კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ ვუმკურნალოთ გინეკოლოგიურ და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს სახლის პირობებში

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


 მუხის ხის სამკურნალო თვისებების შესახებ, ალბათ გსმენიათ. ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება მუხის ქერქი, ფოთლები და ახალგაზრდა ტოტებიც. გაითვალისწინეთ, რომ ძველი ქერქი ნაკლებეფექტურია. თუმცა, ამათ შორის, ყველაზე ეფექტური მაინც ქერქია. რაც უფრო ახალგაზრდა, მით უკეთესი.
მუხის ქერქი და ფოთლები კარგია შეკრულობისა და მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, თამამამდ შეგიძლიათ, მიიღოთ მისი ნაყენი. საერთოდ ის ეფექტურია კუჭის დაავადებების დროს. დიარეა, გასტრიტი, ნაწლავური პრობლემები, წყლულოვანი კოლიტი, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ელენთასთან დაკავშირებული პრობლემები – ეს ყველაფერი მისი დახმარებით შეგიძლიათ, მოაგვაროთ.
დიზენტერიის, წყლულოვანი კოლიტისა და ბუასილის დროს, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტი: ერთ სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით  ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დააყოვნეთ ერთი საათი. დალიეთ დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, ნახევარი ჭიქის ოდენობით.
ის ასევე, გამოგადგებათ, პირის ღრუს ანთებითი პროცესების ჩასაქრობად, სუნთქვის მოსაწესრიგებლად, პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნის გასაქრობად, დამწვრობების, ჭრილობების, კანის ანთებითი პროცესებისა და ეგზემის სამკურნალოდ. მხოლოდ კანის დაავადებების შემთხვევაში, გამოიყენეთ მუხისა და ფიჭვის ქერქისგან დამზადებული ლოსიონი. ლოსიონები ეფექტურია ასევე, ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ და კისრის ტკივილის უსიამოვნო შეგრძნების მოსაშორებლად.
ფეხის ოფლიანობის თავიდან ასარიდებლად, აიღეთ ორი სადილის კოვზი ქერქი, ერთი ჭიქა წყალი, ადუღეთ ორი წუთი. კარგად გააგრილეთ და დაიმუშავეთ ფეხები. შეგიძლიათ, მასში დასველებული წინდები ჩაიცვათ და 15-20 წუთის განმავლობაში გაიჩეროთ.
თუ მუხის ქერქის ნაყენს აბაზანაში ჩაამატებთ, ეს სისხლის მიმოქცევის სიტემას დაეხმარება და ასევე, კარგია ის საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.
ქერქისა და ფოთლების ნაყენი ძალიან კარგია გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. მათ შორისაა: საშვილოსნოდან სისხლდენა, ტკივილი მენსტრუაციის დროს, ანთება და სხვა. აიღეთ ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული მუხის ქერქი და იმავე ოდენობის ფოთლები, დაასხით ერთი ჭიქა წყალი და წამოადუღეთ 1-3 წუთი. გამოიყენეთ ადგილობრივად აბაზანისთვის.
ღრძილებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებისას განსაკუთრებით ეფექტურია მუხის ქერქის ნახარში. ამისთვის 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წთ-ის განმავლობაში. დააყოვნეთ 10 წუთით და გადაწურეთ. მიღებული ნახარში გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე.
ეს ნახარში გამოიყენება პირის ღრუში გამოსავლებად, 6-8-ჯერ დღეში. ასევე კარგია ის კუჭის აშლილობის, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, ნაწლავების ქრონიკული ანთების დროს. დალიეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
გაითვალისწინეთ, რომ მისი დიდი რაოდენობით გამოყენება მიზანშეწონილი არაა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ღებინება. ასევე, არ არის სასურველი, რომ ბავშვებმა მიიღონ.

