კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ბრძნული აზრები

პოლ ვალერი: არაფერია უფრო საშიში, ვიდრე კაცი, რომელიც კარგად იქცევა და ცუდად – ფიქრობს.
შილერი: ახალგაზრდობის თვალით ცხოვრება ხანგრძლივი მომავალია, სიბერის თვალით კი – ძალიან მოკლე წარსული.
ტოლსტოი: მე არ მაქვს ყველაფერი, რაც მიყვარს, მაგრამ მიყვარს ყველაფერი, რაც მაქვს.
ჩერჩილი: მე ხშირად მეკითხებიან: „რისთვის ვიბრძვით?“ ვპასუხობ: „შევწყვიტოთ ბრძოლა და მერე მიხვდებით“.
ჰიტლერი: დემოკრატია არის მმართველობის ფორმა, სადაც ორი დებილის ხმა უფრო ფასობს, ვიდრე ერთი ჭკვიანის.
ჩესტერტონი: თანამედროვე ფილოსოფოსების უმრავლესობა მზად არის, ბედნიერება პროგრესს შეეწიროს, მაშინ, როდესაც მხოლოდ ბედნიერებაშია პროგრესის აზრი.
ბერდიაევი: კულტურა კულტისგან იშვა.
დეკარტი: უნიჭოს გამოცნობასაც ნიჭი სჭირდება.
დოილი: უნდა შეეგუო სხვის უხასიათობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ გამოჩნდები უხასიათო.
ბეკონი: ვინც საკუთარ თავს ვერ მართავს, სხვის მართვაზე ხელი უნდა აიღოს.
ტვენი: კისრის მოტეხვაც თავის ბრალია.
კლიუჩევსკი: უნდა იცოდე, რა იცი და რომელია მათგან მნიშვნელოვანი.
სენეკა: მომავალზე იმდენი უნდა იოცნებოთ, რომ დღევანდელობა არარაობად არ მოგეჩვენოთ.
ვოლტერი: ჩვევაში გადასული ცოდვის გამო, სულ უფრო იშვიათად გვაწუხებს სინდისი.
ჰელვეციუსი: ადამიანები ყოველთვის ილაშქრებენ საღი აზრის წინააღმდეგ, როდესაც საღი აზრი მათ წინააღმდეგაა.
რუსო: ყველა უსაქმური – არამზადაა.
უაილდი: დემოკრატია – ხალხით ხალხის დაშინებაა, ხალხის ინტერესებისთვის.
ჩეხოვი: ამბობენ, რომ სიმართლე იმარჯვებს, მაგრამ ეს არ არის სიმართლე.
ნაპოლეონი: პატრიოტიზმი ადამიანს მონისგან განასხვავებს.
ტალეირანი: თუ გინდათ, რომ ამაღლდეთ, ბევრი მტერი გაიჩინეთ.
დიდრო: ქალებს ერთმანეთი სძულთ, მაგრამ ყოველთვის იცავენ ერთმანეთის უფლებებს.
ნიცშე: ცოლ-ქმარი რომ ცალ-ცალკე ცხოვრობდეს, იღბლიანი ქორწინება გაცილებით მეტი იქნებოდა.скачать dle 11.3