კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 უკავშირდება თუ არა დათუნა მგელაძის იმიჯის შეცვლა ფულიან ქალს და რას შეეწირა მისი სამსახიობო კარიერა

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 მომღერალი დათუნა მგელაძე ახლახან დაბრუნდა პრაღიდან. იქ მან ახალი კლიპი გადაიღო და დაბადების დღეც უცხოეთში აღნიშნა. ბოლო დროს, დათუნამ ჩაცმის სტილი საგრძნობლად შეიცვალა. ამბობენ, ეს საყვარელი ქალის დამსახურებააო. რასაკვრიველია, ჩვენ ეს ამბავი თავად მომღერალთან გადავამოწმეთ და სამომავლო გეგმებსა და სიახლეებზეც ვესაუბრეთ.
დათუნა მგელაძე:
ზაფხულის პერიოდში ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად. დავაკვირდი, ამ ზაფხულს უცნაური ნევროზი დამემართა – მოღიმარ, ბედნიერ ხალხს რომ ვხედავ, მეც მეღიმება და მიხარია. კლიპიც გადავიღე პრაღაში, ავსტრიაშიც დავისვენე და ახლა, ბათუმში დასვენებას ვგეგმავ. სხვათა შორის, ჩემი დაბადების დღე დაემთხვა ავსტრიაში ყოფნას და ღამის კლუბში აღვნიშნე. მეორე დღეს კახა კუხიანიძის დაბადების დღე იყო, ის და ვერიკოც იქ იყვნენ და მეორე დღეც გადავაბით, იქაურ მასპინძლებთან ერთად.  მართალია, ოჯახის წევრებისა და უახლოესი ადამიანების გარემოცვაში არ ვიყავი, მაგრამ პირდაპირ ხაზზე იყვნენ და ჩემთან ერთად აღნიშნავდნენ. მახსოვს, ყველაზე დიდი დაბადების დღე გადავიხადე მოსკოვში. როცა იქ ვცხოვრობდი ცოტა ხნით. ქართველები შევიკრიბეთ, ჩავსხედით და კარგად ვიგუგუნეთ.
– მერე, მაგ ჩასხდომასა და ჩაგუგუნებას, კარგი რუსის „ნაშოჩკებიც“ რომ მოუხდებოდა?
მაგის მეტი რა იყო (იცინის).
– ერთი პერიოდი, სერიოზულად ფიქრობდი რუსეთში მუსიკალური კარიერის აწყობას და თავის იქ დამკვიდრებას. დიდი გეგმებიც გქონდა, თუმცა, უკან დაბრუნდი. რა მოხდა?
– ამხელა ბაზარზე რომ გინდა შესვლა, დიდი ფულიც უნდა გქონდეს. ჩემი საშუალებით, დახმარებისა და გვერდში დგომის გარეშე, არაფერი გამოვიდა. უნდა გყავდეს მაგარი სპონსორი, პროდუქტი უნდა დადო და დიდი ფული უნდა გქონდეს, არარეალურ თანხებზეა ლაპარაკი, რუსეთში რომ ფეხი მოიკიდო. მე ამას მარტო ვერ გავწვდებოდი. თუმცა, ცხოვრებაში მიმართლებს და იმედია, კიდევ ბევრჯერ გამიმართლებს. რუსეთიდან ჩამოვიტანე კონტაქტები და მოვა დრო, ისევ დავბრუნდები იქ. მინდა, ისე ავეწყო, როგორც ჩემი მეგობარი დათო ხუჯაძე – აქ ვიცხოვრო და მოსკოვში კონცერტებზე ვიარო. ახლა იწყება ჩემი სასიმღერო კარიერის აღმავალი პერიოდი და მე ამის მჯერა. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
– თქვი, ცხოვრებაში მიმართლებსო. როდის იდგა შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი?
– როცა ათი წლის წინ ავარიაში მოვყევი და ორი წელი ვიწექი სახლში. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო და იმედია, ეს იქნება ბოლო. ყველანაირი იმედი გადამეწურა, ფაქტობრივად, ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე და მერე, მოხდა ის, რასაც მთელი ცხოვრება ვნატრობდი.
– რას გულისხმობ?
– რას და, დღეს თუ ვმღერი, ეს იმ საშინელი ავარიის დამსახურებაა. მანამდე კი ვმღეროდი ვიწრო წრეში, მაგრამ სცენაზე მიკროფონით ხელში დგომაზე არც მიფიქრია. იმ ავარიამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა.
– თეატრალურში, სამსახიობო ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული. შენი პროფესიით არ გიფიქრია სცენაზე დადგომა?
– თეატრალური რომ დავამთავრე და სადიპლომო ვითამაშე, სწორედ მაშინ მოვყევი ავარიაში. ამას ჩემი სამსახიობო კარიერა შეეწირა, ბევრი დრო დავკარგე. თუმცა, ისევ სცენაზე ვდგავარ.
