კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ ათამაშა ეროსი მანჯგალაძემ რუსთაველის თეატრის დასს ორსაათიანი სპექტაკლი ერთ საათში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მედეა ჩახავა ასეთ ისტორიას იხსენებდა: „დოდო ალექსიძის ცნობილი სპექტაკლი „პეპო“ თავის ანტრაქტიანად ორსაათ-ნახევარზე მეტხანს მიმდინარეობდა. აღა არუთინას როლს გენიალური ეროსი მანჯგალაძე ასრულებდა, მე კი მისი პარტნიორი ვიყავი. როგორც მოგეხსენებათ, ეროსი სპორტული კომენტატორიც იყო და ძირითადად, ფეხბურთის რადიორეპორტაჟები მიჰყავდა. ამ ორ ფრონტზე ეროსი წარმატებით უძღვებოდა თავის საქმეს, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდებოდა, რომ ფეხბურთისა და სპექტაკლის დრო ერთმანეთს ემთხვეოდა და ეროსის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით უხდებოდა გამოსავლის მოძებნა. ერთხელ „პეპოს“ დღის სპექტაკლს ვთამაშობდით, რომელიც 5 საათზე იწყებოდა და იმავე დღეს კი – საღამოს 7 საათზე თბილისის „დინამო“ თამაშობდა და რადიორეპორტაჟი ეროსის უნდა წაეყვანა. რა თქმა უნდა, დროში ვერ ჩაეტეოდა ეროსი და მთელი დასი დაგვითანხმა, სპექტაკლი თავის ტემპში გვეთამაშა და ზოგიერთი სცენები გამოგვეტოვებინა კიდეც. ასეც მოხდა, უნდა გენახათ, რა კალეიდოსკოპური სისწრაფით ვთამაშობდით და სცენიდან სცენაზე გადავდიოდით. ანტრაქტიც სულ ხუთი წუთი გაგრძელდა და გიჟური რიტმი გავაგრძელეთ. სულს ძლივს ვითქვამდი, თან ცხელოდა, მაგრამ რა მექნა, ეროსის ხომ არ დავაღალატებდი. არც თავად ეროსის ადგა კარგი დღე, რადგან უკვე ასაკში იყო.  თუმცა, ფეხბურთის სიყვარული მას ყველა წინაღობას ალახვინებდა და როგორც იქნა, ფინალამდეც მივედით. ბოლო სცენაში ფარდის დახურვის წინ ტრისტან ყველაიძე აღა არუთინას მხრებზე ადებს ხელებს და ეუბნება: „ახლა, აღა არუთინ, დავრჩით მარტო მე და შენ...“ ეს ფრაზა რომ წარმოთქვა ტრისტანმა და ფარდაც დახურვისკენ წავიდა, ეროსი თავის კოსტიუმ-გრიმიანად ადგილიდან მოწყდა და სცენაზე დარჩენილ მსახიობებს მიაძახა: თქვენ დარჩით, მე კი ფეხბურთზე წავედი, უნდა მივასწროო. „პაკლონზე“ უკვე ეროსის გარეშე გავედით და დარბაზი მქუხარე ტაშს გვიკრავდა, მიუხედავად იმისა რომ ასოცდახუთწუთიანის პექტაკლი სულ რაღაც სამოც წუთში ვითამაშეთ“.
скачать dle 11.3