კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რა სკანდალს ელოდება ცირა კობიაშვილი თურქეთში გადაღებული კლიპისგან და გაუჭირდა თუ არა მას ტრაგიკული წარსულის შემდეგ, ხელმეორედ შეყვარება

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 
მომღერალი ცირა კობიაშვილი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. გარეგნობიდან გამომდინარე, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და მის სახელს სხვადასხვა ცნობილ მამაკაცს უკავშირებენ. თუმცა, ცირა აქამდე ყველაფერს უარყოფდა. ბოლო პერიოდში კი მის ცხოვრებაში სასიხარულო სიახლეა. მომღერალი ფეხბურთელ გიორგი ოთარიშვილზეა შეყვარებული. პარალელურად, აქტიურად მუშაობს და წინ დიდი გეგმები აქვს.
ცირა კობიაშვილი:
ჩემ გარდა, მგონი, უკვე ყველა გავიდა ქალაქიდან დასასვენებლად. მე დღემდე ვმუშაობ აქაც და თურქეთიდანაც სერიოზულ გამოხმაურებას ველოდები. მთელი ზაფხული ვმუშაობ და აგვისტოს ბოლოს მომიწევს თურქეთში, ანტალიაში წასვლა. ეს საქმიანი ვიზიტია, მაგრამ თან დასვენებასაც მოვახერხებ. თურქი პროდიუსერები დაინტერესდნენ ჩემით – ორი სიმღერა ჩავწერე. ერთზე კლიპიც გადავიღე და ახლა პრემიერის მოლოდინში ვარ. სკანდალური კლიპი იქნება და დიდ გამოხმაურებას ველოდები.
– მოკლედ, სკანდალს ელოდები?
– დიდი ხანია, ჩემზე სკანდალები არ გამიგია და არა მგონია, ეს კლიპი უყურადღებოდ დატოვონ. სპეციფიკურად აღსაქმელია და ძალიან მაინტერესებს, როგორ შეხვდება მაყურებელი თურქეთში გადაღებულ კლიპს.
– მთელი ზაფხული დასვენების გარეშე როგორ ძლებ?
– თურქეთიდან ძალიან გრანდიოზულ შედეგებს ველოდები და დიდი შემართებით ვარ. ახლა არ დავისვენებ, მაგრამ მერე, ისეთი კარგი შედეგი მელოდება, რომ ამად ღირს. გული არ მწყდება, რადგან ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად ვეკიდები. იმედი მაქვს, თურქეთში წამყვანი მომღერალი ვიქნები. ჩემი პროდიუსერები ამბობენ, რომ იქ, იმ სუპერვარსკვლავების გვერდით უნდა ვიყო, რომლებიც უკვე ჰყავს თურქეთს.
– საცხოვრებლადაც თურქეთში გადასვლას ხომ არ აპირებ?
– ჯერჯერობით არა, მაგრამ აგვისტოს შემდეგ, შეიძლება, ისე წარიმართოს მოვლენები, ისე მოვეწონო იქაურ მსმენელს და ჩემი კონცერტები და სიმღერები ისეთი გაყიდვადი გახდეს, რომ თურქეთში დამჭრიდეს საცხოვრებლად გადასვლა. თუ ეს ჩემს კარიერას წაადგება, რა თქმა უნდა, მზად ვარ ამისთვის.
– ცირა კობიაშვილი ფეხბურთელ გიორგი ოთარიშვილზეა შეყვარებულიო.
– (იცინის) არ მსურს ამ თემაზე საუბარი. მგონია, რომ ეს ურთიერთობაზე ცუდად მოქმედებს. ზოგი ჩემს ახალ ურთიერთობას ვერ იღებს დადებითად, ვიღაცას, ალბათ, შურს... ამიტომ თავს ვიკავებ.
– ფაქტია, რომ შენს ცხოვრებაში ახალი სიყვარულია.
– ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის ჩემს ცხოვრებაში.
– რამდენი ხნის ურთიერთობა გაკავშირებთ?
