კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ დააპატიმრეს, გაასამართლეს და დახვრიტეს ექიმ-ტრანსპლანტოლოგთა დანაშაულებრივი ექვსეული

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

 საზარელი ისტორია, რომელსაც დღევანდელ პუბლიკაციაში მოგითხრობთ, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა და არ გახმაურებულა. მოქმედი პირების ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება კი – შემთხვევითი, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

საზარელი ბუნკერი

თეთრხალათიანმა ორმოციოდე წლის მამაკაცმა ორივე ამოკვეთილი თირკმელი რომ სპეციალურ ჭურჭელში მოათავსა, სადაც ფიზიოლოგიური ხსნარი ესხა, საოპერაციოს კარი გააღო და დაიძახა:
– დურმიშხან, ნაგავი გადაყარე!
კიტრისთავიანი, გამხდარი, მაღალი დურმიშხანი კოჭლობით შევიდა საოპერაციოში და თირკმელებამოცლილი, შავგვრემანი ახალგაზრდას გვამი გორგოლაჭებიან საკაცეზე გადაიტანა. შემდეგ მეზობელ ოთახში შეაგორა. გვამი უზარმაზარ მუხის მორზე დადო და „რუსული ტაპორით“ დაანაწევრა. სხეულის ნაწილები უზარმაზარ ელექტროღუმელში შეყარა და დაწვა. ორიოდე საათის შემდეგ კი, დანახშირებული მასა უხეშ ტომარაში ჩახვეტა, წაიღო და საკანალიზაციო ლუქში ჩაყარა. უკან რომ მობრუნდა, უკვე ტანსაცმელგამოცვლილ თეთრხალათიანს უთხრა:
– ნაგავი გადავყარე. იქაურობა მოვრეცხე. თირკმელები წამოვიღო, ბატონო ზაურ?
– მე თვითონ წამოვიღებ. შენ კი პალატაში შედი და პაციენტს დახედე. მანქანაში გელოდები.
დურმიშხანმა ზაურის ეს ბრძანებაც შეასრულა. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ კი, ბუნკერიდან ამოვიდა და მანქანაში მჯდომ ზაურთან ერთად ქალაქისკენ დაეშვა.
ლოტკინის მთაზე, ერთ-ერთ კერძო სახლში არალეგალურად გათხრილი ბუნკერი მდებარეობდა. ამ საზარელ ადგილზე ოთხი ოთახი იყო მოწყობილი: საოპერაციო, სადაც გატაცებული ადამიანების ორგანოებს იღებდნენ; პალატა, სადაც სატრანსპლანტაციოდ ამზადებდნენ გატაცებულ ადამიანს; არალეგალური კრემატორიუმი, სადაც უზარმაზარი ელექტროღუმელი იყო დამონტაჟებული და დანაწევრებული გვამის ნაწილებს წვავდნენ და საკანალიზაციო ოთახი, საიდანაც სამხილებს ყრიდნენ. საზარელი ბუნკერის ზემოთ მდებარე ბინა და კერძო ეზო, სამხედრო ქირურგს, თადარიგის პოლკოვნიკს, სტეფან კრიშკინს ეკუთვნოდა.

გაუჩინარებული კაპიტანი
1971 წლის მაისში, საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის ცენტრალური აპარატი თბილისში სპეცოპერაციას ატარებდა. ოპერაციის მიზანი იყო უცხოეთში სადაზვერვო ქსელის თანამშრომელთა შეხვედრის ადგილებისა და სამალავების დადგენა. მასში ოპერატიულ თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩართული, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მოქმედებდნენ. ერთ-ერთი ასეთი თანამშრომელი გახლდათ კაპიტანი იური ლოგოვი. ის ავლაბარში, მათხოვრის ფორმაში გამოწყობილი იჯდა სომხური ეკლესიის წინ და დაკვირვებებს აწარმოებდა, ოპერატიულ ინფორმაციას აგროვებდა. საღამოს კი „მათხოვარი“ თავის ადგილს ტოვებდა, ვიწრო, ძველი, ჩაბნელებული ქუჩებით კონსპირაციულ ბინაში მიდიოდა და თავის კურატორს ანგარიშს აბარებდა. 21 მაისს იური ლოგოვი კურატორთან არ მივიდა. „კაგებემ“ მას ძებნა დაუწყო, მაგრამ ვერსად აღმოაჩინეს. ამიტომ, ინფორმაცია მოსკოვში გაიგზავნა. ცენტრმა კი კაპიტნის სასწრაფოდ მოძებნის განკარგულება გასცა. მთელი უშიშროების კომიტეტი ფეხზე დადგა. გამოცხადდა განგაში ¹1 და გაუჩინარებული  კაპიტნის ტოტალური ძებნა გაჩაღდა.

