კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2017 (109)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)
მარტი 2017 (212)

№31 კი არ ვიმუქრები, უბრალოდ, ვამბობ. მერე იტყვიან: ოკუპანტებთან წავიდაო

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


მომღერალი ბორის ბედია დიდი ხანია, არც ტელეეკრანზე გამოჩენილა და არც კონცერტებზე. როგორც თავად ამბობს: მას ვიღაცები ბლოკავენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი, გარეგნობაზე აქტიურად ზრუნავს,  ცდილობს, ივარჯიშოს, სწორი კვების რაციონი დაიცვას და ფორმაში ჩადგეს.
ბორის ბედია:
ამ ეტაპზე საერთოდ არ ვარ დაკავებული. ვის მივაწერო, რომ მბლოკავენ, არ ვიცი. ვფიქრობ: კარგი შემსრულებელი ვარ და ბევრი მეკითხება: რატომ იბლოკები, რატომ არ ჩანხარ ტელევიზორში, ვინ არის ეს ხალხიო. ესენი არიან უნიჭო ადამიანები, ღმერთმა ის ნიჭი რომ არ მისცა, რაც – მე და ამიტომაც ხდება ასე. რომ ვიყო ვიღაცისნაირი – ელასტიკებიანი ბიჭუნები რომ არიან, ისეთი, მაშინ ყველგან მიწვეული და დაფასებული ვიქნებოდი. მე კი ასე ვარ. ქართულ ტრადიციებს ვაწვები და ამომიჩემეს ცუდად. ზოგიერთი ტელევიზიის დირექტორთან, ალბათ, ცუდი ხმები მიაქვთ ჩემზე, რომ ყველანაირად დამბლოკონ.
– არ გიფიქრია იმაზე, ისეთი რამ გაგეკეთებინა მუსიკალური კუთხით, რაც ყურადღებას მიიქცევდა.
– ჩემი მაინც აკადემიური სტილია. კლასიკური და ნახევრად კლასიკური მუსიკა, ქართული სიმღერები. სხვა რამესაც ვიმღერებ, შეუძლებელი არაფერია, მაგრამ არ არის ჩემი სტილი და მეც ხომ უნდა „ვიკაიფო“. ასეთი რაღაცები ან გაშიშვლება, რაში მჭირდება? მე ვარ მომღერალი, მამაკაცი და ასეთი რაღაცები არაფერში მჭირდება. ვისაც პრობლემები აქვს, ისინი აკეთებენ ასეთ რამეს.
– რესტორანშიც აღარ მღერი?
– ორი წელია, რესტორანში აღარ მიმღერია. ისეთი „ზაკაზები“ მოდიოდა, თან ისეთი ხალხისგან, რომ ერთხელაც მოთმინება დავკარგე. მირჩევნია, უფულოდ ვიყო, პატარა გავიჭირვო – ისე არ ვიყო, როგორც მაშინ, რადგან თავმოყვარეობა მაგარი რამ ყოფილა. ისეთ სიმღერას შეგიკვეთენ, „არას“ ეტყვი და მერე მაგაზე გიშარდებიან. ერთხელ მოვითმინე, ორჯერ, სამჯერ და მერე ისეთი მოვადე, რომ დავსვი. მას მერე რესტორანში სიმღერა  შემზიზღდა.
– რა არის ამ ეტაპზე შენი შემოსავლის წყარო?
– ღმერთმა კარგად მიმყოფოს და მყავს მეგობრები, რომლებიც ჯიგრულად მეხმარებიან, რომ თავი გავიტანო, საჭმლის ფული მქონდეს. ბინის პრობლემა არ მაქვს. ძირითადად, ქუთაისში ვარ ბიძაჩემთან, იქ ვცხოვრობ. როცა თბილისში ჩამოვდივარ, ხან სოფოსთან ვრჩები, ხან მეგობრებთან.
– ასე ცხოვრება არ არის რთული?
