კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როდის შევიდა ოთარ ტატიშვილის ნაწარმოებები ელტონ ჯონის საიუბილეო დისკში და რატომ გაბრაზდა ის ქეთა თოფურიაზე

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია


 ცოტამ თუ იცის, რა აკავშირებს ქართველ კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილს ელტონ ჯონთან. ის ელტონ ჯონის ოფიციალურმა ფანკლუბმა არაერთხელ მიიწვია ინგლისში, მისი ნაწარმოებები ელტონ ჯონის ერთ-ერთ საიუბილეო დისკშია შესული, რომელიც ინგლისში გამოვიდა. თავისი შესრულებით ისე აღაფრთოვანებდა კლუბის წევრებს, რომ  ქართველ ელტონ ჯონსაც კი ეძახდნენ... ბატონმა ოთარმა მასთან დაკავშირებული ისტორიები ჩვენთან გაიხსენა:
ოთარ ტატიშვილი:
თხუთმეტი წელი ვიმუშავე ცენტრალურ ტელევიზიაში. კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კონკურსის გზით ინგლისში უშვებდნენ საბჭოთა კადრებს. გავიარე ეს კონკურსი და მოვხვდი „ბიბისიში“. პირველი სტაჟიორი ვიყავი საბჭოთა კავშირიდან. იქ ინსტრუმენტი არ იყო. მე მუსიკოსი ვარ და გარკვეული პერიოდის მერე დაკვრა მომენატრა. ერთხელ, რომელიღაც სტუდიაში შევედი და დავინახე დიდი სინთეზატორი. დავჯექი ჩემთვის და ჯერ წყნარად, ჩუმად დავიწყე დაკვრა. მერე მოვუმატე, აზარტში შევედი და დაახლოებით, ნახევარი საათი ვუკრავდი ხან ჯაზს, ხან კლასიკას, ხან იმპროვიზაციას ვაკეთებდი. პაუზა რომ გავაკეთე, უცებ გავიგონე მქუხარე აპლოდისმენტები.  შემეშინდა კიდეც, რადგან სტუდიაში არავინ იყო. თურმე კომუნიკაციები ყოფილა ჩართული და ეს ყველაფერი ესმოდათ. მოკლედ, დიდი ქათინაურები მივიღე. „ბრავოს“ ყვიროდნენ. შემოვიდა სტუდიაში ბობ ჰარლი, ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი და მითხრა:  ოთარ, არაჩვეულებრივად უკრავ, ოც წუთში პირდაპირ, ეთერში უნდა გახვიდეო. გული გამისკდა, ასე პირდაპირ აქ არ ვაკეთებდი ამას, უცხოეთში კი – ენა არცთუ ისე ბრწყინვალედ ვიცი, რომ რადიოში ვისაუბრო. იქნებ გადავდოთ ხვალ ან ზეგ, მოვემზადები-მეთქი, არა, წადი ახლა პაბში, ერთი კათხა ლუდი დალიე და მოდიო. გადაცემამ მშვენივრად ჩაიარა. ძირითადად, საქართველოზე ვყვებოდი.
– როგორ გახდით ელტონ ჯონის ფანკლუბის წევრი?
– ელტონ ჯონის მუსიკა სულ მომწონდა. პირველად, სამოცდაათიან წლებში, მეგობარმა თავისი დისკები მათხოვა. ერთ-ერთი ელტონ ჯონის იყო და რასაკვირველია, მოვიხიბლე მისი მუსიკით და ყველაფრით. იმდენად გამიტაცა, სმენით გავარჩიე. ვუკრავდი და ვმღეროდი ისე, რომ ვერ გაარჩევდით მისი შესრულებისგან. ინგლისში გავიგე, რომ ელტონ ჯონის ოფიციალური ფანკლუბი არსებობს – რიჩმონდში, ლონდონის ნაწილში. დავუკავშირდი მათ. მოწიწებით დავრეკე, დამიბარეს. მივედი, ვუთხარი, რომ ვარ კომპოზიტორი საქართველოდან, მისი მუსიკის თაყვანისმცემელი და სიამოვნებით გავწევრიანდებოდი ამ ფანკლუბში. ჩემი ჩანაწერები მოისმინეს, აღფრთოვანდნენ და გავწევრიანდი. ფანკლუბში სრულ ინფორმაციას აძლევენ თაყვანისმცემლებს. ყოველკვარტალური ჟურნალი „ჰერკულესი“ აქვთ, რომელსაც