კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ხელგაშლილი პარტნიორები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


და წუწურაქი ოკუპანტი 



ის, რომ ოთხი მილიონი ადამიანის გამოკვებასა და მართვას, მაინცდამაინც, დიდი ჭკუა და რესურსი არ სჭირდება, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ მარტივი ამოცანის გადაჭრა ვერა და ვერ ხერხდება (ოღონდ ჩვენმა საგარეო ვალმა 10 მილიარდ აშშ დოლარს უკვე გადააჭარბა).
დიდი ეჭვი მაქვს, რომ უსურვილობის გამო. რატომ და იმიტომ რომ, როგორც გაირკვა, 1995-2015 წლებში საქართველოსთვის სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის მიერ გაცემული გრანტების საერთო ოდენობა ორ მილიარდს აჭარბებს.
ყველაზე დიდი თანხა უანგაროდ 2008 წელს მიგვიღია – 340 მილიონ აშშ დოლარამდე. 2010-ში – 273 მილიონამდე; 2014-ში – ცოტა ნაკლები, 182 მილიონი, ხოლო 2015-ში – 130 მილიონ აშშ დოლარამდე.
რაც მთავარია, უანგარო დახმარებით გამორჩეულია აშშ – საერთო ჯამში, იმ ათი  წლის განმავლობაში ოკეანის გაღმიდან მილიარდამდე აშშ დოლარი უჩუქებიათ (სახელდობრ, 912 მილიონი).
გერმანიას 118 მილიონი გამოუმეტებია, ჰოლანდიას – 66 მილიონამდე, იაპონიას – 41 მილიონამდე, ჩინეთს – 38 მილიონი და თვით უკრაინასაც კი – 13 მილიონ აშშ დოლარამდე.
აქვე დავძენ, რომ ამ წლების განმავლობაში რფ-ის ერთი ცენტიც კი არ უწყალობებია (იმას გარდა, რომ ტერიტორიები წაგვართვა). ანუ, ყველა სიკეთესთან ერთად, ეს ჩვენი ოკუპანტი დიდი წუწურაქი ვინმეც ყოფილა. –
скачать dle 11.3