კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 საიდან იღებს სერგო რატიანი პარლამენტარის ხელფასზე მეტ შემოსავალს და როგორ აპირებს 90 000-დოლარიანი სამომხმარებლო სესხის დაფარვას

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით სერგო რატიანი 1967 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიუღია და  სპეციალობით ფილოსოფოსია. სწავლის წლები არ ვიცით, თუმცა ვიცით, რომ 1986-1988 წლებში საბჭოთა არმიის რიგითი გახლდათ. 1988-1989 წლებში თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში გაიარა გერმანული ენის შემსწავლელი კურსი. მისი შრომითი ბიოგრაფია კი 1991 წელს დაიწყო მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტში, სადაც 1993 წლამდე იყო რელიგიის კათედრის მეცნიერი-მუშაკი. 1991-1994 წლებში თსუ-ს ასპირანტურაში სწავლობდა, ამის პარალელურად კი, 1993-1996 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიის მასწავლებლადაც მუშაობდა. 1995 წელს შპს „კავკასიის“ დირექტორის მოადგილე გახდა, 1997 წელს – შპს „არხატის“ დირექტორი (2002 წლამდე). 2001 წელს თსუ-ში დაიწყო მუშაობა უფროს მასწავლებლად, 2002-დან კი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კვლევების უნივერსიტეტში გადაინაცვლა და 2006 წლამდე კათედრის გამგის მოვალეობასაც ასრულებდა. 2006 წელს იქვე გახდა ასოცირებული პროფესორი, 2008-ში კი – სრული პროფესორიც. 2006-2012 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობდა, ვიდრე 2012 წელს საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი არ გახდა, რაც 2016 წელსაც გაიმეორა. რაკი პირველადაც და მეორედაც „ნაცმოძრაობის“ ეგიდით გადეპუტატდა, თავდაპირველად, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრი იყო (2017 წლის 13 იანვრამდე), თუმცა შემდეგ მშობელ პარტიას უგანა და 2017 წლის 30 იანვრიდან ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრია.
სერგო რატიანის მიერ პირველად შევსებული დეკლარაციაც 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან პარლამენტარის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, ეკა კეკელია და ორი შვილი: ალექსანდრე და ნესტანი. იმხანად რატიანების ოჯახის ქონება შემდეგნაირი იყო: სერგო რატიანს ეკუთვნოდა საცხოვრებელი სახლი თბილისში, მარგიანის ქუჩაზე (267 კვ. მ.) და იქვე მდებარე მიწის ნაკვეთი (508 კვ. მ.), მიწის ორი ნაკვეთი მცხეთის რაიონის სოფელ არაშენდაში (960 და 460 კვ. მ.), 40 პროცენტი ბინისა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე (68 კვ. მ.), ეკა კეკელიას კი ეკუთვნოდა ბინა თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე (52 კვ. მ.).
რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში სერგო რატიანმა, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, 71 134 ლარი მიიღო, ეკა კეკელიამ კი, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სუპერვაიზორმა, 5 575 ლარი, ხოლო, როგორც საქართველოს პორტიჯის ასოციაცია ადრეული განვითარების სპეციალისტმა, 7 648 ლარი. შვილის, ნესტანის, სწავლის საფასურად კი სერგო რატიანმა 2 800 ლარი გადაიხადა.
ბოლო დეკლარაცია ხალხის რჩეულმა 2017 წლის იანვარში შეავსო, მისი ოჯახის წევრთა რაოდენობა უცვლელია, რაც შეეხება ქონებას: გარდა ზემოჩამოთვლილისა, ეკა კეკელიას მცხეთაში აჩუქეს მიწის ნაკვეთი (805 კვ. მ.), ალექსანდრე რატიანს კი – საგურამოში (1 500 კვ. მ). ასევე, სერგო რატიანს ჰყავს 15 000 ლარად ღირებული 2008 წლის „ტოიოტა რავ 4“.
2016 წლის განმავლობაში სერგო რატიანმა, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, 58 100 ლარი აიღო, როგორც პარლამენტის წევრმა, 61 659 ლარი, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის ძირითადმა პერსონალმა, 4 715 ლარი, ეკა კეკელიამ კი, როგორც საქართველოს პორტიჯის ასოციაცია ადრეული განვითარების სპეციალისტმა, 10 155 ლარი.
სერგო რატიანს 2014 წელს 90 000 აშშ დოლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი აუღია (2034 წლამდე), რომლის მომსახურებაც 1 779 აშშ დოლარი დაუჯდა.
скачать dle 11.3