კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (119)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

№30 როგორ გაიხსნა აფხაზეთში 27 სომხური სკოლა ქართული სკოლების დახურვის პარალელურად და რატომ გაძლიერდა სომხური ეკლესია

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

 ამ ტურისტულ სეზონზე აფხაზეთში ერთი რუსი ტურისტი მოკლეს, ხოლო მოკლულისა და მისი მეგობრის ოჯახის წევრები კი გაიტაცეს. მძევლები უკვე გაათავისუფლეს და დამნაშავეებიც დაიჭირეს, თუმცა რფ-მ შანსი ხელიდან არ გაუშვა და რუსმა პოლიტიკოსებმა მწვავე განცხადებებიც გააკეთეს. იმთავითვე აშკარაა, რომ რუსეთი შეეცდება, ეს ფაქტი აფხაზებზე მორიგ ზეწოლად გამოიყენოს, რომ მისთვის ხელსაყრელი რომელიმე გადაწყვეტილება გაიტანოს, მეორე მხრივ, ამავე პერიოდში კვლავ გამწვავდა აფხაზებისა და სომხების დაპირისპირება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ვეტერანთა შეკრებაზე აფხაზეთის სომხებს ომში მონაწილეობის მოტივაცია დაუწუნეს (თავიანთი მიზნებისთვის იბრძოდნენო) და უფრო მეტიც, თუ სომხეთი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, სომხებმაც დატოვონ აფხაზეთის ტერიტორიაო. კონფლიქტში თვით რაულ ხაჯიმბაც ჩაერთო და თავის სამწყსოს თანხმობისა და მშვიდობისკენ მოუწოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს სომხებისა და აფხაზების პირველი დაპირისპირება არ არის და დემოგრაფიულ სურათსაც ისეთი პირი უჩანს, რომ არც თუ შორეულ მომავალში აფხაზეთში სომხების რაოდენობა არათუ აფხაზების, აფხაზებისა და ქართველების ერთად აღებულს გადააჭარბებს, პრობლემა მნიშვნელოვანია. იმის შესახებ, თუ რა პროცესები ვითარდება აფხაზეთში, მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– რთული გასარკვევია, რუსი ტურისტის მკვლელობა დადგმული იყო თუ არა, მაგრამ ცხადია, რომ რუსეთი ცდილობს ამ ფაქტის გამოყენებას.
–  მოხდა ფაქტი, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ სიტუაციას, რომელიც აფხაზეთშია და რომელსაც კრიმინოგენური ვითარება ჰქვია. ამ მასშტაბის თავხედური ფაქტი აფხაზეთში კარგა ხანია, არ მომხდარა. რასაკვირველია, რუსეთი შეეცადა, რომ არაპირდაპირი გზით, ამ ფაქტის მედიაში გავრცელებით, მოეხდინა ზეწოლა აფხაზებზე, რომ ისინი გონს მოგებულიყვნენ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აფხაზური საზოგადოებაც ძალიან აქტიურობდა და მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას. ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო, მაგალითად, გრიგორიევის, აფხაზეთში რუსეთის „ელჩის“, განცხადება, ძალიან აგრესიული და კატეგორიული: ასეთ „ვაჟკაცობას“ გრიგორიევისგან არავინ მოელოდა. მას უპასუხა ცნობილმა აფხაზმა ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ: რუსეთში რომ მოეკლათ აფხაზი, ასეთი ამბავი არ მოჰყვებოდაო. მოკლედ, აფხაზებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სოციალური ქსელი ზედმიწევნით აქვთ ათვისებული, თუმცა ეს სიტუაციას არ შეცვლის.
– ჩვენ ვნახეთ, როგორი რეაქცია ჰქონდათ რუსეთსა და აფხაზებს ქართველის მკვლელობაზე და როგორი აქვთ რუსის მკვლელობაზე. რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ აქედან და მეორე მხრივ, არ იყო უხერხული, რომ, თურმე, მნიშვნელოვანია ადამიანის ეთნიკური კუთვნილება და არა მკვლელობის ფაქტი, თუ რუსეთს ასეთი დეტალები არ აინტერესებს?
