კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ვისთან ღირს პირად ცხოვრებაზე გულის გადაშლა და რა არ უნდა უთხრათ ახლობელს

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ყველა ადამიანს, სხვადასხვაგვარი წარმოდგენა აქვს ერთგულებასა და მეგობრობაზე. ამიტომ, თუ ვიღაცისთვის კონკრეტული საქციელი ღალატის ტოლფასია, სხვა ამგვარ ქმედებას უბრალოდ და მარტივად გაპატიებთ. ასტროლოგიურად კი, კონკრეტული ნიშნით დაბადებულისთვის არსებობს განსაზღვრული კრიტერიუმები, რის მიხედვითად მოქმედებს ის. ამიტომ, თუ არ გინდათ სამუდამოდ გადაიმტეროთ, მოიძულოთ და გული ატკინოთ, ქვემოთ მოყვანილ რეკომენდაციებს დაეყრდენით.
ვერძი – არასდროს უთხრათ, რომ რამეს ვერ შეძლებს და ვინმე მასზე უკეთესია. ეცადეთ, ხშირად აქოთ და უმეოროთ, რომ დაუმარცხებელია და მის გვერიდთ, თავს კარგად, კომფორტულად გრძნობთ. თუ პატარა რამე ეწყინა, მზადაა, მთელი ცხოვრება წამოგაძახოთ.
კურო – არასოდეს ეწუწუნოთ ფინანსებზე, ნურც, იმას აგრძნობინებთ, რომ მასზე წარმატებული ხართ და გაცილებით მეტი ხელფასი გაქვთ. თუ მისი დაკარგა არ გსურთ, არასდროს მოატყუოთ და შეასრულეთ პირობა, რაც მასთან დადეთ.
ტყუპები – არასდროს გააჩუმოთ და აცადეთ, ბოლომდე თქვას სათქმელი. ხშირად შეუქეთ ჩაცმის სტილი და კორექტულად მიეცით შენიშვნა, თუ დამნაშავეა. თუ ხშირად მოეფერებით და ჩაიხუტებთ, გულს გადაუშლით და სენტიმენტალურად მოუყვებით თქვენს პირადს, მაშინ, მის გულს ნამდვილად მოიგებთ.
კირჩხიბი – არასდროს უთხრათ, რომ მისი ოჯახის წევრები ცუდები არიან და ნუ მიმართავთ უხეში, ხმამაღალი ტონით. მოუსმინეთ და ნუ გააკრიტიკებთ, როცა საკუთარ გრძნობებზე გიყვებათ. თუ რჩევას მისცემთ, ეცადეთ, დელიკატური იყოთ. ის ამას ეჭვის თვალით უყურებს, შეიძლება, თქვენი ნათქვამი ცუდად აღიქვას და არაფრის გამო მოგიძულოთ.
ლომი – აქეთ და ერიდეთ! ნურასდროს აგრძნობინებთ, რომ მასზე უკეთესი ხართ, ან მასზე მეტი შემოსავალი და პატივისცემა გაქვთ. საკმარისია, იგრძნოს, რომ თქვენ უფრო მეტად გაფასებენ, შესაძლოა ამან მასში აგრესია გამოიწვიოს და უმიზეზოდ გეჩხუბოთ. თუმცა, შეგიძლიათ, თვალდახუჭული ენდოთ და პრობლემებიც გაუზიაროთ. ის არაჩვეულებრივი ჭკუის დამრიგებელი და რჩევების მომცემია.
ქალწული – არასდროს აგრძნობინოთ, რომ პრობლემებს თავს ვერ აბამს, არ მისცეთ ტყუილ-უბრალო დაპირებები და ხშირად გაუსვით ხაზი მის მოწესრიგებულობასა და სისუფთავეს. მთავარია, აჰყვეთ და უარი არ უთხრათ ელემენტარულ სურვილებზე.
სასწორი – ხშირად უთხარით, რომ ყველაზე სამართლიანია და ყოველთვის ესაუბრეთ ტაქტიანად. ნუ გამოხატავთ მის მიმართ აგრესიას და ხშირდ გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ კეთილი გული აქვს და უყვარს სხვების დახმარება.
მორიელი –  არასდროს დააძალოთ პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუ გსურთ არ გააღიზიანოთ და სამუდამოდ არ დაკარგოთ. როცა, საჭიროდ ჩათვლის, ის ამას თავად მოგიყვებათ. გამოხატეთ მის მიმართ სითბო და სიყვარული, არასოდეს აჩვენოთ, რომ მასზე ძლიერი ხართ.
მშვილდოსანი – თუ რამეში დაავალდებულებთ, ჩათვალეთ, თქვენი დაუძინებელი მტერია. ელემენტარული კრიტიკა, მასში ისეთ აგრესიას გამოიწვევს, რომ სამუდამოდ დაგკარგავთ. თუ მის სურვილებს აჰყვებით, ხშირად აქებთ და ადიდებთ, მაშინ, მეგობრად ჩაგთვლით და გენდობათ.
თხის რქა – ხშირად მიეცით სტიმული კარიერაში და ნუ გაამახვილებთ ყურადღებას, თუ შეცდომა დაუშვა. არასდროს წამოგცდეთ მის ოჯახზე ცუდი და ეცადეთ, ხშირად ანებივროთ თბილი საუბრით.
მერწყული – თუ არ გსურთ, მოგიძულოთ და გადაგემტეროთ, ნურავის შეადარებთ. პირიქით, ხშირად უთხარით, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია. ნუ შეუზღუდავთ თავისუფლებას და ნურც მის პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში ჩაყოფთ ცხვირს და მისცემთ შენიშვნებს.
თევზები – თუ მისი გულის მოგება გინდათ, უბრალოდ, უთხარით, რომ ძალიან მზრუნველი, კეთილი და გულიანი ადამიანია. ეს საკმარისია, რომ ის თქვენს მონად იქცეს. უჭირს საკუთარი ემოციების გამოხატვა, თუმცა, სხვისი გასაჭირი გულთან მიაქვს. თუ თქვენს პრობლემებზე ესაუბრებით და დახმარებას სთხოვთ, მის გულს მოიგებთ, მაგრამ თუ მის პრობლემებს შეეხებით და დახმარებას შესთვაზებთ, შესაძლოა, ეს არ მოეწონოს და გვერდიდან ჩამოგიშოროთ.скачать dle 11.3