კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ უსწორებს ლექსო ჩემიას ცოლი სასიყვარულო სცენებს და როგორ გაიცნო მან მომავალი მეუღლე ფსიქიატრიულში

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სულ რამდენიმე სერიაში გამოჩნდა, უდიდესი ყურადღების ქვეშ მოექცა. 30 წლის ლექსო ჩემია მაყურებელმა ცოტა ხნის წინ, ბარბარიკას საქმროს, ენდი ნარსიას როლით გაიცნო. მისადმი ყურადღება, როლიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არაა. თუმცა, როლთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გარეგნობითაც დაიმსახურა. როგორია სინამდვილეში მისი ცხოვრება, ვინ არის მისი მეუღლე რეალურ ცხოვრებაში და ჰგავს თუ არა საკუთარ გმირს, ამას ინტერვიუდან  შეიტყობთ.
ლექსო ჩემია: სოხუმელი ვარ, თუმცა ხუთი წლის შემდეგ, ომიანობის პერიოდიდან, ფოთში ვცხოვრობდით. ბავშვობაში ვმღეროდი კიდეც, ამბობენ, რომ კარგად. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ფოთის თეატრის დასთან ერთად გავიზარდე, პროფესიაზე ბევრი არ მიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის არცერთი წევრი ამ სფეროში არ იყო, ჩემს შესახებ, ყველამ იცოდა, რომ ეს ბიჭი მსახიობი უნდა გამხდარიყო. ასეც მოხდა. თეატრში ბევრი როლი მაქვს განსახიერებული, თუმცა რაც შეეხება ეკრანს, ენდი ნარსია პირველი სერიოზული გმირია. სერიალში, ჩემდა საბედნიეროდ, ეკა მჟავანაძის წყალობით მოვხვდი. მესხეთის სახელმწიფო თეატრში ვმუშაობ, სხვათა შორის, ახლა ბატონი ზურაბ ანთელავა, „კვაზი ბაბუა“, ჩვენთან არის მოწვეული და ერთ სპექტაკლში ერთად ვთამაშობთ. ლექსო და ენდი ნარსია ცა და დედამიწასავით განსხვავებულები არიან (იცინის) – ჩაცმულობით, მანერებით და საერთოდ, ყველაფრით. პირველად რომ მივედი გადაღებაზე, ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ მითხრა, ზუსტად ისე გაცვია, როგორც არ უნდა ეცვას ენდი ნარსიასო.
– რა მოგწონს, ან რა არ მოგწონს შენს გმირში?
– არ ვიცი, შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები ამ პერსონაჟის გარშემო, მაგრამ ერთი შეხედვით, აქ რაღაც ისე არ უნდა იყოს. მგონია, ამ ყველაფერს სხვა სარჩული აქვს. ენდი ნარსიას რაღაც ფარული ზრახვები უნდა ჰქონდეს – მანტკავების ოჯახში შესვლა, კვაზი ბაბუს ბიზნესები ან კიდევ სხვა. არ ვიცი, ეს უკვე სცენარზეა დამოკიდებული და ამას ახალი სეზონი გვიჩვენებს, თუ ენდის ხაზი გაგრძელდება.
– როგორია მაყურებლის გამოხმაურება?
– ენდის გამოჩენა ერთი კვირით გადაიდო თბილისში მომხდარი ხანძრის გამო. ანონსში კი ჩანდა, მაგრამ სერია ეთერში რომ ვერ გავიდა, აფეთქდა სოციალური ქსელი, სად არის ენდიო და რომ გამოჩნდა, მერე ხომ საერთოდ (იცინის). თუმცა, ეს მარტო ენდის არ ეხება, ხალხი ცხოვრობს ამ სერიალის პერსონაჟებით და გმირის მსახიობთან გაიგივების გამო, ზოგჯერ შეიძლება, შეურაცხყოფაზეც გადავიდნენ, თუ რამე არ მოეწონათ. ჩემს შემთხვევაშიც იყო უარყოფითი კომენტარები, მაგრამ ძალიან ბევრი კარგი წავიკითხე. „ბარბარიკა და ენდი უფრო უხდებიან ერთმანეთს“... წერდნენ იმასაც, რომ ეს ენდი ჯერ კიდევ არ აჩენს თავის ბრჭყალებს. „ეს იქნება, რაც იქნება, ეს აფერისტი მეგრელი. ეს არ არის სუფთა წყლის დამლევი კაცი. ჯერ „გაინაღდოს“ ბარბარიკა და მერე გამოაჩენს ნამდვილ სახეს“ (იცინის).
