კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 მამაკაცმა ცოლი ყელში დაჭრა, სიდედრი კი ცემით სიკვდილამდე მიიყვანა

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

 44 წლის მალხაზ მ-შვილი ცოლის გაქურდვისა და მისი მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. მამაკაცი,  რომელიც წარსულში მეზობლის მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი, სასამართლომ მძიმე  ბრალდება წაუყენა.  
თუ რატომ გაიმეტა მამაკაცმა ცოლი სასიკვდილოდ, ამის შესახებ თავად დაზარალებულის,  ნანა ნ-ძის დაკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი. იმის მიუხედავად, რომ ქალს ყელის არეში  დანით მიყენებული ორი მძიმე ჭრილობა ჰქონდა, ის სიკვდილს  გადაურჩა. დანაშაულში ეჭვმიტანილი რამდენიმე დღე ემალებოდა სამართალდამცველებს. მისი დაკავება საზღვრის გადაკვეთის დროს მოხდა.
 საქმის მასალების მიხედვით, მალხაზ მ-შვილმა ცოლი ჯერ გაქურდა, შემედგ კი მისი მოკვლა სცადა. დანაშაული მან ცოლის კუთვნილ ბინაში, გვიან ღამით ჩაიდინა. იქამდე კი ფიზიკურად გაუსწორდა    ხანდაზმულ სიდედრს, რომელიც მიღებული ტრავმების შედეგად, ინციდენტიდან ორ კვირაში  გარდაიცვალა.  84  წლის მაყვალა დ-შვილს დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
სამართლადამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნანა ნ-ძესა და მის მეუღლეს შორის კონფლიქტი საკმაოდ ხშირად ხდებოდა. მამაკაცის პირველი პატიმრობის დროს ქალმა შვილისა და დედის სარჩენად  ვაჭრობა დაიწყო, რის შემდეგაც სამუშაოდ თურქეთში წავიდა.  მალხაზ მ-შვილის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ცოლმა მას დაშორება მოსთხოვა. მამაკაცმა ცოლი და შვილი სახლიდან გაყარა.  თუმცა, მას შემდეგ, რაც ქალმა მისგან ბინა შეიძინა და სანაცვლოდ, 8 ათასი დოლარი გადაუხადა,  ნანა ნ-ძეს, მის შვილსა და დედას,  კანონიერად მიეცათ  უფლება, სახლში ეცხოვრათ, რომელიც მალხაზ ნ-შვილს მშობლებისგან ჰქონდა მემკვიდრეობით მიღებული.  მას შემდეგ, რაც მალხაზ მ-შვილმა, ცოლისგან ბინის სანაცვლოდ აღებული თანხა დახარჯა, ის სახლში დაბრუნდა და  განაცხადა, რომ  სახლი კვლავ მას ეკუთვნოდა და  მათთან ერთად უნდა ეცხოვრა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პრობლემები და კონფლიქტი  ყოფილ ცოლ-ქმარს შორის. ამონაწერი ნანა ნ-ძის ჩვენებიდან: „მე და ჩემს ქმარს შორის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან ჩემ მიერ ბინაში გადახდილი ფული დახარჯა და უკან მოგვადგა, წასასვლელი არსად მაქვს და აქ უნდა ვიცხოვროო. ყოველდღე მოდიოდა. დაპირისპირება ფიზიკურ ჩხუბამდე მიდიოდა  ხოლმე. პოლიციას ვთხოვე დახმარება. დამეხმარნენ, მაგრამ კართან დაცვას ხომ ვერ დამიყენებდნენ. პოლიცია წავიდოდა და მალხაზი ისევ მოდიოდა ჩვენთან. მეც, შვილსაც და ჩემს ხანდაზმულ დედასაც ცხოვრება სატანჯველად გვიქცია. ძალიან  ვნანობდი, რომ სახლი მისგან ვიყიდე. იმ თანხით სხვა სახლის ყიდვა მერჩია, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლიდი. მალხაზი სახალხოდ ქუჩის ქალს მეძახდა. საშინელ ჭორებს მივრცელებდა მეზობელ მამაკაცებზე, რის გამოც მათ ცოლებთანაც კი დამაპირისპირა. ჩვენს ეზოში ყოველდღე ჩხუბი და გაწევ-გამოწევა იყო.  შვილს, რომელიც 21 წლისაა, დეპრესია დაემართა. სახლიდან გაიქცა და მეგობართან ცხოვრობდა. აღარც მამის დანახვა უნდოდა და აღარც - ჩემი. ვხვდებოდი, რომ ეს კონფლიქტი ასე არ დასრულდებოდა, მაგრამ თუ მე და დედაჩემს სასიკვდილოდ გაგვიმეტებდა, ვერ წარმოვიდგენდი.”  
