კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ გადაურჩა ნინო ძოწენიძე საბერძნეთის ციხეში მოხვედრას და რატომ ისვენებს ის ქმრის გარეშე

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 მომღერალი ნინო ძოწენიძე, ახლახან დაბრუნდა საბერძნეთიდან, სადაც ქმრის გარეშე ისვენებდა. თუმცა, თავისი დაუდევრობის გამო, სასწაულებრივად გადაურჩა დაჭერას, რაშიც მისმა ეროვნებამაც ითამაშა დიდი როლი. რატომ ისვენებენ ის და მისი ქმარი ამ ზაფსულს ცალ-ცალკე, რის გამო სცემა იაპონელი ეიფელის კოშკზე და როდის გადაურჩა სასწაულებრივად სიკვდილს, ამაზე თავად მომღერალი მოგვიყვება.
ნინო ძოწენიძე:
ეს ზაფხული საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ჩემთვის. თუმცა, ერთი კვირით მეგობრებთან ერთად მოვახერხე საბერძნეთში წასვლა და გემრიელად დასვენება. ჩემს მეგობრებს მოგზაურობა ძალიან უყვართ, მსოფლიო აქვთ მოვლილი და უბრალოდ მკითხეს, საბერძნეთში მივდივართ და ხომ არ წამოხვალო. არსად წასვლას არ ვაპირებდი სამსახურის გამო – ყოველ საღამოს ვმღერი „მიუზიკ ჰოლში“, მაგრამ ერთი კვირით გავეთავისუფლე, ფართხა-ფურთხით ჩავალაგე ბარგი და წავედი. მართლა დაუვიწყარი, საოცარი დრო გავატარე. კუნძულების – კრეტასა და სანტორინის ულამაზესი ადგილები სულ ფეხით შემოვიარე. ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა ფერთა სამყაროში.  ზოგადად, აქტიური დასვენება არ მიყვარს და აბსოლუტურად სხვა სამყაროში მოვხვდი. დასვენებისას მიყვარს წოლა, ძილი, კითხვა... წელს კი, 800 კილომეტრს გავდიოდით დღეში. ის ერთი კვირა, ფაქტობრივად, არ მეძინა, აზარტში შევედი.
– მეგობრებთან ერთად დაისვენე, შენი ქმარი კი, დაქალთან ერთად, სოციალურ ქსელში საფრანგეთიდან დებს ფოტოებს. ფაქტობრივად, ცალ-ცალკე მოგზაურობთ და ამის გამო ჭორებიც კი გავრცელდა. საბერძნეთში რომ გადაწყვიტე წასვლა, გიგას შეუთანხმდი?
– რომ ვუთხარი გიგას, მივდივარ-მეთქი, რატომაც არა, წადიო. არც დავფიქრებულვარ, რატომ გამიშვა, რა ვინმემ, ვინმეს უნდა დაუშალოს წასვლა? არ მესმის, ქმარმა ცოლს რატომ უნდა დაუშალოს დასასვენებლად წასვლა? მე არ მჭირდება ქმართან რამის ახსნა. მე და მას საერთო მეგობრები გვყავს და ნდობაზე ხომ, ლაპარაკიც ზედმეტია. მე რომ ჩამოვედი საბერძნეთიდან, გიგა საფრანგეთში წავიდა, დაქალთან ერთად, კონცერტზე. ერთ-ერთი მოსწავლის დედამ გაუკეთა საჩუქარი და ქოლდ ფლეის, თავის უსაყვარლესი ჯგუფის კონცერტზე აღმოჩნდა.  ცოლქმრობის გარდა, მე და გიგა დიდი ხნის და კარგი მეგობრები ვართ. ცალკე დასვენება, ვფიქრობ, ცოლქმრული ურთიერთობისთვის აუცილებელიცაა. აგვისტოს შუა რიცხვებში კი, ოჯახი აჭარაში ერთად ვგეგმავთ დასვენებას.
– საკმაოდ თამამ ფოტოებს რომ დებდი საცურაო კოსტიუმში, ამაზე რა რეაქცია ჰქონდა გიგას?
– მე თამამ კლიპებსაც ვიღებ და გიგაა ჩემი პროდიუსერი. ასე რომ, არც საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოზე აქვს გართულება ჩემს ქმარს. სცენაზე ვდგავარ და ასეთი სითამამე, ვფიქრობ, აუცილებელია. უბრალოდ, ვულგარულად არ უნდა ჩანდე.
– მართალია, რომ საბერძნეთში დასვენების დროს დაჭერას სასწაულად გადაურჩი და შენმა ქართველობამ გიხსნა ციხისგან?
