კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


– მოკლედ, მეგობრებში იმდენი ფუტკარაძე მყავს, თავი სკა მგონია.
– გადარჩენილი ხარ! კიდევ კარგი, ბევრი სირაძე არ გყავს.
***
– რა იყო, ლამზირა, რას ჩამოგიშვია ცხვირი?
– გუშინ, ჩემი ქმრის ტელეფონი გადავქექე და კონტაქტებში ვიპოვე – „უფასო სექსი“.
– მერე?
– მერე, დამაინტერესა, ვინ არის-მეთქი. დავრეკე და ჩემს ტელეფონზე არ დაირეკა?!
***
– სადმე იყავი წელს?
– კი, შოკში!
***
ძმაკაცს შესჩივის მიხო:
– ბიჯო, მაროს დაბადების დღეზე სასწორი ვაჩუქე, იქნებ დადგეს და მიხვდეს, რო ძროხასავით გასუქდა-მეთქი..
– მერე, მიხვდა?
– მიხვდა თუ არა, ეგ ვერ გავიგე, მაგრამ ჩემს დაბადების დღეზე, სახაზავი მაჩუქა...
***
– ქალები რომ მსოფლიოს მართავდნენ, ომი აღარ იქნებოდა.
– აბა?
– უბრალოდ, იქნებოდა ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთს ხმას არ გასცემდნენ.
***
მაღაზიაში, ქალი ეკითხება გამყიდველს:
– ხორცი რატომ არ გაქვთ?
– იმიტომ რომ, ღორები ადამიანები გახდნენ, ძროხები გათხოვდნენ, თხები დაქორწინდნენ, ცხვრებმა დისერტაცია დაიცვეს და სათავეში მოექცნენ...
– და, ქათმები?
– ქათმები კი, სიცილით დაიხოცნენ.
***
გურულს ეკითხებიან:
– როგორ გაატარე ზაფხული?
– როგორ, ძამია და, თვალი გავაყოლე.


ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები
– რატომ გაქვს წვერი მოშვებული?
– არაფერი გაგიგია?
– არა, რა მოხდა?
– მამა მომიკვდა.
– მერე, ამხელა კაცი ხარ და შენით ვერ გაიპარსავ?
***
– ისე მტკიოდა თავი, რომ ათი ყუთი „ანალგინი“ ვიყიდე, ვიფიქრე თავს მოვიკლავ-მეთქი.
– მერე?
– ერთი აბი რომ დავლიე, ეგრევე გამიარა და კი წავედი ქორწილში.
***
– სიზმრების გჯერა?
– ადრე მჯეროდა, ახლა აღარ მჯერა.
– რის შემდეგ აღარ გჯერა?
– ერთხელ მესიზმრა, რომ ჩემი ცოლი მეზღვაურთან მღალატობდა. მეორე დღეს მივდივარ სახლში, ვაღებ საძინებლის კარს და რას ვხედავ... სადაა მეზღვაური? ჩემი ცოლი  ბუღალტერთან არ წევს? ხოდა, იმ დღის მერე, აღარ მჯერა სიზმრების.
***
სოციალური გამოკითხვა: წახვალთ თუ არა არჩევნებზე?
წავალთ – 25 პროცენტი.
არ წავალთ – 27 პროცენტი.
წადით თქვენი.. – 48 პროცენტი.
***
სვანს ეკითხებიან:
– რატომ ხუჭავ თვალებს, როცა არაყს სვამ?
– ექიმმა მითხრა, სასმელი მხედველობაზე იმოქმედებსო და იმიტომ!



скачать dle 11.3