 საქმის მასალების მიხედვით, მალხახ მ-შვილი   დანაშაულის ჩადენის დღეს ყოფილი ცოლის სახლში ჩუმად შეიპარა. თუმცა, დაუპატიჟებელი სტუმარი ინციდენტის წინა დღესაც გახლდათ იქ, რასაც  ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირება მოჰყვა.  ამონაწერი  ნანა ნ-ძის ჩვენებიდან, „ინციდენტის წინა დღეს მალხაზი, ჩვენი დიდი ჩხუბის მიუხედავად, სახლზე მიშენებულ ფარდულში დარჩა.  მეორე დღეს დედაჩემისგან შევიტყვე, რომ სამზარეულოდან ვერცხლის ვაზა და  ჩანგლები იყო დაკარგული. ეჭვიც არ შემპარვია, რომ მალხაზმა მოიპარა.  იუარა, მე არ მომიპარავსო, მაგრამ მის  გარდა, ჩვენ სახლში არავინ შემოვიდოდა, ამის გამო ძალიან ვიჩხუბეთ, ხელითაც შევეხე და სახლიდან ძალით გავაგდე. გვიან ღამით შურისძიებით შეპყრობილი თავს დაგვესხა. ღამის ორი საათი იქნებოდა, პირველი სართულიდან ხმაური შემომესმა. იმ ღამეს დედას პირველ სართულზე ეძინა, მე - მეორეზე.    დაბლა ჩავირბინე და საშინელი სურათი დამხვდა.  დედაჩემი  ძირს ეგდო,  მალხაზი  თავს არტყმევინებდა მეტლახის იატაკზე და მუცელში წიხლებს ურტყამდა. დედას ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. მალხაზს დავეჯაჯგურე და ვცადე დედაჩემი ხელიდან გამომეგლიჯა. ისე იყო გამხეცებული, ვერაფერს გავხდი.  მომიქნია ხელი და ძირს დამაგდო. გულ-მკერდზე დამაჯდა. არ ვიცი, უცებ საიდან ამოიღო დანა,  ვიგრძენი დატყმა და მეტი არაფერი მახსოვს, გონზე საავადმყოფოში მოვედი, ოპერაციის შემდეგ. როგორც მერე გავიგე, მეზობელმა აღმოგვაჩინა ორივე, მეც და დედაჩემიც. თურმე ორივე სისხლის გუბეში ვიწექით მთელი ღამე.”
 ბრალდებულის სახით დაკითხულმა მალხაზ მ-შვილმა, რომელმაც მომაკვდავი ყოფილი ცოლი და უგონო მდგომარეობაში მყოფი სიდედრი დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალში და სინანულით მხოლოდ ის აღნიშნა,  რომ ყოფილი ცოლი სიკვდილს გადაურჩა.  ქალს ყელის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მაინც შეძლეს. საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა ნაცემი მაყვალა დ-შვილი. ბრალდებულმა ორივე ქალის მიმართ განზრახ ჩადენილი ქმედებები აღიარა. დაზარალებული დედა-შვილის მეზობლების განცხადებით, მალხაზი ყოფილ სიდედრს მოკვლით ხშირად ემუქრებოდა, რაც თავად ბრალდებულმაც აღიარა. მან დაადასტურა, რომ ცოლისა და სიდედრის მოკვლას დიდხანს გეგმავდა. თუმცა, ხელსაყრელი ვითარება არცერთხელ არ ჩაუვარდა  ხელში. მისივე  ჩვენების მიხედვით, სანანებელი მხოლოდ ის ჰქონდა, რომ სიდედრთან ერთად, ყოფილი ცოლიც  არ გამოსალმა სიცოცხლეს. სასამართლომ მალხაზ მ-შვილს ჩადენილი დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
скачать dle 11.3