– სანტორინზე ძალიან ლამაზი ადგილი იყო და შემაღლებულზე იდგა პატარა სახლი, რომელშიც კაფე იყო გახსნილი. მის უკან ულამაზესი ხედი იშლებოდა.  ვიფიქრე, ფოტოს გადავიღებ-მეთქი. თოკი იყო გაბმული, გადავაბიჯე, დავიწყე პოზიორობა და მეპატრონე გამოვარდა გიჟივით. დამიწყო ყვირილი. მე ინგლისური და ბერძნული არ ვიცი, იმას ჩემი ქართული არ ესმოდა. თურმე, მიყვიროდა, ჩემს სახლში, ჩემს ტერიტორიაზე შემოიჭერი და საიდან ხარო. მე კიდევ, ხელებით ვანიშნებდი, რა მოხდა, ვერ მივხვდი-მეთქი. მოკლედ, წესი დავარღვიე და იმ კაცმა თავის ტერიტორიაზე „დამატყვევა“ – არც წინ მიშვებდა და არც უკან. ამის გამო იქ მკაცრი სანქციებია და დიდი შანსია, დაგიჭირონ. ის მეპატრონე თურმე მეუბნება, ახლა პოლიციას გამოვიძახებ და დაგიჭერენო. ვუხსნი, მაპატიეთ, ფოტოს გადაღება მინდოდა-მეთქი და უცბად, მის ლაპარაკში გავიგე, საიდან ხარო? ჯორჯიიდან-მეთქი ეს რომ გაიგო, გაიბადრა. თურქი ან არაბი ვეგონე და ქართველი რომ ვიყავი, ამის გამო დამინდო, არ გამოძახა პოლიცია. ჩემმა მართლმადიდებლობამ და ქართველობამ გადამარჩინა. მაგრამ ის ათი წუთი ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე. შარში გავეხვიე.
–  პარიზში რომ იაპონელი გყავს ნაცემი, მართალია?
– (იცინის). წლების წინ, პარიზში ვიყავი. მაშინ კარატეზე ვგიჟდებოდი. ეიფელის კოშკზე ავდივარ და იაპონელი ტურისტი შემხვდა. ბენდენა მეკეთა და  ჩხუბზე გადარეული ვეუბნები: გინდა „ჩავუკარატოთ“-მეთქი და ვესპარინგე (იცინის). ახლა, რამდენჯერაც ეიფელის კოშკს შევხედავ, ის იაპონელი მამაკაცი მახსენდება.
– მგზავრობის დროს, რაიმე საინტერესო ამბავი ხომ არ გადაგხდენია თავს?
– ისრაელიდან რომ დავბრუნდი, ყველას ბარგი ჩამოვიდა და ჩემი და ბესო ბერულაშვილის ჩემოდნები – არა. შოკში ჩავვარდი. ჩემოდანში მეგობრის ნივთებიც მედო. ისე ვინერვიულე, წონაში დავიკელი (იცინის). კიდევ კარგი, ორ დღეში ჩამოვიდა და მომაწოდეს. არ დამავიწყდება  ავარიის ამბავი. მეგობრებმა გადავწყვიტეთ მანქანით გასეირნება. ყველა ნასვამი იყო, ჩემ გარდა. ვინც საჭესთან იჯდა, ჩაეძინა და სანამ დავასრულე ფრაზა: ვაიმე, მგონი, პლუტოს ჩაეძინა-მეთქი... უკვე, „სტოლბაზე“ ვიყავით ასული. მადლობა ღმერთს, ცოცხლები გადავრჩით. სხვათა შორის,  ერთი ასეთი ფაქტიც იყო. ცურვა არ ვიცი, ნაპირზე ვიჯექი და ტალღამ რომ დამარტყა, ზღვაში შემითრია და დახრჩობისთვის ვიყავი განწირული. შემთხვევით დამინახა მეგობარმა, გადმოხტა, ჩამებღაუჭა თმაში და ძლივს გამომათრია. მერე ვეუბნებოდი, ეს რა იყო, როგორ მათრიე ზღვაში თმით-მეთქი (იცინის). ის კიდევ მეუბნებოდა, თმით რომ არ დამეჭირე და მეთრიე, ახლა აქ არ იქნებოდიო (იცინის).
– ნინო, ამბობენ, სახეზე, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთე. მართალია?
– ეს მეც გავიგე, რომ ტუჩი და ცხვირი გავიკეთე და არ ვიმჩნევ, ვითომ არ მეტყობა (იცინის). არაფერი არ მაქვს გაკეთებული. მამაჩემის გაკეთებული ვარ ასეთი ტუჩითა და ცხვირით. ზოგი, თავად იგონებს ჭორებს საკუთარ თავზე, რომ მერე ილაპარაკონ. მე არ ვეკუთვნი ამ კატეგორიას, არ მიყვარს ჭორაობა. თუ რამეს გავიგებ ჩემზე, მწყინს და არ მსიამოვნებს.
скачать dle 11.3