კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რატომ მოუწია მაგდა ვასაძეს ცხოვრების თავიდან დაწყება ბევრჯერ და რა სიგიჟეები სჭირთ მასა და მის მეუღლეს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 მას შემდეგ, რაც მომღერალი მაგდა ვასაძე „გუფი ლენდიდან“ წამოვიდა, დასვენება გადაწყვიტა. თუმცა, სოლო კარიერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. რაც მთავარია, ახლა ოჯახისთვის უფრო მეტი დრო აქვს და მეუღლესთან და შვილთან ერთად, ცდილობს მის გატარებას.
მაგდა ვასაძე:
ამდენი წლის შემდეგ უჩვეულო ზაფხული მაქვს. მთელი 4 წლის განმავლობაში ისეთი გადარბენა მქონდა, არც საკუთარი თავისთვის მეცალა, არც შვილისთვის და არც მეუღლისთვის. წელს მცალია. ვისვენებ და საკუთარ თავს, ოჯახს ვუთმობ დროს. თუმცა, პარალელურად, მაქვს შემოთავაზებები, ვმღერი.
–  ოჯახის წევრებს ხომ არ ჰქონდათ პროტესტი?
– არა, შეიძლება, უფრო ჩემს შვილს ჰქონოდა. ღამით მიწევდა ხოლმე სახლში დატოვება და ხშირად ვერ ვნახულობდი. საკუთარ თავთან მე მქონდა პროტესტი: ქალი ვარ და ხომ შეიძლება, ქალურად ვიცხოვრო?!
– რას გულისმობ ქალურად ცხოვრებაში?
–  თუნდაც იმას, რომ მომენტრა სახლში ფუსფუსი, საჭმლის მომზადება, მეუღლესთან, შვილთან ერთად ბევრი დროის გატარება ან თუნდაც –  მე რომ მემსახურებიან. ფიზიკურად ვერ მხედავდნენ ოჯახში, ვერავინ მეფერებოდა და ახლა მაქვს ამის ფუფუნება.
–  კარგი კერძები გამოგდის?
–  მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, თუმცა გიორგის რომ გემრიელი კერძები გამოსდის, ისეთს ვერ მოვამზადებ. ქათამი რომ შეწვა თავისი ყველაფრით, ამაში გიორგია „მასტერი”. სალათები და სხვა დანარჩენი, უფრო მსუბუქი კერძები, ჩემზეა. გიორგი შეფ-პოვარიც იყო და იცის კერძების მომზადება, იგონებს ხოლმე. შევიხედავ მაცივარში, არაფერი არ არის და უცებ, გიორგი მოიტანს გემრიელ კერძს. ვეკითხები: საიდან? რა ვიცი... ფოკუსნიკია ჩვეულებრივი.
–  განსაკუთრებული ურთიერთობა გაკავშირებთ ერთმანეთთან.
–  არ ვიცი. უბრალოდ, კარგად ვეწყობით, ერთმანეთს ვუგებთ. თუმცა კამათიც გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ერთად გავაკეთოთ გასაკეთებელი. უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ შეიძლება, რაღაცაზე ვიკამათოთ, რამდენიმე წუთი გავიბუტოთ და მერე, ისევ ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას.
– როცა გიორგისთან დაიწყე ურთიერთობა, მაშინ, ალბათ, იყო რაღაც ეტაპები, რისი გადალახვაც მოგიწია.
– რა თქმა უნდა. მით უმეტეს, როცა. პირველი ოჯახი დანგრეული გაქვს, იგივე ნაბიჯის გადადგმისას, ბევრ რამეზე ფიქრობ, უფრო მეტი შიში გაქვს. როცა გიორგი გავიცანი, ჩემი ცხოვრება წინანდელს აღარ ჰგავდა და ეს მაშინვე ვიგრძენი. ბედნიერი ვარ ამით.  
–  ახალმა ურთიერთობამ უფრო მეტად გახსნილი, ხალასი და ბედნიერი გაგხადა?