მილიონობით ფანთან აგზავნიან სხვადასხვა ქვეყანაში. პერიოდულად აწყობენ ღონისძიებებს, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან და დიდი ზეიმია მის გარშემო. იმ წელს ელტონ ჯონს უსრულდებოდა ორმოცდაათი წელი. ივლისში აღნიშნავენ ელტონის იუბილეს და თავიანთ კერპსაც ეპატიჟებიან, რომელიც შეიძლება მოვიდეს, შეიძლება – არა. რადგან ასე აღფროვანდნენ ჩემი შესრულებით, სპეციალური მიწვევა მივიღე ამ ღონისძიებაზე, რომ ჩემი ნაწარმოებები შემესრულებინა. მოვემზადე, ახალი სიმღერა ჩავწერე, რომელიც ელტონ ჯონს მივუძღვენი დაბადების დღისთვის. ზეიმზე შევასრულე და იმდენად მოეწონათ, რომ ჩემზე ინტერვიუც დაწერეს თავიანთ ჟურნალში. ღონისძიება ჩატარდა იმ პაბში, სადაც ელტონ ჯონი თვრამეტი წლის ასაკში, დღეში ერთ ფუნტ სტერლინგად უკრავდა. მისი ფანები უკრავდნენ, მაგრამ დაკვრა არ იცოდნენ. მე რომ დავუკარი და ვიმღერე, აბსოლუტურად ვერ ასხვავებდნენ ორიგინალისგან, ხუმრობდნენ ლამის უკეთესად უკრავო. არ მომაკლეს აპლოდისმენტები. დადეს რაღაც ვაზა, რომელშიც გერმანიის ფანკლუბის კოორდინატორმა ფუნტის დიდი კუპიურა ჩადო და მას მიბაძა ყველამ. აავსეს ეს ვაზა ფულით. მე რომ ეს დავინახე, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ვიუკადრისე, მაგრამ ეს იქ მიღებულია. ეს ზეიმი თითქმის ერთი კვირა გრძელდებოდა.
– როგორ მოხვდა თქვენი სიმღერები ელტონ ჯონის საიუბილეო დისკში?
–  უნდა გამოეშვათ დისკი და შემომთავაზეს, შეეტანათ ამ დაბადების დღეზე ჩემ მიერ შესრულებული სიმღერები და კიდევ სხვაც. ეს მანამდე არასდროს ყოფილა. იმ პერიოდში გარდაიცვალა ლედი დიანა, რომელიც ელტონის საუკეთესო მეგობარი იყო. ლედი დიანასთან დაკავშირებით დავწერე სიმღერა და შევთავაზე, იქნებ ეს სიმღერაც შესულიყო-მეთქი. მითხრეს: არა მგონია, ეს კარგი აზრი იყოს, ელტონ ჯონმა დაწერა უკვე სიმღერა ლედი დიანაზეო. მე მაინც გამოგიგზავნით და ნახეთ, ამ ხარჯებს თქვენ არ გაკისრებთ-მეთქი. ერთ კვირაში მომივიდა პასუხი, რომ არაჩვეულებრივი სიმღერაა და აუცილებლად უნდა შევიდეს ამ ალბომშიო. 1997 წელს მესამედ ჩავედი უკვე ალბომის პრეზენტაციაზე, ბევრი ქათინაური მივიღე. მაშინ სასიგნალო სიდი იყო ჯერ გამოსული და რომ წამოვედი, მერე გამომიგზავნეს ხუთი ეგზემპლარი. ეს სიდი არ იყიდებოდა. ყველა დისკი სახელობითი იყო. მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული. „ჰერკულესში“ რამდენიმე ნომერში დიდი სტატია მომიძღვნეს სათაურით: „ქართველი ელტონ ჯონი“. გადაათამაშეს მისი სიმღერის სათაური, რომელიც ამერიკულ ჯორჯიაზეა – „ო, ჯორჯია, წამიყვანე შენს სამხრეთში“ და ამათ დაწერეს – „წამიყვანე შენს აღმოსავლეთშიო“. ყველაფერი იყო ჩემ შესახებ. საიტი წლების განმავლობაში იხსნებოდა ელტონ ჯონის სიმღერით „ჰერკულესი“, რომელიც მე ჩამაწერინეს და სწორედ მათ მიერ გამოცემულ დისკშია შესული. პირადად მას, სამწუხაროდ, ვერ შევხვდი.
– უამრავი ქართველი მომღერალი იყო თქვენი მოსწავლე მათ შორის, ქეთა თოფურიაც. როგორი მოსწავლე იყო ქეთა?
