კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 გახდი მილიონერი!

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

გაინტერესებთ, გაქვს თუ არა შანსი, რომ მილიონერი გახდეთ? მაშინ ეს ტექსტი თქვენთვისაა. გულახდილად უპასუხე შეკითხვებს:
1. შემოგთავაზეს ფულის დაბანდება პროექტში, რომელსაც რისკი ახლავს:
ა) რაც არ ვიცი, იმაში ფულს ვერ ჩავდებ;
ბ) რისკი არ მიყვარს, მოვერიდები;
გ) რატომაც არა, რისკი კეთილშობილური საქმეა.
2. ბევრი ფული, ეს არის...
ა) უამრავი სიამოვნების მიღების საშუალება;
ბ) უსარგებლო პრობლემები, შურის წყარო;
გ) ოცნებების რეალიზების საშუალება.
3. აღწერეთ თქვენი გარდერობი:
ა) მე ყოველთვის მოდის პიკში ვარ;
ბ) ულტრამოდური ნივთებიც მაქვს და უბრალო, კომფორტული სამოსიც;
გ) არ მიყვარს ბევრი ტანსაცმელი, მირჩევნია ცოტა და მოსახერხებელი.
4. ბევრი ნაცნობი გყავთ?
ა) უამრავი. მიყვარს ბევრ ადამიანთან ურთიერთობა;
ბ) რამდენიმე ერთგული მეგობარი მყავს მხოლოდ;
გ) მე მხოლოდ თანამოაზრეები მახვევია გარს.
5. როცა მნიშვნელოვან შეხვედრაზე გაგვიანდებათ:
ა) სულ ამ რეჟიმში ვარ. ვერ ვანაწილებ დროს;
ბ) არ ვიცი, ეს რას ნიშნავს;
გ) ვიხდი ბოდიშს. ეს ყველას შეიძლება, დაემართოს.
6. პირდაპირი გზა გამდიდრებისკენ არის:
ა) ხშირი და თამამი ექსპერიმენტი;
ბ) სწავლა და მუდმივი პრაქტიკა;
გ) ცხოვრების სტილის სწრაფი ცვლა.
7. კაზინოში გამდიდრება შეიძლება, თუკი...
ა) ხშირად და მსხვილ თანხაზე ითამაშებ;
ბ) კაზინოში ვერ გამდიდრდები;
გ) კაზინო თქვენი საკუთრებაა.
8. გაქვთ ჰობი?
ა) რა თქმა უნდა, ინტერესიანი, შემოქმედებითი ნატურა ვარ;
ბ) აუცილებლად. ჰობი მოდუნებაში მეხმარება;
გ). არა. ჩემი ჰობი ჩემი საქმეა.
9. სამუშაო დღის შემდეგ რესტორანში დაგპატიჟეს:
ა) სამუშაოდან ადრე გავიქცევი, რომ სიამოვნება არ მოვიკლო;
ბ) უარს ვიტყვი, დასვენება მირჩევნია;
გ) გამიხარდება. სწრაფად „გადავეწყობი“ დასვენებაზე.
10. თუ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით:
ა) კრედიტს ავიღებ;
ბ) ეკონომიას გავწევ;
გ) კიდევ ერთ სამსახურს ვიშოვი.
11. მეგობრები გაფასებენ იმიტომ, რომ...
ა) ყოველთვის აქვთ თქვენი იმედი;
ბ) ძალიან ოპტიმისტი ხართ;
გ) ღია ხართ ყველაფერი ახლის მიმართ.
ნახეთ, რომელი პუნქტია თქვენს პასუხებში უფრო მეტი:
ა) თუ გინდათ, გამდიდრდეთ, ცხოვრების მდიდარი პარტნიორი უნდა იპოვოთ. სხვა შანსი არ გაქვთ. თანაც, ეს ურთიერთობა სტაბილური უნდა იყოს და უჯერებდეთ მას.
ბ) საერთოდ არ მიილტვით გამდიდრებისკენ. გყოფნით ის, რაც უკვე გაქვთ. გირჩევნიათ, ცხოვრებით დატკბეთ, ვიდრე ფული აგროვოთ და იწვალოთ. ეკონომია თქვენი საქმე არ არის.
გ) სწორ გზას ადგახართ. მილიონერი აუცილებლად გახდებით, თუ ცოტა კიდევ მეტად მოინდომებთ და გარე ფაქტორებიც თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.
скачать dle 11.3