კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ აშანტაჟებენ საბჭოთა „კა გე ბეს“ გარდაცვლილი აგენტების შვილებსა და შვილიშვილებს და აიძულებენ რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობას

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო გეოპოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში, რაკი დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობა გამწვავდა, ეს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზეც აისახა. თავდაპირველ „ქართულ მარშს“ (თუმცა, თუ ქართულია, რატომ მარში და არა –  მსვლელობა?!) ორი კონტრმარში მოჰყვა: ჯერ ქალების, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნაწილის, რომლებიც თავს აწ უკვე „ევროპულ საქართველოს“ უწოდებენ. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არაერთი ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს (ძირითადად, ერთმანეთის წინააღმდეგ, რაშიც ჩვენს ცხელ თავებს მეტად ეფექტიანად იყენებენ). ამდენად, გაჩნდა ეჭვი, რომ თითოეული მარშის მონაწილეებმა, უხეშად რომ ვთქვათ, საკუთარ პატრონებს მოაწონეს თავი (ნებსით თუ უნებლიეთ). იკვეთება თუ არა უცხოური ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტურის კვალი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებში, საქართველოს ტერიტორიაზე გავლენის მოსაპოვებლად და როგორ შეუძლია, გამოიყენონ დაინტერესებული ქვეყნების სპეცსამსახურებმა ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარება, –  ამ თემაზე ექსპერტთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბესო ალადაშვილთან, ერთად ვისაუბრებთ.

ბესო ალადაშვილი: გავაკეთოთ სიტუაციის მოდელირება: რა არის სპეცსამსახური, რა არის ეროვნული ინტერესი და როგორია ამ ეროვნული ინტერესის განხორციელებაში სპეცსამსახურის როლი? ყველა ქვეყანა იმიტომ ინახავს თავისი ბიუჯეტით სპეციალურ სამსახურებს, რომ ყველა სპეცსამსახური მუშაობს თავის ეროვნულ ინტერესებზე. ეროვნული ინტერესები კი გულისხმობს გავლენის სფეროების მოპოვებას. სახელმწიფოები, როგორც წესი, ინაწილებენ გავლენის სფეროებს. ამდენად, რომელიმე ქვეყანაში ნებისმიერი აქტივობა, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურის ინტერესის სფეროა. ორი შესაძლებლობაა: ერთი, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი მუხტი დამოუკიდებლად მწიფდება და მიედინება, როგორც ნაკადული ან ნიაღვარი, მაგალითად, ეგრეთ წოდებული მარშები, მაგრამ შემდეგ უკვე ამ დინებას კალაპოტს აძლევს სპეცსამსახური. მივდივართ ერთ აქსიომამდე: ყველა სოციალური ქსელი, ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება, ბუნების დაცვით დაწყებული და პატიმრების უფლებების დაცვით დამთავრებული, პირობითად ვამბობ, არის სპეცსამსახურების ინტერესის საგანი და იქ ყოველთვის ხდება აგენტების ჩანერგვა და წევრების გადმობირება. შესაბამისად, ყველა ტიპის საზოგადოებრივი აქტივობა სპეცსამსახურის ინტერესის სფეროა.
– ბიბლიური შეგონებაა, არ არსებობს კაცი, კეთილ საქმეს იქმოდეს და არ სცოდავდესო.
– და ბუნებრივია, სპეცსამსახურების მოვალეობაცაა, რომ მათ მართონ საზოგადოებრივი პროცესები. კარგია, რომ თბილისში დაწყებულმა ეგრეთ წოდებულმა მარშებმა და კონტრმარშებმა არ მოიცვა რეგიონები. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი მართლაც პატრიოტული გრძნობებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ უკვე იყო წარმართული უცხო სპეცსამსახურების მიერ. მადლობა ღმერთს, რომ სერიოზული დაპირისპირება არ მოხდა, თუმცა შესაძლოა, ეს მოსამზადებელი ეტაპი იყო, ძალების მოსინჯვა, აგენტურის ჩანერგვა ორივე ბანაკში. აუცილებელია, რომ ორივე ბანაკში იყვნენ აგენტები, რადგან სწორედ აქედან მოდის შემდეგ პროვოკაცია, რომ მსვლელობა მივიდეს ისეთ იქს წერტილამდე, როდესაც ქუჩაში გამოვა მთელი საზოგადოება. ანუ მოცემულობა ასეთია: საზოგადოებრივი აქტივობა პროვოცირებული ან მართულია სპეცსამსახურის მიერ. არ არსებობს შემთხვევა, რომ ასეთი აშკარა საზოგადოებრივი აქტივობა სპეცსამსახურებს არ გამოეყენებინოთ, თუნდაც, სამომავლო ოპერაციების მოსამზადებლად.
