კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რას გვითვლის გარდაცვლილის სული მტრედის სახით, როცა ფანჯარაზე გვიკაკუნებს და რატომ „იჩალიჩებს” უბედურებას ადამიანი თვითონვე

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი


ჯერ კიდევ უძველესი დროიდან უტოვებდნენ ადამიანები თავიანთ საცხოვრებელს ვიწრო ხვრელს, შიდა ფართის გასანათებლად და თვალთვალისთვის. დროთა განმავლობაში, სახლის ამ ელემენტმა, ანუ ფანჯარამ, სიმბოლური დატვირთვა შეიძინა და ადამიანის ცნობიერებაში გასასვლელს ან რაღაცის საწყისს დაუკავშირდა – იქცა სიმბოლოდ დაბადებისა და სიკვდილისა, როგორც უკანასკნელი შანსი და იმედი. იქიდან მოყოლებული ხალხი მას ბევრ მინიშნებასა და ცრურწმენას უკავშირებდა და ყველაზე სუსტ წერტილად მიაჩნდა სახლში, საიდანაც ადვილად შეეძლოთ ბოროტ ძალებს შეღწევა. ამისგან თავდასაცავად კი, ჩვენი წინაპრები უამრავ სხვადასხვა საშუალებას მიმართავდნენ, ან სულაც, თივით ამოტენიდნენ ხოლმე ფანჯარას. თუ რა საშუალებებია ეს, რისგან უნდა დავიცვათ თავი, ან რა სიკეთეს უნდა ველოდოთ ფანჯრიდან, ამაში ქალბატონი თამარი გაგვარკვევს, გამოცდილი პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი. 
 
