კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ უმკლავდება ქალი უბედურებას ცხოვრებაში, რომელსაც კაცის ღალატი ჰქვია

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

 ღალატი და მისგან წარმოქმნილი პრობლემები მარადიული თემაა. მიზეზების ძიება შედეგების მომცემი არ არის, რადგან ამ მიზეზების მრავალფეროვნებას ჩიხში შევყავართ. ინდივიდუალურია ის რეაქციაც, რაც ქალებს აქვთ, როცა ქმრის ღალატს შეიტყობენ. ცოტანი არიან ისეთები, სიმშვიდის შენარჩუნებას რომ ახერხებენ. ძნელია, მოძებნო მზა რეცეპტი, რომელიც ნატკენ გულს წამლად გამოადგება. 


მაკა (37 წლის):
ვინმეს ისე გადაუტანია ღალატი, რომ მისგან დატოვებული ნაკვალევი ჯოჯოხეთად არ ქცევია? ყველა, ვისაც უღალატეს, დამეთანხმება, რომ უსაშინლესი, თითქმის სიკვდილის ტოლფასი განცდაა. თითქოს ცხოვრება სრულდება. ყველაფერი, რაც გახარებდა, ქრება და გტკივა – სული, სხეული, გული. მახეში მომწყვდეულივით ხარ – გასაქცევი არსად გაქვს. ტკივილი ისეთი ძლიერია, ყველაფერს ანადგურებს. სიყვარულისგან კვალიც კი აღარ რჩება, ნადგურდება. სიყვარულზე კიდევ იმის თქმა შემიძლია, რომ ერთი ნამსხვრევიც რომ ჩაგრჩეს გულში, ყოველ ჯერზე აუტანელ ტკივილს მოგაყენებს. არ მინდა, მაგრამ მაინც ხშირად მახსენდება ის ღამე, როცა ქმრის ღალატის შესახებ შევიტყვე.
– საინტერესოა, როგორ იგებენ ცოლები ქმრის ღალატს.
– სამწუხაროდ, უმრავლესობა გვიან იგებს. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ მას ეს უბედურება არ დაემართება. არსებობენ კაცები, რომლებიც კარგად ახერხებენ ცოლის სიფხიზლის მოდუნებას. სამწუხაროდ, ვერაფერი დამაჯერებდა მის ღალატს, ისეთი მზრუნველი, ყურადღებიანი, თავგადაკლული ქმარი იყო. მშვიდად „ალაგებდა“ სიტუაციას. არაფერს მაკლებდა, არაფერს მიშლიდა. დაქალებთან ერთად უცხოეთში მიშვებდა და მეუბნებოდა, არაფერზე იფიქრო, კარგად გაერთე და დაისვენეო. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ამ ყველაფერს თავის სასიკეთოდ და სასარგებლოდ იყენებდა.
– ანუ, გღალატობდათ და ვერ ხვდებოდით?
– დიახ, საყვარელი ჰყავდა და თავის ღალატს იდეალურად ნიღბავდა. წესიერი, პატიოსანი ქმრის რეპუტაცია ჰქონდა. ისე ოსტატურად თამაშობდა, კიდევ დიდხანს ვერაფერს გავიგებდი, თვითონ რომ არ აეხადა ყველაფრისთვის ფარდა. როგორც ჩანს, მობეზრდა „დამალობანას“ თამაში, ან იმ ქალმა წამოუყენა თავისი პირობები. მე ამის გარკვევა არ დამიწყია. ისეთი სტრესი მივიღე, ისეთი უბედური ვიყავი, რომ არ მაინტერესებდა ღალატის ობიექტი. რა მნიშვნელობა ჰქონდა, როგორი იყო ის ქალი.
– ცოლების უმრავლესობას, პირიქით, სწორედ ის ქალი აინტერესებს, მას ბრალდება ხოლმე ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის არევა და ქმრის ცოდვები.
– იცით, რაშია საქმე? ბუნებრივია, უცოდველი არც ის ქალი იყო, მაგრამ უცხოსგან მოყენებული ტკივილი ისეთი მტკივნეული არ არის. ანუ, იმის თქმა მინდა, როცა საკუთარი ქმარი, რომელიც შენთვის მთელი სამყარო იყო, მტრად გექცევა, ვიღაც უზნეო ძუკნა ნაკლებად გადარდებს. კოშმარივით მახსენდება ღამე, როცა ქმარი სახლში არ მოვიდა და ტელეფონიც გამორთო. წარმოიდგინეთ, ჩემი მდგომარეობა. ვისაც მსგავსი რამ არ განუცდია, არც ვუსურვებ. საშინელებაა, დიდი უბედურებაა. თითქოს მიწა გეცლება ფეხქვეშ. ყველაფერი აზრს კარგავს. ვტიროდი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა.