– რთული კი არის, მაგრამ რაღაც სასწაულს ველოდები.
– შენი და და სიძე არ გეხმარებიან, თუნდაც, სამსახურის შოვნაში?
– ტელევიზიით გამოვედი და გავაკრიტიკე კულტურის სამინისტრო. ჯერ რა კონცერტები იმართება და წელიწადზე მეტია, რაც ტარდება, იქაც აღარ მეძახიან. „ბიგბენდშიც” ვმღეროდი, მაგრამ კონტრაქტი დამიმთავრდა. ისეთ მიზერულ თანხას ვიღებდი, თან ამ თანხაში ყველანაირად „გვწველიდნენ“.
– საიდან ელოდები სასწაულს?
– ალბათ, უცხოეთიდან. ზოგჯერ ვამბობ: ღმერთო, კარგია, ასეთი ნიჭი რომ მომეცი, მაგრამ ბიზნესის ნიჭი მოგეცა, ისეთი, როგორიც ხმა მაქვს-მეთქი, ახლა ძალიან კარგად ვიქნებოდი. ვთქვათ, რუსეთში წავედი, დიდ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე, ამათ არ შერცხვებათ? კი არ ვიმუქრები, უბრალოდ, ვამბობ. მერე იტყვიან: ოკუპანტებთან წავიდაო. შენ რა გამიკეთე? გადაცემები იყო იმ დღეს: რუსეთში წავიდა, იმღერაო. ვიმღერებ კი არა, ცერებზე დავდგები – ერთი ვინმე გამოვიდეს და გამაკრიტიკოს, გავუხეთქავ იმ თავს – გინდ ქალი იყოს და გინდ კაცი, იდიოტი იდიოტია. ასეთი ხალხის მეშინია ყველაზე მეტად. იდიოტმა შეიძლება, სამყარო დაღუპოს. დებატებში არასდროს შევსულვარ და არც შევალ. ყოფილა შემთხვევა, დაურეკავთ, მაგრამ უარი მითქვამს. არ მივალ ასეთ თემაზე, რადგან იმას თავისი აზრი აქვს, მე – ჩემი და შოუ უნდა გავაკეთო. მომღერალი კაცი ვარ, არაფერში მჭირდება შოუები, სეირები. ახლა რომ წავიდა ფემინისტები და რაღაც სისულელეები – ის ისეთია, ასე მოსწონს, მე არ მომწონს და მივიდე და ვეჩხუბო? რატომ ვეჩხუბო, უპირველეს ყოვლისა, მამაკაცი ვარ. ჩემს მამაკაცობას ვცემ პატივს.
– არ მოგწონს ფემინისტი ქალები?
– რანაირად უნდა მომეწონოს. მაშინ იმუშაონ იმათაც ვირის მუშებად. შენ რომ მანდილოსანი ხარ, მე უნდა მყავდე ხელის გულზე, შენ უნდა იყო ჩემი ცხოვრების ყვავილი. თუ გინდა, ყველანაირად გამითანაბრდე, მაშინ ნუ გაიპარსავ იმ ფეხებს და ხომ იქნები საზიზღრობა, საშინელება.
– როგორ გესმის გენდერული თანასწორობა?
