კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ უნდა დააღწიოთ თავი ბანკის „შავ სიას” და რამდენი წელი მოგვეთხოვება პასუხი გადაუხდელ სესხზე

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

 საბანკო პროდუქტებით სარგებლობა, იშვიათი  გამონაკლისების გარდა, ყველას უწევს. 21-ე საუკუნეში საქმის წამოწყება ან   სხვა ტიპის მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც  ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული,  სესხის აღების  გარეშე თითქმის  წარმოუდგენელია.  ქართული ფინანსური ორგანიზაციები მომხმარებელს საკმაოდ ბევრ საბანკო პროდუქტს სთავაზობს, რომელთა შორის, ბევრი მაღალი რისკის პროდუქტად მიიჩნევა. როგორ ხვდებიან მსესხებლები ეგრეთ წოდებულ „შავ სიაში” და რამდენ ხანს ინახავს საკრედიტო  ისტორია ჩანაწერს ჩვენს ურთიერთობაზე საბანკო სექტორთან, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და  ბანკების” ხელმძღვანელს, გიორგი კეპულაძეს გავესაუბრეთ.
გიორგი კეპულაძე:
  საკრედიტო  ისტორია არის  ინფორმაცია ყველა ადამიანის სესხების შესახებ, რომელიც ერთიან  ბაზაში ინახება.   მას შემდეგ, რაც ნებისმიერი ტიპის საბანკო პროდუქტით ვისარგებლებთ, ჩვენ შესახებ ჩნდება ჩანაწერი „კრედიტ-ინფო საქართველოს” მონაცემთა ბაზაში. ამ ბაზაში თავმოყრილია როგორც ბანკების, ასევე  მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციების   მიერ გაცემული ინფორმაცია.  ეს ისტორიები მოიცავს როგორც დადებითი  ტიპის ჩანაწერებს, ასევე  ნეგატიურსაც,  იმ შემთხვევებში თუ  ვერ ვახერხებთ სესხის, ან სხვა საბანკო ვალდებულების დაფარვას. სესხის დასრულების შემდეგ, დადებითი ჩანაწერი იშლება 5 წლის ვადაში, ხოლო  ნეგატიური ჩანაწერი - 7 წლის ვადაში. თუ ვერ დავფარავთ  საბანკო  ვალდებულებას, ჩანაწერი რჩება ისტორიაში, სანამ არ დასრულდება.  კრედიტ-ინფო საქართველოს მონაცემთა ბაზით ხელმძღვანელობენ საფინანსო  ინსტიტუტები, როგორც წესი, ვისაც  ნეგატიური  საკრედიტო  ისტორია აქვს, მას სესხს არ აძლევენ. თუ სესხის დაფარვასთან დაკავშირებით შეგვექმნა პრობლემა და მოვაგვარეთ, ისტორიაში ჩნდება ჩანაწერი, რომ იყო  ნეგატიური და აღარ არის. მაგრამ, თუ სესხს ვერ ვფარავთ გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში,   ეს ჩანაწერი, რა თქმა უნდა, მუდმივად არსებობს.  საკრედიტო  ისტორიაში ასევე, არსებობს სარეიტინგო ჩანაწერიც, სადაც ასახულია რამდენი სესხი გვქონდა,  რა ვადებში დავფარეთ, რამდენად კარგად ვიხდით და ასე შემდეგ.  
– ვის აქვს წვდომა მონაცემთა ბაზაზე?
–  ჩემი ინფორმაციით, მონაცემთა ბაზა ინახება ჩეხეთში, დიდ სერვერებში. არის უსაფრთხოდ  დაცული როგორც ჰაკერული თავდასხმისგან, ასევე  იმ საფრთხისგან, რომ  არ მოხდეს წვდომა ვინმესგან, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.  მასზე წვდომა, რა თქმა უნდა,  არსებობს საქართველოდან,  ეს უფლებამოსილება აქვთ  „კრედიტ-ინფო საქართველოს” კლიენტებს, ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ონლაინ-სესხების გამცემ ორგანიზაციებს. თუმცა,  ამ ორგანიზაციების წარმომადგენელებს უნდა ჰქონდეთ სათანადო  ნებართვა ამ წვდომაზე. არასანქცირებულ წვდომას, თუნდაც ბანკის თანამშრომლისგან, არა იმიტომ, რომ ის სესხს გასცემს,  უბრალოდ აინტერესებს ესა  თუ ის ინფორმაცია, მკაცრად  აკონტროლებს  ორგანიზაციების შიდა აუდიტი.  ჩვენ შეგვიძლია, ვაკონტროლოთ ვინ ამოწმებს ჩვენს საკრედიტო ისტორიას – ფასიანი სერვისის მომსახურებით გამოვითხოვოთ ეს ინფორმაცია „კრედიტ-ინფო საქართველოსგან.”
