კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რას სთხოვენ ღამით პაციენტები გუგა ქაშიბაძეს და როგორ დატოვეს ის პირდაღებული გარდაცვლილის სულის წაყვანის რიტუალის შემდეგ მეგრელებმა

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გუგა ქაშიბაძე პაციენტებისთვის მკურნალობის პროცესში თუ პროფესიონალი, მზრუნველი ექიმია, გამოჯანმრთელების შემდეგ, ყველა მათგანის მეგობარი და ოჯახის წევრი ხდება. ვინც მას იცნობს, დამეთანხმება, რომ განსაკუთრებული იუმორით გამოირჩევა, არაჩვეულებრივად ხატავს, უერთგულესი მეგობარი, კარგი მამა და სანაქებო შვილია. მის პროფესიონალურ საქმიანობას არაერთი სასაცილო ისტორია უკავშირდება, რასაც ბატონი გუგა ხალისიანად და სიცილით იხსენებს. ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის, მას მსგავსი ისტორიების მოყოლა ვთხოვეთ და მიუხედავად პაციენტთა სიმრავლისა, მაინც არ დაიზარა და დაგვთანხმდა.
გუგა ქაშიბაძე:
დამწვრობა და პლასტიკური ქირურგია საკმაოდ რთული დარგია და ეს არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ ტრავმასთანაა კავშირში. გინდა არ გინდა, ექიმიც ხდები ამ უბედურებების თანამონაწილე. ამიტომ, თავი სახალისო ისტორიების გახსენებითა და მოყოლით თუ არ გაიხალისე, მუდმივად სტრესულ მდგომარეობას ვერ გაუძლებ, ძალიან მოქმედებს. ხშირად, საკმაოდ რთულ სიტუაციაში, გამწარებული პაციენტი ისეთ რამეს მოიმოქმედებს და იტყვის, რომ არ გაგეცინოს და თავი შეიკავო, წარმოუდგენელია. ექიმი კი  ვარ, მაგრამ მეც ადამიანი ვარ (იცინის). არასდროს დამავიწყდება, დამწყები ქირურგი რომ ვიყავი და სულ რამდენიმე მორიგეობა მქონდა ჩატარებული რეანიმაციაში. ერთ-ერთ მორიგეობაზე რევმატოლოგთან ერთად ვიჯექი და პაციენტებს ვაკვირდებოდით. საღამოს საათები იყო და გავიხედეთ, შემოვიდა სანიტარი და გვითხრა, გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები ჩამოვიდნენ სამეგრელოდან და თქვენი ნახვა უნდათო. შემოვიდნენ შავებში ჩაცმული ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი. ერთს ჩონგური ეკავა ხელში, მეორეს – მამალი, მესამეს კი წითელი კოჭის ძაფი და ტომსიკა, რომელშიც სავარაუდოდ, ნახშირი იყო ჩაყრილი. მათი ოჯახის წევრი, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ჩვენს კლინიკაში. სამწუხაროდ, რთული შემთხვევა იყო და ვერ მოერხდა მისი გადარჩენა. ეს ხალხი რომ დავინახე, ვიფიქრე, ეტყობა, ჩემი გამასხარავება უნდათ-მეთქი. ვკითხე, რა გნებავთ-მეთქი და მიპასუხეს, ჩვენი ოჯახის წევრი რომ გარდაიცვალა აქ, მისი სულის წასაყვანად მოვედითო. აი, აქ კი დავრწმუნდი, რომ ნაღდად მეხუმრებოდნენ... მაგრამ, არა! სრული სერიოზულობით გვთხოვდნენ გარდაცვლილი პაციენტის სულის წაყვანას რეანიმაციიდან, სადაც ის გარდაიცვალა – სამეგრელოში. მოკლედ, მამალს დაუყარეს საკენკი, ააკენკინეს. ჩამოჰკრეს ჩონგურს, გამოაბეს იმ საწოლს წითელი ძაფი, რომელზეც პაციენტი გარდაიცვალა და ამ რიტუალის ჩატარებით წაიყვანეს სული თბილისიდან სამეგრელოში. ჩვენ, ექიმები ვართ და ასეთი ამბები არ უნდა შევიმჩნიოთ და გავიღიმოთ, მაგრამ იქ იწვნენ სხვა პაციენტები და გაოგნებულები აკვირდებოდნენ მათ საქციელს. ახლაც არ ვიცი, უნდა ვიტირო თუ ვიცინო ამ ფაქტზე. მოკლედ, ასე სიმღერ-სიმღერით, ძაფის ქაჩვით ჩავიდნენ, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. პირდაღებული ვუყურებდი, სანამ თვალს არ მიეფარნენ. ვფიქრობდი, ნეტავ, ეს კოჭის ძაფი სადამდე ეყოფათ-მეთქი (იცინის). ალბათ, გზადაგზა ახალ-ახალს აბამდნენ და ასე ჩაიყვანეს სული სახლამდე.
– ამბობენ, პაციენტები შემდეგ თქვენი ახლო მეგობრები ხდებიან და უბრალო რამეზე ღამეც კი არ ერიდებათ თქვენთან დარეკვა. მართლა ასეა?
