კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 სად დაპატიჟა პაემანზე ლაიმა ვაიკულემ ნანი ბრეგვაძე და ბუბა კიკაბიძე და როდის გაიმართება „ბლექსი არენაზე“ ალა პუგაჩოვას ორდღიანი კონცერტი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


ბო
ლო წლებია, იურმალაში ლატვიელი და რუსეთში საკმაოდ პოპულარული მომღერლი, ლაიმა ვაიკულე, ივლისის  ბოლოს, ოთხდღიან ფესტივალს მართავს, სახელწოდებით „ლაიმა ვაიკულე რანდევუზ“ სადაც ქართველი მომღერლებიც არიან დაპატიჟებული. როგორც თავად ლაიმა ამბობს, მისი საქმე არ არის პოლიტიკა, არც ერევა და უბრალოდ, სიმღერით ცდილობს, იმეგობროს ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელთან, რასაც თავის მისიად მიიჩნევს.  წელს, ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ჯგუფი the Quintessence, რომელსაც რეკომენდაცია პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ გაუწია, წარდგნენ მაყურებლის წინაშე. როგორ შეხვდნენ ლატვიელი მაყურებელი და ჩასული სტუმრები ქართველ შემსრულებლებს, როდის იგეგმება ალა პუგაჩოვას ჩამოყვანა საქართველოში და რის გამო ვერ შედგა ლაიმა ვაიკულესა და ქართული ჯგუფის დუეტი სცენაზე, ამას თავად ნატო გვიამბობს.

ნატო დუმბაძე:
სამი წელია, რაც ლაიმა ვაიკულე იურმალაში ატარებს ფესტივალს, რომელსაც ჰქვია „ლაიმა რანდევუზ“. ეს ფესტივალი ოთხი დღე გრძელდება. ლაიმას მეგობრები იკრიბებიან და ნამდვილი დღესასწაულია. შარშან, ქალბატონი ნანი ბრეგვაძე იყო მიწვეული. წელს კი, მასთან ერთად, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, ვალერი მელაძე, ქეთა თოფურია ჯგუფ „ა სტუდიოსთან“ ერთად და მათ შორის, ჯგუფი, the Quintessence იყო მიწვეული.
– როგორც ვიცი, ამ ჯგუფს, სწორედ შენ გაუწიე რეკომენდაცია და მათ ლაიმა ვაიკულესთან ერთად უნდა შეესრულებინათ დუეტი. რატომ ვერ შედგა ეს ერთობლივი გამოსვლა?
– როცა ლაიმას წარმომადგენლები დამიკავშირდნენ, მთხოვეს, რომ ქართულ ტელეახზე გასულიყო ეს ფესტივალი. ლაიმამ, ამასთნავე შემომითვალა, თუ ვინმე გინდა, საქართველოდან იღებდეს მონაწილეობას ამ ფესტივალზე, გამოაგზავნე მასალაო. ისე რომ, არც the Quintessence-ის წევრებმა იცოდნენ და არც მათმა ხელმძღვანელმა, გავუგზავნე ლაიმას მასალა და ძალიან მოეწონა. ჩასვა კონცერტში. თან, გამოგზავნა სიმღერა და გამოთქვა სურვილი, მათთან ერთად დუეტი შეესრულებინა. ბავშვები ვენიდან მოფრინავდნენ, რეისმა დააგვიანა და რეპეტიციისთვის დრო აღარ დარჩა. ამიტომ, ლაიმამ თქვა, რადგან ვერ მოვასწარით რეპეტიცია, ხვალ ორი სიმღერა შეასრულონო და მეორე დღეს, მათი გამოსვლის მერე, დარბაზი ფეხზე იდგა და დიდხანს უკრავდა ტაშს. ლაიმაც კმაყოფილი იყო. მას უყვარს ნიჭიერი ახალგაზრდები, აკაპელაში სიმღერა. რეჟისორი გაოცებული დარჩა, როცა ბავშვებმა, მგზავრობით დაღლის მიუხედავად, ცოცხლად, რეპეტიციის გარეშე, ასე შეასრულეს სიმღერები. ზოგადად, ლაიმასთან საკმაოდ კარგ დამოკიდებულებაში ვარ. თუ რაიმე საკონცერტო კონტაქტი სჭირდება, მიკავშრიდება.

