კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ გამოვკვებოთ ორგანიზმი სწორად პაპანაქება სიცხეში და როდის ხდება უჭმელობა სიმსუქნის გამომწვევი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


 ზაფხულის ცხელი დღეები ადამიანის ენერგიაზე შესამჩნევლად მოქმედებს. ამიტომ, აუცილებელია, ორგანიზმი ისე გადავაწყოთ, რომ თავი მხნედ ვიგრძნოთ. ამისთვის კი, ის საკვები პროდუქტები უნდა მივირთვათ, რომელიც გაგრილებასაც უწყობს ხელს და ამავდროულად, ვიტამინებითა და საჭირო მინერალებითაც გვამარაგებს. თუ როგორ გამოვკვებოთ ორგანიზმი სწორად პაპანაქება სიცხეში და რატომ უნდა მოვერიდოთ ცივ საკვებს, ამაში თერაპევტ-დიეტოლოგი, ქალბატონი ასმათ კევლიშვილის რეკომენაციები დაგვეხმარება.
ასმათ კევლიშვილი:
აუცილებელია, ადამიანმა იცოდეს, როგორ გადაიყვანოს ორგანიზმი ერთი სეზონიდან, შემდეგ სეზონზე და სწორად გამოიკვებოს, სეზონური ცვლილება თავად უნდა გადავატანინოთ ორგანიზმს, გართულებისა  და გვერდითი მოვლენების გარეშე. მაგალითად, ზაფხულის ცხელ დღეებში, არ უნდა ჭამოთ ცივი საკვები. ბევრს ჰგონია, რაც უფრო ცივ კერძს მიირთმევს და ჩაციებულ წვენს დააყოლებს, ორგანიზმს ამით გაიგრილებს. არადა, პირიქით ხდება. ცივი საკვებისა და სასმლის გათბობას, ორგანიზმში დრო სჭირდება. ამისთვის კი დიდი ენერგია იხარჯება და ორგანიზმი იტვირთება ტემპერატურული რეჟიმის გადაწყობის დროს. სიცხეში უნდა მიიღოთ ისეთი საკვები, რომელიც ორგანიზმის ტემპერატურასთან ახლოსაა. კუჭზე ცივი საკვები ცუდად მოქმედებს, იქნება ეს ხილი, ბოსტნეული, წვენი, ხაჭო, კეფირი და ასე შემდეგ. მაგალითად, ცხელ დღეებში, შუა აზიის ქვეყნებში, სადაც გაუსაძლისი ტემპერატურაა, ცხელ ჩაის სვამენ. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმი გააგრილონ. ასევე, ცივი შხაპის მიღება გასაგრილებლად არ გამოგადგებათ. უმჯობესია, ცხელი წყალი გადაივლოთ და გარემო ტემპერატურას შეესაბამებოდეს თქვენი სხეულის ტემპერატურა.
– გამოდის, სიცხეში ცივი პროდუქტებითა და შხაპით გაგრილება არ ღირს?
– სწორედაც ასეა. დილით მიიღეთ ცხელი შხაპი და აბაზანიდან გამოსული მიხვდებით, რომ ეს უფრო კომფორტულია ორგანიზმისთვის. ასევე, რაც მეტადაა დაფარული ტანსაცმლით სხეული, მით მეტად გვიცავს ის მზის მცხუნვარებისგან. აუცილებლად გადახედეთ კვების რაციონს, რას მიირთმევთ და თავად მიხვდებით, რომ ორგანიზმს სტრესში ამყოფებთ და ჯანმრთელობასაც იზიანებთ. ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს ტემპერატურის ცვალებადობასთან და ეს დაკავშირებულია ჩვენს ენდოკრინულ სისტემაზე. ამიტომაა, რომ ზოგი ადამიანი ზაფხულში გრძნობს თავს კარგად, ზოგი კი – ზამთრის სიცივეში. ორგანიზმი თავად გვკარნახობს, რა არის მისთვის აუცილებელი. მაგრამ, არსებობს გამოსავალი მათთვის, ვისაც სიცივე უფრო უყვარს, ვიდრე ზაფხული, კომფორტული რომ გახდეს ცხელი დღეები და მოახდინოს ადაპტაცია, შეგუება ამ სეზონზე. დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ დროს როგორია თქვენი ცხოვრების წესი კვებასთან მიმართებაში და სწორად მართავთ თუ არა თქვენს ორგანიზმს.
– რომელი საკვები გახდის ზაფხულის ცხელ დღეებს კომფორტულსა და გრილს ჩვენთვის?
– ბუნება სეზონურად გვაძლევს იმ პროდუქტს, რომელმაც იმ გარემო პირობების ზეგავლენისგან უნდა დაგვიცვას, რომელიც, შეიძლება ცუდად აისახოს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამ სეზონზე, საკმაოდ დიდი სეზონური ხილისა და ბოსტნეულის არჩევანია. ზაფხულის სიცხეში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ოფლი, მასთან ერთად, ორგანიზმიდან გამოდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ის მინერალური მარილები, რომელიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. რაც უფრო დიდი რაოდენობით სვამთ წყალს, მით მეტი რაოდენობით გამოიდევნება ორგანიზმიდან ოფლთან და შარდთან ერთად, მინერალური მარილები. რომ არ მოხდეს დისბალანსი და ორგანიზმი არ გამოიფიტოს, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებებისგან, უნდა მიირთვათ ახალი ხილი და ბოსტნეული. ხორცი კი, უნდა შეზღუდოთ. ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიღებისას, ზაფხულში, ორგანიზმი ხარჯავს დიდ ენერგიას, რომელიც უნდა დაიხარჯოს ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაზე. მძიმე საკვების მონელების დროს კი, ეს სასიცოცხლო ენერგია მასზე იხარჯება. ამიტომ, კვება უნდა იყოს მსუბუქი. ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული მდიდარია ფერმენტებით, მინერალებითა და ვიტამინებით, რომელიც ამ სეზონზეა. სულ ვამბობ, რომ არ შეიძლება უმარილო დიეტები და კვების რაციონიდან ამ სასიცოცხლო მინერალზე უარის თქმა. დამარილებული საკვები ერთმნიშვნელოვნად საშიშია, მაგრამ ორგანული სახით ის აუცილებელია. მარილის დეფიციტი იწვევს, ძვალსახსროვანი სისტემის, გულ-სისხლძაღვთა სისტემის, თირკმელების, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის, სისხლის დაავადებებს. თუ ზომიერების ფარგლებში მიიღებთ, მაშინ ნამდვილად სასარგებლოა. ენერგიის ნაკლებობას ზაფხულში არა მარტო სიცხის გამო, არასწორი კვების გამოც განიცდის ადამიანი.