–  როდის  „ფუჭდება”  საკრედიტო ისტორია და როგორ  ხვდებიან ადამიანები  ბანკების ეგრეთ წოდებულ „შავ სიაში”, რომლისგან გათავისუფლება არც თუ ისე მარტივია?
–  ამ სიაში „მოხვედრა”  საკმაოდ მარტივია – თუ ვერ ვიხდით ვალდებულებას, ეს ხვდება მონაცემთა ბაზაში. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ზუსტად რამდენი ნეგატიური  თუ პოზიტიური ჩანაწერია „კრედიტ-ინფო საქართველოს” მონაცემთა ბაზაში,  ნეგატიურ ჩანაწერში   მოხვედრა ხდება მხოლოდ იმ მოტივით, თუ ადამიანი ვერ ასრულებს  ვალდებულებას – ვერ იხდის სესხს.  ყოველი ვადაგადაცილება 15 დღეში აისახება მონაცეთა ბაზაში.  ბანკი აწვდის ინფორმაციას, რომ მის კლიენტს აქვს დავალიანება, რაც ავტომატურად ცნობილი ხდება ყველა სხვა ორგანიზაციისთვის.   ადრე უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა ვადის გასვლას, ნეგატიური თუ პოზიტიური ჩანაწერის გაქრობას. ახლა ასე აღარაა. როგორც კი ვალდებულება სრულდება, ბანკი  არ ელოდება 7 წლის გასვლას და სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით,  განიხილავს ასეთ მოქალაქეს, როგორც მის  მომხმარებელს.  
– რა პრობლემები ექმნებათ ეგრეთ წოდებულ  თავმდებ პირებს, თუ  სესხი პრობლემური გახდა?
–   თავმდებობა პრობლემატური თემაა.  ბევრი თავმდებობას საკმაოდ მარტივად უყურებს, რაც ასე ნამდვილად არაა. თავმდებობა საკმაოდ დიდი ვალდებულებაა, თავმდები  პირი სრულად ინაწილებს პასუხისმგებლობას, თუ სესხი პრობლემური გახდა. კარგია თუ ყველა გაითვალისწინებს ამას, სანამ ვინმეს თავმდებად დაუდგება. თავმდებ პირს. ეკისრება იგივე ვალდებულება, რაც აქვს სესხის ამღებ პირს, ჩვენ მთელი ჩვენი ქონებით ვაგებთ პასუხს იმ სესხზე, რაზედაც თავმდები ვართ.
–  არსებობს ხანდაზმული სესხები, რომელთა ამოღების მცდელობაც ბანკების  თუ სხვა კერძო კომპანიების მხრიდან, მუდმივად ხდება.   როგორ რეგულირდება ხანდაზმული სესხების თემა?
