კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: როგორ მოვუარო ფეხებს, რომ მისი კანი და ფრჩხილები ლამაზად გამოიყურებოდეს? თუ არსებობს სპეციალური აბაზანები ფეხის ტერფებისთვის, რომელსაც სახლის პირობებში მარტივად გავიკეთებ?
პასუხი:
ფეხების მოვლა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახის კანის. არსებობს რამდენიმე აუცილებელი წესი, რომელთა დაცვაც მოხდენილი და ლამაზი ფეხების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. აუცილებელია, ყოველ საღამოს ფეხების თბილი წყლითა და საპნით დაბანა და გულმოდგინედ გამშრალება. ფეხის ფრჩხილები გვერდებზე ღრმად არ ამოიჭრათ, თორემ შემდეგ შეიძლება ხორცში ჩაგეზარდოთ.
თუ დღის ბოლოს ფეხები ძალიან დაგეღალათ, აუცილებლად გაიკეთეთ სამკურნალო ბალახეულის ან მარილის აბაზანები. პროცედურის ბოლოს ტერფები 10-15 წუთის განმავლობაში დამარბილებელი კრემით დაიზილეთ. მასაჟის დროს კარგად დაიზილეთ თითების ბალიშები და ფეხისგულები. კვირაში ერთხელ ფეხისგულებზე სკრაბი წაისვით და ჯაგრისით ან პემზით დაიმუშავეთ. კარგია დამარბილებელი კრემის ნიღბები: ფეხის ტერფებზე, განსაკუთრებით, ქუსლებზე, სქლად წაისვით კრემი, შემოიხვიეთ ცელოფანი. პირსახოცი და ერთი საათით გაიჩერეთ. თუ ფეხები გიოფლიანდებათ, ყოველ დილით შეისხურეთ ფეხებისთვის განკუთვნილი სპრეი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აკონტროლებს ოფლის გამოყოფის პროცესს.
კითხვა: ყელის არეში კანი დამინაოჭდა. პლასტიკური ქირურგის დახმარების გარეშე, შემიძლია კანის დაჭიმვა სახლის პირობებში, სპეციალური კრემებით ან სკრაბებით?
პასუხი:
არსებობს საშუალება, რომლის რეგულარულად გამოყენების შედეგად, შესაძლებელია კანის დაჭიმვა და სიგლუვისა და სიმკვრივის დაბრუნება. ამისთვის დაგჭირდებათ 2 სადილის კოვზი ყავის ნალექი, 0,5 ჩაის კოვზი კამფორის ზეთი, 2 სადილის კოვზი კოსმეტიკური თიხა. გახსენით თიხა წყალში, დაამატეთ ყავის ნალექი და კამფორის ზეთი. წაისვით ნარევი პრობლემურ ადგილებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი. გაიჩერეთ 30 წუთი, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი საცხი. ასეთი 10-დღიანი კურსი, კვირაში 2-3-ჯერ, დაგეხმარებათ კანის დაჭიმვაში. ეფექტი შესამჩნევი გახდება უკვე პირველივე გამოყენების შემდეგ.
скачать dle 11.3