კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

№32 ალექსანდრე მაკედონელმა საქართველოდან გაყარა ყველა არაქართველი, არ შეეხო მხოლოდ ებრაელებს

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

 ცნობილი მეცნიერი, მთარგმნელი, პოეტი, დრამატურგი, მემუარისტი და საზოგადო მოღვაწე, თეიმურაზ ბაგრატიონი თავის წიგნში, „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა”, მოგვითხრობს ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში გამოლაშქრების ამბავს და ქართლში სახელმწიფოს ჩამოყალიბების ისტორიას. ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობის შესახებ გვიამბობს „მოქცევაè ქართლისაè“ და „მეფეთა ცხოვრება“. არსებობდა სხვა გადმოცემები თუ ცნობებიც, რომლებიც ადასტურებდნენ „მოქცევაèსა“ და „მეფეთა ცხოვრებაში“ მოთხრობილ ამბებს. ალექსანდრე მაკედონელის იბერიაში ლაშქრობა არ მტკიცდება, თუმცა, ჩანს, თეიმურაზ ბატონიშვილს ჰქონდა ისეთი საბუთები, რომლებისაც სჯეროდა. შესაძლოა, ალექსანდრეს რომელიმე სარდალი შემოვიდა საქართველოში ალექსანდრეს სიცოცხლეშივე, ან მისი გარდაცვალების შემდეგ და მისი შემოჭრა მიეწერა ალექსანდრეს. ასეა თუ ისე, თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ მოთხრობილი ამბავი, ალექსანდრე მაკედონელის ივერიაში შემოჭრისა და შედეგად განვითარებული მოვლენებისა, ძალიან საინტერესოა. ერთ ნაწილზე დღეს ვისაუბროთ.
თეიმურაზ ბაგრატიონი წერს, დარიოზ ისტასპის ძის (იგულისხმება დარიოს მესამე, აქემენიდი, არსამის ძე) სპარსეთის უზარმაზარი იმპერიის ტახტზე ასვლის მერე, ჰეროდოტე ამბობს, კოლხები ხარკს უხდიდნენ ან ძღვენს უგზავნიდნენ დარიოსსო. მაგრამ, ბატონიშვილი ამას არ ეთანხმება, არ უწერია ჰეროდოტეს, არც სხვა ისტორიკოსს, არც „ქართლის ცხოვრებაში“ არ არის მოთხრობილი, როდის დაიმორჩილა დარიოზმა კოლხები ან ივერიის რომელიმე სხვა მხარეო.
თეიმურაზ ბაგრატიონის მიხედვით, დარიოს მესამეს გაულაშქრია სკვითების წინააღმდეგ და დამარცხებულა. ამის მერე, უფრო უშიშრად გრძნობდნენ ივერიელები თავს მეზობლებისგან და მშვიდობა ჰქონიათ. ქვეყნის გამგებლად ჰყავდათ სამარა მამასახლისი და დღითი დღე შენდებოდა, წარმატება ემატებოდა ქვეყანას.
იმავე წიგნის თავი - „მმართველობისათვის თვითმპყრობელობისა, ესე იგი მეფობითასა მფლობელობისა სრულიად ივერიასა ანუ სრულიად საქართველოსა ესე იგი გიორგიასა ზედა“ მოგვითხრობს, როცა მესამედ დაამარცხა სპარსთა მეფე დარიოსი ალექსანდრე მაკედონელმა და მოიკლა ლტოლვილი დარიოზი თავისივე მსახური დიდებულის მიერ, ალექსანდრე საქართველოში დარუბანდის კარით შემოვიდა ადგილზე, რომელსაც ერქვა რაღა (რომელსაც ჩვენს დროს არაყებად მოიხსენიებენო, წერს ბატონიშვილი). მივიდა ალექსანდრე კიროპოლში (თეიმურაზ ბაგრატიონისავე განმარტებით, შირვანში), ივერიის ალბანეთში (ივერიას ჩვენი წინაპრები უწოდებდნენ დიდ საქართველოს, რომელიც მოიცავდა თითქმის მთელ კავკასიას - გ. მ.).
