კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ლეღვი – შვება ზაფხულის ცხელ დღეებში

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ამ მცენარის გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით შეგიძლიათ. სასარგებლოა მისი ნაყოფიც და რძეც. ლეღვი დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავს. მათ შორის: B და C ვიტამინებს, A პროვიტამინს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის მინერალური ნივთიერებები: რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ბრომი, გოგირდი, ცხიმები, ცილები, ასევე დიდი რაოდენობით შაქარი.
ლეღვის ფოთლის რძე ძალიან ეფექტურია შხამსაწინააღმდეგოდ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტიბიოტიკის დანიშნულებითაც. ძალიან კარგად მოქმედებს მორიელის ან ობობის ნაკბენზე.
ლეღვის ნაყოფი იოლი მოსანელებელია და გარდა ამისა, თუ მას საკვებთან ერთად მიიღებთ, დაგეხმარებათ კერძის მონელებაში. გარდა ამისა, ის ახდენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტიმულაციას, გაგიძლიერებთ მადას და ხელს შეუწყობს აუთვისებელი ნარჩენების გამოყოფას. შესაბამისად, შეგიძლიათ, ლეღვი გამოიყენოთ კუჭ-ნაწლავის გასაწმენდად. ძალიან კარგია ბუასილის, ასევე შეკრულობისა და კოლიტის დროს. დადებითად აისახება მუცლის ტკივილზე და შეგიმსუბუქებთ მოვლით სპაზმებს.
ლეღვის ახალმოკრეფილი ნაყოფი კლავს წყურვილს და აქვს გამაგრილებელი ეფექტი. ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას მაღალი სიცხის დროს.
ლეღვი ასევე, სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის შემთხვევებში.
ლეღვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შეიცავს ფერმენტ ფიტინს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი თრომბოზების მკურნალობაზე.
სამკურნალო დანიშნულებით შეგიძლიათ, გამოიყენოთ ლეღვის რძეც. ის განსაკუთრებით ეფექტურია ხელის თითებზე არსებული მეჭეჭებისთვის.
მის ნაყოფს აქვს ოფლმდენი მოქმედება. ამასთან ერთად, დევნის ორგანიზმიდან ჭარბ ცხიმს, ტოქსინებსა და მარილებსაც.  სასარგებლოა ართრიტით დაავადებულთათვის.
ეს ხილი სასარგებლოა გაციების, ხველების და სიცხის საწინააღმდეგოდ. ხანგძლივი ხველის დროს, აიღეთ ლეღვის 4-5 ცალი ნაყოფი და ერთ ჭიქა მდუღარე რძეში დაალბეთ. რამდენიმე წუთს გააჩერეთ და შემდეგ კარგად გაქენით. მიიღეთ თბილი, ნახევარი ჭიქა – დღეში 2-4-ჯერ.
 თუმცა, მისი მიღება არაა მიზანშეწონილი შაქრიანი დიაბეტითა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი პათოლოგიებით დაავადებულთათვის.


შტოშის საოცარი სამკურნალო თვისებები
მის პატარა ნაყოფს უზარმაზარი ძალა აქვს. მისი სამკურნალო თვისებები მრავალმხრივია. შეიცავს C, B, K, PP ვიტამინებს; შაქარს, პექტინებს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, იოდს, სპილენძს, მაგნიუმს და ასე შემდეგ. ის არის არაჩვეულებრივი ბუნებრივი ანტიბიოტიკი. ცნობილია მისი დადებითი მოქმედება თირკმლების ფუნქციონირებაზე, ანთებითი პროცესების, კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების მოქმედებაზე. მისი შემადგენლობა აქტიურად ებრძვის ბაქტერიებს და იცავს ორგანიზმს მათგან და ასევე, კუჭის წყლულის განვითარებისგან. პრევენციისთვის კარგია, თუ მას რეგულარულად მიიღებთ. მისი ნაყოფი და წვენი შედის თერაპიულ დიეტაში, რომელიც წყლულების დროს ინიშნება. შტოში ქოლესტერინის დონეს ამცირებს და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ტვინის სისხლძარღვებს იცავს ინსულტისგან. შტოშის შემადგენლობაში არსებული ურსულისა და ოლეინის მჟავები აფართოებს გულის ვენურ სისხლძარღვებს, კვებავს გულის კუნთს.