– სწორედ ასეა. მაგალითად, ღამის 3 საათზე  ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. რომ დავხედე ნომერს, პაციენტი იყო. ეგრევე გამოვფხიზლდი, გული გამისკდა, ვიფიქრე რამე უჭირს-მეთქი და გიჟივით ვკითხე: გისმენ, რომელი ხარ? გიორგი ვარო. რომელი გიორგი-მეთქი. თან, ხმა მეცნო. მშვიდად მიპასუხა, აი, ის გიორგი ვარ, დღეს რომ ოპერაცია გამიკეთეთო. სულ გადავირიე და ვეკითხები, ხომ კარგად ხარ, რამე გიჭირს-მეთქი და პასუხი: კი, მშვიდობაა, გუგა ექიმო, wi-Fi-ის პაროლი მინდა და მითხარიო. მეც არ დავიბენი და ვუთხარი: შენი დაბადების წელი და რიცხვი... გამითიშა და აღარ დაურეკავს (იცინის). მერე კი გამეცინა, მაგრამ მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. ერთხელ კი, პაციენტმა მითხრა: გუგა ექიმო, ულვაში მოგიშვიათ, ძლივს გიცანითო. დავფიქრდი და ჩემი თავი ულვაშის გარეშე, მე არ მახსოვს და იმას საიდან ვახსოვდი, ვერ მივხვდი (იცინის). ერთხელ კი, დამწვრობის ცენტრში შემოვიდა პაციენტი – 85 წლის მამაკაცი, წვივის ღრმა დამწვრობით. სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა და ჩვენმა ექიმმა უთხრა, თუ შეიძლება, ოჯახის წევრებს დაურეკეთ, ოპერაცია გჭირდებათ და გააგებინეთო. რა პრობლემაა, დედას დავურეკავო. იმას რომ არ გაეგო, გვერდით გავწიეთ თავები და მოგუდულად დავიწყეთ სიცილი. უცბად, იმ კაცმა, დედას თქვენთან უნდა საუბარიო და ტელეფონი მოგვაწოდა. ღიმილი სახეზე შეგვახმა – აღმოჩნდა, 110 წლის დედა ჰყავდა. მოკლედ, ამ ისტორიას დღემდე სიცილით ვიხსენებთ და ოპერაციამაც, კარგად ჩაიარა დედის მეთვალყურეობის ქვეშ.
– ხშირად, სხეულის, ეგრეთ წოდებული, უხერხული ადგილების დამწვრობებითაც შემოდიან პაციენტები და ამაზეც გექნებათ სახალისო ამბები გასახსენებელი.
– მართალია, უხერხული ადგილების დამწვრობით ხშირად გვაკითხავენ, სიმწრით ცრემლებს ღვრიან და თან, არც გვანახებენ დამწვარ ადგილებს, ერიდებათ. ერთ წვივსა და ტერფზე ნაოპერაციებ პაციენტ ქალბატონს, გაწერის წინ დუნდულაზე დამწვრობა აღმოვუჩინეთ. ქირურგმა ჰკითხა: ქალბატონო, აქამდე რატომ იყავით ჩუმადო? იმანაც მორიდებით უპასუხა: ექიმო, ტრაკი ჩემი ქმრისთვის არ მიჩვენებია და თქვენ ხომ არ გაკადრებდითო (იცინის). სულ ახლახან კი, ტელეფონზე დამირეკა ერთმა კაცმა და მორიდებით მკითხა: გუგა ექიმი ბრძანდებით? ვუპასუხე – დიახ. შემომჩივლა, ცხელი ჩაი გადამევლოო. იქნებ დააკონკრეტოთ, რა ადგილას ბატონო-მეთქი. იმაზე, ექიმო, „ცანცარაზეო.” შევიცხადე – უფ, ეგ რა მოგსვლიათ, უნდა მობრძანდეთ დამწვრობის ცენტრში-მეთქი. ანუ, გამოვხატე მამაკაცური თანაგრძნობა. მითხრა: ვერა, გუგა ექიმო, ვერ მოვალ, რაიონში ვარო. მაშინ, იქნებ, ფოტო გადმომიგზავნოთ  (მივენდე ტექნოლოგიებს), „ვაიბერით“, ან „ფეისბუქით“ პირადში-მეთქი. ახლავე ექიმო, ოღონდ მომარჩინეო. რაღაც დროის მერე, შევდივარ ჩემს პირად კედელზე და რას ვხედავ – „ცანცარას” ფოტო! თან, ერთი შეხედვით, დამწვრობის რომ არაფერი ეტყობა (იცინის). სანამ გონს მოვედი და ვაკვირდებოდი ფოტოს, ტელეფონზე ზარი გაისმა: ნახეთ, გუგა ექიმო? კი, ვნახე და დიდი მადლობა, რომ არ მომნიშნეთ-მეთქი (იცინის). მოკლედ, სანამ წავშალე „ცანცარას” ფოტო, 20 ლაიქი, ანუ მოწონება დაიმსახურა.
скачать dle 11.3