არ დამითვლია. საერთოდ, ურთიერთობაში დღეებს არ ვითვლი. არც მახსოვს, როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ, ამ ურთიერთობამდეც, წლების წინ ვიცნობდი მას, თუმცა, მაშინ ვერ გამოვიდა ჩვენი ურთიერთობა. თავიდან ვმეგობრობდით, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე, მასთან ერთად ვიქნებოდი. იმდენად განსხვავებული ხასიათები გვაქვს, რთული იყო ამის წარმოდგენა. მაგრამ, მერე რაღაც შეიცვალა. ახლა ვცდილობთ, ჩვენი განსხვავებული ხასიათები როგორღაც შევუწყოთ ერთმანეთს. რომ არა დიდი სიყვარული, ამდენ ხანს ერთად ვერ ვიქნებოდით და ვერც ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი ასე მარტივად, ჩემი წარსულიდან გამომდინარე. დაახლოებით ხუთი-ექვსი თვეა, ერთად ვართ.
– შენს გარეგნობასთან დაკავშირებულ კომპლიმენტებს გამოჩენიდანვე შეჩვეული ხარ. გოგონებში ფეხბურთელი ბიჭები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ და ეჭვიანობის ამბებში როგორ ხართ?
გიორგი უკვე ფეხბურთში აღარ არის. სერიოზული ტრავმები მიიღო და ამის გამო თამაშს ვეღარ ახერხებს, რასაც ძალიან განიცდის. არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა. ამ მომენტისთვის სხვა საქმითაა დაკავებული. რაც შეეხება გიორგის მიმართ გოგოების დამოკიდებულებას, გოგოები მის მიმართ ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ. მეტიც, ზუსტად ვიცი, თბილისელი გოგოების ოთხმოცი პროცენტი ძალიან ცუდადაა, იმიტომ რომ, გიორგის შეყვარებული ვარ. გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე ასეთი სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონია, ბევრისთვის შოკი იყო ჩვენი სიყვარულის ამბავი. თუმცა, ჩემიანებისთვის – არა, უფრო გიორგის თაყვანისმცემლებისთვისაა ჩვენი ერთად ყოფნა შოკი. ამიტომ, ვიკავებ ხოლმე თავს საჯაროდ ლაპარაკისგან. არ მინდა, ვიღაც გავაღიზიანო, იმიტომ რომ, გიორგიც არანაკლებ პოპულარულია საზოგადოებაში. მოკლედ, შოკირებული დავტოვეთ მე და გიორგიმ მთელი თბილისის გოგოები ჩვენი ერთად ყოფნით (იცინის).
– ამ გოგოების აგრესიას არ გრძნობ?
– როგორ არა. გიორგის სწერდნენ, ცდილობდნენ ჩემ საწინააღმდეგოდ განეწყოთ, მაგრამ გიორგიმ ყველას გააგებინა, რომ მეორედ, მსგავსი რამ აღარ უნდა გაიმეორონ. იმიტომ რომ, ვუყვარვარ, ყველაზე უკეთ თვითონ მიცნობს და მისი გადაწყვეტილებაა, ჩვენი ერთად ყოფნა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი შურის გამო ხდება. ერთმა გოგომ მკითხა, ასეთი იდეალურია, რომ შენ გვერდითაა და სერიოზული ურთიერთობა გაქვთო?! იდეალური რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, ერთად არ ვიქნებოდით.
– როგორც ჩანს, საკმაოდ პრეტენზიული ხარ ამ თვალსაზრისით?
– მთავარია, ვიგრძნო, რომ ადამიანს გულწრფელად ვუყვარვარ. თუ არასერიოზულად მიყურებს და ჩემთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს, ამას მაშინვე ვხვდები. შესაბამისად, მაშინვე ვამთავრებ ასეთ ურთიერთობას. აი, გიორგისგან ვიგრძენი ნამდვილი სიყვარული, რაც ძალიან გამიკვირდა, რადგან მისი ხასიათიდან გამომდინარე, არ ველოდი.
– რატომ, ცოტა მექალთანე იყო?
კი, უყვარს გოგოები (იცინის). ამას ვაღიარებ. ასეთ ბიჭებს უჭირთ, ერთი ამოირჩიონ და ის ჰყავდეთ გვერდით, ამიტომ ცოტა ისე ვიყავი თავიდან. მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე გაიზარდა და მიხვდა, გვერდით ერთი და ნამდვილი სიყვარული რომ უნდა ჰყავდეს.
– მაგრამ არ ეჭვიანობ? მას როგორი რეაქცია აქვს შენს თაყვანისმცემლებზე?