ყელის ტკივილი, გრიპი და გაციება, რევმატიზმი, ხშირი სტრესი, ქრონიკული დაღლილობა და თავის ტკივილი; უძილობა, ტუბერკულოზი, ათეროსკლეროზი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები; ჩირქოვანი ჭრილობები, წყლულები და დამწვრობა კანზე – ეს ის ჩივილებია, რომლის დროსაც, შეგიძლიათ, ამ მცენარეს მიმართოთ. ის, ასევე, მკურნალობს კარიესსა და პაროდონტაქსს, ასევე, ხელს უშლის სისხლში ცუდი ქოლესტერინის დაგროვებას. მისი რეგულარული მოხმარება ხელს შეუწყობს საშარდე ბუშტის ინფექციების პრევენციასა და მკურნალობას.
ეს მცენარე დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაზრდაში. ამისთვის: ერთმანეთში აურიეთ 1 კილოგრამი კენკრა და დაჭრილი ვაშლი, 2 ჩაის ჭიქა ნიგოზი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყლისა და 2,5 კილოგრამი შაქრისგან მომზადებული სიროფი. წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი სააათის განმავლობაში და გადაიღეთ ქილებში. მიიღეთ 1 სადილის კოვზი ყოველ დილით. სასურველია, თუ თბილ წყალს დააყოლებთ.
შტოში სასარგებლოა ორსული ქალებისთვის, რადგან დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს შეიცავს, რაც ზრდის ძალას და სისხლძარღვების ელასტიკურობას. მისი დახმარებით უკეთესად შეიწოვება  C ვიტამინი. განსაკუთრებით კარგია ადრეული ორსულობისას. ის, ასევე, აუმჯობესებს მეხსიერებას. აქვს შესანიშნავი დამამშვიდებელი ეფექტი. ეხმარება ორგანიზმს ფსორიაზისა და ქრონიკული დიარეის მკურნალობის პროცესში. ასუფთავებს სისხლს.


გამოიყენეთ ევკალიპტი კიბოს პრევენციისთვის

სამკურნალო  დანიშნულება აქვს ევკალიპტის ფოთლებს. ამ მიზნით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ზაფხულში შეგროვებული ფოთლები, თუმცა შემოდგომით განსაკუთრებით სასარგებლოა. ის მდიდარია ეთერზეთებით, ტოვებს ძლიერ არომატულ სუნს. შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ევკალიპტი აღიარებულია ანტიბიოტიკების წყაროდ. ეფექტურია მისი გამოყენება ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში. ასევე, იყენებენ მწერების გასანადგურებლად. სადაც მისი ხეებია, იქაურობას, საკმაოდ დიდ რადიუსზე, მწერები საერთოდ არ ეკარებიან. გარდა ამისა, ევკალიპტის ფოთლების ნაყენი დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ ქავილი და ანთებითი პროცესი მწერის ნაკბენის შემდეგ.
ევკალიპტი წარმატებით გამოიყენება ისეთ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, როგორიცაა: მალარია, ტიფი, წითელა, ქუნთრუშა, ქოლერა – როგორც სამკურნალოდ ისე პრევენციისთვის.    
ევკალიპტს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანტიპარაზიტული   და ამოსახველებელი თვისებები.  მისი ნაყენი და ეთერზეთები  მედიცინაში გამოიყენება კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების დროს, ამოსახველებელ და ასევე, სადენზიფენქციო საშუალებად. ძალიან კარგია სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა:  ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პლევრიტი.
კარგი საშუალებაა ინფექციების თავიდან ასაცილებლად. დაიბანეთ ევკალიპტის ფოთლის ნაყენით ჭრილობები, წყლულები, ფისტულა, ჩირქოვანი გამონაყარი.  ის ეფექტურია ღია მოტეხილობების დროსაც.