– მარიშკა ჯავახაძესთან როგორი ურთიერთობა გაქვს რეალურად? სერიალში ჯერ კიდევ მიუწვდომელია ბარბარიკა.
– აქამდე ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ ახლა დავმეგობრდით. ძალიან კომფორტული პარტნიორია. ორივე კომუნიკაბელურები ვართ და არ გაგვჭირვებია ურთიერთობის აწყობა.
– საინტერესოა შენი აზრი ამ ფორმით ქორწინებაზე.
– ენდი და ლექსო ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ენდი ბიზნესმენი, „აზრზე მოსული მასტია“. ჩემთვის ეს ყველაფერი წარმოუდგენელია, მაგრამ, ალბათ, მაინც ხდება მსგავსი ფორმით ოჯახის შექმნა და 21-ე საუკუნის ხანუმებიც არსებობენ. წარმოუდგენელი ის კი არ არის, რომ შეიძლება, ფეხმძიმე ბარბარიკა შეუყვარდეს. ქალს შეიძლება შვილები ჰყავდეს და მერე შექმნას კიდევ ოჯახი, ამაში საოცარი არაფერია, მაგრამ, როდესაც 35 წლის ხარ, ბიზნესი გაქვს, აქტიურად ცხოვრობ და მაინც გარიგებით მოგყავს ცოლი, რაღაცაშია საქმე. თუმცა, ჩემთვის გარიგებით ცოლის მოყვანა წარმოუდგენელია. მადლობა ღმერთს, მე ეს არ მემუქრება. უკვე 12 წელია, ცოლი მყავს და – შვილიც. მაგრამ, რომც არ მყოლოდა, გამორიცხულია, გარიგებით შემერთო (იცინის).
– შენი და შენი მეუღლის ისტორია გვიამბე.
– მეუღლე – ანი ხუბუტია პროფესიით ფსიქოლოგია, მაგრამ უკვე შვიდი წელია, რაც მსახიობობითაა დაკავებული. ჩემი გაცნობის შემდეგ, ყველაფერი იმდენად ახლოს გაიცნო და შიდა სამზარეულო ისე კარგად შეისწავლა, რომ საკუთარი პროფესია გვერდზე გადადო და უკვე ხუთი წელია, მესხეთის თეატრის დასის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალური უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, ძალიან კარგ რეჟისორებთან უწევს ურთიერთობა და წლებთან ერთად, ძალიან ბევრი ისწავლა. ჩვენ მესხეთის სახელმწიფო თეატრში ვცხოვრობთ – თვითონ თეატრის შენობაში. ზოგადად, თბილისში ვცხოვრობთ, მაგრამ მესხეთის თეატრში მუშაობა სეზონურია, რადგან შენობა ძალიან დიდია და ვერ თბება. ამიტომ დასს გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით უწევს, მოასწროს ყველა სპექტაკლის თამაში. მე და ანიმ ერთმანეთი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გავიცანით. წლების წინ, როცა ორივე სტუდენტები ვიყავით, შევკარით გუნდი და რამდენიმე პოეზიის საღამო გავმართეთ. დავდგით სპექტაკლიც, ამ ყველაფერში მონაწილეობას ვიღებდით თეატრალურის რამდენიმე სტუდენტი და ასევე, ფსიქოლოგიურის სტუდენტებიც. ანი მაშინ უზნაძის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, მე – თეატრალურში. ასე, ერთობლივად გავაკეთეთ არაჩვეულებრივი საღამოები, სადაც ანი გავიცანი. მაგრამ, სასაცილოა, რომ მე და ჩემი მომავალი მეუღლე ერთმანეთს ფსიქიატრიულში შევხვდით – ძალიან რომანტიკულია, არა?! (იცინის) თუმცა, ხალათი არცერთს არ გვეცვა. ჩვენ ძალიან მარტივად ვცხოვრობთ. ჩვენთან ერთად, თეატრში ცხოვრობს ჩვენი შვილიც, მაგრამ პირდაპირი გაგებით. ყველა წამყვანი რეჟისორის ასისტენტია და ყველა სპექტაკლის დადგმის პროცესში მონაწილეობს. კულისების