– გახსნილი სულ ვიყავი და რა თქმა უნდა, ბედნიერიც სულ ვიყავი და ვიქნები, რადგან მყავს შვილი, ანგელოზი ბიჭი – ლუკა. ბედნიერება ალამაზებს და ფრთებს ასხამს ადამიანს. ლაღი ყოველთვის ვიყავი და მომავალშიც ასე იქნება. ურთიერთობებს არასდროს ვადარებ ერთმანეთს. ერთადერთი, თავიდან მეშინოდა ნაბიჯის გადადგმის, თორემ მერე, არასდროს შემიდარებია ის სხვისთვის. ჩემი და გიორგის ურთიერთობა ჩვენია და თანაც ძალიან კარგი. არ მინდა გაიგივება ძველ ფაქტებთან. რაც მთავარია, ერთმანეთს ვაბედნიერებთ. მე არასდროს მივტირი წარსულს, რადგან ბედნიერი ვარ დღევანდელი ყოფით. წარსულს ალბათ, ის მისტირის, ვინც კარგი დაკარგა. შეიძლება, ჩემი ყოფილი ქმარი ნატრობს იმ ცხოვრებას, მე – ნამდვილად არა. თუმცა, იმასაც, პრინციპში, ოჯახი აქვს, ბედნიერად ცხოვრობს. ყველა აუცილებლად იპოვის თავის პატარა კუთხეს, თუ მოიდნომებს.
– ბიჭის დედა ხარ. ალბათ, უკვე ნერვიულობ რაღაცებზე?
– კი. „ფეისბუქის“ გაკეთება უნდოდა და მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ათას რამეს დებენ, ბოლოს მითხრა: დედა, „ფეისბუქის“ გაკეთება მინდა, ჩემს ყველა მეგობარს აქვსო და ვეღარ ვუთხარი უარი. გააკეთა და რაღაცებს აზიარებს ხოლმე. ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ მე და ლუკას დალაგებული გვაქვს ურთიერთობა იმ მხრივ, რომ სულ ვეუბნები: როცა რამის გადაწყვეტა გინდა, ერთად განვიხილოთ, გავარკვიოთ, რა არის კარგი და მერე გადაწყვიტე-მეთქი. მაქსიმალურად ვცდილობ, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. დამოუკიდებელი ბიჭია, მაგრამ უჩემოდ მაინც არაფერს აკეთებს. გიორგისაც ძალიან უყვარს ბავშვები და ლუკასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ლუკას აღზრდაში მეხმარება.
– როდის იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი?
–  როცა თბილისში ჩამოვედი და ქვაზე დავჯექი – არაფერი მებადა. ბათუმში ჩემთვის განსაკუთრებული არაფერი ხდებდა: ვმღეროდი და ვიღებდი თანხას. წამოვედი თბილისში და მივედი „ვოისში“. იმ დროს სახლიც არ მქონდა, ხან ერთ მეგობართან ვცხოვრობდი, ხან – მეორესთან, ხან – მამიდასთან. ახლაც არ მაქვს სახლი, გირაოთი გვაქვს აღებული და მადლობა, რომ ამის ფული შევაგროვე. თან, ბავშვი დატოვებული მყავდა და ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი. იმდენი კონცერტები მქონდა, 4-5 თვე ვერ ვნახულობდი. წერილებს მწერდა ლუკა: დედა, როდის ვიცხოვრებთ ერთად, როდის წავალთ ერთადო და ყველა წერილის კითხვა მთავრდებოდა ტირილით. ის, რომ ბავშვი შორს მყავდა, ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სტრესი. მთავარია, ახლა ერთად ვართ. ბევრი დაღმართი ყოფილა, ბევრჯერ დავიწყე ცხოვრება თავიდან. „გუფი ლენდიდანაც“ რომ წამოვედი, მაშინაც თავიდან დავიწყე ცხოვრება. მაგრამ, ასეთ რაღაცებს, შემდეგ ყოველთვის მოჰყვება გამონათებები და ახლაც ველოდები ამას.