ცხენისწაბლას
საოცარი თვისებები

ამ მცენარეს ძალიან ბევრი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისება აქვს და შეგიძლიათ, მას სხვადასხვა დაავადების დროს მიმართოთ ეფექტური შედეგის მისაღებად. სამკურნალოდ გამოიყენება, როგორც მისი ქერქი, ყვავილები, ასევე თესლის ნაყენი. იმ დაავადებებს შორის, რომლის დროსაც მიზანშეწონილია ცხენისწაბლას გამოყენება, ერთ-ერთი, ხერხემლის ოსტეოქონდროზია. ასევე, ძალიან კარგია ის დაავადებული სისხლძარღვების სამკურნალოდ, მაგალითად, ვარიკოზული ვენებისთვის. ნამდვილად კარგ შედეგს მიაღწევთ. ცხენისწაბლას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და იმავდროულად, ხსნის შეშუპებას. ცხენისწაბლა დაგეხმარებათ, თუ შარდის ბუშტის ანთება გაწუხებთ. ასევე, ეფექტურია ბრონქების ანთების სამკურნალოდ.
ცხენისწაბლა აძლიერებს სისხლძაღვების კედლებს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ამცირებს სისხლის სიბლანტეს, აწესრიგებს არტერიულ წნევას. ეს მცენარე ასევე, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. მისი გამოყენება ეფექტურია ათეროსკლეროზისა და როგორც ვთქვით, სისხლძარღვთა დაავადებების დროს. იყენებენ მკერდის პათოლოგიების სამკურნალოდ, მათ შორის, ეფექტურია მასტოპათიის მკურნალობისას. ცხენისწაბლას ნაყოფი და ასევე, მისი ქერქი კარგი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც.; ისევე, როგორც თირკმელების პათოლოგიებისა და მარილების სამკურნალოდ.
ცხენისწაბლას ქერქის, ყვავილებისა და თესლის ნაყენს იყენებენ სიცხის დამწევ და კუჭში შემკვრელ საშუალებად. მისი დახმარებით, ასევე მკურნალობენ სხვადასხვა რევმატიულ დაავადებას, საჭმლის მონელების ქრონიკულ აშლილობას და გულის არეში ტკივილს.

რეცეპტი გულის არეში ტკივილების სამკურნალოდ
 აიღეთ 3 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ცხენისწაბლა, დაასხით 2 ჭიქა არაყი, გააჩერეთ 2 კვირა. მიიღეთ 30-35 წვეთი დღეში 3-ჯერ  ჭამის დროს.

რეცეპტი ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ
აიღეთ ნედლი ცხენისწაბლას ნაყოფი, გაახმეთ ორი კვირის განმავლობაში და დაფქვით. 50 გრამ დაფქულ ცხენისწაბლას დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, დააყოვნეთ ორი კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას. მიიღეთ დღეში 30-40 წვეთი სამი კვირის განმავლობაში.
ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ ასევე რეკომენდებულია ფეხის აბაზანები. 50 გრამი გამხმარი ცხენისწაბლას ყვავილები ან ნაყოფი ისევ დაფქული სახით, შეურიეთ ერთ ლიტრ წყალში. წამოადუღეთ, გააჩერეთ 2-3 საათი და მოათავსეთ მასში ფეხები 22-30 წუთის განმავლობაში.

რეცეპტი პროსტატის ადენომისთვის
აიღეთ 25 გრამი დაფქული ცხენისწაბლა, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი. გააჩერეთ ერთი თვის განმავლობაში და შემდეგ მიიღეთ დღეში ორჯერ 10-15 წვეთი ოცი დღის განმავლობაში. მომდევნო ათი დღე შეისვენეთ და შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.

რეცეპტი ჰემოროის სამკურნალოდ
ცხენისწაბლას ხუთ გრამ დაქუცმაცებულ ნაყოფსა და ამდენივე ქერქს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, გადმოდგით, მაშინვე გადაწურეთ და ადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. დალიეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ.

გაითვალისწინეთ ცხენისწაბლას უკუჩვენებები:
ცხენისწაბლა არ შეიძლება გამოიყენოთ თრომბოციტოპენიის, მენსტრუალური ციკლის, ორსულობისას და გასტრიტის დროს.

ტყის მარწყვი –
ბუნების საჩუქარი

გარდა საოცარი გემოსი,  ტყის მარწყვი სამკუნალო თვისებითაც გამოირჩევა.  ამ დანიშნულებით იყენებენ როგორც მის ნაყოფს, ასევე ფოთლებს. ახალი ნაყოფი შეიცავს შაქარს, C ვიტამინს, კაროტინს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, არომატულ ნივთიერებებს, ფოსფორს, მანგანუმს. ტყის მარწყვი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგოდ, ანტიბაქტერიული, ოფლმდენი, ჭრილობების შეხორცების თვისებებით. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აფართოებს სისხლძარღვებს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. თუ  წონასთან დაკავშირებით პრობლემები გაწუხებთ, მოერიდეთ, რადგან განსაკუთრებით აძლიერებს მადას. თუმცა, იმავდროულად,  დადებითად  აისახება საჭმლის  მომნელებელ სისტემაზე და  აუმჯობესებს მას. ახალი ტყის მარწყვი სასარგებლოა გასტრიტის, კუჭის წყლულის,  პრობლემური თორმეტგოჯა ნაწლავის სამკურნალოდ. აიღეთ 1 სადილის კოვზი მარწყვის ფოთლები და ფესვები, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 6-8 საათს, გაწურეთ და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას, არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, გასტრიტის, მსხვილი და წვრილი ნაწლავების ანთებისა და ფაღარათების დროს.
ეფექტურია ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, თირკმლის ქვების სამკურნალოდ. მას ასევე, გამოიყენებენ კანის სამკურნალოდ. აკნეს დროს,  ასევე, ხსნის ასაკობრივ ლაქებსა და ჭორფლს. მისი საშუალებით, შეგიძლიათ, შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და შეანელოთ კანის დაბერების პროცესი. ნაყოფის წვენს იყენებენ გარეგან საშუალებად წითელი ქარის დაავადებებისას, პატარა ჭრილობების, ეგზემისმაგვარი მდგომარეობის, კანზე ლაქების, ჭორფლისა და ფერისმჭამელების მოსაცილებლად. ამ დროს დღეში იღებენ 4-6 სადილის კოვზ ახალ წვენს.
მარწყვი ორგანიზმს იცავს კიბოს წარმოქმნის რისკისგან. მასში არსებული მჟავები ანტისიმსივნური ხასიათისაა. ის ასევე, შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ლუტეინსა და ზიესტანცინს, რაც ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალების გამოყოფას უწყობს ხელს.

ყურძენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი გზების მკურნალი და ვიტამინების წყაროა
ყურძენი, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, უამრავი საარგებლო თვისებაც აქვს. ყურძენი, ერთ-ერთი საუკეთესო ენერგიის წყაროა, რომელიც განსაკუთრებით დაგეხმარებათ ზაფხულის ცხელ და დამქანცველ დღეებში. ყურძენი ასტიმულირებს მადას და ფერმენტების გამოყოფას, ხელს უწყობს სწრაფ მონელებას.
გახსოვდეთ, რომ ყურძენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის კარგი მეგობარია. ის საიმედოდ იცავს მას. ვისაც მსგავსი პრობლემები ან ათეროსკლეროზი აწუხებს, მათთვის განსაკუთრებით ეფექტური შავი ყურძენი და წითელი ღვინოა. შავი ყურძენი შეიცავს ბევრ ფლავონოიდს, რომელიც იცავს სისხლძარღვებს. ამ თვალსაზრისით, თეთრი ყურძენიც სასარგებლოა, თუმცა განსაკუთრებით კარგი ეფექტი შავს აქვს. ზოგადად, ღვინოს უფრო დიდი ოდენობით მოვიხმართ, ვიდრე ყურძენს, მაგრამ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისთვის, გულის რითმისა და სისხლძარღვების სისუსტის თავიდან მოსაშორებლად, ყურძენი უმჯობესია.
გარდა გულ-სისხლძარღვთა სისტემისა, ყურძენი ძალიან სასარგებლოა სასუნთქი სისტემისთვის. იგივე ფლავონოიდები,  ასევე მის შემადგენლობაში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიდან გამომდინარე,  ყურძნის წვენი ძალიან კარგი საშუალებაა ბრონქების, ფილტვებისა და ზედა სასუნთქი გზების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის ხელს უწყობს მდგომარეობის ნორმალიზებას და სწრაფად აღადგენს. დადგენილია, რომ ყურძნის წვენი ძალიან კარგად მოქმედებს ასთმითა და ტუბერკულოზით დაავადებულებზე.
ყურძენი ძალიან კარგი საშუალებაა კიბოს წინააღმდეგ პროფილაქტიკისთვის. გარდა ამისა, ის აძლიერებს ზოგად იმუნურ სისტემას,. ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების მუტაციასა და გავრცელებას. მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები, ასევე, ებრძვის სხვადასხვა ინფექციებისა და ბაქტერიების გავრცელებას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი კიდევ ერთი სისტემაა, რომელზეც ყურძენი ძალიან კარგად მოქმედებს. ის აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციას და საჭმლის მონელებას. დაგეხმარებათ კუჭის სიმჟავის შემცირებაში. ძალიან კარგი შედეგი აქვს გასტრიტის მკურნალობისას. ამ თვალსაზრისით, ძალიან სასარგებლოა თეთრი ყურძენი და თეთრი ყურძნის ღვინო.
ყურძნიდან მიღებული ვიტამინები ორგანიზმს მთელი წლის განმავლობაში ამარაგებს. ამისთვის ხშირად მიირთვით ქიშმიში.
ყურძენს გვერდითი მოვლენები არ აქვს, მთავარია, დაიცვათ ზომიერება, განსაკუთრებით, როცა საქმე ღვინოს ეხება. ბუნებრივია, რომ ყურძენი არ უნდა მიიღოს, ვისაც დიაბეტი აქვს.скачать dle 11.3