კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მინდა, ეკლესიურად ვიცხოვრო, მაგრამ ძალიან მეუხერხულება აღსარების თქმა. მირჩიეთ, როგორ გადავლახო ეს უხერხულობა?
პასუხი
: ასეთი რამ ხშირად ემართებათ პირველი აღსარების წინ. ამიტომ საჭიროა, ყველა ქრისტიანმა იცოდეს, რომ მოძღვარი მხოლოდ შუამავალი ადამიანია თქვენსა და უფალს შორის და არა მსაჯული. აღსარება მხოლოდ ცოდვების ჩამონათვალი კი არ არის, სულიერი გაწმენდა და ტკივილია ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო. მაგრამ ეს ტკივილი უფრო მკურნალია. ასეთი განცდა მხოლოდ სინანულით, სინდისის გაღვიძებით მოდის და ამ სინანულს წირვა-ლოცვაზე სიარული აღვიძებს. თუ თქვენ წირვა–ლოცვაზე ივლით, გული თავად მოემზადება აღსარებისთვის. დაელაპარაკეთ მოძღვარს აღსარების წინ, რათა გაგიმარტივდეთ პირველი აღსარება. შესაძლოა, თავიდან გაგიჭირდეთ, მაგრამ ეკლესიური ცხოვრება ძალას შეგმატებთ და შემდგომში დაძლევთ ამ უხერხულობას.
კითხვა: ვარ ხანდაზმული ადამიანი. დედით – სომეხი, მამით – ქართველი. ბავშვობაში, ალბათ, დედის გავლენით, მომნათლეს სომხური წესით. ახლა, ჩემს ასაკში გვიანი ხომ არ არის მართლმადიდებლობაზე გადანათვლა?
პასუხი
: მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან ზიარება არასდროს არის გვიანი. ცნობილია, რომ ქრისტიანობის დიდი ბურჯი, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე დიდი სიკვდილის წინ მოინათლა.
კითხვა: განგვიმარტეთ, რა არის „საკუთრხი“?
პასუხი:
„საკურთხი“ ქრისტიანული ცნებაა და თვით სიტყვა გვეუბნება, რომ რაღაც უნდა იკურთხოს. ამ შემთხვევაში – პროდუქტი, რომელიც ეკლესიაში მიგვაქვს მიცვალებულის სახელზე. კურთხევა ხდება პანაშვიდის დროს და ამის შემდეგ საკურთხი უნდა გაიცეს სამოწყალოდ მიცვალებულის სახელით. მაგრამ მიცვალებულისთვის მთავარი იმ ლოცვების აღვლენაა, რომელიც პანაშვიდის დროს წარმოითქმება. საკურთხი ეკლესიაში შეგიძლიათ მიიტანოთ საეკლესიო კალენდრის მიხედვით დადგენილ მიცვალებულთა დღეებში. ასევე, ნებისმიერ შაბათს (შაბათი ითვლება პანაშვიდისთვის მიზანშეწონილად).
კითხვა: სახლში რემონტის დროს ხელოსანმა თავისი ფანტაზიით, იატაკზე ჯვარი გამოგვისახა. ძალიან მოგვეწონა და დავტოვეთ. ახლა ცოტა შევშფოთდით, უნებურად ცოდვას ხომ არ ჩავდივართ, ზედ რომ დავდივართ?
პასუხი:
გაითვალისწინეთ, რომ ჯვრის გამოსახვა არ შეიძლება იატაკზე, სკამებზე, საზურგეებზე, უნაგირზე, ანუ იქ, სადაც მას შეიძლება, პატივისცემით ვერ მოვეპყროთ. შესაძლებელია, ჯვარი გამოსახოთ ბუხართან, კედელზე და ასე შემდეგ.
კითხვა: ჩემი შვილის ავადმყოფობის დროს ღმერთს შევპირდი, ოღონდ ბავშვი გამოჯანმრთელდეს და იმ საჭმელს, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, აღარასდროს შევჭამ-მეთქი. ბავშვი გამოკეთდა და მეც ჩემი დანაპირები შევასრულე. აქვს თუ არა მნიშვნელობა ამგვარ მსხვერპლს?
პასუხი
: მომავალში, როდესაც რაიმე თხვონა შეგისრულდებათ, პარაკლისი გადაიხადეთ. მსხვერპლის გაღებას უფალი ჩვენგან არ ითხოვს. მაგრამ რადგან შეჰპირდით, კიდეც უნდა შეასრულოთ.
კითხვა: როგორ აღვასრულოთ მცნება და დავეხმაროთ სხვას, თუკი თავად ხელმოკლედ ვცხოვრობთ და არ შეგვიძლია მოწყალების გაღება.
პასუხი:
ასეთ დროს შეგიძლიათ, ღიმილით, თბილად მოპყრობით, ნუგეშისცემით დაეხმაროთ მოყვასს. დახმარება და მოყვასის სიყვარული მარტო მატერიალური შეწევნით არ გამოიხატება. ხშირად ადამიანისთვის მოყვასის თანადგომა უფრო ღირებულია, ვიდრე მატერიალური დახმარების გაწევა.скачать dle 11.3