კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ყირამალა საყვარლები

თათია ფარესაშვილი ნიმა ბარათელი

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები 

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-30(865)



ისტორია ოცდამეექვსე
ორს პლუს ორი, როცა მაინც სამია
(მოქმედი პირები: თეო და დუდუ)
– თეო, აქ ხარ?! აბა, ამოშაქრე, როგორი ყავის მოდუღება ვისწავლე? –  გამომაფხიზლა დუდუს ხმამ.
– ფანტასტიკ! და მადლობა, ჩემი და ყველის რომანი რომ გახსოვს...
– მე ყველაფერი მახსოვს და...
დუდუ დაიხარა და თეოს ლოყაზე აკოცა, მერე ყურის ძირში. თმა მკვეთრი მოძრაობით, მაგრამ ნაზად, მარჯვენა მაჯაზე გადაიხვია, ქალის სახე მიიზიდა და თვალებში ჩააშტერდა.
 ამ დროს შემოსასვლელ  კარზე ისევ  ზარი დარეკეს. ცოტა ხანში საკეტში გასაღების გადატრიალების მცდელობის ხმა გაისმა, მერე კიდევ ერთხელ და...

საკუთარივე რქების სიმძიმე
(მოქმედი პირები:
ლანა, ქეთა და ზურა)

ქეთას დანახვას სიკვდილი მერჩივნა, მაგრამ გავუღიმე, შევეცადე, რაც შეიძლება, ბუნებრივი ვყოფილიყავი: რამ შეგაწუხა, რძალო?!
„რძალო“ განსაკუთრებით მკაფიოდ წარმოვთქვი, ცხადია, იმ შალავას გასაგონად. ქეთა ჩემი დანახვისთანავე წამოხტა სკამიდან და დაიქოქა: ლაშას ვეძებ მთელი დღეა, დამირეკა, სტამბოლში მივდივარო და მას შემდეგ ვერაფრით ვუკავშირდები. აეროპორტშიც დავრეკე, დღეს სტამბოლში რეისი იყო, მაგრამ კარგა ხნის ჩაფრენილია. ლაშა კი არა და არ მირეკავს! ყველგან მივწერე: სკაიპში, ვაიბერზე, ვოთს აფზე, ხაზზე არ არის. მეილზეც არ მპასუხობს! ლამისაა გული გამისკდეს, ისე ვნერვიულობ! ჩემი ლაშიკო…
ქეთამ ტირილი დაიწყო. ცრემლები მართლა წამოუვიდა და სულ ცახცახებდა. რომ არ ვიცოდე, რა პირწავარდნილი ბოზია, დავიჯერებდი, რომ ნერვიულობისგან გული უსკდება. ქეთას შემხედვარე ლანა აფორიაქდა.
– ზურა, სად იქნება ლაშა?! რამე ხომ არ მოუვიდა, ხომ არ დავიღუპეთ?!
– სად უნდა იყოს, სტამბოლშია. ველაპარაკე ამ საღამოს, რაღაც კავშირის პრობლემაა. მითხრა, ქეთას შენ გაბარებ, თუ რამეო. რა გაპანიკებთ?! პატარა ბავშვი ხომ არ არის?! ჩამოვა ხვალ.
– ვისთან ერთად წავიდა? ისევ თეოსთან ერთად? –  იკითხა ქეთამ ნამტირალევი ხმით და გამომხედა.
– თეო ვინ არის? რა სასაცილო სახელია, –  ჩაერია ლანა.
– თეო ამათი თანამშრომელია, შინაბერა ტუტუცი და, მგონი, ჩემს ლაშიკოს ეკურკურება, –  ვითომ ისევ გული ამოუჯდა ქეთას და სლუკუნით განაგრძო: ზურა, ახლავე დაურეკე იმ თეოს თუ ჯანდაბას! უნდა გავიგო, სად არის!
ქეთა მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მივხვდი, რომ ყვითელი ამინთო და თუ არ დავყვებოდი მისი თამაშის წესს, მუქარას აასრულებდა.