– როგორ გგონია,  რომ არა ის საშინელი ავარია, როგორი მსახიობი იქნებოდი დღეს?
– ამაზე მეც ვფიქრობ. თუმცა, ვიქნებოდი – არა! აუცილებლად ვიქნები, ოღონდ კინომსახიობი (იცინის).
– ამბობენ, შენს პირად ცხოვრებაში არის ასაკით უფროსი, საკმაოდ შეძლებული და ლამაზი ქალი, რომელიც გაფინანსებს და მის ვინაობას მალავ...
– უჰ, შენს პირს შაქარი. რა ჯობია ლამაზ და ფულიან შეყვარებულს, მაგრამ სად არის? (იცინის) კიდევ ბევრი ჭორი გავიგე ჩემზე, ხან ვინ მომაყვანინეს ცოლად და ხან ვინ. ვინ არ შემაყვარეს, მაგრამ ქორწილი არ გადამიხადეს. ეს ბოლო ჭორია, რომ მყავს ჩემზე ბევრად უფროსი, ფულიანი ქალბატონი, რომელსაც ვყვარობ, მყვარობს და მაფინანსებს. მანქანაც თვითონ ვიყიდე და არც არავინ მიჯიბავს ფულს. ფულიან ქალთან ურთიერთობას, უმეტეს შემთხვევაში, ბოლოს ქალისგან „პანჩური“ მოსდევს. ჰოდა, ქალის „პანჩურის“ ამორტყმას, მირჩევნია, თვითონ ვიშოვო, თორემ მანქანაც იქით დამრჩება და მილიონებიც (იცინის). რატომაც არა? მინდა, მყავდეს შეყვარებული, მაგრამ არა რაღაცის და ვიღაცის გამო. ეტყობა, ჯერ პატარა ვარ და სიყვარულის დრო არ მოსულა.
– კი მაგრამ, 31 წლის ხარ და ჯერ როგორ არ დადგა შეყვარების დრო?
– შეყვარებულობის დრო ადრეც იყო და ახლაც არის, მაგრამ ჯერ არ გამოჩენილა ის ერთადერთი ჩემს ცხოვრებაში. რომ დავინახავ, გული უნდა ამიჩქარდეს და ეს, ჯერ არ დამმართნია (იცინის). როცა პულსი ამიჩქარდება, მივხვდები, რომ შეყვარებული ვარ. თორემ, ლამაზი ქალის „შებმას“ რა უნდა? ძალიან ადვილია (იცინის). ბავშვობის მერე შეყვარებული არ ვყოფილვარ. მართლა გიჟურად მიყვარდა, სხვანაირად თენდებოდა და ღამდებოდა.  მოკლედ, გიჟმაჟი შეყვარებული ვარ – თუ მიყვარს, ბოლომდე მიყვარს.
– ისიც გავიგე, რომ იმიჯის ცვლილებაც სწორედ  საყვარელ ქალს უკავშირდება.
– ჩემს იმიჯთან ქალი არაფერ შუაშია (იცინის). უბრალოდ, ტანსაცმლის ამოჩემება ვიცი. შეიძლება, სამი თქვე კლასიკური ტანსაცმლით ვიარო, მეორე სამი თვე – შორტებით, მერე – ჯინსებით და ასე შემდეგ. სანამ არ მომბეზრდება, სტილს არ ვიცვლი. ახლა, ახალი ამოჩემება მაქვს – მსუბუქი, სპორტულ-ტურისტული.
– ამ ბოლო დროს, სულ ქუდით დადიხარ. ესეც ამოჩემებაა?
– თმა გადავიპარსე, თავს ვასვენებ (იცინის). კონცერტებსა და გადაღებებზე იმდენ ლაკს მასხამდნენ, ავდექი და გადავიპარსე. ვიფიქრე, დავასვენო თმა-მეთქი და დავდივარ თავხოტორა (იცინის).
– წელს ვისთან ერთად გეგმავ ბათუმში დასვენებას?
– ჯერ არ ვიცი, ალბათ, მეგობრები იქ შევიკრიბებით. ზოგადად, როცა სამოგზაუროდ მივდივარ, ვარჩევ, ვისთან ერთად წავიდე, ყველასთან ვერ ვიქნები კომფორტულად. მწარე გამოცდილება მაქვს, ხომ იცით, მოგზაურობისას, ადამიანის ხასიათი კარგად ვლინდება (იცინის).
– და ბოლოს, როდის ვნახავთ შენს ახალ კლიპს, რომელიც უცხოეთში გადაიღე და მასში ულამაზესი, ჩეხი გოგონა მონაწილეობს?
– სავარაუდოდ, სექტემბერში ვგეგმავ კლიპის ჩვენებას. სიმღერა და კლიპის სიუჟეტი მოგონებებზეა – ჩავედი უიქენდზე, გავიცანი გოგონა, კარგი დრო ვატარეთ და ბოლოს, დავშორდით.
скачать dle 11.3