კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ ამოიცნობთ პუნქტუალური და სანდოა თუ არა ადამიანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თათია ფარესაშვილი მიხეილ ცაგარელი

ადამიანთა უმრავლესობას სხვადასხვაგვარად ესმის პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა. ზოგიერთისთვის ეს მოვალეობაა, რომელიც გულისხმობს, გარშემო მყოფთა იმედები გაამართლოს და აკეთოს ის, რასაც მისგან მოითხოვენ და ელიან. ვიღაცისთვის კი, ეს ყველაფერი მომაბეზრებელი მოვალეობაა და არ მიიჩნევს თავს ვალდებულად  ასე მოიქცეს. თუ გსურთ, ადვილად გაარკვიოთ,  ვის დანაპირებს არ უნდა ენდოთ, ვინ არის პუნქტუალური და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულების, მაშინ, მისი დაბადების ზოდიაქოს ნიშანს დააკვირდით.
ტყუპების, მშვილდოსნის, მერწყულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ყველაზე ხშირად, ხასიათის, გეგმების, აზრებისა და დანაპირების ცვალებადობა ახასიათებთ. ამ მხრივ, ისინი, ნამდვილად გამორჩეულები არიან. ტყუპები, უბრალოდ, ივიწყებენ მიცემულ დაპირებას, მუდმივად აგვიანებენ შეხვედრაზე. მშვილდოსნები კარგ ხასიათზე სხვებს მთელ სამყაროს შეჰპირდებიან, რასაც შესაბამისად, შემდგომში ვეღარ ასრულებენ, თუმცა ამას არასდროს აღიარებენ. მერწყული საჭიროდ არ მიიჩნევს შეგატყობინოთ, რომ მისი გეგმები შეიცვალა და ძალიან გაუკვირდება, თუკი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულებთ. ის ხომ ინტუიციით ხვდება ყველაფერს და თქვენგანაც იგივეს ითხოვს. რაც შეეხება თევზებს, მას ტყუილის თქმა ურჩევნია დანაპირების შესრულებას. ისევ და ისევ ხათრიანი ბუნების გამო, არ უნდა, გაწყენინოთ.
კირჩხიბის, მორიელისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს შედარებით მეტი პასუხისმგებლობა აქვთ. თუმცა, მათ შემთხვევაშიც, მთავარია განწყობა. თუკი ამ ზოდიაქოს ნიშნებით დაბადებული გაანაწყენეთ ან ეუხეშეთ, სავსებით შესაძლებელია, თქვენთვის მოცემული პირობის შესრულება, გამიზნულადაც კი გადაიფიქროს და არა იმიტომ, რომ რამე დაავიწყდა.
ვერძისა და ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები ამაყები არიან და შესაბამისად, იშვიათად გატეხენ მიცემულ სიტყვას. მით უმეტეს, თუ დანაპირები სახალხოდ, მოწმეთა წინაშე ითქვა. ამიტომ, ყოველთვის ეცადეთ, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებთან შეთანხმება ხალხმრავალ ადგილებში შედგეს.
კუროს, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები არასდროს გატეხენ მიცემულ სიტყვას. ისინი გასაოცარი პასუხისმგებლობითა და პუნქტუალურობით გამოირჩევიან. ყოველთვის ასრულებენ დანაპირებს და ზოგადად, არ ახასიათებთ სიტყვების ქარისთვის გატანება. თუკი, მათგან რაიმე სახის პირობა მიიღეთ, გწამდეთ, რომ საკუთარ სიტყვას, არცერთი უკან აღარ წაიღებს. ხშირად, პირადი ინტერესების ხარჯზეც კი, არ გატეხენ თქვენთვის მოცემულ სიტყვას და დანაპირებს აუცილებლად შეასრულებენ.скачать dle 11.3