– რადგან დიეტას შევეხეთ, გკითხავთ. ზაფხულში, განსაკუთრებული დისკომფორტი აქვთ ჭარბწონიანებს და ცდილობენ, ცილოვანი დიეტა დაიცვან. ამით ზედმეტი კილოგრამებიც მოიკლონ და მსუბუქადაც იგრძნონ თავი. ამაზე რას გვეტყვით?
–  ჭარბი წონის ადამიანები განსაკუთრებით რთულად იტანენ ზაფხულს. ცილოვანი ანუ „დუკანის დიეტა“ შედეგს კი იძლევა, წონაში იკლებთ, მაგრამ არც კი იცით, რომელი დაავადებების პროვოცირებას უწყობთ ხელს. ცხოველური საკვების გადამუშავებისას ენერგია იხარჯება, წონაში იკლებთ, მაგრამ ზედმეტი ცილა, რომელიც ორგანიზმში რჩება, იწვევს უჯრედების გადაგვარებას. ეს კი, თავის მხრივ, რომელი დაავადებით იჩენს თავს მომავალში, არავინ იცის. ბევრს ჰგონია, ცილოვანი დიეტის დაცვისას სწორად იკვებება, მაგრამ, ეს ასე არ არის. ეს დიეტა არ არის, ძალისმიერი მომენტია ორგანიზმისთვის.
– ასეთი რეკომენდაციაც არსებობს: ზაფხულში დილა დავიწყოთ თაფლის, ლიმონის ან  ვაშლის ძმრით შეზავებული ერთი ჭიქა წყლით, ან ხილის წვენით. ეს თუა კარგი და სასარგებლო ორგანიზმისთვის? ასევე, მისაღებია თუ  არა სამი ლიტრი სითხის მიღება დღის განმავლობაში?
– დილა აუცილებლად უნდა დაიწყოთ ჭიქა წყლით, მაგრამ არა ონკანის, რადგან ქლორს დიდი რაოდენობით შეიცავს. უმჯობესია, წყაროს წყალი დალიოთ, რომელიც ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება. რაც შეეხება დღეში სამი ლიტრი სითხის მიღებას, ყოვლად დაუშვებელია, ადამიანს განუსაზღვრო, რამდენი სითხე მიიღოს. თუ რაიმე დაავადების კერაა ორგანიზმში, ზედმეტი სითხე ცუდად იმოქმედებს. ამიტომ, თავად უნდა საზღვრავდეთ, რამდენი სითხე ესაჭიროება ორგანიზმს. მაგრამ, წესად უნდა გქონდეთ, რომ დილით, ახალგაღვიძებულზე, ერთი ჭიქა სუფთა წყალი დალიოთ, ყოველგვარი ლიმონის წვენისა და თაფლის გარეშე. ლიმონიც წამალია, თაფლიც, მაგრამ სუფთა წყალს უფრო მეტი უსაფრთხო წამლის დანიშნულება აქვს. ის, რომ დილა დაიწყოთ ხილის წვენით, გამორიცხეთ, რადგან ხილის წვენის ასე, თვითნებურად და მოდურად სმა, დაუშვებელია. უმჯობესია, ხილი ცოცხლად ჭამოთ და არა წვენის სახით მიიღოთ. ასე უფრო შეავსებთ კუჭს, მოამარაგებთ ორგანიზმს ვიტამინებით, ფერმენტებით და გარდა ამისა, გაიწმენდთ კუჭ-ნაწლავის უჯრედებს. ასევე, აუცილებელია, ხილის წვენი წყალში გააზავოთ და დილით კი არა, დღის განმავლობაში დალიოთ. ჭამეთ ხილი და ნახევარ საათში მიაყოლეთ საკვები. ხილის დიეტის დაცვაც არ არის სწორი. მას აუცილებლად უნდა მიაყოლოთ საკვები, გარკვეული დროის მერე, რომ ბალანსი არ დაირღვეს ორგანიზმში. ყოველ სამ საათ-ნახევარში, აუცილებელია, მიიღოთ საკვები და მიაწოდოთ ორგანიზმს ის საწვავი, რაც აუცილებლად ესაჭიროება, რომ ენერგიულად და შრომისუნარიანად იგრძნოთ თავი. ბევრი ამბობს, მთელი დღე არ ვჭამ, მაგრამ მაინც ვსუქდებიო. უჭმელობა იწვევს სიმსუქნეს, რადგან ნივთიერებათა ცვლა ირღვევა და ერთი ლუკმაც კი, ზედმეტი წონის გარანტია. ასევე, დაუშვებელია კალორიების დიეტები და გრამობით საკვების შეზღუდვა. მომავალში ორგანიზმში ეს „აფეთქებებს“ იწვევს და ათასგვარი დაავადების გამომწვევია.
скачать dle 11.3