– როგორ და რა მიზნით შეიძლება, გამოიყენოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და შესაძლოა, არაერთმაც, ამ ტიპის აქტივობები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იწყება ხოლმე, დავუშვათ, სპონტანურად?
– ჩვენ ისედაც დამუხტულები ვართ ქართველები და უახლესი ისტორიიდანაც გვახსოვს დაპირისპირება ეროვნულ მოძრაობაშიც, შემდეგ გამსახურდიას ხელისუფლებასთანაც. ვერა და ვერ მოხერხდა მხარეების შერიგება, არადა რა ჰქონდათ გასაყოფი ან გია ჭანტურიასა და ზურა ჭავჭავაძეს ან გია ჭანტურიასა და ზვიად გამსახურდიას?! ეს პროცესი მაშინ საკავშირო „კა გე ბედან“ იმართებოდა. ორი მხარე იყო, ორივე იბრძოდა საქართველოსთვის და უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.  მაშინ ხომ ჩვენ გამოკვეთილი შიდა მტერი არ გვყავდა?! მაგრამ გარე მტრის წინააღმდეგაც კი ვერ მოხერხდა გაერთიანება, იმიტომ რომ, ორივე მხარეს იყვნენ პროვოკატორები, სინამდვილეში აგენტურა, რომლებიც შეგნებულად აღვივებდნენ დაპირისპირებას. დღესაც იგივე ხდება. ეს აგენტურა არ ჩანს, მაგრამ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ რაღაც იქს დროსა და წერტილში იქნეს გამოყენებული ეს დაპირისპირება. აი, სწორედ ესაა სპეცსამსახურების საქმე, როდის მოხდება. ასეთი დრო შეიძლება, იყოს არჩევნებიც. მით უფრო, რომ ქართველები ეგზალტირებული ხალხი ვართ. ამდენად, ეს შეიძლება, იყოს შორს გამიზნული ნაღმი. ერთსაც ვიტყვი: ამერიკელების ჩართულობა ძალიან მცირეა. გაოცებული ვარ, ისეთ რამეებს მეკითხებიან ამერიკელი დიპლომატები პირად საუბრებში. ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხანდახან, უხეშად ვიტყვი, ტყემალზე სხედან. ანუ ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ. მით უფრო, რომ დღეს მათი ზეგავლენა საკადრო პოლიტიკაზე, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სტრუქტურაზე ნულოვანია. მაშინ ვინ უკვეთავს მუსიკას?
– ირიცხება ვარიანტი, რომ ჩვენი სპეცსამსახურები უკვეთავდნენ მუსიკას?
– სამწუხაროდ, ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი სპეცსამსახური აკონტროლებდეს იმ პროცესებს, რასაც საზოგადოებაში მიმდინარე მღელვარება ჰქვია. სხვათა შორის, ძალიან კარგადაა შერჩეული თემები, რომლებიც მერე ფართოდ იშლება: რომ აი, უცხოელები თანდათან იძენენ მიწებს საქართველოში, რყვნიან ქართველ გოგონებსა და ვაჟებს, ჩაგრავენ ქართველ მუშებს. ანუ რაღაც მოვლენით ხდება მღელვარების ბირთვის შექმნა და შემდეგ ეს უკვე გადადის საზოგადოებრივი პროტესტის ფორმაში. არის მეორე მომენტიც: უნდა გაიმიჯნოს კრიმინალი. ჩვენ იმიტომ გვყავს პოლიცია, რომ შეამოწმოს, რა ხდება აღმაშენებლის გამზირზე. მხოლოდ ბათუმსა და სარფშია ბორდელები?! აღმაშენებლის გამზირზე არ შეიძლება, ჩაატარო შემოწმება? ამდენად, ხელისუფლების ერთი შტო უნდა მოქმედებდეს თავისი ვალდებულებებით, ანუ პოლიცია იკვლევდეს კრიმინალს, მეორე შტო კი, ანუ სპეცსამსახური უნდა მუშაობდეს პრევენციაზე. მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ორივე შტო პასიურია და ჩვენი საზოგადოებაც სოციალური ქსელებით იმუხტება უარყოფითად. აქ არის ერთი ცუდი მომენტი: იმუხტება უარყოფითად ყველაფერი დასავლურის მიმართ. ამასვე ემთხვეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის სტილი, რომლებმაც კომპრომეტირება გაუკეთეს ყოველგვარ დასავლურს. ჩვენ ვხედავთ სოციალური ქსელებით, როგორ ეცემა ნდობა დასავლეთისადმი. ეს კი, გვინდა თუ არა, გვაახლოებს რუსეთთან, იმიტომ რომ, რუსეთის ინტერესია დასავლეთის დისკრედიტაცია.