ბავშვია. ახლა ექვსი წლისაა, მაგრამ ორი წლისაც არ იყო, თეატრალური ცხოვრება რომ დაიწყო (იცინის). რომ გაიზრდება, არ ვიცი, მერე რას მეტყვის, მაგრამ მე, პირადად, ბედნიერი ვიქნებოდი ასეთი ბავშვობა რომ მქონოდა. რაც შეგვეხება მე და ანას, ძალიან მარტივად დავიწერეთ ჯვარი. სოფელი მაქვს მარტვილის რაიონში. შეყვარებულები ვიყავით და იქ მეგობრებთან ერთად ვისვენებდით. უცებ გადავწყვიტეთ, რომ მარტვილის მონასტერში ჯვარი დაგვეწერა დახეული ჯინსებითა და კედებით. გოგო მეჯვარეც არ გყავს – ხვალ რომ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ შენ რომ დღეს მოგინდება ჯვრისწერა, ზუსტად ეს მომენტი იყო. ამიტომ, ორივეს ბიჭები, ჩემი ძმაკაცები გვყავდა მეჯვარეებად. რაღაც ძველმანების მაღაზია აღმოვაჩინეთ. საშინელი ვარდისფერი კაბა ვიპოვეთ, ვიყიდეთ და ჩვენი ხელით დავჭერით. ნარჩენებისგან სიმბოლურად ვარდისფერი ბაფთა და თასმები მოვირგე (იცინის). ძალიან სასაცილო გამოვიდა ჩვენი ჯვრისწერა, მაგრამ მაშინაც ძალიან ბედნიერები ვიყავით და ახლაც ასე ვართ. თუმცა, თავადაც ხვდებით, როგორი სხვაობაა ენდისა და ლექსოს შორის (იცინის). საკმაოდ პატარები ვიყავით, როცა ოჯახი შევქმენით. პირველი რამდენიმე წელი „ვიგულავეთ“ (იცინის) და ახლა, როგორც გითხარით, უკვე ექვსი წლის თომა გვყავს. 19 წლისები ვიყავით ერთმანეთი რომ გავიცანით, 22 წლისებმა ჯვარი დავიწერეთ და მას შემდეგ ერთად ვართ. გიკვრის, ხომ? მართლა ყველას უკვირს – 12 წელი ერთად, თეატრალურ სამყაროში?! ახლა თითქოს მოდაშია გაყრა... ჩვენ ჯვარი გვწერია (იცინის). ამ წლების განმავლობაში, ურთიერთობაში წყვეტა არ გვქონია – მაქსიმუმ, ალბათ, ერთი დღე, ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ.
– როგორც კი ეკრანზე გამოჩნდი, მაშინვე აიტაცეს შენი ფოტოები და ამბობდნენ, ენდი გარსია ნამდვილი ბრედ პიტიაო.
– კი. საშინელებაა (იცინის).
– რატომ საშინელება, სასიამოვნო არაა?
– არ ვგავარ ბრედ პიტს და კი, ბატონო, სასიამოვნოა, მაგრამ მართალი არ არის. ბრედ პიტი ხომ ყველას გვყავს ნანახი და ვიცით, როგორიცაა (იცინის). თეატრშიც ოდითგანვე შეყვარებულ ბიჭებს მათამაშებენ და კომპლიმენტები იქაც მსმენია გარეგნობასთან დაკავშირებით. მაგრამ, ბრედ პიტი, ცოტა გადაჭარბებულია, ცოტა კია არა  (იცინის)... არა, გულწრფელად ვიტყვი, ბევრი კომპლიმენტი წავიკითხე გარეგნობასთან დაკავშირებით და სისულელე იქნება, რომ ვთქვა, სასიამოვნო არაა-მეთქი. კომპლიმენტი ყველას სიამოვნებს, მაგრამ ვიმეორებ, ძალიან გადაჭარბებულია.
– კომპლიმენტებს რომ ძალიან ბევრი გოგონა ამბობს, ამაზე მეუღლე რა აზრისაა?
– ორივე მსახიობები ვართ. წეღანაც ვთქვი, რომ თეატრში სულ შეყვარებულ ბიჭებს ვთამაშობ. სერიოზული სასიყვარულო სცენები გვაქვს ხოლმე, ჩემი ცოლი კი, ამ დროს კულისებში დგას. ეჭვიანობა კი არა, თუ არ მოეწონება, პირიქით, მეუბნება, რაღაც დააკელი, მეყურებელი ბოლომდე ვერ დააჯერე. მეც ვერ დავიჯერე, რომ ეს ქალი გიყვარსო. ჩემი აზრით, ჯანსაღი არ არის ასეთ რაღაცეებზე ეჭვიანობა.
скачать dle 11.3