კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 დედამთილის კონტროლმა ცხოვრება ამირია

თათია ფარესაშვილი ნინო, 28 წლის.

ინტიმური საუბრები




მე და ჩემი ქმარი ოროთახიან ბინაში მშვიდად ვცხოვრობთ. თუმცა, დედამთილი ყოველდღე მოდის და ამოწმებს, როგორ ვართ, რამე ხომ არ მაქვს გასარეცხი, მისალაგებელი, საჭმელი ხომ გავუკეთე მის შვილს. ბავშვობიდან, ისე გავიზარდე, სისუფთავესა და ოჯახურ იდილიას მიმაჩვიეს მშობლებმა. ჩემი სახლიდან ხმამაღალი სიტყვა არ გასულა, მაგრამ ისე გამომიყვანა დედამთილმა წყობიდან, თავი ვეღარ შევიკავე და ამას წინათ, უკადრებელი ვიკადრე – კარგად გამოვლანძღე. მართალია, ამის გამო ქმარს დავწყვიტე გული, მაგრამ იცის, რომ მართალი ვარ და მხოლოდ უბრალო შენიშვნა მომცა. მითხრა: ხომ იცი, დედაჩემია, მიყვარს, მართალია, თავისებური ხასიათი აქვს, მაგრამ ვუყვარვართ და იმის გამო, რომ ცოტა ზედმეტი მოსდის, ასე არ უნდა მოქცეულიყავიო. იმ დღის მერე, კი დაიფიცა, თქვენს სახლში ფეხს არ დავადგამო, მაგრამ ორ დღეში ისევ მოცუქცუქდა. მე ხმა არ გამცა, მის შვილს კი ჩამოუჯდა და ისევ იგივე გააგრძელა: აბა, შვილო, რა ჭამე? მაჩვენე, ხომ სუფთა პერანგი გაცვია? – ისევ ამეშალა ნერვები. მართალია, ხმა არ გამიცია, მაგრამ ძალიან იმოქმედა მისმა საქციელმა, თავისას რომ არ იშლის. რაღა უნდა მეთქვა? მაინტერესებს, მის ქალიშვილს, რომელიც გათხოვილია და ისიც ცალკე ცხოვრობს, ყოველდღე რომ მიადგეს დედამთილი და ასე უკონტროლოს ცხოვრება, რას იტყვის?! მისი შვილი სულ მართალია, ყველაფერს აკეთებს და მე კი, მის თვალში, უბრალოდ, რძალი ვარ, მისი შვილის ცოლი. ამიტომ, ჰგონია, უფლება აქვს, როგორც უნდა, ისე მომექცეს, რაც უნდა მითხრას და ყოველ ფეხის ნაბიჯზე მაკონტროლოს, შენიშვნა მომცეს. ახლა გამოაცხადა, დასასვენებლად ერთად წავიდეთო. ვიფიქრე, ზაფხულში მაინც შემეშვებოდა ცოტა ხნით, მაგრამ – არა! დაიწყო წუწუნი მის შვილთან, წელიწადში ერთხელ გაქვს შვებულება, წავიდეთ სოფელში, ჰაერსაც გამოიცვლი და გემრიელად დაისვენებო. ზუსტად ვიცი, მე უნდა ვუკეთო ამ სიცხეში საჭმელი, ცეცხლთან ამოვიწვა, დავალაგო, გავრეცხო, მივასუფთავ-მოვასუფთაო და თვითონ, დედოფალივით იჯდეს ჩრდილში და მეზობლებთან ჭორაობით გაერთოს. სულ იმას მაყვედრის, სამი წელია, ერთი შვილიშვილი ვერ მაღირსეთო. თითქოს, ჩემი ბრალი იყოს ან მე არ მინდოდეს შვილი. ზუსტად ვიცი, ასე მკაცრად იმიტომ მექცევა და ამომიძულა, რომ შვილი არ მყავს. ჩემმა ქმარმა ამ თემაზე საუბარი აუკრძალა. უთხრა, ჯერ ახალგაზრდები ვართ, არაფერი გვჭირს, ჯანმრთელები ვართ და აუცილებლად გვეყოლება შვილი. თუ გინდა, არ მაწყენინო, ამ საკითხზე არ დამელაპარაკო, მეც განვიცდი და ვნერვიულობო. ლაპარაკით, არც ჩემთან ლაპარაკობს ბავშვზე, მაგრამ „იაზვურად” შემომხედავს ხოლმე მუცელზე და მეტყვის, ერთი იმას მომასწრო, ეგ მუცელი გაგებეროსო. ერთი სიტყვით, ცდილობს, ჩემსა და ჩემს ქმარს შორის ჩადგეს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, შეგნებული მეუღლე შემხვდა. დედამისს არ ჰგავს და თან, ცალკე ვცხოვრობთ. ღამით მაინც ვარ მისგან დასვენებული, თორემ, როგორც კი დილა გათენდება, მოდის და საღამომდე მიზის სახლში. ვითმენ,  რადგან ჩემი ქმარი მიყვარს, მაგრამ თავადაც ხომ უნდა ესმოდეს ეს? ვერ ვხვდები, რატომ ხდებიან დედები ეგოისტები, როცა შვილი ცოლს მოიყვანს და ბედნიერია?
скачать dle 11.3