– ფანჯარა ეს უბრალოდ, კარია გასაღების გარეშე, თუ...
ძველად ფანჯრის მაგივრობას სწევდა კედლის ნაპრალი, საიდანაც უბერავდა სუფთა ჰაერი, ნიავდებოდა კვამლი, ზუზუნებდა ქარი... გარეთ კი, გაჩაღებული კერიის ნათება გაჰქონდა და ერთგვარი „ქარის თვალები” იყო სახლისთვის. მასაც, როგორც კარს, ფარული შიშით შეჰყურებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მაგიურ ძალას ფლობდა და ყველანაირად ცდილობდნენ, დაეცვათ.
– რით იცავდნენ, ანუ რისი გათვალისწინება მოგვიწევს ჩვენც?
– აუცილებელია თეთრი ფარდები, რომელიც ფანჯარას იცავს როგორც მზისგან, ისე უარყოფითი ზემოქმედებისგან. რაფაზე აწყობენ ზღვის კენჭებსა და ნიჟარებს, შუშის ნამსხვრევებს, შეიძლება, დიდი წითელი პომიდორიც. ფანჯრის წინ კი, კიდებენ მწვანე სფეროს, ბოროტი ძალების გასარეკად. როცა ფანჯარას წმენდთ ნიშადურის სპირტით ან ძმრით, ამით მას მხოლოდ კი არ ასუფთავებთ, არამედ ქარს ეპატიჟებით შინ, რომ სახლი დალოცოს. განსაკუთრებული მაგიური ძალა აქვს ვიტრაჟებიან ფანჯარას. მისთვის შერჩეული სხვადასხვა ფერის მინა გამწმენდ ვიბრაციას გამოსცემს, რითაც ბოროტ ძალებს აფრთხობს. ჩუქურთმები კი დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ და როცა მზე ფერადი ვიტრაჟის მიღმა სხვადასხვაფრად გაანათებს ოთახს, იატაკს კი საოცარ ნაქარგად მოეფინება, ამ მაგიას უწმინდური ვერაფერს დააკლებს. ასეთივე ეფექტი აქვს წახნაგოვან კრისტალსაც, რომელიც ფანჯარაზე ისე უნდა იდოს, მზის სხივი მასში ათას პატარა ცისარტყელად აირეკლოს. სახლს იცავს, ასევე, მრგვალი, ანუ, როგორც უწოდებენ, „მთვარის ფანჯრები”, ხოლო, თუ ახალ სახლში გადადიხართ, შეეცადეთ, შეასრულოთ შემდეგი რიტუალი (ეს ეფექტურია ასევე, როცა უცხო ოთახში პირველად იძინებთ): დაწოლამდე, დაითვალეთ, რამდენ ნაწილადაა ფანჯარა დაყოფილი. შემდეგ სურვილი ჩაიფიქრეთ და ჩაიწერეთ... მაგრამ, თუ იღბალმა მაინც ზურგი შეგაქციათ, მოაბნიეთ რაფაზე მარილი და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეთ სხვა ხერხს ბედის შემოსაბრუნებლად. ასევე, ცუდია ფანჯრის ქვეშ უსაქმოდ დგომა – სიღატაკის ნიშანია. მიცვალებულის სახლში ყველა ფანჯარასა და კარს აღებენ, რომ სულმა დაუბრკოლებლად შეძლოს შენობის დატოვება. თუ ფანჯარა ქარმა გააღო – ეს გაფრთხილებაა სახლის პატრონისთვის, რომ ახალ ამბავს შეიტყობს.  
– თუ ჩიტი რაფაზე დაჯდა ან შინ შემოფრინდა?
– ბევრი თქმულება, გადმოცემა თუ ცრურწმენა უკავშირდება ფანჯარასა და ფრინველებს. თუ ფანჯრის რაფაზე კაჭკაჭს მოჰკარით თვალი, მალე სტუმრები გეწვევიან, ხოლო თუ ავადმყოფია სახლში, ეს ჩიტი მას სწრაფ გამოჯანმრთელებას უწინასწარმეტყველებს. ბევრია ურყოფითი თქმულებაც, თუმცა, ყველა სარწმუნო როდია, რადგან დროთა განმავლობაში, სანამ დღემდე მოაღწევდა, დამახინჯდა. მაგალითად, თუ ფანჯარაში შეფრენისას მტრედმა მინა ჩაამსხვრია, ეს ახლობლის სიკვდილს ნიშნავს და არ აქვს მნიშვნელობა, იმავე სახლში ცხოვრობს ის თუ არა. როცა ამაზე იწყებ ფიქრს, საკუთარ თავს თვითონვე განაწყობენ ცუდის მოლოდინისკენ. სამწუხაროდ, ასე ხშირად ხდება, რითაც ადამიანი, ჟარგონზე რომ ვთქვათ, თავად „იჩალიჩებს” უბედურებას. სინამდვილეში კი, უძველესი გადმოცემებით, თუ ფანჯარას ჩიტი შეეჯახა, ეს კეთილდღეობას და სიმდიდრეს შემოიტანს ოჯახში. თუმცა, იმასაც გააჩნია, რომელი ჩიტი გესტუმრათ. რაც შეეხება მტრედებს, რადგან ეს ფრინველი მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც ცოცხალთა, ასევე იმქვეყნიურ სულთა სამყაროსთან, შამანებს სჯერათ, რომ მტრედის სახით, მონატრებული ახლობლის სული გიკაკუნებთ ფანჯარაზე, რათა ყურადღება მიაქციოთ და გაიხსენოთ. მაგრამ, თუ მაინცდამაინც სიკვდილის მაუწყებლად ჩათვლით, რაზეც ზემოთ იყო საუბარი, გამოასავალი აქაც არსებობს. ხმის ამოუღებლად განდევნეთ ის თქვენგან, რითაც შეძლებთ, დაძლიოთ ნეგატიური პროგრამა და გაანეიტრალოთ. ისე, მტრედის ვიზიტისას, თუ სახლში გასათხოვარი ქალია, გირჩევთ, მისი ქორწილისთვის მოემზადოთ. ასე რომ, ყველა მინიშნება, რაც ეხება ფრინველებს, შეიძლება იყოს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი და გააჩნია რა სახეობის ფრინველი მოგიკაკუნებთ ფანჯარაზე. თუ დაუპატიჟებელი სტუმარი შაშვი აღმოჩნდა, თქვენ სერიოზული საქმეები გელით წინ, რომელზეც დამოკიდებულია, როგორც წინსვლა კარიერაში, ისე – პირადი ცხოვრება. ძალიან მალე, შეიძლება, ისეთი წინადადება მიიღოთ, უარს რომ ვერ იტყვით და თუ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენს ცხოვრებას კარდინალურად შეცვლით უკეთესობისკენ. ყვავი კი, რომელსაც საერთოდ უწმინდურ ფრინველად მიიჩნევენ, რა თქმა უნდა, კარგს არაფერს გამცნობთ...
– სიზმარში რას ნიშნავს ფანჯარა?
– ზოგჯერ ფანჯარა სიზმარში უკანასკნელი შანსი და იმედია, როგორც ადამიანის დაბადებისა და სიკვდილის სიმბოლო. თუმცა, ახსნა იმისა, თუ რას მოასწავებს ფანჯრის ძილში ხილვა, ხალხური გადმოცემის მიხედვით, უამრავია: თუ სიზმარში ღია ფანჯრის წინ დგახართ, ცხოვრებაში ცვლილებები და სიახლე გელით; თუ სახლიდან გასასვლელს ეძებთ და მხოლოდ ფანჯარას ხედავთ, სიტუაციის შეცვლის შანსი უფრო და უფრო იკლებს; თუ სხვისი ფანჯრის ქვეშ დგახართ, მეგობრის ვერაგობის გამო მოულოდნელი ხარჯები იჩენს თავს, რასაც შეიძლება, სრული განადგურება მოჰყვეს; ჩამტვრეული ფანჯარა – სულიერი განცდის, ავადმყოფობისა და იმედგაცრუების სიმბოლოა; დახურული – გზაზე მოულოდნელ დაბრკოლებას გაუწყებთ; მტვრიანი და ჭუჭყიანი კი – მიგანიშნებთ, რომ შრომისმოყვარეობა წარმატებას და კეთილდღეობას მოგიტანთ; სილუეტი ფანჯარაში – გიწინასწარმეტყველებთ, რომ რაღაც ამოუცნობი საიდუმლოს წინაშე დადგებით. თუ სახლში ფანჯრიდან ცდილობთ შეღწევას – დროს მხიარულად და უდარდელად გაატარებთ ან ტყუილში გამოგიჭერენ; თუ ახლობელს ფანჯრიდან ელაპარაკებით – ესე იგი, საერთო ვერ გამონახეთ ადამიანთან, რომელსაც მთელი თქვენი გრძნობები, ფიქრები, იმედები უკავშირდება. თუ ფანჯრის სარკმელს აღებთ, მომავლის იმედი გაქვთ. თუ ფანჯარაზე ზიხართ – შესაძლებელია, სისულელისა და უგუნურების მსხვერპლი გახდეთ; თუ ფანჯრიდან გაიქეცით – გაფრთხილდით, რაიმე უბედურება არ მოხდეს; თუ შემთხვევით ჩავლისას, სხვის ფანჯარაში შეიხედეთ და უცნაური რამ დაინახეთ – შეიძლება, მარცხი განიცადოთ და ირგვლივ მყოფთა პატივისცემა დაკარგოთ.
скачать dle 11.3