კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 განტევების გუბერნატორი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „ერთხელ პატარა თაგუნამ მოიწადინა ჩიტობა“?!

შესაძლოა იმიტომ, რომ „ძველ ტომში გამოსხლეტილსა არ მოუშლიან კბენასა და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ, დაუწუნებენ ფრენასა“, ოდესის ყოფილი გუბერნატორი აწ უკვე უკრაინის მოქალაქეობის გარეშეც დარჩა. გარეშეც, ვინაიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამპლუაში დათვლილ წამებში დათმო საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის გადარჩენის მიზნით (რამეთუ უკრაინაა ჩემი მეორე მშობელი დედაო).
ერთ დროს თავის თანამოაზრეს (თუმცა იმთავითვე იცოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აღძრა) პეტრო პოროშენკომ თბილისიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩამოართვა მოქალაქეობა (განა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სცა პატივი, იმ შავი კატების გამო, პოროშენკო-სააკაშვილს შორის რომ მრავლად გარბი-გამორბიან).
ოღონდ ამბავს კოჭებშივე ეტყობოდა, რომ ბ-ნი პეტრო ისევე დაუნანებლად განეშორებოდა ბ-ნ მიხეილს, როგორ უმალვეც ჩაიკრა გულში (იმ მარტივი მიზეზით, რომ „ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა და ნუ სცვლის თვისსა ენასა“).
ერთი სიტყვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს (რომელიც უკრაინელ საზოგადოებას არწმუნებდა, ჩემს გაპრეზიდენტებამდე ქართველები ერთი ტლუ და ჩამორჩენილი ხალხი იყოო) საერთოდ აღარ აქვს მოქალაქეობა, თუმცა თავად იმედიანადაა განწყობილი, იმდენადაც კი, რომ დარწმუნებულია, უკრაინის ხელისუფლებას შევცვლიო.
მომყავს ციტატა: „უკრაინაში მყავს ძალიან ძლიერი ორგანიზაცია, 100 000 აქტივისტი, 26 რეგიონში დიდი შტაბები,  კონკრეტულ სფეროში მოღვაწე ახალგაზრდების საინტერესო ქსელი, ბიზნესმენები.“
მაგრამ, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ფაქტი ერთია – კლასიკა უკვდავია: „თვის ტომის დამწუნებელსა ჭირი მიუვა კარზედა“! –

скачать dle 11.3