– ქეთა ცხრა წლიდან ჩემი მოსწავლე გახლდათ. ძალიან ცელქი იყო. ისე მომეჩვია, რომ ვეძახდი – დებილო, შტერო... არ სწყინდა. მეზარება, მეზარებაო და გარბოდა. ძალიან ნიჭიერი და არტისტული იყო. მერე, რომ გაიზარდა, სასწავლებელშიც ჩავაბარებინე. ქეთა იყო თორმეტი წლის. 1998 წელს წავედით სოჭში საერთაშორისო ფესტივალზე. გავემგზავრეთ ბათუმიდან კომეტით, რომლითაც უნდა ჩავსულიყავით ოთხ საათში და წარმოიდგინეთ, ჩავედით 22 საათში, რაც იყო კოშმარი. ზღვაში რომ გავედით, უცებ ეს კომეტა გაჩერდა და აფხაზეთის სანაპიროს ახლოდან ვუყურებდით. ჯერ შეგვეშინდა, რატომ გავჩერდითო. კაპიტანმა გვითხრა, მორები დაცურავს და შეიძლება, ფრთები მოგვატეხოსო. მთელი ღამე გაგვათენებინეს. ქეთას დედამ, ნატამ თქვა: ოთარ, იმათ თავში რომ დაარტყათ და იქიდან გვესროლონ, ჭკუა არ დაუშლითო. ძლივს ჩავაღწიეთ სოჭში. სპეციალურად დავწერე სიმღერა: „ზდრავსტვუი, მორე“, ისე მოეწონათ, ფესტივალი ამ სიმღერით დაიწყეს და დახურეს, რომელსაც ქეთა ასრულებდა. ქეთა პატარების კატეგორი აში მღეროდა და ისე იმღერა, ყველა გადარია. ულამაზესი კაბა ეცვა. გამოვიდა ქეთას მერე ვიღაც. ვხედავ, პატარა დგას, მაგრამ ისე იმღერა, როგორც ჩამოყალიბებულმა ქალმა. დიდი ადამიანის ხმა აქვს და არა – ბავშვის. გაოცებული ვუყურებთ, რა მაგარი ბავშვიაო. ფოიეში ლილიპუტები დავინახეთ და ნატამ მითხრა: ოთარ, ეს მონაწილე ლილიპუტებთან ტრიალებს და რაღც საეჭვოდაა საქმეო. მერე ერთ-ერთ ორგანიზატორს ვუთხარი, ის კი მაგარი მომღერალია, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ბავშვი კი არა ლილიპუტია-მეთქი. ამ კაცს რაღაც ჭკუაში დაუჯდა და მერე, როცა ადგილების განაწილებაზე იყო განსჯა, ეტყობა, არ უნდოდათ, ამის გახმაურება და პირველი ადგილი გაუყვეს ქეთას და ამ გოგოს. აღარ გაახმაურეს. ჩვენი ქეთა გახდა ლაურეატი. ამას წინათ ჰკითხეს ქეთას, სოჭში თუ ხარ ნამყოფიო. ქეთამ უთხრა: პირველი ქალაქია, რომელიც რუსეთში ვნახე და იქ გავხდი ლაურეატიო.
– ახლა თუ გაქვთ ქეთასთან ურთიერთობა?
–  როცა ჩამოდის, ვხვდებით. თავის კონცერტის ბილეთებს სულ მიგზავნის, დედამისი რომ ჩამოდის, ჯერ ჩემთან მოდის და მერე სახლში მიდის. ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს. ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად, ჯერ ეს ომის წლები, მერე ძალიან უყვარდა ნატას დედაჩემი და ჩვენი ერთ-ერთი, ყველაზე ახლო მეგობარია. ერთხელ, მეწყინა კიდეც – ნატას უთქვამს ქეთასთვის, ოთარს დაურეკე, მოიკითხეო. კაცო, ოთარი ხომ შენი მეგობარია, შენ მოიკითხეო, – უპასუხია ქეთას. მე ვუთხარი ნატას: ქეთასთვის თუ მხოლოდ შენი მეგობარი ვარ და მეტი არაფერი, ცუდად ყოფილა ჩემი საქმე-მეთქი (იცინის). ახალგაზრდაა, დაღვინდება.  ვიცი, რომ ძალიან ვუყვარვარ. სხვათა შორის, ქეთამ და ელტონ ჯონმა ერთ კონცერტზე იმღერეს. მისულა მერე ქეთა, ავტოგრაფი გამოურთმევია ჩემთვის და დედამისს გამოატანა.
скачать dle 11.3