– ვინ გაიგონა სამსახურში ასეთი რამეები. არ მგონია, ლაშამ ასე დაიმციროს თავი, ტყუილად ნერვიულობ, –  ლანა გულწრფელად ცდილობდა ქეთას დამშვიდებას.
ქეთა კი ისტერიულად იმეორებდა: ახლავე დაურეკე იმ ქალს! ახლავე! თორემ მივუვარდები სახლში და გავჩეჩავ!
– კარგი, დავრეკავ. დამშვიდდი, –  ტელეფონი ავიღე, ვითომ კარგა ხანს ვეძებე ნომერი და ვითომ თეოსთან დავრეკე: თეო, ზურა ვარ, საით ხარ? აა, უკვე სახლში? კარგი, კარგი, მეგონა, შენ იყავი დღეს მორიგე. რაღაც საბუთი მჭირდებოდა.
– აი, ხომ ხედავ, თეო სახლშია და ამიტომ ერთდროულად ორ ქალაქში ვერ იქნება, –  ვუთხარი ქეთას, –  შენც დამშვიდდი.
– პიტნის ჩაის მოგიტან და ცოტას დაგაწყნარებს, –  მზრუნველობით უთხრა ლანამ და სამზარეულოში გავიდა. ლანას მზერა გავაყოლე და ჩემს ცხოვრებაში პირველად გამიელვა თავში: ამ ქალთან ერთად როგორ ვცხოვრობ?! ამ სიცარიელეში?! მე ვატყუებ, ის თავს იტყუებს. ცალ-ცალკე ოთახებში გვძინავს და ვითომც არაფერი, მაინც ცოლ-ქმარი გვქვია და ამ ფარსს კი –  ოჯახი…
უცებ ყურთან სისინივით ჩამესმა: ამაღამვე, სანამ მთვარე ჩავა და მზე ამოვა, გამიგებ დაზუსტებით, სად წაეთრა ჩემი ქმარი, ვინ წაათრია თან და როდის ჩამოეთრევიან! თუ ამას არ იზამ, იცი, რაც მოგივა. ფოტოებიც მაქვს, როგორ გამოიძურწები ხოლმე იმ შენი თეოს სახლიდან და მაგ გასაღებების ასხმაზეც რომ იმის ბინის გასაღები გიკიდია, ეგეც ვიცი, –  ქეთა ისე უცებ გასრიალდა სავარძლისკენ, რომელშიც იჯდა, რომ ოთახში ლანგრით შემოსულ ლანას არაფერი შეუნიშნავს.
– აი, პიტნის ჩაიც, დალიე, საყვარელო. თუ გინდა, ჯერ სახეზე ცივი წყალი შეისხი, ძალიან ხარ ანერვიულებული. კიდევ კარგი, ჩემს ზურიკოს არ უყვარს ასეთი სიურპრიზები, –  ლანამ სიყვარულით გადმომხედა.
– კი, ზურაში გაგიმართლა, ლანა. ასეთი იდეალური ქმარი სანთლითაა საძებნელი. ლაშას ცოლი რომ არ ვიყო, ნამდვილად ზურასნაირ ქმარს ვისურვებდი, –  ქეთამ ჩაი მოსვა და ვითომ ამოისლუკუნა.
ლანას აშკარად არ მოეწონა რძლის აზრი, მაგრამ არ შეიმჩნია, მხოლოდ მე გადმომხედა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, თან, ქეთაზე მიმანიშნა.
– რა გამახსენდა?! შალვას დაურეკე, მძღოლს. მე არაფერი მითხრა, იქნებ შენ გითხრას რამე?! –  შეჰყვირა უცებ ქეთამ.
შალვას ნომერი ავკრიფე: ლაშა შენ გააცილე? მარტო წავიდა? აჰა და, როდის ჩამოდის? დღეს დაგირეკა, რომ სამ დღეში?! კარგი.
– სამ დღეში ჩამოდის?! სამ დღეში?! ამდენი ხნით დამტოვა მარტო?! –  ქეთამ ისევ ზლუქუნი ამოუშვა.
