კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 „მე აქ ჩემი ღამე უნდა გავათენო“

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „დაიწო ჯიგარი“


იმ მარტივი მიზეზით, რომ არჩევნები, იმისდა მიხედვით, რისია (ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო), ხან სამ წელიწადში ერთხელაა, ხან – ოთხ, ხანაც – ხუთში. ამიტომაც ლამისაა, წელი ერთია და თითო არჩევნები გვაქვს გადასაგორებელი.
შესაბამისად, არც წლევანდელი შემოდგომაა გამონაკლისი. ხოლო, რაკი არაა (გამონაკლისი), პოლიტიკოსებიც გააქტიურდნენ. ცხადია, ახალ-ახალი სკამის დაუფლებისა თუ უკვე ძველის შენარჩუნების იმედით.
იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე მეტს, ნადირობა და ომი იქით იყოს, არჩევნებამდე იტყუებიან, ჩვენც თავზე დაგვეხვავა ნაირნაირი დაპირებები.
ერთნი – კბილების ჩამსხვრევას გვპირდებიან (თუ მე არ გავიმარჯვეო), მეორენი – ღამის თბილისის ცხოვრების გაცხოველებას, მესამენი – თვით „სითი პარკთან“ შეჭიდებას; მეოთხენი, პათოსს, ერის წყლული მაჩნდეს წყლულადო.
ჰოდა, რაკი მაჩნდესო, ქ-ნი ხოშტარია აგერ უკვე მერამდენე დღეა, რაც გლდანში, ერთ-ერთი მოსახლის ბინაში ცხოვრობს და გვპირდება, რომ მომავალი ორი თვის განმავლობაში კიდევ არაერთ თბილისურ ოჯახში დაიბუდებს (აი, იმას კი  აღარ აზუსტებს, თავისი ხარჯით ირჩენს თავს თუ მასპინძლების ჯიბის იმედადაა?!).
როგორც უნდა იყოს (თუმცა ისიცაა, რას არ მოიფიქრებ სკამის დასაუფლებლად), ფაქტია, რომ მერობის ამ კონკრეტული კანდიდატის პათოსია: „მე აქ ჩემი ღამე უნდა გავათენო, ჩემი საქართველო აქ არის“, ანუ ვითომ „დაიწო ჯიგარი“?! –
скачать dle 11.3