კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ვინ მოკლა ორჯერ გიორგი სუხიტაშვილმა და მალავს თუ არა ის საკუთარი შვილების არსებობას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მომღერალ გიორგი სუხიტაშვილისთვის წლევანდელი ზაფხული საკმაოდ დატვირთულია. გარდა იმისა, რომ დილაობით რადიოეთერი მიჰყავს, თბილისის „ბიგ-ბენდთან“ ერთად, ბულგარეთსა და სერბეთში გასტროლებზე მიემგზავრება. ასევე, თავის ბენდთან ერთად, ბათუმში, სხვადასხვა ივენთზე დაუკრავს.
გიორგი სუხიტაშვილი:
ჯერჯერობით თბილისში ვარ. ვმუშაობ რადიოში და „ბიგ-ბენდთან” ერთად. სარეპეტიციო ავიღეთ – ბენდთან ერთად ვრეპეტიციობთ. გვიწევს ბათუმში ჩასვლა-ჩამოსვლა, რამდენიმე ადგილას, მათ შორის, „პონტში“, რომელიც მე, ჩემმა ძმამ და მეგობარმა გავხსენით. თბილისშიც ვუკრავთ. მოკლედ, შემოქმედებითად საკმაოდ აქტიური პერიოდი მაქვს. აგვისტოში „ბიგ-ბენდთან“ ერთად მივემგზავრები ბულგარეთსა და სერბეთში, სადაც კონცერტები გვაქვს. აგვისტოს შუა რიცხვებიდან შვებულება მექნება და მხოლოდ ჩემს ბენდთან ერთად ვიმუშავებ. ვმუშაობ ახალ სიმღერაზე და გაისად მინდა, ახალი ალბომი გავაკეთო. ასევე, ვიღებ კლიპს, ვეძებ საინტერესო გარეგნობის გოგონებს.
–  როგორია შენთვის საინტერესო გარეგნობის გოგონა?
–  ლამაზი, მაგრამ არა ბანალურად ლამაზი. უცნაურად ლამაზებიც ხომ არსებობენ, საინტერესოდ ლამაზები. არ აქვს მნიშვნელობა, წითური იქნება, ქერა თუ ცისფერთვალება, მთავარია, საინტერესო გარეგნობა ჰქონდეს. დაახლოებით სამი ტიპაჟი მჭირდება, რადგან შეიძლება, კლიპში რამდენიმე ეპოქა გაცოცხლდეს. მაქსიმალურად ვეცდებით, ტიპაჟები ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს, ინდივიდუალური და საინტერესო.
– ბიჭები არ გჭირდება კლიპში გადასაღებად?
– რადგან ბიჭი მე ვარ, არ არის საჭირო. კლიპში სიუჟეტი არ ვითარდება, როგორც ქალისა და კაცის ურთიერთობა. თორემ, სხვა მამაკაცი რომ იყოს კლიპში, ამაზე პრობლემა არ მაქვს. ზოგს არ უნდა, თუნდაც, თავის კონცერტზე, თავისივე სქესის სხვა ადამიანი მონაწილეობდეს. ეს ცოტა მეგოიმება – მაპატიოს ყველამ. ამ კუთხით არ მაქვს პრობლემები, უბრალოდ, სიუჟეტი არ მოითხოვს ასეთ რამეს.
– როდესაც უცხოეთში ხარ გასტროლზე, ალბათ, ბევრ საინტერესო რამეს ნახულობ, ერთობი.
– კი და მგზავრობაც ძალიან საინტერესოა ხოლმე. 7 წელია, ერთად ვართ, ბევრი გასტროლი გვქონია და უკვე წინასწარ ვიცი, ვისგან რას უნდა ველოდო. მე ბევრს დავწანწალებ. მაგალითად, კიევი ფეხით მაქვს შემოვლილი. ბოლოს ასტანაში ვიყავით. ავიყოლიე ალეკო ბერძენიშვილი და თემო საჯაია. დაახლოებით 20-22 კილომეტრი ფეხით ვატარე. ერთი კვირის შემდეგ თემო შემხვდა – ფეხები ისევ მტკივაო და ალეკო კი იქვე მოკვდა. არასდროს მაქვს მარშრუტი არჩეული, ძირითადად, იმპროვიზაციით ვმოძრაობ, რაც შეიძლება მეტი ვნახო. თან, ძალიან კარგი ორიენტაცია მაქვს და არსად არასდროს არ ვიკარგები. ერთხელ ორკესტრის წევრები დაგვეკარგნენ და ძალიან დიდი ნერვიულობა გამოვიარეთ. თან, მე ისეთი ვარ, ყველაფერზე ვნერვიულობ. წესრიგი მიყვარს და განვიცადე. ძლივს ვიპოვეთ საელჩო და ბევრი ვინმე ჩავრიეთ. ქუჩაში სიარული ძალიან მიყვარს. ყოველთვის კომფორტულად მაცვია: კედები, შარვალი ბევრი ჯიბით, ყურსასმენები, დამტენი და აუცილებლად ადგილობრივი ნომერი, ინტერნეტი. ყველაფერი უნდა იყოს წესრიგში და ყველაფრისთვის უნდა ვიყო მზად. ძალიან მაინტერესებს არქიტექტურა, ასევე, სავაჭრო ცენტრებსაც მოვივლი და ძალიან ბევრ სუვენირს ვყიდულობ. მაინტერესებს ადგილობირვი მუსიკა, სპორტული შეჯიბრებები და ვცდილობ, დავესწრო.
