კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ჩამოხაჯიმბებული ბირთვულკუნთებიანი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ პატარა კაცის ფიქრები 

მართალია, წინასწარვე იყო ცნობილი, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გვეწვეოდა, მაგრამ, ალბათ, მთლად იმასაც არ ელოდნენ ჩრდილოეთში, რომ თვით ამერიკული ტანკები ჩაუქროლებდნენ გორის ავტობანზე.
ჰოდა, რაკი არ ელოდნენ, მაიკ პენსი ჯერ კიდევ ქართულ მიწაზე დააბიჯებდა, როდესაც შევიტყვეთ, რომ რფ-ის პრ.-ი ვლადიმირ პუტინი დე-ფაქტო აფხაზეთში ჩადიოდა; ნუ იტვით და – 8 აგვისტოს.
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, რფ-ის ნომერ პირველმა დიპლომატმა გაისეირნა სოხუმის ქუჩებში, ამის შემდეგ კი, სულ ახლახან, „იუჟნაია ოსეტიას“ „ელჩ“ (ვითომ ლენჩსაც?!) დიმიტრი მედოევთან ერთადაც კი, გამართა პრესკონფერენცია (პათოსით: ოკუპაცია მიჩვენე და ჩამოლაბორანტებას გიჩვენებო), პრ. პუტინის აფხაზური ვოიაჟიც ჩამოხაჯიმბების კონტექსტშია.
თარიღიც გამოწვლილვითაა შერჩეული (მერე რა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დადის თქვენთან, აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენიაო), ოღონდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბირთვული და ზესახელმწიფოობაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს უახლესი ისტორიის ანგარიშზე მხოლოდ ჩვენთვის მოგებული ომია, ასაღელვებელიც კი არაფერია. –

скачать dle 11.3