მისი ფოთლები გამოიყენება ოფთალმოლოგიური დანიშნულებითაც. ასევე, ძალიან ეფექტურია გინეკოლოგიაში საშვილოსნოს ყელის ეროზიის სამკურნალოდ. ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ ჩაიტარეთ ევკალიპტის ფოთლების სველი ინჰალაცია. მისი ნაყენი ინიშნება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ნევრალგიის, რევმატიზმისა და რადიკულიტის დროს.  
ევკალიპტის ეთეროვანი ზეთი ძალიან მნიშვნელოვანია  ისეთი დაავადების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა კიბო. ის ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. მისი შემადგენლობა ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას და რაც მთავარია, აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკს. ევკალიპტის ფოთლების ნაყენის მოსამზადებლად 5 გრამ ფოთოლს დაასხით 200 მილილიტრი წყალი  და მიიღეთ  თბილი სახით. აქვს განსაკუთრებით კარგი ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იყენებენ ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს.  გარეგანი გამოყენებისთვის თქვენს აბაზანას დაამატეთ 5-პროცენტიანი ევკალიპტის ზეთი.  გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი: ერთი ჩაის კოვზი  სოდა გახსენით ნახევარ  ლიტრ მდუღარე წყალში  დაამატეთ 3-5 წვეთი ევკალიპტის ზეთი. კარგად შეანჯღრიეთ  და გამოიყენეთ  აბაზანისთვის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ევკალიპტი გამოიყენება ოფთალმოლოგიაში, მას იყენებენ თვალის  დამწვრობებისა და ინფიცირებული ჭრილობების დროს. ეფექტურია კონიუნქტივიტის მკურნალობისასაც. ევკალიპტის ეთეროვანი ზეთი, ასევე, ხელს უშლის ინფექციის ღრმად გავრცელებას.
ჭრილობების წყლულების, წითელი ქარის, აბსცესების, ჩირქოვანი მასტიტის, საშვილოსნოს ყელის წყლულის დროს, ერთ ჩაის კოვზ ევკალიპტს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი,  დააყოვნეთ  ორი საათი და მიიღეთ დღეში ორჯერ,  ნახევარი  ჭიქის ოდენობით.
10 წვეთ ევკალიპტის ზეთს შეურიეთ ამდენივე მცენარეული ზეთი  და შეიზილეთ მტკივნეულ ადგილას  შაკიკის დროს. გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.  ხოლო დამწვრობის შემთხვევაში, დღეში ორჯერ დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილები. თუ ჰერპესი გაწუხებთ, დღეში სამჯერ დაიტანეთ ზედ ეს ზეთი  ბამბის საშუალებით.

ყვავილოვანი კომბოსტო უამრავ დაავადებას კურნავს
ყვავილოვანი კომბოსტო საოცარი თვისებების მცენარეა. მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფტორით, კაროტინებით, C, K, B1, B2, B6 ვიტამინებით, ადვილად ასათვისებელი ცილებით.

ყვავილოვან კომბოსტოს და მის სასარგებლო თვისებებს 2 500 წელიწადზე მეტია, იცნობენ. ზოგადად, კომბოსტოს ყველა სახეობას ასევე, არაერთი სამკურნალო თვისება გააჩნია, თუმცა, აღიარებულია, რომ ყვავილოვანი კომბოსტო მათ შორის გამორჩეულია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყვავილოვანი კომბოსტოს გამოყენება მიზანშეწონილია  სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ენზიმები, რომლებსაც შეიცავს ყვავილოვანი კომბოსტო, ორგანიზმიდან ტოქსინებისა და კანცეროგენების გამოდევნას უწყობს ხელს. სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს ამ ბოსტნეულს ვიტამინების, მინერალებისა და ენზიმების განსაკუთრებული კომბინაცია სძენს.