– მე უნდა წავიდე, –  ვთქვი მოულოდნელად. ლანამ და ქეთამ ერთდროულად შემომხედეს. ამ სახლში უცებ სული შემეხუთა…
– თუ რამე დაგჭირდა, დამირეკე, –  მოკლედ მოვუჭერი ქეთას, –  ისიც მახსოვს, რაც მთხოვე და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება.
სახლიდან ისე სწრაფად გავედი, ლანა ვერც კი დამეწია. კარი თვითონ გავიჯახუნე. მანქანაში ჩავჯექი და დავქოქე. აზრზე რომ მოვედი, თეოს სახლთან ვიდექი. გადასვლა მინდოდა და არც მინდოდა. აზრებს ვერ ვალაგებდი. თეოს შემორიგებისთვის კი ნათელი გონება მჭირდებოდა. მანქანაში ვიჯექი და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი: ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც საჭირო იყო. მე რა გავაკეთე, თავისით გამოვიდა. თითქოს ვიღაცის მიერ დაწერილ სცენარს მივყვებოდი: ცოტას ვაშავებდი, შარში ვეხვეოდი, ვჩხუბობდი, ცუდად ვსწავლობდი, დიდხანს ვიყავი ქუჩაში, მშობლებს არ ვუჯერებდი. მაინც ჩავაბარე, აბა, ჩემი მშობლები როგორ გადაიტანდნენ იმას, რომ მათ შვილს უმაღლესის დიპლომი არ ჰქონოდა?! პრინციპში, ახლა რომ ვფიქრობ, კარგი ქნეს, რომ დამაძალეს, თორემ მე ისევ ვიყიალებდი ქუჩა-ქუჩა „დაბოლილი“. ისე, ახლა კარგი იქნებოდა, ეგრევე დავიკიდებდი ყველაფერს, ცოტა ხნით მაინც…
ჰო, მერე?! მერე რა მოხდა?! მერე სტუდენტობა, გოგოები, ბიჭები, თუ ამას სტუდენტობა ერქვა. გაყინული აუდიტორიები, თუმცა სკოლას კი ჯობდა. აი, ყინვა სკოლაში იყო, თუ იყო და სიბნელე. ფაქტობრივად, სიბნელესა და სიცივეში გაიარა ჩვენმა ბავშვობამ, აი, თოვლის მოსვლა რომ გაპანიკებს, ისე რომ იყინები. თუმცა სტუდენტობას არა უშავდა, ცოტა გავნათდით და დავთბით. ახლა ვერც ვიჯერებ, რომ ეს მე გავიარე, მგონია, რომ სხვის ამბავს ვყვები, შორიდან ნანახს. მერე თითქოს ლატარიის ბილეთი მოვიგე –  ლანას სახით. კაი ხანს არ ვუტყდებოდი საკუთარ თავს, მაგრამ ლანა ფულის გამო მოვიყვანე. ნუ, მთლად ფულისაც არა, სანდომიანი იყო, წყნარი და ძალიან შეყვარებული ჩემზე. შემდეგ ისევ სცენარი ამუშავდა: ქორწილი, სექსი მოვალეობის მოხდის მიზნით, ის –  ქვემოდან, მე –  ზემოდან, ჩუმად და სიბნელეში. მერე ბავშვები და გარანტირებული სამსახური. ლაშა მაგარია, ვაღიარებ, რომ მაგარია, მაგრამ ეგეც ვერ აცდა ბოლომდე მისთვის დაწერილ სცენარს. სცენარს რა, უფრო ხაფანგს. თუმცა მას კი ჰგონია, რომ აცდა და მისი ეს აცდენა ქეთაა. ამ დროს პირიქითაა: ქეთაა მისი დაღი.
