კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 მთვარეული ტატუთი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

ჟორჟ სიმენონი 


სპეციალურ ოთახში გამოკეტილი მამაკაცი მაღალი იყო, საკმაოდ ელეგანტური გარეგნობის, სახის კეთილშობილური ნაკვთებით. თეთრი ფერის კანი და გრძელი თითები ჰქონდა. მის მზერაში თავდაჯერებულობა გამოსჭვიოდა. ოთახს საგანგებო ფანჯარა ჰქონდა, რომელიც შიგნითა მხრიდან სარკე იყო, მაგრამ უჩინარი. ანუ, შესაძლებლობას იძლეოდა, ოთახში მყოფისთვის თვალი გედევნებინა. ინსპექტორი სელერი საგანგებოდ დაბარებულ დეტექტივთან ერთად საიდუმლო ფანჯრის წინ იჯდა და მამაკაცის ქცევას ყურადღებით ადევნებდა თვალს. ოთახში ქალიც იყო, სიფრიფანა და ძალიან ლამაზი. მამაკაცს უყურებდა და დუმდა – არცერთი სიტყვა რამდენიმე საათის განმავლობაში. აბსოლუტური სიჩუმე. ინსპექტორმა სელერიმ სიგარეტს მოუკიდა.
– მე მაინც ვფიქრობ, რომ საქმე ფსიქიკურად აშლილ ადამიანთან. ან სიმულიანტთან გვაქვს.
– ვერ დაგეთანხმები, თავი გადააქნია დეტექტივმა, – ჩემი არგუმენტი ასეთია: თუ ეს პიროვნება გრაფი სენ ბონეა, მაშინ არცერთი ვერსია არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ გრაფინია რატომ არ ელაპარაკება?
– დარწმუნებული არ არის, რომ მისი ქმარია. ამ მამაკაცს ტატუ აქვს მარცხენა მხარზე. გრაფინია კი ვერ იხსენებს, მის ქმარს ტატუ ჰქონდა თუ არა.
დეტექტივმა ჩაიღიმა.
– ცოტა უცნაურად არ გეჩვენება, რომ ცოლი საკუთარ ქმარს ვერ ცნობს?
ინსპექტორმა მხრები აიჩეჩა.
– გრაფინია სტრესშია. ძალიან ნერვიულობს. გრაფი უკვე ორი კვირაა, დაკარგულია. დაკითხვაზე ისეთი სევდიანი იყო... თქვა, რომ მისი ქმარი უცნაურობებით გამოირჩეოდა. ზოგჯერ ძალიან აღგზნებული და ნერვიული იყო. მელანქოლიური პერიოდებიც ჰქონდა. თუმცა ღამე რომ სადმე გასულიყო, ასეთ შემთხვევას ვერ იხსენებს. საპირისპირო გვითხრა ვიკონტმა, გრაფის უმცროსმა ძმამ. ვინსენტ სენ ბონე ამტკიცებს, რომ ახალგაზრდობაში მისი ძმა მთვარეული იყო. რამდენჯერმე საკუთარი თვალით ნახა, როგორ დადიოდა სახურავებსა და საწვიმარ მილებზე.
– ეს მამაკაციც საწვიმარ მილზე დააკავეს ხომ ასეა?
– ასეა. გრაფინიამ ღამით გაიღვიძა და ნახა, რომ საწვიმარ მილზე აცოცებული მამაკაცი მისი ოთახის ფანჯარაში იხედებოდა. შეშინებულმა მთელი სახლი ფეხზე დააყენა – მაზლი, ორი მსახური და მამულის დაცვა. სწორედ მაშინ ნახეს, რომ გრაფი თავის ოთახში არ იმყოფებოდა. საკმაოდ ჩახლართული ამბავია, შენ როგორ ფიქრობ.
დეტექტივმა შუბლი მოისრისა.
– ჯერ თავს შევიკავებ დასკვნების გამოტანისგან. შენ ამბობ, რომ მამაკაცი კონტაქტზე არ გამოდის?
ინსპექტორმა თავი გააქნია.
– ყველაფერი ვცადეთ, სიტყვას არ ძრავს. იქნებ მძარცველია და ამით უნდა, რომ თავი დაიძვრინოს? თარჯიმანიც მოვუყვანეთ, ფსიქოანალიტიკოსიც, ფსიქიატრიც, ექიმიც, არაფერმა უშველა.
– გრაფინიას უნდა დაველაპარაკო. გამოიყვანონ ჩვენთან, ოთახში.
ქალს შავი, ძვირფასი კაბა ეცვა და მის ფონზე კიდევ უფრო იკვეთებოდა მისი კანის სითეთრე.
– მადამ, როგორ შეიძლებოდა თქვენი ქმარი ისე გასულიყო სახლიდან, რომ ვერავის გაეგო? თქვენი საძინებლები ხომ ერთმანეთის გვერდითაა?
– იცით, მე ძალიან ღრმა ძილი მაქვს, თანაც რამდენიმე დღე თავის ტკივილები მქონდა და დამამშვიდებლებს ვსვამდი.
– თქვენ თქვით, რომ არ ხართ დარწმუნებული, ეს კაცი თქვენი მეუღლეა თუ არა. მაპატიეთ, ამას რომ გეკითხებით, მაგრამ რამდენი წელია, ცოლ-ქმარი ხართ?