გარდა ამისა, ეს მცენარე ძალიან სასარგებლოა: შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზის, ღვიძლის პათოლოგიების, ნაღველკენჭოვანი დაავადების, პოდაგრისა და სხვა პრობლემების სამკურნალოდ. ყვავილოვან კომბოსტოში ბევრია ცილოვანი ნივთიერება, რომლის შემადგენლობაშიც შედის ამინომჟავა მეტონინი, ასევე, ვიტამინისებრი ნივთიერება ქოლინი. სწორედ ამიტომ, ის მნიშვნელოვანი პროდუქტია მათთვის, ვისაც აწუხებს თირკმელები, ათეროსკლეროზი და დიაბეტი.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ეფექტურია ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენისა და ლიმონის წვენის ნარევი. ერთი ჩაის ჭიქა კომბოსტოს წვენს დაამატეთ ერთი ლიმონის წვენი. მიიღეთ ერთი ჭიქა თბილი ნარევი დღის განმავლობაში.
ყვავილოვან კომბოსტოს ასევე იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ.
ყვავილოვანში უფრო ნაკლები უჯრედისია, თუმცა ეს ოდენობაც კი შესანიშნავად აუმჯობესებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან „ცუდი“ ქოლესტერინის გამოდევნას. ყვავილოვანი კომბოსტო დაბალკალორიულია, თუმცა კარგად ანაყრებს. შესაბამისად, ეს ბოსტნეული თამამად შეიძლება, მიირთვათ, თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ ან, უბრალოდ, პროფილაქტიკისთვის.
 ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით: მასში ვიტამინი C ორჯერ მეტია, ვიდრე თეთრ კომბოსტოში, ასევე ცილაც. ყვავილოვანი კომბოსტოს თითქმის ნახევარი ადვილად ათვისებადი ცილოვანი ნაერთებია. ამიტომ ადამიანის ორგანიზმი მას უკეთ ითვისებს, ვიდრე კომბოსტოს სხვა სახეობებს. ამ თვისებების წყალობით ყვავილოვანი კომბოსტო გამოიყენება ბავშვისა და დედის დიეტურ კვებაში, ვისაც კუჭ-ნაწლავისა და თირკმელის პრობლემები აქვთ.
ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი სასარგებლოა დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, ღვიძლისა და ელენთის დაავადებათა სამკურნალოდ, აგრეთვე, ჭარბი წონის დასაკლებად. სასურველია, წვენის საჭირო ულუფა ყოველდღიურად გამოწუროთ.
ის ადვილი მოსანელებელია, ამიტომ, როგორც სამკურნალო-დიეტური საკვები, რეკომენდებულია ბავშვებისთვის, რომელთაც აწუხებთ შეკრულობა. მოზრდილებისთვის კი, საჭმლის მონელების დარღვევის შემთხვევაში, კარგია მჟავე ყვავილოვანი კომბოსტო, განსაკუთრებით – წვენი.
შეკრულობისა და უმადობის დროს, აგრეთვე, ღვიძლის არეში სიმძიმის შეგრძნებისას, რეკომენდებულია კომბოსტოს კერძები, რომელიც 10-15 წუთი იხარშება, ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას, მაგრამ  უკვე  30-40 წუთი ხარშვისას კუჭში კრავს.
ეს ბოსტნეული განსაკუთრებით სასარგებლოა გულის უკმარისობისა და ნერვული სისტემის პრობლემების დროს.
ცოცხალი კომბოსტოს ფურცლების დადება შვებას მოგგვრით თავის ტკივილისას.
 ყვავილოვან კომბოსტოს საუკეთესო ეფექტი აქვს დამწვრობისა და ძნელად შესახორცებელი ჭრილობების სამკურნალოდ. გატარებულ კომბოსტოს ფაფას უნდა შეურიოთ ერთი კვერცხის ცილა, წაუსვათ რამდენიმე ფენად გაკეცილ დოლბანდს და დაიდოთ დამწვარ ან ნაჭრილობევ უბანზე. შემდეგ კი შეიხვიოთ.скачать dle 11.3