კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რა თანხას ინახავს „საქართველოს ბანკის“ აქციონერი, პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე „თი ბი სიში“ გახსნილ 9 ანაბარზე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე 1962 წელსაა დაბადებული. ის ორგზის იყო პარლამენტის წევრი: 2004-2008 და 2016-2020 წლების მოწვევებისა და 2012-დან მორიგ ჯერზე გადეპუტატებამდე, საპარტნიორო ფონდს ხელმძღვანელობდა.
მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება, რომელიც მან, ცხადია, შეავსო, როგორც ხალხის რჩეულმა და ოჯახის წევრად მიუთითა შვილი: 1999 წელს დაბადებული კარლო და 1970 წელს დაბადებული მეუღლე ქეთევან ტომარაძე.
იმხანად დეპუტატის ქონება შემდეგნაირი იყო: 200 000 აშშ დოლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით თბილისში, 2 000 აშშ დოლარად ღირებული მიწის ნაკვეთი გარდაბანში, 12 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა, ასევე, მემკვიდრეობით მიღებული სურათების კოლექცია, ანტიკვარული ავეჯი, ნოხები, ალვანური თექები, ანტიკვარული ჭაღები და ანტიკვარულივე სერვიზი.
ამას გარდა, ფლობდა თითო-თითო ლარად ღირებულ „საქართველოს ბანკის“ 10 537 და „გაერთიანებული ქართული ბანკის“ 10 000 აქციას. ნაღლ ფულად კი დეკლარაციის შევსების მომენტში 60 000 აშშ დოლარი ჰქონდა.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2004 წლის განმავლობაში, როგორც აქციონერმა, საერთო ჯამში, 2 655 ლარი მიიღო, როგორც პარლამენტის წევრმა, 16 740 ლარი, როგორც თსუ-ის პროფესორმა, 3 121 ლარი, მისმა მეუღლემ კი, როგორც „პროკრედიტანკის“ კორპორაციულმა ბანკირმა, 17 691 ლარი.
ირაკლი კოვზანაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლის იანვრით თარიღდება, რომელიც, ასევე, დეპუტატის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე და სამი შვილი: კარლო, 2005 წელს დაბადებული დიანა და 2006 წელს დაბადებული დიმიტრი.
ირაკლი კოვზანაძის საკუთრებაა: ზემონახსენები საცხოვრებელი სახლი (826 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (591 კვ. მ.) თბილისში, ჯორბენაძის ქუჩაზე; 60 000 ლარად ღირებული აგარაკი წყნეთში და მიწის სამი ნაკვეთი: 20 000 ლარად 1005 წელს შეძენილი, თბილისში, ჯორბენაძის ქუჩაზე (180 კვ. მ.), 100 000 ლარად შეძენილი წყნეთში (1 010 კვ. მ) და 1993 წელს 175 370 მანეთად შეძენილი გარდაბანში (1 500 კვ. მ.); ასევე, 30 000 ევროდ ღირებული 2008 წლის ავტომანქანა; მის მეუღლეს კი მხოლოდ უძრავი ქონება აქვს: 14 000 აშშ დოლარად ღირებული 2007 წლის „ტოიოტა კოროლა“.
ირაკლი კოვზანაძე კვლავ ფლობს „საქართველოს ბანკის“ ერთ ლარად ღირებულ 5 537 აქციას.
თუმცა ანაბრებს „თი ბი სი ბანკში“ ინახავს. სახელდობრ, იქ გახსნილ 9 ანაბარზე ერიცხება: 32 967 ევრო, 60 000 ევრო, 29 837 ევრო, 82 781 აშშ დოლარი, 64 133 ევრო, 80 527 აშშ დოლარი, 57 905 ევრო, 91 685 აშშ დოლარი და 35 614 აშშ დოლარი. ხოლო დეკლარაციის შევსების მომენტში, ნაღდ ფულად, 20 000 ლარიც ჰქონია, როგორც დანაზოგი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2016 წლის განმავლობაში ირაკლი კოვზანაძემ, როგორც პარლამენტის წევრმა, 7 648 ლარი აიღო (თვე-ნახევარში), როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა და ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის გამგემ, 26 898 ლარი; როგორც რეკონვერსიისა და განვითარების ბანკის (ბელორუსი) დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელმა წევრმა 12 000 ევრო; ქეთევან ტომარაძემ კი, როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კონსულტანტმა, 37 500 ლარი. ამას გარდა, ირაკლი კოვზანაძემ 99 900 აშშ დოლარი აიღო მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის გაქირავებითაც.
რაც შეეხება გასავლებს: ხალხის რჩეულს 2016 წელს სწავლების დაფინანსება (თუ ვისი, უცნობია) 32 000 ლარი დაუჯდა, ხოლო რემონტი – 46 000 აშშ დოლარი.
скачать dle 11.3