– რუსეთს ეს არ აინტერესებს: თავდასხმა მოხდა რუსეთის მოქალაქეზე და იცავენ თავიანთ მოქალაქეს. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ჩვენი მოქალაქის დაცვა, არ ვაქციეთ ეს ფაქტი საერთაშორისო განსჯის საგნად ისეთი ინტენსივობით, როგორითაც საჭირო იყო და ვერ მივაღწიეთ დამნაშავის დასჯას. შესაძლოა, ეს ჩვენი სისუსტეა, მაგრამ, მეორე მხრივ, მორალის თვალსაზრისით, ძალიან კარგად გამოაჩინეს სახე რუსულმა და აფხაზურმა მხარეებმა. თუმცა ცდებით, თუ გგონიათ, რომ რუსეთში ვინმემ გაიგო რუსი ტურისტის მკვლელობის ამბავი ან აფხაზების პასუხი. რუსეთის მოქალექეებმა ისიც კი არ იციან, რომ ჩვენ ვიზები გვჭირდება რუსეთში ჩასასვლელად. ამიტომაც ვამბობ, რომ აუცილებელია რუსეთის მოალაქეების განწყობების შეცვლა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში საზოგადოებრივ აზრს ყურადღებას არ აქცევენ, მაინც საჭიროა ლობისტური ჯგუფების შექმნა თვითონ რუსეთში.
– კონკრეტულად, რაში შეიძლება, გამოიყენოს რუსეთმა თავისი მოქალაქის მკვლელობა თუ აფხაზები კიდევ ერთხელ იზეიმებენ გამარჯვებას, რომ ამჯერად შერჩათ რუსეთის მოქალაქის მკვლელობაც?
– რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ამ ფაქტს იმ ხელშეკრულების კონტექსტში, რომელიც გაფორმდა მათ შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის, ერთიანი საკოორდინაციო ცენტრის შექნის შესახებ. ახლა რუსეთს შეუძლია, თქვას, ტურისტული სეზონი დაგემხოთ თავზე, რუსი ტურისტები აღარ ჩამოვლენ, კრიმინოგენური სიტუაციის გამო და მოგეხმარებით, რომ სიტუაცია შეიცვალოსო. ამით კიდევ უფრო გაიმყარებს თავის მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ იქ რუსეთის ჯარი დგას, მიუხედავად იმისა, რომ ძმობას ეფიცებიან ერთმანეთს, მოსკოვში კარგად ესმით, რომ აფხაზები არ არიან სანდონი და არც არასდროს ყოფილან: არც მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც შეიერთეს და არც დღეს. რუსებმა კარგად იციან, რომ აფხაზები მათ იყენებენ. თქვენ ხომ იცით, როგორი ფორმულა აქვს ჩაჭედილი თავში აფხაზ ობივატელს? რომ ქართველები დამნაშავეები არიან მათთან ომის გამო და ამიტომ უფასოდ უნდა უმკურნალონ; რუსები ვალდებულები არიან, რომ დაიცვან და ფულიც გადაუხადონ, იმიტომ რომ, მათ აფხაზებმა შეუნარჩუნეს სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ფორპოსტი; სომხები ვალდებულები არიან მათ წინაშე, იმიტომ რომ, აფხაზებმა შეიფარეს ისინი და დაასახლეს; ჩრდილო კავკასიელებიც ვალდებულები არიან, იმიტომ რომ, აფხაზები არიან უფრო განათლებულები და მსოფლიოს გააცნეს ჩრდილოკავკასიური მცირე ერები.
–  საინტერესოა და რა არგუმენტი აქვთ?
– ხომ არ გგონიათ, აფხაზები ქართველების დამსახურებად მიიჩნევენ, რომ საკუთარ ენაზე ჰქონდათ უმაღლესი საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები და ტელევიზია?! ეს ამათ თავიანთ მონაპოვრად მიაჩნიათ. მაშინ, როდესაც ჩრდილო კავკასიელებს ეს საშუალებები არ ჰქონიათ. ამდენად, მათ სჯერათ, რომ საკუთარ ენაზე შექმნეს უკვდავი ნაწარმოებები.
– რომელია უკვდავი?!
ისინი ასე ფიქრობენ. მიაჩნიათ, რომ მათ სასწავლებლებში იღებდნენ ჩრდილო კავკასიელები განათლებას და აფხაზებმა გაიტანეს ჩრდილო კავკასიელი ხალხების პრობლემატიკა მსოფლიო არენაზე.