მაგრამ მე?! მე რა გავაკეთე ამ ცხოვრებაში ჩემით?! არც არაფერი! ყველაფერი მზამზარეული მომეცა. ჰოდა, მზამზარეული რომ მომეცა, იმიტომაცაა უმარილო. ოფლი, ეტყობა, იმიტომაა მარილიანი, რომ ცხოვრებას გემოს აძლევს. კინაღამ დამავიწყდა: ჩემით თეო ავირჩიე. მე ავირჩიე ვითომ?! არა, სცენარმა აირჩია: უსაფრთხო საყვარელი! და კიდეც გამიმართლა: მუქთახორა იდიოტებს ხომ, როგორც წესი, უმართლებთ?! თეო ოცნების საყვარელია, თუ მის პერიოდულ ისტერიკებს არ ჩავთვლით. მაგრამ ესეც უხდება, აი, იმ მარილს ჰმატებს ჩვენს ურთიერთობას, რომელიც დაგემოვნებისთვის აუცილებელია.
რატომ მივდივარ სახლში ყოველ საღამოს? ლანასთან აღარაფერი მაკავშირებს. ვითომ ჩვევა?! კი მაგრამ, რის ჩვევა?! ოჯახური სიმყუდროვის?! და ოჯახი რა არის?! ერთ ჭერქვეშ რომ გძინავს და მის მომზადებულ საჭმელს ჭამ და გირეცხავს?! ჩემი შვილების დედაა, მართალია. თეო ვერ იქნებოდა ჩემი შვილების დედა?! იქნებოდა რა, ვერ იქნება?!
ვერ იქნება! რატომ ვერ იქნება?! იმიტომ რომ, უტრაკო ვარ?! ყველაფერს დავკარგავ: სახლსაც და სამსახურსაც! ესე იგი, ვინ გამოვდივარ მაშინ?! და თეოს ვენდომები უსახლკარო და უსამსახურო?! აი, ლანას ვუნდოდი. მე მენდომება უსახლკარო და უსამსახურო თეო?!
აჰა, კინაღამ დამავიწყდა, თეოც უსამსახურო იქნება! ჰაჰა, არაა ცუდი, ოდესმე რაღაც ხომ უნდა გავაკეთო ჩემით და ვინმეს ზურგს უკან არ დავიმალო?! კი ბატონო, თეო რომ არ გამოჩენილიყო, ლანასთან ბედნიერად ვიცხოვრებდი. ბედნიერადო, ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ ჩვეულებრივად, ნორმალურად და სცენარიც გაგრძელდებოდა: ცოტა-ცოტა ქალები ექშენისთვის, მერე შვილების დაქორწინება, მერე შვილიშვილები… მერე მოვკვდები და ეგრე რა.
თუმცა სიკვდილით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოკვდები მაინც. შენ ის თქვი, როცა ცოცხალი ხარ, როგორ იცოცხლო?!
ისიც ვერ მოვახერხე, რომ თეოსთან ღამით დავრჩენილიყავი ხოლმე! მასთან ერთად არსად ვყოფილვარ! ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ, მშიშარა ვარ. ოღონდ მე ამას შვილებს ვაბრალებდი ყოველთვის: შვილები კარგი იარაღია, როდესაც თავის დაძვრენა გინდა. და შვილებს სჭირდებათ მშიშარა მამა?! და შვილებს რამეს აძლევს ფარსში ცხოვრება?! ისინიც ხომ ჩათვლიან, რომ ფარსია ნამდვილი და ნამდვილი –  ფარსი?! ისინიც მოატყუებენ, მათაც მოატყუებენ, მაგრამ ეს ნორმალური ეგონებათ. თუ ნორმალური არ ეგონებათ, მე ვინ ვიქნები მათთვის?! ლანამ რომ მათი ნახვის უფლება არ მომცეს?!..
სულ გავრეკე, რას ჰქვია, უფლება არ მომცეს?! ციხეში ვარ და „სროკს“ ვიხდი?! ჩემი თავისუფლება თეოა, იმიტომ რომ, მასთან მინდა. ზუსტად ვიცი, რომ მასთან მინდა. თეოც რომ ლანასნაირი გახდეს?! არააა… გამორიცხულია…
ჩემი თეო, ჩემი საყვარელი ღიპუცა გოგო, ჩემი ისტერიკიანი, ჩემი ლამაზი!.. –  თეო წარმოვიდგინე და გამეღიმა.