–    საკრედიტო ისტორიიდან ხანდაზმული სესხის  თემა არ ქრება გარკვეული ვადის შემედეგაც. შესაძლოა,  ძველ დავალიანებას, არავინ აღარ გვედავება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ნეგატიური ჩანაწერი აღარ არსებობს – საკრედიტო ისტორია უკვე „გაფუჭებულია”.  არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს შეიძლება, გაფუჭებული ჰქონდეს საკრედიტო ისტორია, მაგრამ თუ მის კუთვნილებაშია ქონება, ფირმა, ან შპს,  მისი პირადი საკრედიტო ისტორია არ აისახება მისი შპს-ს საკრედიტო ისტორიაზე და მის ფირმას მაინც ეძლევა სესხი ბიზნესის წარმოებისთვის.  რაც შეეხება პრობლემური სესხების  ამოღების სამსახურებს, ისინი  არსებობს როგორც ბანკებში, ასევე  ცალკე,  დამოუკიდებელი კომპანიების სახით. ისინი შეიძენენ ბანკებიდან ეგრეთ წოდებულ „ჩამოწერილ სესხებს” და ცდილობენ, თავისი მეთოდებით ამოიღონ ეს სესხები მომხმარებლისგან. ეს სქემა, სამწუხაროდ,  არ არის ცალკე რეგულირებადი,  ჩვენთანაც უამრავი მომხმარებელი რეკავს, რომლებიც წუხან, რომ ხშირად ეს კომპანიები მიმართავენ არაეთიკურ ზომებს, ისინი ემუქრებიან მომხმარებელს სახლში მისვლით, მეზობლებისთვის ამბის შეტყობინებით,  ტეელვიზორის გაყიდვით... ეს რეალურად, ფსიქოლოგიური ზეწოლაა და  თუ კომპანიის წარმომადგენლის მეთოდიკა სცილდება  ეთიკურ, იურიდიულ ნორმებს, ადამიანს სრული უფლება აქვს,  არ დაემორჩილოს მათ მოთხოვნებს – უჩივლოს ამ კომპანიას, გამოიძახოს პატრული და ასე შემდეგ.  ეს კომპანიები ძირითადად სარგებლობენ იმ მომენტით, რომ, როდესაც ადამიანს პრობლემური სესხი აქვს, ის რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. რეალურად, მათ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, არანაირი ბერკეტი არ აქვთ, არც ქონების დაყადაღება შეუძლიათ და არც არაფერი. რაც შეეხება პრობლემური ვალდებულების ხანგრძლივობას,  ნებისმიერ სესხს ხანდაზმულობის ვადა გასდის მისი დასრულებიდან სამი წლის შემედეგ. ყველა საფინანსო ორგანიზაცია ცდილობს, თუ  სესხი პრობლემური გახდა, მისი ამოღება სამი წლის განმავლობაში მოხდეს, რადგან მისი დასრულების ვადიდან  სამი წლის შემდეგ, სასამართლოში მიმართვას აზრი არ აქვს.  თუ სესხის ვადის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ გვიჩივიან, შეგვიძლია, დავწეროთ შესაგებელი სარჩელი სასამართლოში, სადაც ხანდაზმულობის ვადის ამოწურვა გვექნება მითითებული და არავის აქვს უფლება, გვედავოს ამ კონკრეტულ ვალდებულებასთან დაკავშირებით.  
 – დღეს რა არის ყველაზე მაღალრისკიანი საბანკო პროდუქტი და ყველაზე რთულად რომელი პროდუქტის გაცემა ხდება საფინანსო ორგანიზაციის მიერ?
რაც შეეხება ყველაზე  მაღალი რისკის შემცველ საბანკო პროდუქტს, ეს საკრედიტო ბარათია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირი პროდუქტია. ასევე, მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული სწრაფი სესხები, რომელსაც ბანკებიც ხშირად გასცემენ. პრობლემატურია აგრეთვე: ავტოლომბარდები, განვადებები  და ონლაინ-სესხები. თუმცა, ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ერთი მხრივ, პრობლემები შეექმნა ამ ბიზნესს, ისინი ვეღარ აწარმოებენ მარკეტინგულ კამპანიას, სარეკლამო აქტივობებმაც იკლო, შესაბამისად, შემცირდა მათი მომხმარებელი და შემოსავალი.  ბევრი ასეთი კომპანია უკვე გავიდა ბაზრიდან.  ახლა  ეს კომპანიები უფრო ყურადღებით ეპყრობიან სესხის გაცემის პროცესს, მეტად ამოწმებენ საკრედიტო ისტორიას და მარტივად აღარ ამტკიცებემ სესხებს.  ამ რეგულაციით მოგებული დარჩა ის პატიოსანი მომხმარებელი, რომლისთვისაც შემცირდა ონლაინ-სესხის საპროცენტო განაკვეთ, მას კი,  ვინც ნაკლებად გადამხდელუნარიანია და ადრე  პრობლემის გარეშე იღებდა ონლაინ-სესხს, მას შესაძლოა, საერთოდ აღარ მისცენ სესხი, რადგან საკრედიტო ისტორია უკვე გაფუჭებული აქვს და ცუდ გადამხდელად მიიჩნევა.  ზოგადად.  რაც უფრო მცირეა სესხი, მით უფრო პრობლემატურია. როცა ადამიანი იღებს იპოთეკურ სესხს,  რომელიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, მას გაცნობიერებული  და  შეძლებისდაგვარად, გათვლილი აქვს  სამომავლო გეგმები.
скачать dle 11.3