– ბოლო წლებში პერიოდულად მწვავდება აფხაზებისა და სომხების ურთიერთობა, მაგრამ ამჯერად ბარციცმა პირდაპირ დააკნინა სომხების წვლილი ომში და ხაჯიმბას მოუწია ვითარების განმუხტვა.
– რაც უნდა ილაპარაკოს ხაჯიმბამ, ბარციცის ეს განცხადება აფხაზეთში არსებული განწყობების დემონსტრირებაა. ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდებოდა, ზუსტად იმ განწყობების გამო, რაზეც გელაპარაკეთ. იმ ამბიციების გამო, რაც აფხაზებს აქვთ. რაც უნდა პარადოქსული იყოს, ბარციცის განცხადებაში არის სიმართლეც.
– აბა, აფხაზების სიყვარულით ხომ არ მიიღებდნენ ომში მონაწილეობას? სომხები დაეხმარნენ აფხაზებს ქართველების დახოცვასა და გამოყრაში საკუთარი ბედნიერებისთვის?
–   მაგრამ ოფიციალური პროპაგანდა ხომ სხვა რამეს ამბობდა ამდენი ხნის განმავლობაში?! მიუხედავად რუსული სპეცსამსახურების მუშაობისა, რომლებმაც ადგილობრივი სომხებისგან შექმნეს „ბაგრამიანის ბატალიონი“, ჩვენ სულელურად მოვიქეცით, რადგან ჩვენც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა იგივე, მაგრამ არ გავაკეთეთ. თუმცა ბატალიონ „თბილისელის“ შემადგენლობაში იყო სომხების ნაწილი, რომლებიც აჩადარასთან ებრძოდნენ „ბაგრამიანის ბატალიონს“. უბრალოდ ჩვენები არ დაეცნენ იქამდე, რომ ნაციონალური ბატალიონები შეექმნათ. მესამემასიველი სომხები იყვნენ გაერთიანებულნი ბატალიონ „თბილისელში“ და აჩადარასთან ისტორიული ღამის ბრძოლა გაიმართა, როდესაც ერთმანეთის წინააღმდეგ აღმოჩნდნენ „ბაგრამიანის ბატალიონი“ და ჩვენი სომხური სამხედრო ნაწილი. ორივე მხრიდან ბევრი ეთნიკურად სომეხი დაიღუპა.
– ძალიან ტრაგიკული ისტორიაა… ამასთან, ბარციცმა გამოთქვა პრეტენზია, თუ სომხეთი არ აღიარებს აფხაზეთს, წადით აფხაზეთიდანო.
– ბარციცი, ეტყობა, საქმეში ჩაუხედავი კაცია, რა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, როდესაც ყარაბაღის დამოუკიდებლობა არ უღიარებია სომხეთს?!
– რეალურია ეს დაპირისპირება? რუსეთის სპეცსამსახურები ვერ მოახერხებენ ამის ჩაქრობას თუ პირიქით, მათთვის ხელსაყრელია, რადგან სომხები მალე გადაასწრებენ აფხაზებს რაოდენობით?
– რასაკვირველია, ხელსაყრელია, იმიტომ რომ, სომხები გაცილებით მარტივად სამართავი ხალხია, ვიდრე აფხაზები და არავის გაუუქმებია პრინციპი: „გათიშე და იბატონე“. მაგრამ თვითონ აფხაზებმა შექმნეს ეს ვითარება და მხოლოდ საკუთარ თავს უნდა უსაყვედურონ. ეს არის ერი, რომელსაც უამრავი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ არ უყვარს მუშაობა. სომხებს კი უყვართ მუშაობა. ყველაზე ცნობილი ადგილი რა არის სოხუმში? „ბრეხალოვკა“, დედაქალაქში რომ ყველაზე ცნობილი ადგილი იქნება სალაყბო, ხომ გასაგებია, როგორია დამოკიდებულება ორგანიზებულ შრომასთან?! სხვათა შორის, არც ქართველები გიჟდებიან მუშაობისთვის და ეს კარგად გამოჩნდა ბოლო დროს, როდესაც ყველა საშუალება გაჩნდა და არ ვიყენებთ. შავი ზღვისპირეთში მწვავე დეფიციტია მუშახელის, მიმტანები, ადმინისტრატორები, დაცვის მუშაკები… და ამ უმუშევარ საქართველოში იქ არ მიდიან სამუშაოდ: თუმცა დაისვენებ კიდეც, კვებაც უფასოა და ხელფასსაც აიღებ.
