კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ნამდვილი მეგობრობა

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



მეგობრობა – ეს არის პოზიტიური ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში,  სწორედ ასეთი უნდა იყოს გრძნობა, რომელიც ერთმანეთის მიმართ სიმპათიითა და ნდობით გამოიხატება – ყველაფერი კარგის, დადებითის საწინდარია. მეგობრობა, როგორც წესი, დამყარებულია მეგობრულ სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე, ასევე  საერთო ინტერესებზეც.
ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ მიზნებს, სურვილებსა და მისწრაფებებს, რის შედეგადაც საერთო ინტერესების ქვეშ  ერთიანდებიან.
მეგობარია ის, ვისთანაც არ გეშინია, იყო როგორიც ხარ. ნამდვილი მეგობრული  ურთიერთობისთვის  ორი ძირითადი რამ არის საჭირო:
პირველი და მთავარი – იპოვო მსგავსება თქვენსა და მეგობარს შორის და მეორე – პატივი სცე განსხვავებებს. ეს მეორე პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს  არასდროს აქვთ ერთნაირი ხასიათი. საუკეთესო მეგობრებს კი, აქვთ  ერთმანეთის განსხვავებების დადებითად  აღქმის უნარი.
საიდან ჩნდება ან როდის იბადება ნამდვილი მეგობრობა, დაზუსტებით არავინ იცის. ჩვენს ცხოვრებაში უამრავი ადამიანია, თუმცა ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც  ნამდვილ მეგობარს ვუწოდებთ.  ყველა, ვინც გიღიმის შენი მეგობარი ვერ იქნება.
* ნამდვილმა მეგობარმა უნდა მიგიღოთ ისეთი, როგორიც ხართ! თუ ცდილობს, შეგცვალოთ, ის ნამდვილად არ არის თქვენი მეგობარი. „მეგობარია ის, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ,“ – დაიმახსოვრეთ! შეცვლა არ არის საჭირო.
* ნამდვილ მეგობრებს ერთმანეთის აუცილებლად უნდა სჯეროდეთ –  ნდობის გარეშე ურთიერთობა ვერ იარსებებს. გულწრფელი პასუხი ჭეშმარიტი მეგობრობის ნიშანია – მეგობარს  შეუძლია, გითხრათ ისეთი რაღაცები, რაც თქვენ არ გინდათ, რომ უთხრათ საკუთარ თავს. მეგობარი უნდა იყოს  თქვენ გვერდით მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ მისი თანადგომა.
* მეგობარი – ის, ვინც ჭეშმარიტად  გიცნობთ, უყვარხართ და ხედავს ტკივილს თქვენს თვალებში მაშინ, როცა ყველა დანარჩენს მართლაც სჯერა თქვენს სახეზე ღიმილის. შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ბოლომდე ვინ იქნება თქვენთან, თუმცა ვინც ყოველთვის თქვენ გვერდითაა, ცდილობს, იზრუნოს თქვენს ღიმილსა და ბედნიერებაზე, ვისაც სტკივა თქვენი გასაჭირი და წარუმატებლობა, სწორედ ისაა ნამდვილი მეგობარი!
* კომუნიკაცია საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ გაიგოთ, მეგობრის გასაჭირი და შეძლებისდაგვარად, დაეხმაროთ. ეს ყველაფერი აუცილებელია არა მარტო პრობლემების განსახილველად, არამედ დადებითი ემოციების გადმოსაცემადაც.
* ყველაზე მთავარი – ნამდვილი სიყვარულის გარეშე მეგობრობა წარმოუდგენელია.