კიროპოლი აიღო ალექსანდრემ. ქალაქთან ბრძოლისას ნასროლი ქვით კისერში დაჭრილა. გაბრაზებულმა კიროპოლი მთლიანად დაანგრია. მოეწონა ალექსანდრე მაკედონელს ზღვის კარი, ესე იგი დარუბანდი (დარუბანდი სპარსულად ნიშნავს ზღვის კარს) და ააშენა დიდი ქალაქი. უწოდა მას ალექსანდრია (ალექსანდრე მაკედონელის დროს არაერთ ქალაქს უწოდეს ალექსანდრია). დარუბანდში იდგნენ ქართველები, კახოსის შთამომავლები (კახელები), რადგან, თეიმურაზ ბატონიშვილის თქმით, დარუბანდი კახოსის საზღვრებში შედიოდა (ქართველთა მამამთავრებს, ყველას თავ-თავისი კუთხე ჰქონდა მოზომილი, რომელთაც უწოდებდნენ „წილს“. მაგალითად, ეგროსის წილის საზღვარი, ანუ საეგრო, სამეგრელო მიდიოდა მდინარე ყუბანის („მდინარე მცირისა ხაზარეთისა“) ზღვასთან შესართავამდე, კახოსისა კი დარუბანდამდე – ბატონიშვილი თეიმურაზის მიხედვით ასეა. ქართლის ცხოვრების მიხედვით სხვაგვარადაა, თუმცა, ბატონიშვილის აზრით, დარუბანდი კახელებისაა - „ვინაითგან მას ადგილადმდე არს საზღვარი კახოსისა“. დერბენტი და დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილოეთ მხარეები, ივერიის ნაწილად მიაჩნია თეიმურაზ ბაგრატიონს). ძალიან შეუყვარდა ალექსანდრე მაკედონელს იქაურები (ანუ კახელები). ისინი წამოუძღვნენ მას და აჩვენეს კახეთის კავკასიონის ქედი, კლდე საშინელი, რომელსაც ეწოდება საყორნე, სადაც პრომეთე ყოფილა მიჯაჭვული (ასე სჯეროდათ კახელებს). ეს მთა არის პანკისიდან თუშეთს შორის. უკანმობრუნებული ალექსანდრე თავისი ჯარით გადავიდა გარე კახეთს, ჰერეთს, კახეთისავე (კახოსის) მამულში. გამაგრებული დახვდა მტკვრისპირა ქალაქი, რუსთავად სახელდებული. მაგრამ, აიღო რუსთავი ალექსანდრე დიდმა და დაიმორჩილა. იქიდან მოვიდა მცხეთაში. მცხეთაც გამაგრებული დახვდა და სხვა ქალაქებიც და ციხეები გარშემო. აიღო მცხეთაც და მოკლა სახელოვანი კაცი, მცხეთის მამასახლისი სამარა და ძმა მისი. მაკედონელმა სხვა ციხეებიც აიღო საქართველოსი: ნასტაკისი, ციხე-დიდი, უფლისციხე, სარკინეთი, სამშვილდე და ურბნისი. სარკინელნი თურმე კარგა ხანი უძლებდნენ ალექსანდრეს ჯარის შეტევას („ქართლის მოქცევის“ მიხედვით თერთმეტი თვე), მაგრამ მერე გახვრიტეს ციხე, გაიპარნენ ხვრელიდან და გადავიდნენ ოსეთში დედაწულით. დაიმორჩილა სრულიად ივერიელნი ალექსანდრე მაკედონელმა. დატოვა ჩვენთან მთავრად აზონი, თავის დიდებულთაგან ერთ-ერთის, არიანე მაკედონელი მთავრის ძე, ასი ათასი მხედრით, რომლებიც იყვნენ იტალიელნი (თეიმურაზ ბაგრატიონი შენიშვნაში მიუთითებს, რომ კათალიკოსი არსენ დიდი აზონს უწოდებს არიანეს ძეს. იგულისხმება არსენ პირველი კათალიკოსი, ცნობილი ისტორიკოსი და მწერალი. მისი ნაშრომი, სადაც აზონის შესახებაა საუბარი ახლა შენახული არ არის). ხოლო შემდეგ შენიშვნაში ბატონიშვილი გვეუბნება, რომ ანტონ კათალიკოსისა და მეფე ვახტანგის მიხედვით კი, ასე არის, ვახტანგი წერსო: „ალექსანდრემ დატოვა ქართველთა პატრიკად (მთავრად) აზონ იარედის ძე, მისი ნათესავი, მოყვანილი მაკედონიიდან და მისცა ასი ათასი მეომარი მოყვანილი რომიდან, რომელსაც ჰქვია ფროტატოსი. ეს ფროტატოსელნი იყვნენ ძლიერი კაცნი, ებრძოდნენ რომს. მოიყვანა ისინი ალექსანდრემ და მისცა ქვეშევრდომად აზონ პატრიკს“ („მოქცევაè ქართლისაèს“ მიხედვით აზო არიან-ქართლის მეფის ძეა, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით კი ჰქვია აზონი და იარედოსის ძეა, მაკედონელის ნათესავის. საინტერესოა, „არიანე“ – „არიან-ქართლი“).