***
კაკუნმა გამომაღვიძა, უცებ ვერ გავერკვიე, სად ვიყავი. წვერებიანი კაცი, მათხოვარი იყო, რაღაცას მთხოვდა. ხურდა მოვჩხრიკე მანქანაში და მივეცი. საათს დავხედე: 9 საათი ხდებოდა. როგორც კი დღის სინათლე მეცემა, მაშინვე მეღვიძება. ახლა რა მომივიდა, ვერც მივხვდი: რამ დამაძინა ასე საღათას ძილით?! ან ამ ტელეფონს ხმა როდის გამოვურთე?! ლანას უამრავჯერ დაერეკა, იმ შალავა ქეთასაც; ისე, ვისთან ერთად წავიდა ლაშა ან რატომ რჩებოდა კიდევ სამ დღეს?! ეგ თუ იმ ბოზანდარას რქებს ადგამს?! იქ სცენა იქნება, მიმიქარავს ჩემი, რომ გაიგებენ, ლანას ვშორდები.
ლანას ვშორდები?! ეს აზრი მევე მეუცხოვა, მაგრამ ძალიან მომეწონა. აქამდე აზრის დონეზეც კი არ გამიჭაჭანებია გონებაში. არადა, რა იოლი ყოფილა: მე კი არა, მეფეები გაშორებიან თავიანთ ცოლებს! გულიდან თითქოს ლოდი მომეხსნა: ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ უნდა გავაკეთო ის, რაც მინდა მე და არა ვინმე სხვას. ან საჭიროა, რომ მინდოდეს?!
და აი, აქ უცებ გამახსენდა, რამდენი სისულელე ვთქვი თეოსთან! თეო ჩემი გოგოა და ყველაფერს გაიგებს! ეთოსთან მინდოდა! თეოს გარდა არავინ და არაფერი მახსოვდა! თეო მინდოდა! მხოლოდ თეო და მეტი არავინ!
***
კარი ვერ გავაღე, შიგნიდან იყო გადარაზული. ჯერ დავაკაკუნე, მერე ზარი დავრეკე. თეო კარს არ აღებდა და ბინიდანაც ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, მაგრამ მე თეოს სურნელსაც ვგრძნობდი, თუმცა ცოტა უცნაურს და ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ სახლში იყო. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ხშირ სუნთქვას ვგრძნობდი.
კარს სახე მივადე. ვიცოდი, თეო სადღაც იქ, კართან იდგა და თითოეულ ჩემს ჟესტს გრძნობდა. მეზობლები აღარ მაინტერესებდა, იმიტომ რომ, მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე! ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა –  იმიტომ რომ, მე ვაღიარე საკუთარ თავთან სიმართლე. ახლა ამ აღიარების გულწრფელობით თეოს გულში უნდა შემეღწია:
–  ვიცი, რატომაც არ მიღებ კარს და მართალიც ხარ. უკანასკნელი ნაძირალაც კი არ მოიქცეოდა ისე, როგორც მე –  გუშინ. არ ვიცი, რა დამემართა, თითქოს მე არ ვიყავი, სამყაროს აღსასრულისკენ წამოგყვები. სადაც მეტყვი, იქ მივალ, ვისთანაც მეტყვი. შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია და არ შემიძლია. ჩემო უსაყვარლესო გოგო, ჩემო კაპასო, ჩემო ლამაზო, ჩემო თბილო. რამდენჯერ გატკინე გული, რამდენჯერ აგატირე, მაგრამ ტირილი რომ გიხდება, იცი?! ზედა ტუჩი ოდნავ გისივდება  ამ დროს და ძალიან ლამაზი ხარ თვალებაწყლიანებული. მაპატიე, რომ ამდენი წელია, გაწვალებ და მარტო