კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 „ჯო ენის სამედიცინო ცენტრი“ – საქართველოში ბავშვთა კარდიოქირურგიის განვითარების წარმატებული ისტორია და დღევანდელობა

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

 1996 წლამდე საქართველოში გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობის შესაძლებლობა არ არსებობდა და ამ პრობლემით დაბადებული ბავშვების უმრავლესობა ზრდასრულ ასაკამდე ვერ აღწევდა. მათი გადარჩენის ერთადერთი გზა სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრება იყო, რაც, რასაკვირველია, სერიოზულ ფინანსებს მოითხოვდა.  ახალგაზრდა ქართველი ქირურგი – ირაკლი მეტრეველი, რომლის ოცნებაც გახლდათ საქართველოში ბავშვთა კარდიოქირურგიის დარგის დაფუძნება, 1992 წელს აშშ-ში შეხვდა ამერიკელ ქალბატონს – ჯო ენ მაკგოვენს, რომელმაც სურვილი გამოთქვა, სანკტ-პეტერბურგში უკვე მოქმედი ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრის ანალოგი საქართველოშიც შეექმნა. ენთუზიასტთა მონდომებამ და უცხოელი პარტნიორების თანადგომამ, შედეგი გამოიღო. საქართველოში გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული ბავშვებისთვის ახალი ერა დაიწყო. უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, „ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი”, ერთადერთი არაკომერციული კლინიკა საქართველოში, წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში. ეს კი, რეალურად 600-მდე გადარჩენილი  პატარის სიცოცხლეა ყოველწლიურად.
„ჯო ენის სამედიცინო ცენტრი”–  ქრონოლოგია:
* 1996 წელს გაიხსნა კლინიკა და ამერიკელი და ევროპელი ექიმების, მედპერსონალის დახმარებით, გულის მანკით დაბადებულ ბავშვებზე ჩატარდა პირველი ოპერაციები;
* 1997 წლიდან ამოქმედდა კლინიკური ლაბორატორია, სადაც დღეს სრული და ზუსტი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ხორციელდება;
* 1998 წლიდან გულის თანდაყოლილი პათოლოგიებით დაავადებულ პაციენტთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და დახმარების მიზნით, პირველად საქართველოში, შეიქმნა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამსახური;
* 1999 წელს „ჯო ენის სამედიცინო ცენტრმა” დამოუკიდებლად შექმნა საქართველოში ერთადერთი, უფასო დონორობაზე დამყარებული ეგრეთ წოდებული  უსაფრთხო „სისხლის ბანკი”, სადაც იწარმოება სისხლის ყველა, მაღალხარისხიანი კომპონენტი.
* 2000 წელს ცენტრში დაიწყო მოზრდილთა გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ქირურგიული და თერაპიული მკურნალობის პროგრამის განხორციელება;
* 2004 წელს კლინიკაში დამონტაჟდა იმ დროს ინოვაციური კორონაროგრაფიის აპარატურა და დღეს წარმატებით ფუნქციონირებს ბავშვთა და მოზრდილთა კათეტერიზაციის ლაბორატორია;
* 2005 წლიდან დაწესებულებაში დაიწყო ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის პროგრამაზე მუშაობა, რაც 2006 წელს ამოქმედდა და დღემდე ერთადერთია ქვეყანაში;
* 2006 წელს ცენტრში შეიქმნა არითმოლოგიის სამსახური და დღეისთვის ის ერთ– ერთი საუკეთესოა რეგიონში თავისი შესაძლებლობებით.
„ჯო ენის სამედიცინო ცენტრი” ორიენტირებულია საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაზე და მისი მიზანია მაღალტექნოლოგიური მედიცინის ისეთი დარგების განვითარება, რომელთა სერვისის მიღება დეფიციტურია ქვეყნის მოსახლეობისათვის. რა არის თანდაყოლილი პათოლოგიების გამომწვევი ძირითადი მიზეზები, რა სახის და სირთულის ქირურგიულ ჩარევებს ახორციელებენ „ჯო ენის სამედიცინო ცენტრში”, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე –  „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის” გულის თანდაყოლილი პათოლოგიებისა და ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი – ბატონი ვახტანგ ხელაშვილი გვპასუხობს.