– რატომ იფიქრეთ, რომ ქმარმა გიღალატათ, იქნებ, რამე დაემართა?
– ჯერ ეგ ვიფიქრე. იმიტომაც ვტიროდი. დავიწყე რეკვა მის მეგობრებთან. საკმაოდ მშვიდად იყო ყველა. იცოდნენ. დედამისმაც კი იცოდა, ჩემმა დედამთილმა, ანუ – სწორედ მან მითხრა, დაწექი დაიძინე, მოვა, არ დაიკარგება. ცოტა ყურადღებიანი რომ ყოფილიყავი, მიხვდებოდი, შენი ქმარი აქეთ-იქით რომ დაძვრებაო. თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. ტელეფონი გამივარდა ხელიდან. ისე დავიბენი, ვერც ვკითხე, აქეთ-იქით ძრომიალში რას გულისხმობდა. რა დამაძინებდა. ის ღამე განადგურებულმა და გულგატეხილმა გავათენე. ისეთი უბედური ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა. ისიც არ ვიცოდი, როგორ უნდა შევხვედროდი, როცა მოვიდოდა.
– ანუ, დარწმუნდით, რომ საყვარელთან გაატარა ღამე?
– რა საფუძველი მქონდა, რომ ჩემი დედამთილის ნათქვამში ეჭვი შემეტანა? რომ დავჯექი და გავაანალიზე ყველაფერი, მივხვდი, რა უბედურებაც მჭირდა. უბედურებაა ღალატი და ვინც ეცდება, საპირისპიროში დამარწმუნოს, იმას წარმოდგენა არა აქვს, რა არის ეს.
ჩემი ქმარი რომ მოვიდა უკვე დილით, ემოციებისგან ისეთი დაღლილი ვიყავი, ჩხუბის კი არა, ლაპარაკის თავიც არ მქონდა. სულ პატარა იმედი კიდევ ბჟუტავდა სულში, რომ ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო. ის მოვიდოდა და საერთოდ სხვა რამეს მეტყოდა, რაღაც ისეთ მიზეზს დაასახელებდა, პირიქით, ვინანებდი, ღალატი რომ დავაბრალე. მაგრამ მეხი დამეცა, როცა სახეზე შევხედე. უსიტყვოდაც მივხვდი, რომ საშინელი ეჭვი გამართლდა. იმ კურდღელს ვგავდი, დამფრთხალ, ბრძოლისუნარდაკარგულს, მშიერი მგლები რომ მოიმწყვდევენ და გასაქცევი აღარ აქვს. ჩემს ამბავში არაფერია განსაკუთრებული. ბევრი ქალი ყოფილა ანალოგიურ მდგომარეობაში. უამრავი ცოლი იგებს ქმრის ღალატის შესახებ ყველაზე ბოლოს. შევცქეროდი კაცს, რომელიც ჯერ ისევ მიყვარდა და ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა.
– პირველი გადაწყვეტილება რა იყო?
– გავაგდებ-მეთქი, არ მიფიქრია. ისე მიყურებდა, დამნაშავის თვალებით, მივხვდი, კარგად არც ის იყო და ერთბაშად გადავწყვიტე, დამეიგნორებინა. ეს სპონტანურად მოხდა. ძალდაუტანებლად. რა კარგია, რომ მოხვედი, მოდი, ერთად ვისაუზმოთ-მეთქი. შეცბა. მივხვდი, ყველაფერს ელოდებოდა ამის გარდა.
– ანუ, აპატიეთ?
– ასე ვერ ვიტყოდი. უბრალოდ, ყველაფერი ისე დავტოვე, როგორც იყო და დაველოდე. ერთი კვირა ჩუმად, უსიტყვოდ ვნერვიულობდი და ქმრის ქცევებს ვაკვირდებოდი. არაფერი განსაკუთრებული. სახლში დროზე მოდიოდა, რეკავდა. მერე გამოაცხადა, ორი კვირით რომანტიკულ მოგზაურობაში მივდივართ მე და შენო. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ ჩემკენ შემობრუნდა, ჩემს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომ, სიტყვა არ დამიძრავს. თუ კიდევ მოხდება რამე, მერე „ამოვხეთქავ“  ერთად. ვცდი, იქნებ სიჩუმით ოჯახი გადავარჩინო.
скачать dle 11.3