– როგორ შეხვდნენ ქართველ მომღერლებს და რა რეპერტუარით წარდგნენ ისინი ამ ფესტივალზე?

– ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა სითბო და სიყვარული გამოხატა იქ დამსწრე საზოგადოებამ ბუბას და ნანის მიმართ. სადაც ეს ორი მომღერალია, იქ, გარდა სიმღერისა, არის იუმორისა და თბილი ურთიერთობის ნამდვილი ზეიმი. მათთან ერთად ყოფნა, ერთი ცხოვრებაა. თან, ბუბა არის ნამდვილი ქართველი მამაკაცი, რომელიც ყველას საოცარ, სასიამოვნო კომპლიმენტს ეუბნება. მათ, შორის, მეც მანებივრებდა (იცინის). საათობით რიგში იდგნენ, რომ ბუბასთან და ნანისთან ფოტო გადაეღოთ. ყველაზე დიდი ტაში და ემოცია კი, სწორედ მათ გამოსვლას მოჰყვა. აპლოდისმენტები არ წყდებოდა. 
დარბაზიდან შეძახილებით უხსნიდნენ სიყვარულს. მადლობას უხდიდნენ ასეთი სიამოვნების მინიჭებისთვის. სიყვარულსა და სითბოს რომ არ იშურებს მაყურებელი, უყვარხარ და შენი მოსმენა სიამოვნებს, ეს უდიდესი ჯილდოა. რასაკვირველია, ეკა მამალაძესთან და ვალერი მელაძესთან ერთად, ბუბას და ნანის „თბილისოს“ ნამღერის გარეშე, არ ჩაუვლია ფესტივალს.  ეს ადამიანები ლეგენდები არიან მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. ასეთივე, დიდი ოვაციები მოჰყვა ვალერი მელაძისა და ქეთა  თოფურიას გამოსვლას.
– წელს საკმაოდ ბევრი ქართველი იყო მიწვეული იურმალას ფესტივალზე.
– კი, ასეა და ეს არც მიკვირს. ლაიმას ძალიან უყვარს ქართველები და თავის ფესტივალზე ამიტომაც დაპატიჟა.

– კონცერტზე ალა პუგაჩოვა არ გამოდიოდა. თუმცა, ფოტოებზე მასთან ერთად ხარ გადაღებული. უბრალოდ, მიწვეული სტუმარი იყო?

ალა პუგაჩოვა, ქმართან და შვილებთან ერთდ, იურმალაში ისვენებდა და კონცერტსაც დაესწრო. მასთან მქონია შეხება და ვიცი, რომ დიდ პატივს სცემს ქართველებს. კონცერტის მერე ან შესვენებაზე ვხვდებოდით ერთმანეთს და უბრალოდ, მოვიკითხავდით. სხვათა შორის, ალა არაჩვეულებრივად გამოიყურება.
– მახსოვს, მისი ჩამოყვანა და კონცერტის გაკეთება გინდოდა. ამაზე ხომ არ გისაუბრიათ?
– ადრე მინდოდა ალა პუგაჩოვას ჩამოყვანა, თანხმობაც იყო, თუმცა არ მოხერხდა. ალბათ, ეს დღეც დადგება. თუმცა, ფესტივალზე შეხვედრის დროს, ამაზე საუბარი არ ყოფილა. თან, ახლა უკვე გვაქვს კარგი დარბაზი – „ბლექსი არენა“.
– და, როგორ გგონია, ალა პუგაჩოვა რომ ჩამოიყვანო, „ბლექსი არენას“ დარბაზს შეავსებს?
– რა თქმა უნდა! ორი დღე შეავსებს დარბაზს (იცინის).
скачать dle 11.3