ, რა უნდა დათესოთ და რა უნდა მოიყვანოთ. ბევრი ადამიანი პურის ნატეხს ყრის და არაფრად აგდებს. შეინახეთ, გაახმეთ, სანატრელი იქნება, შვილებო. ჩვენი პატრიარქი პურის ნაფხვენებს  და კარტოფილის ნაფცქვენებს ახმობს და დარიალის ხეობაში ინახავს. საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით....”
 

скачать dle 11.3