– კი, ძალიან ვეჭვიანობ, მაგრამ ორივე ვცდილობთ, რომ მის გარშემო გოგოების აქტიურობა აღარ დავინახო. გიორგი ძალიან გაწონასწორებულია, არ ვიცი, თვითონ რას გრძნობს, მაგრამ მე არ მაგრძნობინებს ეჭვიანობას. შესაბამისად, მისი მხრიდან პრობლემები არ არის, მაგრამ ჩემი მხრიდან – კი (იცინის). თუმცა, რაღაც მომენტში, მასაც ვეღარ შეუკავებია თავი. აი, მე ძალიან აფექტური ვარ და თვითონაც მეუბნება ხოლმე, ეს მხარე დასახვეწი გვაქვსო (იცინის). მაგრამ, რას ვიზამთ, ჰოროსკოპით ლომი ვარ. ასეთი დავიბადე და ძალიან გამიჭირდება ხასიათი შევიცვალო, თუმცა, ყველანაირად შევეცდები (იცინის).
– შენი სიყვარულის ისტორია, რომელიც ტრაგედიით დასრულდა, მთელმა საქართველომ გაიგო და განიცადა. ბუნებრივია, შენთვის ძალიან მძიმე იქნებოდა ამ ყვლაფრის გადატანა. რთული იყო ხელმეორედ შეყვარება?
– წელიწად-ნახევარი სიყვარულთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ამ შემთხვევაში, მთავარი მიზეზი ისევ და ისევ სიყვარული იყო. გიორგი ძალიან დამეხმარა იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში და დღემდე ყველანაირად გვერდში მიდგას, რომ ისევ იქ არ დავბრუნდე. ხელმეორედ შეყვარებაში დიდი სიყვარული დამეხმარა.
– სერიოზული ნაბიჯის გადადგმას ხომ არ აპირებთ, თუ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი?
– ზუსტად ვიცი, რომ ჯერ გათხოვებას არ ვაპირებ. ორივეს საკუთარი საქმე გვაქვს, მაგრამ ჯერ ისე არ ვდგავართ ფეხზე, რომ ოჯახი შევქმნათ.
– ბოლოს, თავის მოვლის შენეულ გზებზეც მითხარი.
– ძალიან მიყვარს რუჯი და ხშირად დავდიოდი სოლარიუმში, მაგრამ ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებდა. ამიტომ, შევწყვიტე სოლარიუმში სიარული, რასაც ძალიან განვიცდი, რადგან აუზზე ხშირად წასვლას ვერ ვახერხებ. ისე, აბსოლუტურად ყველაფერს ვიკეთებ, რაც კი შეიძლება, გაიკეთოს გოგომ თავის მოსავლელად.
– შენთან დაკავშირებით ჭორები არ გაგიგია პლასტიკურ ქირურგიაზე?
– კი და ისიც გავიგე, რომ ერთ-ერთი პლასტიკური ქირურგი გოგოებში ამბობს, რომ ცირა კობიაშვილს ცხვირი ჩემთან აქვს გაკეთებულიო. შეიძლება, ვუჩივლო კიდეც იმ ადამიანს, ასე ხომ არ შეიძლება?! ვერავის ვაჯერებ, რომ არაფერი მაქვს გაკეთებული და ზოგჯერ მიხარია კიდეც, ესე იგი, მართლა მაგარი მქონია (იცინის).
– ცდილობ, ჯანსაღად იკვებო?
– ვცდილობ, რომ არ ვჭამო ის, რაც ზუსტად ვიცი, რომ მავნებს. მაგრამ ისეთი გურმანი ვარ, უარს ვერაფერზე ვამბობ. ქართული სამზარეულოდან აბსოლუტურად ყველაფერი მიყვარს. ზოგჯერ იმდენი მიჭამია, ცუდადაც გავმხდარვარ (იცინის). ჭამა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა, რაზეც უარს ვერასდროს ვიტყვი.
– გენდერული თანასწორობა და ქალსა და მამაკაცს შორის როლების გადანაწილება როგორ გესმის?
– ჩემი აზრით, კაცი უნდა იყოს დომინანტი ურთიერთობაში. ის ყველაფერში ქალზე მაღლა უნდა იდგეს. რაც მთავარია, თანაბარი უნდა იყვნენ სიყვარულსა და ერთგულებაში. თუმცა, ვფიქრობ, კაცი იმისთვის არსებობს, რომ ქალს გაუმარტივოს ცხოვრება და მისი საყრდენი იყოს. იმისთვის მინდა მეუღლე, რომ დამიცვას, ყველაფერში გვერდით დამიდგეს და მე, როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელს, ცხოვრება გამიმარტივოს.
скачать dle 11.3