გტოვებ. მაგრამ მე სულ შენთან მინდოდა ყოფნა. სულ იმაზე ვფიქრობდი, ახლა ნეტავ, რას აკეთებს-მეთქი, ჩემი გოგო. შენ გარდა, არავინ მომდომებია არასდროს. შენი ყველაფერი მიყვარს: გემო, სურნელი, კანი, შენი სხეულის თითოეული ხვეული, შენი ხმა, ხელების მოძრაობა, სიარული, შენი ჩხუბიც კი. არავინ მიყვარს და არც მყვარებია შენზე მეტად კი არა, შენნაირად. შენ თუ არ იქნები, არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო. რატომ უნდა დაღამდეს და გათენდეს, თუ შენ არ შეგეხები. თუ შენ არ მაკოცებ, თუ შენს სუნთქვას ვერ გავიგონებ. შენ იქნები ჩემი ცოლიც, მეგობარიც, საყვარელიც, შვილიც, დედაც. მინდა, რომ შვილები გვყავდეს. რამდენსაც შენ მოინდომებ. მე აღარასდროს, აღარასდროს წავალ შენგან. აღარასდროს დაგმალავ. მაპატიე, რომ გმალავდი და ჩუმ-ჩუმად მოვდიოდი, არავის რომ არ დავენახე. გამიღე, ჩემო სიცოცხლე, კარი. ყველაფერზე დავილაპარაკოთ. მეჩხუბე, იყვირე, ოღონდ კარი გამიღე, შენი სხეული მომენატრა!..
თეოს სუნთქვას ვგრძნობდი, ვგრძნობდი კი არადა, ვხედავდი თითქოს: კარგი, მე წავალ, ლანას ყველაფერს ავუხსნი. მთელი ღამე შენს სახლთან ვიდექი. ჩემი გოგო ხარ შენ. მერე მოვალ და არასდროს მიგატოვებ.

ისტორია ოცდამეშვიდე
უნებლიე აღსარების მოულოდნელი მოწმე თუ პირიქით..
(მოქმედი პირები: თეო, დუდუ და ბაგრატიჩი)

კარში რომ გასაღები გადატრიალდა და ვერც გადატრიალდა, თეოს გაფითრებული სახე და გაგიჟებული გულისცემა პირდაპირ საფეთქლებში დამეტაკა. ისეთი შიში, სასოწარკვეთა და კიდევ რაღაც უცნაური ემოცია იკითხებოდა თეოს ნაცნობ და ერთბაშად შეცვლილ თვალებსა და სახეზე, რომ მეც გული შემიქანდა.
– ბაგრატიჩი დაბრუნდა? –  რატომღაც ჩურჩულით ვთქვი.
თეომ მხოლოდ თავი გააქნია და მივხვდი. მივხვდი, რომ გასაღების პატრონი, ზუსტად ის არის, ვისზეც ლევანომ მიმანიშნა, ვინც თეოს დაეპატრონა უჩემობის გამო და ვინც უნდა მომეკლა კიდეც, თუ ჩემსა და თეოს შორის ჩადგებოდა.
– რა ჰქვია? –  ტუჩები პირდაპირ ყურთან მივუტანე და თმა უფრო ახლოს და უკვე უხეშად მოვქაჩე.
– გამიშვი, მეტკინა... შენი საქმე არ არის! –  თეომ ისე შემომხედა, უცბად გავუშვი ხელი. აშკარად გამოცვლილი და გაზრდილი, გაწაფული ქალია უკვე და ასე იოლად არავის დააჩაგვრინებს თავს! და ისევ რომ მკრას ხელი და ის აირჩიოს? ამის გაფიქრებაც კი აუტანელ ტკივილს მანიჭებდა. ვერ ვხვდებოდი, რომელი უფრო მტკივნეული იყო –  ის, რომ თეოს საყვარელი ჰყავდა, თუ ის, რომ ეს საყვარელი ახლა კართან იდგა და თეო მე ზიზღნარევი სიბრაზით მიმზერდა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. კარს მიღმა მდგომი ტიპი ალაპარაკდა!..
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3