– თუ მართლა გიყვარს შენი მანდილოსანი, უნდა გაანებივრო, დედოფალივით გყავდეს. ღმერთი თუ შემახვედრებს ასეთ ადამიანს, ყველაფერს შევუსრულებ. მე არ მომეწონება, ჩემი ცოლი მტვირთავად, კანალიზაციის შემკეთებლად მუშაობდეს. რადგან, თუ გათანასწორება გვინდა, მაშინ ამაშიც უნდა გავთანასწორდეთ. პარლამენტარობა რომ უნდათ მაინცდამაინც – პარლამენტარებიც იყვნენ, მაგრამ ესეც იყოს. ისეთიც არ ვარ, რომ ქალი „კუხნაში“ უნდა იჯდეს. ჭკვიანი ქალი „კუხნაშიც“ მაგარია შენთან ერთად, საზოგადოებაშიც და ყველაფერში. ჭკვიანი ქალი არც პროფესორობს – ის ისე იქცევა, რომ ლაპარაკი, დემაგოგია არ სჭირდება. თუ დასჭირდა, თავად გაგაჩერებს და რაც საჭიროა, იმასაც გაგაკეთებინებს. რომ ვხედავ, ჩემთვის თავს გაწირავს, მეც გავწირავ მისთვის – ამაზე მეტი გენდერულობა არ ვიცი მე. კარგი გაგებით – სიყვარულში უნდა დაიწვან ადამიანები. გადაწყვეტილების მიღებისასაც, რაღაც ქალმა უნდა მიიღოს, რაღაც – კაცმა. მტერი რომ შემოგესევა, ხომ არ ეტყვი: მიდი, შენ და მე დავიმალებიო. არ მომეწონება, ქალი რომ კაცს დაემსგავსოს. ეგ იგივეა, რომ კაცთან ერთად ვიცხოვრო. ათასი რამ შეიძლება, დამწამოს ადამიანმა, მაგრამ ჩემზე რომ ვინმემ ასეთი რამ თქვას, გული გამისკდება.
– როგორ მოიქცევი?
– ვიტყვი: დამიმტკიცეთ, მანახეთ მაგის საბუთი-მეთქი. თუ მანახვებ, მაშინ მომაჭერი თავი და თუ არა – მაშინ გამექეცი აქედან.
– კიდევ არ ხარ შეყვარებული?
– მეგონა რაღაცები, მაგრამ არა. ნამდვილად არ ვიცი, რატომ არ მოდის სიყვარული. ალბათ, მოულოდნელად მოვა.
– რომ არ მუშაობ, შემოსავალი არ გაქვს, არ გიქმნის პრობლემას?
– 83-წლიანი ვარ, იმდენი გაჭირვება მაქვს გამოვლილი, ისეთი რამ რომ მობრუნდეს, ნანახი მაქვს და არ მეშინია. იმან იკითხოს, ვინც ფუფუნებაშია გაზრდილი, ვირიშვილურად, არაფერი რომ არ იცის. მე ეს ვერ გამტეხს. რაც შეეხება ქალთან ურთიერთობას, ოჯახის შექმნას, თუ მართლა უყვარხარ, შეიძლება, უსახლკაროც მოეწონო და შენზე გაგიჟდეს.
– როგორ უყურებ ღალატის თემას?
– ერთხელ რომ გიღალატებს, ჩათვალე, ასხუთჯერ გიღალატებს. გადაცემას ვუყურებდი: ქალზე ხელი არ უნდა ასწიოო. რა თქმა უნდა, არ უნდა ასწიო. გიღალატა? ჩაალაგე და წადი. მოღალატე ადამიანზე, ქალი იქნება ის თუ კაცი, ხელის გასვრაც არ ღირს. ის იმდენად განადგურებულია, საკუთარ თავს შემოარტყა უკვე. მაგრამ, დამადასტურებელი ფაქტები ყოველთვის საჭიროა. მე მქონდა ულამაზეს გოგონებთან ურთიერთობა. სულიერადაც კარგები იყვნენ, მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდათ: ეჭვიანობა, ეჭვიანობა. მერე ეს ეჭვიანობა ამოგივა ყელში: არც მაგის სილამაზე გინდა, არც სექსუალურობა. ერთი სული გაქვს, როდის მოშორდება, იმიტომ რომ, უკვე შენს სულსა და ტვინს ჭამს. ბოლოს ვეუბნები: ვერ ვუგებთ ერთმანეთს-მეთქი. მეც არ ვარ ეჭვიანი, მაგრამ რომ ვხედავ, ყველა ბიჭს „ეპადხოდება“, ასეთ გოგოსთან რა მინდა?!
скачать dle 11.3