– ოთხი წელია. ვიცი, ფიქრობთ, როგორ ვერ უნდა ვიცნო საკუთარი ქმარი. მაგრამ, იცით, გაურკვევლობაში ვარ. არ შემინიშნავს, ტატუ ჰქონდა თუ არა. გული მიმიწევს მისკენ, მაგრამ გონება სიფხიზლისკენ მომიწოდებს. ძალიან რთულ სიტუაციაში ვარ. ჩემი მაზლიც ვერ ადასტურებს, რომ ეს მამაკაცი და გრაფი ერთი და იგივე პიროვნებაა.
– მსახურებმაც ვერ ამოიცნეს?
– ერთი მსახური – მზარეული ქალი, რამდენიმე კვირის წინ ავიყვანეთ სამსახურში და გრაფს წესიერად არც იცნობს. მეორე კი, რომელიც მამულში გრაფის ბავშვობაშივე ცხოვრობდა, ძალიან მოხუცდა.
– კარგი, გრაფინია. ცოტა ხანი კიდევ მოგვიწევს თქვენი შეწუხება. მინდა, პატარა ექსპერიმენტში მიიღოთ მონაწილეობა.
როცა ქალი გავიდა, ინსპექტორი განცვიფრებული მიაჩერდა დეტექტივს.
– რის გაკეთებას აპირებ?
– ნახავ! შენ თქვი, რომ მამაკაცი ვერ აალაპარაკეთ?
– ვერა.
– მე ვიცი, ეს როგორ მოვახერხო. მანამდე კი გკითხავ, ქალბატონის ქცევაში უცნაური არაფერი შეგინიშნავს?
– არა. რას გულისხმობ?
– მეტისმეტად გულგრილია ამ პრობლემის მიმართ. თანაც, ლაპარაკის დროს სახეში არ მიყურებდა და ნერვიულობდა. ის რაღაცას მალავს. მოდი, გრაფინიასთან ერთად, ჩვენი მთვარეულის ოთახში შევიდეთ და ნახავ, რაც მოვიფიქრე.
მამაკაცი ისევ ისე იჯდა, ერთ წერტილს მიშტერებული და  შესულებისთვის არანაირი ყურადღება არ მიუქცევია. დეტექტივი მასთან მივიდა და ხმამაღლა მიმართა.
– გრაფ სენ ბონე, თქვენთვის ახალი ამბავი გვაქვს. გრაფინია, თქვენი ცოლი, გღალატობთ თქვენივე ძმასთან.
რეაქცია საოცარი იყო. მამაკაცი მაშინვე წამოხტა და იღრიალა, – რაო?!
გრაფინიამ შეჰკივლა და სახეზე აიფარა ხელები. დეტექტივმა კმაყოფილმა ჩაიცინა.
– დიახ, ისინი დიდი ხანია, საყვარლები არიან.
– ვინსენტი და ლარა? მე მათ მოვკლავ, ორივეს... – მამაკაცი ორმა პოლისმენმა გააკავა. გრაფინია ისეთ მოძრაობებს აკეთებდა, თითქოს ქმრის მუშტებისგან სურდა თავის დაცვა. მის დასამშვიდებლად ფსიქოლოგი გამოიძახეს...
მოგვიანებით, დეტექტივმა ინსპექტორს გრაფინიასა და მისი მაზლის ჩანაფიქრი გააცნო – თუ როგორ აპირებდნენ ისინი გრაფის ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტვას და ერთად ბედნიერ ცხოვრებას.
– ანუ, შენ შემთხვევით არ გითქვამს, რომ ისინი საყვარლები არიან?
– არა, რა თქმა უნდა. დავიწყებ იმით, რომ არ არსებობს ქალი, რომელიც საკუთარ ქმარს ვერ იცნობს, თუნდაც ტატუთი და ღრმა დეპრესიაში მყოფს. ეს ყველაფერი თამაში იყო. ახალგაზრდა, ლამაზ გრაფინიას მალე მობეზრდა ეჭვიანი, უცნაური ახირებების მქონე ქმარი და რომანი მხიარულ მაზლთან გააბა. ეს, რა თქმა უნდა, მათი პირადი საქმეა და მორალური პასუხისმგებლობის გარდა, ვერაფერს დააკისრებ, მაგრამ მათი განზრახვა კი კრიმინალია. ვინსენტმა იცოდა, ძმას ჯანმრთელი ფსიქიკა რომ არ ჰქონდა და ჩუმად ტრანკვილიზატორების მიცემა დაუწყო. ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ჰიპნოზით მისი მართვა შეიძლებოდა. ერთ ღამეს კი აიძულა, გარეთ გასულიყო და საწვიმარ მილზე აცოცებულიყო. მერე კი განგაში ატეხეს. როცა გრაფს ტატუს უკეთებდნენ, სავარაუდოდ, ის მაშინაც ძილ-ღვიძილის მდგომარეობაში იყო. სწორედ ტატუ იქნებოდა ის, რაც გრაფინიას ქმრის „ამოცნობის“ საშუალებას არ მისცემდა. საბოლოოდ, გრაფი ან დიდი ხნით მოხვდებოდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, ან როგორც მძარცველსა და სიმულიანტს, თქვენ დააკავებდით. შესანიშნავი გეგმა მოიფიქრეს, ხომ მართალია? ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ გრაფს ორი სრულფასოვანი მემკვიდრე ჰყავს – ცოლი და ძმა. ფსიქიკურად შეშლილს კი ქონების განკარგვის უფლება ავტომატურად ჩამოერთმევა. მე ყველაზე მგრძნობიარე სიმს შევეხე და რეაქციამაც არ დააყოვნა, მაგრამ გრაფს მდგომარეობიდან გამოსაყვანად ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება.
скачать dle 11.3