კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (122)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

№31 ქართველების ჩადენილ მკვლელობას გერმანიაში ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ყაჩაღები 85 წლის ანელიზ მორხუტის ბინაში ღია აივნიდან შევიდნენ. პენსიონერი ქალბატონი სცემეს, გაკოჭეს, პირი აუკრეს და საბანი შემოახვიეს. სახლიდან 2 500-ევროიანი „როლექსის“ საათი, ფული და ოქროულობა გაიტაცეს. პოლიციამ მოხუცი ორი დღის შემდეგ გაგუდული აღმოაჩინა.  გერმანიაში მომხდარ სასტიკ დანაშაულში ბრალდებულად საქართველოს ორი მოქალაქე – 40 წლის ნოდარ ძინძიბაძე და 31 წლის გიორგი ჩხეიძე სცნეს.
მამუკა ჭელიძე (შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი): „ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაა. ამ პროცესში მთავარი მექანიზმი საერთაშორისო თანამშრომლობაა და შემთხვევა, რომელზეც ამჯერად ვსაუბრობთ, ჩვენი ქვეყნის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის ნიმუშის ძალიან კარგი მაგალითია.

  ეს შემთხვევა გერმანიაში მოხდა. რამდენიმე წელია, რაც ჩვენ გერმანელ სამართალდამცავებთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. კერძოდ, ეს დანაშაული ქალაქ ნიურნბერგში მოხდა. 2013 წელს ივნისში, ორმა დამნაშავემ შეაღწია გერმანელი პენსიონერის, 85 წლის ქალბატონის საცხოვრებელ სახლში. ამ დროს ქალბატონს ეძინა, თუმცა გაეღვიძა და შეეცადა, თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. თავდამსხმელებმა დანაშაულის გაადვილებისა და დანაშაულის მტკიცებულებების დაფარვის მიზნით, ქალბატონს ხელ-ფეხი შეუკრეს, გაკოჭეს, პირში ჩვარი ჩაუტენეს, რომ არ ეყვირა. დაუზიანეს სხვადასხვა ორგანო და  ამ ძალადობის დროს, ქალბატონი წამებით გაიგუდა. სახლიდან წაიღეს დაახლოებით 2 500 ევროს ღირებულების მაჯის საათი და ძვირფასეულობა. თუმცა, ეს არ იყო მასშტაბური ძარცვა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდა და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქალაქი არ გამოირჩევა კრიმინოგენულობით და ამასთანავე, დანაშაული საკმაოდ მძიმე და სასტიკია თავის გარემოებებით, გერმანულ პრესაში ამ საქმეს ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა.
მტკიცებულებების შედეგად, გერმანელი სამართალდამცველები გავიდნენ ორ დამნაშავეზე, რომლებიც ეროვნებით ქართველები არიან. მათგან ერთი, 40 წლის ბრალდებული იტალიაში დაიჭირეს 2014 წელს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მეორემ მოახერხა შენგენის ზონის დატოვება”.
პოლიციამ მკვლელობის ადგილზე ორი უცნობი მამაკაცის ნერწყვის კვალი აღმოაჩინა. დამნაშავეების სავარაუდო დნმ-ის ნიმუშებით ანაბეჭდების დადგენის მიზნით, მასშტაბური ოპერაცია „ელზასი“ 2013 წლის ზაფხულში დაიწყო და ორი წელი გაგრძელდა. პოლიციამ ნიურნბერგის სამხრეთ ნაწილში, 20-დან 40 წლამდე ასაკის, 1 000-ზე მეტი ადამიანის ნერწყვის ანალიზი შეამოწმა. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით, ნებისმიერი ინფორმაციის სანაცვლოდ, ჯილდოდ ჯერ 5 000 ევრო დააწესეს, მოგვიანებით კი, თანხა 10 000 ევრომდე გაზარდეს. კვანძი მხოლოდ 2015 წლის მარტში გაიხსნა, როცა ნიურნბერგში აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუში, შვეიცარიის ეროვნულ ბაზაში დაცულ ერთ-ერთ დნმ-ის ნიმუშს დაემთხვა.

ეს საქართველოს მოქალაქის, გიორგი ჩხეიძის დნმ-ის ნიმუში იყო, რომელიც შვეიცარიაში თავშესაფარს ითხოვდა. მას პასპორტი ღვალაძის გვარზეც ჰქონდა. მისი დაკავება მაშინ ვერ მოხერხდა. ჩხეიძის ირგვლივ საქმის ძიებამ სამართალდამცავი ორგანოები მეორე დამნაშავემდე – ნოდარ ძინძიბაძემდე მიიყვანა, რომელიც ამ დროს იტალიაში იყო, სადაც დააკავეს. მოხდა მისი გერმანიაში ექსტრადირება და 2016 წელს, უვადო პატიმრობა მიესაჯა.
რაც შეეხება, მკვლელობის მეორე მონაწილეს - გიორგი ჩხეიძეზე გერმანიამ ძებნა ინტერპოლის მეშვეობით, წითელი ცირკულარით გამოაცხადა. პოლიციის ცნობით, ჩხეიძე კონსპირაციულად გადაადგილდებოდა და ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს. საბოლოოდ. ის, 2016 წლის 18 ნოემბერს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.
მამუკა ჭელიძე: „ის საქართველოში იმალებოდა და ქართულ-გერმანული მხარის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, 2016 წლის ნოემბერში დააკავეს. ეს ადამიანი ჭიათურელია, ამიტომ იმერეთის პოლიცია ძალიან აქტიურად იყო პროცესში ჩართული. ჭიათურელია მისი თანამზრახველიც, მეორე ბრალდებული, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ამ დანაშაულისთვის.”
31 წლის გიორგი ჩხეიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, გერმანიის მოქალაქის მკვლელობისთვის, უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ისევე, როგორც მის თანამზრახველ ნოდარ ძინძიბაძეს, გერმანულმა სასამართლომ.
მიუნხენის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ჩხეიძის დნმ-ის კვალი აღმოჩენილია ცხედარზე, ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე: დანის ტარზე, ბინის დერეფანში არსებული კომოდის მარჯვენა სახელურზე, გარდაცვლილის გატეხილ მობილურ ტელეფონზე, დაზარალებულის კუთვნილ ორ ბეჭედზე.
ბრალდებულების კრიმინალური წარსულის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ  მათგან ერთ-ერთი, გიორგი ჩხეიძე, რომელიც უკვე საქართველოში იხდის სასჯელს, ადრეც იყო ნასამართლევი საქართველოში, ნარკოტიკების უკანონო მოხმარება-შეძენა-შენახვისთვის. მეორე, მისი თანამზრახველი – ნოდარ ძინძიბაძე, აქამდე არც საქართველოში და არც გერმანიაში ნასამართლევი არ ყოფილა. თუმცა ორივე მსჯავრდებული გერმანელი სამართალდამცველების მხრიდან შემჩნეული იყვნენ ქურდობისკენ მიდრეკილებაში და დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ.
скачать dle 11.3