– როგორც მივხვდი, თუ გადავხედავთ რეალობას, გამოდის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ყველაზე ძლიერად მოქმედებს რუსული სპეცსამსახური?
– რა თქმა უნდა. იმიტომაც ვახსენე ეროვნული მოძრაობა. ეს არის 1987-1988 წლებში ჩადებული ნაღმები. ისევ საიდუმლოებითაა მოცული მერაბ კოსტავას დაღუპვა, ჩემი ეჭვით, მკვლელობა; ზურაბ ჭავჭავაძის დაღუპვა… ანუ საბჭოთა დროიდან მოყოლებული რუსული სპეცსამსახური მოქმედებს ერთი სქემით. სხვათა შორის, ბერიას ჩამოგდების შემდეგ, 1953 წლიდან, 1964 წლის ოქტომბრამდე, საკავშირო უშიშროების კომიტეტში, ანუ „კა გე ბეში“, ქართველი არ მუშაობდა საშუალო და მაღალ თანამდებობებზე, ყველანი გაათავისუფლეს, იმდენად აღარ ენდობოდნენ ქართველებს. მხოლოდ ხრუშჩოვის ჩამოგდების შემდეგ წაიყვანეს საქართველოდან გიორგი ფიფია, რომელიც საკავშირო „კა გე ბეში“ ანალიტიკური სამმართველოს უფროსად დანიშნეს. ასევე, ერთ პერიოდში ქართველი იყო საკავშირო „ოტოს“ უფროსიც –  ოთარ გოცირიძე. თამაზ ნინუა, 1977 თუ 1978 წლებში, გადაიყვანეს მოსკოვში, მეშვიდე, ანუ გარე თვალთვალის ქვეგანყოფილების უფროსად და საქართველოში მნიშვნელოვნად დაწინაურებული ჩამოვიდა. საუბარი მიმყავს იქითკენ, რომ საბჭოთა სპეცსამსახური ყოველთვის რუსული იყო, იმ თვალსაზრისით, რომ იმპერიის საქმეს აკეთებდა.
– სსრკ-ის ჰიმნშიც ასეთი ტექსტი არ იყო: „სპლოტილა ნავეკი ველიკაია რუსო“.
– დიახ და ნაციონალური კადრებიც იმიტომ მიჰყავდათ, რომ მათ ეკეთებინათ რუსული პოლიტიკა, იმის თქმა მინდა, რომ მათ აგენტურას ფესვი ღრმად აქვს გამდგარი. მათი აგენტები და კონფიდენტები, სანდო პირები, შეიძლება უკვე გარდაიცვალნენ, მაგრამ იყენებენ მათ შვილებსა და შვილიშვილებს შანტაჟით. იმიტომაცაა ჩვენი უბედურება, რომ ვერ მოვახერხეთ მიგვეღო „ლუსტრაციის კანონი“, რითაც ამ ადამიანებს ასეთი შანტაჟისგან გავათავისუფლებდით. როდის შემოვიდნენ ამერიკელები პირველად საქართველოში? 1993 წელს, ვუდროფის საქმეს გაგახსენებთ, რომელიც 1993 წლის 8 აგვისტოს მოკლეს ნატახტართან. ამის შემდეგ ამერიკელებმა რამდენიმე წლით შეწყვიტეს ყოველგვარი აქტივობა.
– შესაბამისად, 2008 წელს ამერიკული სამხედრო ტექნიკა მოხვდა რუსების ხელში, ანუ მათი სამხედრო საიდუმლოება. ამას გარდა, ამერიკელებთან ერთად დღესაც ტარდება ერთობლივი სამხედრო წვრთნები და თუ ეს არ არის უზრუნველყოფილი ძლიერი ამერიკული დაზვერვით, ამერიკაც ხომ დაუცველი გამოდის ამ რეგიონში და მისი ინტერესიც, არაფერი რომ არ ვთქვათ ჩვენს დაუცველობაზე?
მართალია. ამერიკის ოთხი ადმინისტრაცია გამოიცვალა ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში: კლინტონის პერიოდში მოისინჯა ვუდროფის გამოგზავნით, მაგრამ მისი მკვლელობის შემდეგ შეწყდა აქტივობა; ამერიკაში სერიოზული გარჩევებია, როდესაც მათი მოქალაქე იღუპება უცხო ქვეყანაში. შემდეგ გააქტიურდნენ ჩეჩნეთის ომთან დაკავშირებით; პანკისის მოვლენებისას. ამას მოჰყვა ბუშის პერიოდი. მაშინ მეც ვმუშაობდი უშიშროების სამინისტროში, სადაც იყო ორი ჯგუფი: ამერიკელებთან და რუსებთან მომუშავე, რაც ნორმალურია, იმიტომ რომ, შევარდნაძე ცდილობდა ორივე კეთილმოსურნის დაბალანსებას. მაგრამ, თუ ამერიკელებზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კეთილმოსურნეები არიან, იმავეს ვერ ვიტყვით რუსეთზე. ისტორიულადაც და დღევანდელობის გათვალისწინებით, სამწუხარო რეალობა გვაქვს: არ ვიცით, რა უნდა რუსეთს? უნდათ, რომ მათი ყმები ვიყოთ, მეგობრები ვიყოთ თუ საერთოდ არ ვიყოთ?! თუმცა ბუშის მმართველობის დროს ამერიკელები გააქტიურდნენ, მაგრამ მაშინ მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა: საჯაიას ვგულისხმობ.