ალექსანდრემ საქართველოდან გაყარა ან მოსპო ყველა არაქართველი, რომლებიც შერეულნი იყვნენ ქართველებს შორის. ქართველებს არ შეეხო და ებრაელებს, რომლებიც დასახლებულნი იყვნენ ჩვენს ქვეყანაში. რჯულიც დაუტოვა ალექსანდრე მაკედონელმა ჩვენს წინაპრებს და  აზონს უბრძანა, დაეცვა ქართველები. ამბობენ, რჯული, რომელიც მისცა ალექსანდრემ ქართველებს, არისტოტელეს მიერ ყოფილა შედგენილი. შემდეგში მრავალი ბერძნული ჩვეულება დარჩა ქართველებს შორის. თვითონ ალექსანდრემ გადაიარა კავკასიის მთა იალბუზი, გავლო დარიელას კარი და წავიდა საქართველოდან. აზონი გაემგზავრა თავის მამასთან, არიანესთან, წამოიყვანა ათი სახლი წარჩინებულთა და ათასი სახლი უბრალო ადამიანებისა, დედაწულით და დაასახლა საქართველოში.
ქართველთა მეფედ დატოვებული აზონი აღმოჩნდა კაცი მრისხანე და შურიანი. ქალაქებში და ციხებში ჩააყენა თვისი რაზმები.
ქართველები არ იყვნენ ჩვეულნი უცხოთა ბატონობას (ივერიაში ანუ სრულიად საქართველოში მწიფდებოდა აჯანყება).
ამ დროს მცხეთაში ცხოვრობდა სამარა მამასახლისის ძმისწული, სპარსთა მეფე დარიოსის შვილიშვილი დედის მხრიდან, ყრმა ფარნავაზი. თეიმურაზ ბაგრატიონი შენიშვნებში წერს:
 „მამა ფარნავაზისა იყო ერთი წარჩინებულთაგანი დარიოზ სპარსთა მეფისა, ძმა იყო იგი სამარა მცხეთის მამასახლისისა და ვიდრე იყო იგი სიჭაბუკესა თვისსა, ხოლო სათნო ეყო იგი ახოვანებისა სიმამაცისა, სიმხნისა და ჰაეროვნებისა მისისათვის მეფესა სპარსთასა დარიოსს, რომელმანცა განადიდა იგი, მისცა მას მხედართ-მძღვანებლობა და აღრიცხვა იგი უწარჩინებულესთა დიდებულთა შორის თვისთა და მისცა ასული თვისი ცოლად. შემდგომ ძლევისა დარიოსისა ალექსანდრეს მიერ შემოიკრიბნა რაოდენნიმე მხედრობათაგან სპართასა, წამოვიდა ივერიად და მოვიდა მცხეთად ყოვლით სახლებითურთ თვისით ძმისსა თვისისა თანა სამარა მცხეთის მამასახლისისა; ხოლო ოდეს მოვიდა ალექსანდრე მცხეთად, მოიკლა მაშინ სამარაცა და მამაცა ფარნავაზისა, ხოლო ცოლი მისი, დედა ფარნავაზისი ივლტოდა ოვსეთად, და წარიყვანა ჯერეთ მცირე ყრმაი ფარნავაზ და განარინა მუნ და შემდგომად წარიყვანა სპარსეთად და აღზარდა მუნ. ანტონი კათოლიკოსი სწერს ფარნავოზის დედა იყოვო ასული დარიოზისი...
(მეფის ტახტისთვის ბრძოლა უნდა დაწყებულიყო. ყალიბდებოდა ქართული სახელმწიფო).
скачать dle 11.3