კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: ზურგის არეში გამიჩნდა ცხიმიანი უბნები. ამასთანავე, საგრძლობლად ვიმატებ წონაში, მალე ვიღლები და ვგრძნობ, ხასიათიც გამიფუჭდა. რისი ბრალია და როგორ მოვიქცე?
პასუხი:
როგორც წესი, ზურგზე არსებული ცხიმის „ჯიბეები”, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციასთანაა დაკავშირებული. ეს ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონ თიროქსინს, რომელიც აკონტროლებს ცხიმების დაწვის ტემპს. თუ ფარისებრი ჯირკვალი არასაკმარისად აქტიურია, ამან შეიძლება, გამოიწვიოს ზურგზე ცხიმების დაგროვება, წონაში მომატება, ენერგიის სიმცირე და უხასიათობა. სტრესის დონის კონტროლი და სწორი კვება თიროქსინის გამოყოფას დაარეგულირებს. შესაბამისად, პრობლემაც ნელ-ნელა მოგვარდება.
კითხვა: სახეზე მაქვს ლაქები, რომელიც დიდ დისკომფორტს მიქმნის. მითხრეს, რომ მათი მოშირება სპირტის, რძისა და ზეთის ნარევის დახმარებითაა შესაძლებელი და როგორ მოვამზადო?
პასუხი:
მსგავსი ხალხური მეთოდით სახიდან ლაქების მოშორება, ნამდვილად შესაძლებელია. 1 – ჯამში ჩაასხით 3 სადილის კოვზი ახალი რძე და 1 სადილის კოვზი ღვინის სპირტი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ სახის კანზე, გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ასე გააკეთეთ რამდენიმე დღე. 2 – ერთი კოვზი წყალბადის ზეჟანგი და ორი წვეთი ნიშადურის სპირტი კარგად აურიეთ, შემდეგ სწრაფად და თანაბრად წაისვით სახეზე. როგორც კი იგრძნობთ წიწკნას, ჩამოიბანეთ წყლით. 3 – ახალი ზეითუნის ზეთი ან რაფინირებული მზესუმზირის ზეთი ძილის წინ რიგიანად შეიზილეთ სახის კანში. ამ სამი საფეხურის შემდეგ, ეს პროცედურა ნამდვილად მოგცემთ დადებით შედეგს.
კითხვა: მითხრეს, რომ პიტნა, ყავა და ოხრახუში, პირიდან ცუდ სუნს აქრობს.  ზოგადად, რომელი ხალხური საშულებებითაა შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება?
პასუხი:
პირიდან ცუდი სუნის გასანეიტრალებლად, 1 – დაღეჭეთ ოხრახუში ან პიტნის ფოთოლი, ყავის ან ქინძის მარცვლები, ანდა ლიმონის კანი. 2 – გამოივლეთ მარწყვის ფოთლების ნახარში. 3 – აიღეთ ნაძვის ხის 10 ცალი მწვანე გირჩი, დანაყეთ. ორ ჭიქა ძმარში მოადუღეთ და დილაობით გამოივლეთ პირში. ასევე, არსებობს სპეციალური სპრეები, რაც სუნთქვის გასაჯანსაღებლად გამოიყენება. მათი შეძენა აფთიაქებში შეგიძლიათ. ასევე, კარგია, თუ ენას ხშირად გაისუფთავებთ და შეძლებთ, სწორად კვებას. თუ სუნის მიზეზია ღრძილები, მაშინ აუცილებელია შესაბამის ექიმთან მკურნალობის კურსის გავლა.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა  თიხის ნიღბით გამონაყრის გაქრობა?
პასუხი
: სახეზე გამონაყარი თუ გაწუხებთ და არ იცით როგორ უშველოთ, ანდა, სცადეთ ბევრი ხერხი და ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა, მაშინ თიხის ნიღაბი ამაში დაგეხმარებათ და შეძლებთ, გადაჭრათ ეს პრობლემა. კერძოდ, – აიღეთ 1 სადილის კოვზი ცისფერი თიხა, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი კალენდულას ნაყენი და იმდენივე წყალი, რომ გამოვიდეს არაჟნის სისქის მასა. ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს. მიღებული ნიღაბი, დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
скачать dle 11.3