ვერსიები
„კაგებეს“ თანამშრომლის გაუჩინარება საბჭოთა კავშირში განსაკუთრებული შემთხვევა იყო. ამიტომ, ფეხზე დააყენეს მთელი ოპერატიული და საგამოძიებო სამსახური. ჩატარდა საგანგებო თათბირი, რომელსაც ალექსი ინაური უძღვებოდა. მოსკოვიდან კი სპეციალური ჯგუფი ჩამოფრინდა ლოგოვის მოსაძებნად. უამრავ სამუშაო ვერსიას შორის, ერთ-ერთი იყო კაპიტნის, ამ შემთხვევაში კი „მათხოვრის“ გატაცება, მისი ორგანოების ტრანსპლანტაციის მიზნით. ეს ვერსია მაიორმა მერაბ კობახიძემ წამოჭრა და თავისი სიტყვები ასე დაასაბუთა:
– სავარაუდოდ, გამტაცებლებს ჰქონდათ შეკვეთა. მათ შეარჩიეს ჯანმრთელი მათხოვარი, რომელსაც ძებნას არავინ დაუწყებს. კუდში მიყვნენ მას და გაიტაცეს. თუ ჩემი ვარაუდი სწორია, მაშინ ლოგოვის კვალი ავლაბრის ქუჩებში უნდა ვეძებოთ.
ინაურმა ყურადღებით მოუსმინა კობახიძეს და უთხრა:
– საკმაოდ რეალური აზრია. ამ ვერსიაზე თქვენს ჯგუფთან ერთად იმუშავებთ და დაუყოვნებლივ შეუდგებით საქმეს.
მერაბ კობახიძემ და მისმა ჯგუფმა საგულდაგულოდ გამოჰკითხეს იმ კვადრატის ყველა მცხოვრები, სადაც ლოგოვი გაუჩინარდა. ჩაატარეს უზარმაზარი სამუშაო და 48 საათის შემდეგ, უკვე იცოდნენ, რომ ერთ-ერთ ჩიხში ხაკისფერი „ერაზი“ იდგა იმ საღამოს. მაიორმა თბილისში გაფორმებული ყველა „ერაზის“ კუთვნილება დაადგინა და ასეთი სულ 102  აღმოჩნდა. დაიწყეს ყველა მძღოლის გადამოწმება და გამორიცხვის მეთოდით, სულ 12 ეჭვმიტანილი დარჩათ. მათ შორის იყო თბილისის პროზექტურის თანამშრომელი, 39 წლის დურმიშხან ჭოხრიკაშვილი. სწორედ ის კიტრისთავიანი კოჭლი, რომელიც ორგანოამოცლილ გვამებს ანაწევრებდა და ღუმელში წვავდა.

ტრანსპლანტოლოგთა ბანდა
თორმეტივე ეჭვმიტანილზე „კაგებემ“ უმკაცრესი კონტროლი დააწესა და მათ განუწყვეტლივ უთვალთვალებდნენ. დურმიშხარ ჭოხრიკაშვილს ¹4 ჯგუფი „აძოვებდა“. ხუთდღიანი თვალთვალის შემდეგ დადგინდა მისი კავშირი ექიმ-ქირურგ, ზაურ გვიშტაძესთან და მის კოლეგასთან, უშანგი კომბალაძესთან. მიაგნეს, აგრეთვე, თადარიგის პოლკოვნიკის, სტეფან კრიშკინის კარ-მიდამოს, სადაც გატაცებულ ადამიანებს ორგანოებს აცლიდნენ. გაიშიფრნენ პროზექტურის თანამშრომლებიც, ჭოხრიკაშვილის კოლეგები, სანიტრები: 38 წლის მალხაზ მერხიშვილი და 34 წლის აბესალომ ქაჩლიძე. „კაგებეს“ ოპერატიული ჯგუფი ვარაუდობდა, რომ სწორედ ეს სამეული იტყუებდა წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს და სატრანსპლანტაციოდ, ლოტკინზე მდებარე ბუნკერში მიჰყავდათ. ოპერები არ შემცდარან. 1971 წლის 18 ივნისს, გამტაცებელთა სამეულმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, 9 წლის ბოშა გოგონა, რიტა აიშეროვა გაიტაცა და „ერაზით“ ბუნკერისკენ წაიყვანეს. „კაგებეს“ ოპერატიულმა ჯგუფმა გამტაცებლები კრიშკინის სახლთან აიყვანეს და ბოშა გოგონა გაათავისუფლეს. სახლისა და ბუნკერის ჩხრეკისას კი, პალატაში კაპიტანი ლოგოვი აღმოაჩინეს, რომელიც მეორე დღისთვის თირკმლების ამოსაცლელად ჰყავდათ გამზადებული...
ძიებით დადგინდა, რომ ექვსკაციანი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, 1970-1971 წლებში გატაცებული იქნა რვა ადამიანი და ექვს მათგანს ორგანოები ამოაცალეს. ორი კი – ბოშა გოგონა და „კაგებეს“ კაპიტანი, გადარჩნენ. ძიებით ასევე დადგინდა, რომ თბილისში მოქმედი ექვსკაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დაკავშირებული იყო მოსკოველ პროფესორთან, ანდრეი კოპოვთან. სწორედ ის უკვეთავდა ამ ჯგუფს ადამიანების ორგანოებს და შემდეგ ერთ-ერთი საელჩოს თანამშრომლის შუამავლობით, უცხოეთში ჰყიდდა. ამოცლილი ორგანოები დიპლომატიური ბარგით გაჰქონდათ საზღვარზე, რომელიც არ იჩხრიკებოდა. კოპოვმა ორგანოების გაყიდვით 320 ათასი დოლარი იშოვა. თბილისელ ბოროტმოქმედებს კი 120 ათასი მანეთი გადაუხადა, რომელიც მათ ერთმანეთში გაინაწილეს. ანდრეი კოპოვი თავისი კლინიკის მეექვსე სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა. თბილისური ექვსეული კი, მოსკოვში გაასამართლეს და ყველა დახვრიტეს.
скачать dle 11.3