– რომელმაც საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი  ან მოკლეს.
– დიახ და აქ ძალიან საინტერესო თანხვედრაა: 2002 წლის მარტში უნდა დაწყებულიყო ამერიკელებისა და „ნატოს“ პირველი სამხედრო წვრთნა, 25 თებერვალს კი საჯაია იპოვეს გარდაცვლილი. ამის შემდეგ ბუშის, ჩემი აზრით, საკმაოდ არაპროფესიონალი და ცოტა არ იყოს, ზერელე დამოკიდებულების გამო გეოპოლიტიკური საკითხებისადმი, მოხდა ის, რაც მოხდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ მიშა სააკაშვილი არ იყო „დემოკრატიის შუქურა“, როგორც ეს ამერიკელებს უნდოდათ, წარმოეჩინათ. მაშინ, როდესაც რუსებს კარგად ჰქონდათ შესწავლილი მიშა სააკაშვილის ფსიქოტიპი და იმიტომაც ჩამოაშორეს ზურაბ ჟვანია, რომელიც მისი მუხრუჭი იყო. ამის შემედგ ჩაიდინა სააკაშვილმა ის საშინელებები, რამაც მოგვიყვანა დღევანდელობამდე. ბუშის პერიოდი დამთავრდა 2008 წლის ნოემბერში ჩვენი კატასტროფით და ამერიკის კატასტროფითაც… დღესაც რუსული სპეცსამსახურები მუშაობენ აბსოლუტურად თავისუფლად. სამწუხაროდ, მათ აქ ჰყავდათ, ჰყავთ და,  თუ ასე გაგრძელდა, ეყოლებათ დასაყრდენი. ამიტომ აწინაურებენ მხოლოდ თავიანთ ხალხს. სპეცსამსახურის მუშაობის სპეციფიკაა, რომ მხოლოდ თავის ხალხს უკაფავენ გზას. ანუ, ვინც უნდა ებრძოლოს რუსეთის სპეცსამსახურებს, იმ ხალხს ნიშნავს რუსეთი. აი, ასეთ ჩაკეტილ წრეში ვართ. ორგანიზებული გამოსვლებიც არის მოქმედი ხელისუფლების შანტაჟი. მართალია, უკვე ჩატარებულ მარშებსა და კონტრმარშებზე ივაჟკაცა პოლიციამაც, მაგრამ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის უნდა დაიწყოს დაპირისპირება საქართველოში, რომელიც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს.
– რა ხეირი რუსეთს, თუ საქართველოში იქნება არეულობა? დაგვიპყრობს?!
– რუსეთს ჩვენი დაპყრობა არ უნდა.
– იმიტომაც ვიკითხე, რას მიაღწევს ამ არეულობით-მეთქი? რა მიზანი აქვს?
– არეული ქვეყანა „ნატოში“ ვერასდროს გაწევრიანდება, ვერც ევროკავშირში, ვერც ეკონომიკურად განვითარდება, იოლია თევზის ჭერა ამღვრეულ წყალში… ეს კანონზომიერება განა რუსეთის სპეცსამსახურმა მოიგონა?! ეს არის კლასიკა, როგორ უნდა დაყო, რომ იბატონო. რუსეთს არ სჭირდება თბილისის დაკავება და აქ თავისი მარიონეტული მთავრობის დასმა, რომელიც უნდა არჩინოს. ეს ფინანსური რესურსიცაა და ადამიანურიც, რომელიც არ აქვს. სურკოვი ჰყავთ წარმომადგენლად აფხაზეთსა და უკრაინაში. ამბობენ, ჭკვიანიაო, მაგრამ, რაც უნდა ჭკვიანი იყოს, შეძლებს, გაიგოს ეთნოხასიათი აფხაზისაც, უკრაინელისაც, ქართველისაც?! ამდენად, რუსებისთვის ხელსაყრელია მართვადი ქაოსი, რომლის ტემპერატურასაც თავად არეგულირებს, რაც, საუბედუროდ, გამოსდის.
скачать dle 11.3