კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რა აკავშირებთ ხატია ბუნიათიშვილსა და ორლანდო ბლუმს და როდის აუხსნა სიყვარული კრის მარტინმა ხატიას

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 ხატია ბუნიათიშვილის მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან გამოჩენა აღარავის უკვირს. ცოტა ხნის წინ, ხატიამ მონაწილეობა მიიღო გრანდიოზულ საქველმოქმედო შოუში ჰამბურგის სტადიონზე, კრის მარტინთან, შაკირასთან, ფარელ უილიამსთან, „ქოლდფლეისთან“ და სხვა ვარსკვლავებთან ერთად. გრანდიოზულ შოუში შოუ-ბიზნესის ცნობილი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, მათ შორის, შაკირა და ჯგუფი „ქოლდფლეი“. ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც  ასეთი პოპვარსკვლავების გვერდით, სუფთა კლასიკური მუსიკა გაჟღერდა! კონცერტზე ხატია ბუნიათიშვილმა ბეთჰოვენის „მთვარის სონატის“ მისეული ვერსია შეასრულა.
ხატია ბუნიათიშვილს „ექო კლასიკის“ ჯილდო გადასცეს კატეგორიაში „წლის საუკეთესო სოლო ჩანაწერი“. სანამ პიანისტი სცენაზე გამოვიდოდა, დამსწრე საზოგადოებას კრის მარტინის მიმართვა უჩვენეს, სადაც ბრიტანელი მომღერალი ხატიას ჯილდოს მიღებას ულოცავს და ეუბნება: „მიყვარხარ, ხატია“.
ხატიამ უარი თქვა პარიზში ბასტილიის დღისადმი – საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულისადმი – მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობაზე გერგიევის გამო,  რომელმაც ცხინვალში იდირიჟორა რუსეთის ჯარისთვის და სირიაში – ასადისთვის!
ხატია:
ვალერი გერგიევთან არასდროს დავუკრავ, არა იმიტომ, რომ ის პუტინის მეგობარია. მეგობრობა ისეთი რამაა, რომელშიც შეზღუდვა არ არსებობს, ადამიანი მეგობრობს იმასთან, ვისთანაც თავად სურს. გერგიევი ჩემთვის იმიტომ არის მიუღებელი, რომ პუტინის პოლიტიკას უწევს პროპაგანდას. პუტინი კი პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს. მას ოკუპირებული აქვს ჩემი სამშობლო – საქართველო, ახდენს უკრაინის ანექსიას. ყველამ იცის, რა ხდება სირიაში და ვინ არის ამაში დამნაშავე. ასეთ დროს ჩვენ არ გვაქვს უფლება, ნეიტრალურები ვიყოთ. ჩვენ ამ მოვლენებზე აუცილებლად უნდა მოვახდინოთ რეაგირება. ვფიქრობ, ეს ჩვენი აბსოლუტური პასუხისმგებლობაა. მე ვარ საქართველოს და ასევე, მსოფლიოს მოქალაქე, ამიტომ ვალდებული ვარ, ვთქვა, რომ არსებობს პრობლემები და პირადად, ჩემთვის ისინი მიუღებელია.
ხატიამ მსოფლიო პრესა კიდევ ერთხელ აალაპარაკა, როდესაც ის პაპარაცებმა ორლანდო ბლუმთან ერთად, პარიზის ქუჩებში დააფიქსირეს. როგორც ფოტოებიდან ჩანს, მათ საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვთ.
გამოცემები წერდნენ, რომ ორლანდო პარიზის ქუჩებში შავთმიან უცნობ გოგონასთან გამოჩნდა.

მათთვის უცნობი შავთმიანი გოგონა, ქართველებისთვის და არამარტო ქართველებისთვის, კარგად ნაცნობი და საამაყო ხატია ბუნიათიშვილია.
დღეს  ხატიას შესახებ უცხოური გამოცემები დეტალურად წერენ: „ხატია ბუნიათიშვილს კლასიკური მუსიკის სამყაროში კარგად იცნობენ. გოგონა ბათუმში დაიბადა, ის ბავშვობიდან უკრავს ფორტეპიანოზე. 6 წლის ასაკში პირველად დაუკრა თბილისში, შემდეგ კი ევროპაში გაემგზავრა. ის წარმატებით გამოდის ამერიკის, ევროპისა და უკრაინის საკონცერტო დარბაზებში. ხატია ხუთ უცხო ენაზე ლაპარაკობს. ის ბუნიათიშვილების ოჯახის ერთადერთი ვირტუოზი არ არის. გამოცემები მისი დის, მუსიკოს გვანცა ბუნიათიშვილის შესახებაც წერენ“.
რაც შეეხება სკანდალებს პირად ცხოვრებაში, გამოცემა წერს, რომ ხატიამ თავისი სიყვარული მუსიკას მიუძღვნა და პირად ცხოვრებაში სკანდალები არ ჰქონია.
იღბლიანი გოგონა, რომელთანაც 40 წლის ორლანდო ბლუმს რომანი აქვს, 30 წლის ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილია.
 წერენ, რომ ბლუმისა და ბუნიათიშვილის რომანი დამალული არ არის.  ჟურნალისტები ორლანდო ბლუმს  არჩევანს უწონებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ არაჩვეულებრივ წყვილს სერიოზული ურთიერთობა აქვს.
ორლანდო ბლუმი, რომელსაც სუპერპოპულარობა „კარიბის ზღვის მეკობრეებმა“ მოუტანა, დაქორწინებული იყო „ვიქტორიას სიქრეთის“ ულამაზეს მოდელ მირანდა კერიზე, რომელთანაც პატარა ვაჟი ჰყავს. შემდეგ ქეთი ფერიზე იყო დაქორწინებული, რომელსაც ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაშორდა.
ქეთი პერისთან დაშორების შემდეგ, ორლანდო ბლუმი ცოლს ეძებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტს მსახიობმა კომპლიმენტი უთხრა ბროშთან დაკავშირებით, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ ეს მისი პარტნიორის საჩუქარი გახლდათ.
ამას ორლანდოს აღიარება მოჰყვა: ცოლი მჭირდება, შეგიძლია, ცოლი მაპოვნინო? ცოლი მინდა. აი, რას ვეძებ – ცოლს, ვინც ასეთ ბროშს მაჩუქებს.
         скачать dle 11.3