კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 მოძღვარი გვირჩევს


კითხვა: ჩემმა ერთმა ახლობელმა მონათვლა მთხოვა. რა თქმა უნდა, უარი არ ვუთხარი. ის ახლა უცხოეთში მიდის საცხოვრებლად და არ ვარ დარწმუნებული, რომ ქრისტიანულად იცხოვრებს. ცოდვა ხომ არ ჩავიდინე, რომ მოვნათლე?
პასუხი:
რადგან ზრდასრულმა ადამიანმა გადაწყვიტა ნათლობა, ესე იგი, იცოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი მისთვის. რა თქმა უნდა, მისი გაქრისტიანება მხოლოდ ნათლობის რიტუალით არ უნდა შემოიფარგლოს. მას სჭირდება თქვენგან დამოძღვრა, რომ აუცილებლად იაროს ტაძარში. მოძებნოს მართლმადიდებლური ტაძარი და იყოლიოს მოძღვარი. თქვენ კი ილოცეთ მისთვის.
კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია მაგიას, თუკი მას მივმართავთ საყვარელი ადამიანის დაბრუნების მიზნით?
პასუხი:
ეს მომაკვდინებელი ცოდვაა. არსებობს ზნეობრივი და ღვთივსათნო საშუალება – ეკლესიური ცხოვრება, რაც დაგიბრუნებთ სიმშვიდეს, სიყვარულს და შესაძლოა, საყვარელ ადამიანსაც.
კითხვა: ვარ მართლმადიდებელი, თუმცა არ მქვია ქრისტიანული სახელი. არც ის მახსოვს, ნათლობისას რა მიწოდეს. მინდა, მყავდეს ჩემი სახელის მქონე წმიდა მფარველი ანგელოზი. როგორ მოვიქცე?
პასუხი:
თუ თქვენი სახელი ქრისტიანობას არ უკავშირდება, ანუ წმიდანთა შორის არ მოიხსენიება, სასურველია, გამოიცვალოთ.  საერთოდ ქრისტიანული სახელის დარქმევა ხდება ნათლობის დროს. მაგრამ თქვენ შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ მოძღვარს, რომელიც შეგირჩევთ რომელიმე ქრისტიანულ სახელს. ამ სახელით მიიღებთ მონაწილეობას საეკლესიო საიდუმლოებებში, გეყოლებათ მფარველი ანგელოზი, რომლის სახელზეც ილოცებთ, მასვე სთხოვთ მფარველობას განსაცდელისა და სიხარულის დროს.
კითხვა: რა ასაკში უნდა თქვას ბავშვმა პირველი აღსარება და როგორ შევამზადოთ ის ამისთვის?
პასუხი
: ეკლესია ჩვილობის ასაკშიც აზიარებს პატარებს. პირველი აღსარება კი ბავშვმა შვიდი წლის ასაკში უნდა თქვას. მან უნდა იცოდეს, რატომ არის მოძღვრისთვის ყველაფრის თქმა საჭირო და რაოდენ სასიხარულოა ზიარება ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა ესაუბროთ მას ამ ყველაფრის შესახებ და შეამზადოთ, როგორ დააჯილდოვებს უფალი, თუ კარგად მოიქცევა. მიანიშნეთ მას იმ ცუდ საქციელებზე, რასაც სჩადის. თუმცა, აუცილებელია, ბავშვს ჰქონდეს მაგალითი თქვენი სახით – როდესაც მშობელი ქრისტიანულად ცხოვრობს, შვილიც მას მიბაძავს. გარდა ამისა, ეცადეთ, როდესაც ბავშვი აღსარებას ამბობს, შეუქმნათ სადღესასწაულო გარემო, რათა ეს ხალისით გააკეთოს.
კითხვა: შეუძლია თუ არა მიცვალებულის სულს ცოცხლებთან კონტაქტი?
პასუხი:
სული ცნობიერებაა. ცნობიერების უნარი ადამიანის სულს აქვს და არა ხორცს. ცნობიერება აქვს გარდაცვლილის სულსაც და მასთან კონტაქტი ლოცვით მიიღწევა. ჩვენ ლოცვებით ვეხმარებით გარდაცვლილების სულებს იმქვეყნიურ ცხოვრებაში, ასევე, გარდაცვლილებიც ლოცულობენ ჩვენთვის. უდიდესი მადლი აქვს მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში ლოცვას ღვთისმსახურების დროს. რაც შეეხება მიცვალებულთა გამოცხადებებს, ამას ჩვეულებრივი ადამიანები სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ასეთი რამ ხშირად ეშმაკის ხელით ხდება. ჭეშმარიტი ხილვები კი, ღვთის ნებით, წმიდანებს აქვთ. დაუშვებელია ნებისმიერი საქციელი გარდაცვლილთა სულებიან კონტაქტის დასამყარებლად, რადგან ეს ყველაფერი უფალთან გვაშორებს და მიცვალებულთა სულებს აფორიაქებს.
კითხვა: გამიგონია, რომ სანთელი აუცილებლად ჩვენი ფულით უნდა შევიძინოთ, რომ უფალმა შეიწიროსო. რატომ?
პასუხი:
თქვენი შეკითხვის პასუხად გეტყვით, რომ მაცხოვარი გმობდა მწიგნობრებისა და ფარისევლების თვალთმაქცობას, რომლებიც გარეგნული ქმედებებით ამტკიცებდნენ თავიანთ ღვთისმოსაობას. დღესაც ხშირად მეორეხარისხოვანს უფრო აქცევენ ყურადღებას, მაგალითად: სანთლების რაოდენობას, მათი საკუთარი ფულით შეძენას და ასე შემდეგ და მთავარი ავიწყდებათ – საკუთარი ცოდვების სინანული!скачать dle 11.3