– შენი აზრით, რა არის საჭირო ოჯახური ბედნიერებისა და კარგი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის?
– საჭიროა სრულყოფილი ნერვები. ოჯახში ყველამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი, რომ სიმშვიდე იყოს. თუ ოჯახში სიმშვიდეა, ურთიერთობებიც მყარდება და საუბარიც შესაძლებელია. თუმცა, სრულყოფილი ნერვები არავის აქვს. რაც უფრო ვიზრდებით, უფრო მეტად ვგიჟდებით. მთავარია, შინაგანი ხმა სულ მეძახის: ახლა დაწყნარდი, დაწყნარდი და მერე თავს შემოვუძახებ ხოლმე: მშვიდად! გიორგისაც ჩემნაირი ნერვები აქვს: სტაბილური, მაგრამ გიჟი. სიგიჟეები ორივეს გვჭირს: აა, აა! – ავყვირდებით და მერე გვეცინება: რა გვაჩხუბებსო.
– როგორც ვიცი, წლების წინ ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაცია გაიკეთე. რა იყო შენი დიაგნოზი და ხმას თუ ექმნებოდა პრობლემა?
– ჩემი მეგობრის დედა, რომელიც ექიმია, სულ მეუბნებოდა, ჩიყვი გაქვს, ექიმს გაესინჯეო. მარჯვენა მხარეს გამობერილი მქონდა. დროთა განმავლობაში, უფრო მეტად გამომებერა. ადვილად ვიღლებოდი და ბოლოს, როგორც იქნა, წავედი ექიმთან. აღმოჩნდა, რომ მქონდა 3 სანტიმეტრზე დიდი კვანძი და პლუს ადენომა –  საოპერაციო ვიყავი. ექიმმა რომ გამსინჯა, მითხრა: მადლობა ღმერთს, რომ არ არის სიმსივნეო. რომ გავიგე საოპერაციო ვიყავი, ცრემლები გადმომცვივდა: ეს თუ ხმაზე შემიქმნის პრობლემას, მირჩევნია, არ გავიკეთო ოპერაცია, დამახრჩოს-მეთქი. ბათუმში ონკოლოგიურში გავიკეთე ოპერაცია. მითხრეს, ძალიან კარგი ექიმი ჩამოდის და არ შეგექმნება პრობლემაო. მთელი ბათუმი მოვიდა კლინიკაში: არაფერი დაუშავოთ, ხმა არ დაკარგოსო. ექიმი გაგიჟებული იყო: ვინ ხარ ასეთიო. მაშინ ცნობილი არ ვიყავი, უბრალოდ, ბათუმში ვმღეროდი და იქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. ოპერაცია რომ დამთავრდა, მახსოვს, თვალი გავახილე და ჩემი მეგობრები, ბატონი ზურა დაბრუნდაშვილი დგანან და მეუბნებიან: მაგდა, დაგველაპარაკე. კარგად ვარ-მეთქი. ლაპარაკობსო და გავიდნენ პალატიდან.
– სულ ახალ-ახალი ვარცხნილობა გაქვს, ახალი თმის ფერი.
- აფრიკული ნაწნავები ძალიან მომწონს. თუმცა ახლა დრედები ამოვიჩემე და გიორგი მეუბნება: თუ გაიკეთებ, გადაგპარსავ თავსო. ნაწნავები მოსწონს. სულ მეუბნებოდა გაიზარდე თმაო და გრძელი თმით რომ გამოვეცხადე, შოკში ჩავარდა, ისე გაუხარდა. თვითონაც ახლა აფრიკული ნაწნავები აქვს. სიურპრიზი გამიკეთა: ასე გამომეცხადა. თავიდან ელდა მეცა: ეს რა ქენი-მეთქი, მაგრამ რომ დავაკვირდი, ძალიან უხდება. ეე, წითელი, შავი – ასე გვეძახიან მეგობრები ქუჩაში.
скачать dle 11.3