– აფხაზებისა და სომხების დაპირისპირება აფხაზეთში რატომაა ხელსაყრელი რუსეთისთვის: ერქმევა აფხაზეთი და რეალურად იქნება სომხეთი, რადგან უმრავლესობა იქნება სომეხი მოსახლეობა?
– დაპირისპირება მაინც მოხდება მათ შორის. ხშირად აფხაზური პრესა ჩვეულებრივ კრინიმალურ ფაქტში არ აღნიშნავს ეთნიკურ შემადგენელს, თორემ აფხაზეთში საშუალო ფენა სომხების ხარჯზე შეიქმნა და მათ ძალიან ხშირად ესხმიან თავს ფულის წართმევის მიზნით. ერთ მშვენიერ დღეს ეს გადაიზრდება ტოტალურ დაპირისპირებაში. ჯერჯერობით ერთმანეთს ეფერებიან, თუმცა კბენენ. ასე დაიწყეს დაპირისპირება ქართველებთანაც, მართალია, ამას მაშინ რუსები უწყობდნენ ხელს, როგორც შეეძლოთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ახლა აფხაზებს აქვთ გამოცდილება, როგორ არ უნდა გაახარონ სხვა ერი აფხაზეთში.
– არის პროგნოზი, რომ შემდეგი ომი აფხაზეთში იქნება აფხაზებსა და სომხებს შორის.
– რუსები მაქსიმალურად ჩაერევიან, რუსეთის სამხედრო ძალა აკონტროლებს მთელ აფხაზეთს და აფხაზებს არ ექნებათ ფრონტის ისე გაშლის საშუალება, როგორც ჩვენთან შეძლეს, მაგრამ დაპირისპირება აუცილებლად იქნება. არ ვიცი, ეს როგორ დამთავრდება, მაგრამ დაიწყება. შეიძლება, სამხედრო დაპირისპირებამდე არც მივიდეს საქმე, მაგრამ აფხაზები რაღაც ფორმით ხელს შეუშლიან ახალი სომეხი ოჯახების ჩასახლებას, შეავიწროებენ მათ საყოფაცხოვრებო დონეზე, ეს ფაქტია. ძალიან რთულია პროგნოზი და ვერ გავაკეთებ, იმას გარდა, რომ საფრთხილო საკითხია.
– სომხების მიერ კულტურული ავტონომიის მოთხოვნის რეალური საფუძველი არის?
– ეს მოთხოვნა უკვე ისმის აფხაზეთის სომხურ თემში. ვიცით, რომ იქ ქართული სკოლები დახურეს, თორემ სომხური სკოლები მრავლდება სოკოებივით. უკვე 27 სომხური სკოლაა მთელ აფხაზეთში. თან, გაითვალისწინეთ, რუსეთში არ არის სომხური სკოლები, თუმცა რუსეთის ბევრ ქალაქში იმაზე ბევრად მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე აფხაზეთში. მაგალითად, არმავირსა თუ ნახიჩევანში დონზე. ბოლოს და ბოლოს, ეს ყელში ამოუვათ აფხაზებს. თან, აფხაზეთში სომხური ეკლესიაც ძლიერია, უფრო ძლიერიც კი, ვიდრე სომხეთის ზოგიერთ რაიონში. სხვათა შორის, სომხურ სკოლებს ეხმარებიან სომხეთის მთავრობა და სომხური უცხოური ორგანიზაციები, ამიტომ ძალიან კარგად გამოიყურება დაბეჩავებული აფხაზური სკოლების ფონზე.
– სრული საჯარო სკოლებია სომხური? აფხაზური სკოლები ხომ მხოლოდ დაწყებითია?
– სომხური სკოლები ათწლიანია, მაგრამ აფხაზური სკოლები იმიტომ კი არ აქვთ, რომ ვინმე უშლით?! მოთხოვნა არ არის აფხაზური სკოლის სრულ კურსზე. ამიტომ ოთხ წელს სწავლობენ აფხაზურად, შემდეგ –  რუსულად. ბევრს ლაპარაკობენ, ენა უნდა შევინარჩუნოთო და არაფერს აკეთებენ მის შესანარჩუნებლად!
скачать dle 11.3