ქალი და წარმატება

პესიმისტი კაცი ფიქრობს, რომ ყველა ქალი ცუდია. ოპტიმისტს კი იმედი აქვს, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქალი, უბრალოდ, გენიალური ქმნილებაა.
„სამყაროს შექმნის ბოლო დღე იყო. ღმერთი ყველაფრის შექმნას მორჩა, მხოლოდ ქალი უნდა შეექმნა კაცის ნეკნისგან. ფიქრისაგან დაღლილ ღმერთს ანგელოზი მიუახლოვდა და ჰკითხა: ღმერთო, რატომ ფიქრობთ ამდენს ქალის შექმნაზე?  ღმერთმა უპასუხა: მე მარტო ქალს არ ვქმნი. მე დღეს ქალი, დედა და მამაკაცის ცხოვრების თანამგზავრი მინდა, შევქმნა“.
 ეს პატარა მითიური  ამბავი  კარგად გამოხატავს ქალის უდიდეს მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქალი არა მარტო ახალ სიცოცხლეს ბადებს, არამედ მოაქვს ბედნიერება და სიხარული, ქმნის იდეალებს და მამაკაცს ეხმარება წარმატებისა და ბედნიერების მიღწევაში.
 მაგრამ მისთვის, ქალისათვის, არ არის ცხოვრება იოლი. მას უამრავი მოვალეობა აკისრია. ქალის მიზანია:
• იყოს კარგი დედა;
• იყოს ღირსეული მეუღლე;
• წარმატებას მიაღწიოს კარიერაში.
 არც ისე ადვილია, თუმცა, პრაქტიკულად, ყველა ქალს შეუძლია, წარმატების მიღწევა ნებისმიერ სფეროში, თუკი შეძლებს და სამ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებას მიიღებს:
1. არჩევანი – ცხოვრების თანამგზავრი (აირჩიოს,  ან   გადაწყვიტოს) საერთოდ ჰყავდეს თუ არა;
2. არჩევანი –  იყოლიოს თუ არა შვილი;
3. არჩევანი – იმუშაოს თუ არა.
ეს ის გადაწყვეტილებებია, რაზეც ქალის  წარმატება და ბედნიერება შენდება.
განსაკუთრებული  სიფთხილე არაა საჭირო!  იყავით პოზიტიურები და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემები დადებითად გადაჭრათ. დაიმახსოვრეთ, წარმატებული ქალი არის: კარგი მეუღლე, ღირსეული დედა, აწყობილი  კარიერით. ასე რომ, თქვენი წარმატების გზა სწორედ ამ სამი არჩევნის დადებითად გადაწყვეტით იწყება!
იფიქრეთ იმაზე, თუ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იყოთ:
კარგი დედა – ყველაფრის გაღება უნდა შეგეძლოთ მათთვის;
ღირსეული მეუღლე – უნდა გიყვარდეთ ქმარი, იყოთ ერთგული და პასუხიმგებლიანი;
კარიერაში წარმატებული – უნდა იყოთ ჭკვიანი, შრომისმოყვარე, საქმიანი და მიზანდასახული.
ყველა ქალს შეუძლია ამის გაკეთება.

ქალის გარშემო
 ტრიალებს...


ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში, ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაუნგრიოს.
ქალს შეუძლია, მილიონერად აქციოს ნებისმიერი მამაკაცი, რომელსაც მილიარდი ჰქონდა.
ღმერთმა ქალი შექმნა ლამაზი და... სულელი. ლამაზი იმიტომ, რომ კაცს შეძლებოდა მისი შეყვარება, ხოლო სისულელე  იმიტომ მისცა, რომ კაცი შეჰყვარებოდა.  
ქალები სამსახურშიც ახერხებენ  გულითადი ურთიერთობების გაბმას, სითბოსგან დაცლილ სამყაროს ძნელად ეგუებიან. ასეთ ატმოსფეროში სულს ღაფავენ, თითქოს ჟანგბადი არ ჰყოფნით.
ნამდვილ ქალს ბევრი არ სჭირდება, ნამდვილ ქალს ყველაფერი  ერთად სჭირდება!  
ქალებს უყვართ ჩუმი, უთქმელი კაცები, რადგან ასეთების გვერდით, იქმნიან ილუზიას, რომ მათ უსმენენ.
ქალი რომ არ არსებობდეს, ფული თავის მნიშვნელობას დაკარგავდა. კაცები კი, ახლაც გამოქვაბულში იცხოვრებდნენ.
ქალების სამი ტიპი არსებობს – კარგები, ცუდები და... იურისტები.
კარგი გოგოები დღიურებს წერენ, ცუდ გოგოებს დრო ამისთვის არასდროს აქვთ.
უმჯობესია, ქალის ინტუიციას ენდოთ, ვიდრე კაცის – გონებას.
დაბოლოს, გახსოვდეთ, სამყარო ქალის გარშემო ტრიალებს და მხოლოდ მას შეუძლია, გააგრძელოს სიცოცხლე, რა თქმა უნდა, კაცის მოკრძალებული დახმარებით.скачать dle 11.3