ვახტანგ ხელაშვილი: „ჯო ენის სამედიცნო ცენტრში” 21 წლის წინ მოვედი და დღემდე აქ ვმოღვაწეობ. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა კლინიკამ სერიოზულ განვითარებას მიაღწია და დღეს, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ გულის გადანერგვის გარდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველა სახისა და სირთულის ოპერაციას, რაც კი კეთდება მსოფლიო მასშტაბით. ასევე, სარქველების ჩანერგვის გარდა, ყველა სახის ჩარევა ხდება ინტერვენციული კარდიოლოგიის თვალსაზრისითაც. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამედიცინო სტატისტიკა, ანუ მკურნალობის ხარისხი და შედეგები, აბსოლუტურად შეესაბამება ამერიკისა და ევროპის წამყვანი კლინიკების სტატისტიკას.
– რა არის გულის თანდაყოლილი დაავადებების ძირითადი ხელის შემწყობი ფაქტორები?
– თანდაყოლილი პათოლოგიების გამომწვევი მიზეზები მრავლადაა, თუმცა გამოვყოფ რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვანს. უპირველესად, აღსანიშნავია ორსულობის პირველ სამ თვეში გადატანილი სხვადასხვა ინფექციური დაავადებები. ასევე ხშირია, როცა ქალბატონებმა არ იციან ფეხმძიმობის შესახებ და ორსულობის პირველ ტრიმესტრში გარკვეულ მედიკამენტოზურ მკურნალობას იტარებენ. თანდაყოლილი პათოლოგიების რისკი მაღალია, როცა, ერთ-ერთი მშობელი ნარკომანი, ან ალკოჰოლდამოკიდებულია. ნაყოფის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს მშობლის მხრიდან თამბაქოს მოხმარებაც. როცა, ზოგადად, ეკოლოგიური გარემო არაჯანსაღია. აღსანიშნავია, რომ ხშირად ვერ ხდება თანდაყოლილი პათოლოგიის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა მანკის განვითარებაში.
– გულის თანდაყოლილი მანკის რა სახეობები არსებობს და რა შეზღუდვებია ოპერაციის შემდგომ?
– არის გულის თანდაყოლილი მანკი, რომელიც ექვემდებარება ეგრეთ წოდებულ რადიკალურ კორექციას და ოპერაციის საშუალებით ქირურგი აღადგენს გულის ბუნებრივ, ნორმალურის მსგავს სტრუქტურას. ეს ერთი ჯგუფია. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ასეთ შემთხვევაში, გულის თანდაყოლილი მანკების მსგავსი კორექცია ვერ ხერხდება. ეს ის შემთხვევებია, როცა ერთი პარკუჭი ან გულის რომელიმე ნაწილი არ არის განვითარებული. ასეთ დროს კეთდება ეგრეთ წოდებული პალიაციური ჩარევები, ანუ დამხმარე ოპერაციები. ამ შემთხვევაში, იმის სრულად აღდგენა, რაც ბუნებრივად უნდა იყოს, ვერ ხდება. რაც შეეხება შეზღუდვებს, ეს ყველასთვის ერთნაირი ვერ იქნება. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და გარკვეულწილად, დამოკიდებულია იმაზე, რა მოთხოვნები აქვს ოჯახს. მაგალითად: როდესაც ბავშვს აქვს გულის ერთი პარკუჭი და მის მშობელს უნდა, რომ ის პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს. ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ამ დროს შესაძლებელია მხოლოდ სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. ზოგ პაციენტს ასაკის მატებასა და ზრდასთან ერთად, განმეორებითი ოპერაციები ესაჭიროება.
–  როგორ შეიძლება გულის თანდაყოლილი მანკების პრევენცია?
–  უპირველესად, ჯანსაღი ცხოვრების წესით, მავნე ჩვევებზე უარის თქმითა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებით. ამასთან, ყველა ორსულისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ორსულობის ადრეულ სტადიაზევე მიმართოს ექიმს, რათა თანდაყოლილი მანკის დროული დიაგნოსტირება მოხდეს. ადრეულად გამოვლენილი პათოლოგია შესაძლებლობას იძლევა, ადეკვატურად წარიმართოს ორსულობისა და მშობიარობის პროცესი, ახალშობილი იყოს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ და პირველივე დღეებში გადაიყვანონ პროფილურ კლინიკაში, რათა საჭირო დროს ჩაუტარდეს ქირურგიული დახმარება. ეს წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა. „ჯო ენის ცენტრში” დღეს ექიმებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რომ პატარა პაციენტებს მაღალხარისხიანი და სრულყოფილი დახმარება აღმოვუჩინოთ.
скачать dle 11.3