– აქტიური და ქაოტური ცხოვრება გაქვს. მიეჩვიე უკვე?
– ძალიან მომწონს ეს ქაოტური ცხოვრება, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. უბრალოდ, როცა რესურსი გეწურება, მცირე რესტარტი და მერე, ისევ გაქვს მოთხოვნილება, იგივე აკეთო. ბევრი მეუბნება – რად გინდა ბენდიო. მე ძალიან მომწონს მათთან ურთიერთობა, რეპეტიციები, სიახლეები... ძალიან მოწყენილი ვარ სცენაზე მარტო. თან, მეც რაღაცეებს ვიგონებ – ჩემი პერკუსია მაქვს, შეიკერები, რომ მხოლოდ არ ვმღეროდე და ჩართული ვიყო ამ ჯაგა-ჯუგში.
– შენნაირებს ხშირად მაზოხისტებს ეძახიან.  
– მაგ პონტში, ვარ მაზოხისტი. ვიღაცისთვის შეიძლება, მაზოხისტი ხარ, თორემ შენ გსიამოვნებს ამის კეთება და სულ არ მიგაჩნია თავი მაზოხისტად.
– უკრაინელი გოგონები შენც მოგწონს?
უკრაინელ გოგონებზე წარმოდგენები ცოტა გადამეტებულია. მხოლოდ დაბლიდან ნუ უყურებენ. მთლიანობაში უნდა აღიქვა ქალი. თუმცა, არიან ადამიანები, მხოლოდ თოჯონები რომ მოსწონთ. მაგრამ, ხომ არსებობს ენერგია, ტემპერამენტი – როგორი ენერგია აქვს, რამდენად ტემპერამენტიანია, როგორი თვალი აქვს. მოკლედ, ჩემთვის ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი. მხოლოდ გრძელი ფეხები  – არა. ჩვენ, ქართველებს ძალიან ლამაზი ქალები გვყავს და ამას განსაკუთრებით მაშინ ვხვდები, როცა საქართველში ვბრუნდები. რადგან ქალების თემას შევეხეთ, მინდა, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გავაკეთო კომენტარი. სტატუსიც დავწერე: ქართველობა ქალიშვილობასავითაა – თუ არ გინდა, არ დაკარგავ-მეთქი. „ქართველობას გვართმევენ“ – ამ ფრაზამ უკვე მოჭამა თავისი დრო. ვერავინ წამართმევს ქართველობას, თუ არ მინდა, რომ წამართვან. ეს ქსენოფობიური დამოკიდებულებები, პირადად მე, მეზედმეტება. მეც შეიძლება, რაღაცეები არ მომწონდეს. თუნდაც, აღმაშენებლის ქუჩაზე, მეც არ მომწონს რაღაცეები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ვიღაცეებს ვურტყა. საკანონმდებლო დონეზე უნდა მოგვარდეს, არანაირი დისკრიმინაცია არ უნდა ხდებოდეს და ყველაფერი ჩარჩოებში უნდა მოექცეს. რა თქმა უნდა, წარწერები არ უნდა იყოს მხოლოდ თურქულ, არაბულ ენებზე. მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და უნდა ვიცოდე, ჩემს ქვეყანაში რა ხდება. ასევე, არ უნდა იზღუდებოდეს ჩემი ქვეყნის მოქალაქეების სადმე შესვლა, თუ ეს მართლა ხდება. არავის საქმეში არ ვერევი, მაგრამ იმ მარშებით, გამოსვლებით და შემდეგ, რაც ამას „ფეისბუქზე“ მოჰყვა, არაფერი მოგვარდება. ეს არ არის ამ ეპოქაში გამოსავლის გზა, რომელშიც ვცხოვრობთ. რაღაცეები უნდა დავაბალასნოთ. რაღაც არ მომწონს, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც უნდა გავლახო, ვაგინო. პირადად მე, ვაპროტესტებ და ძალიან არ მომწონს, გრიგოლ ლეპსი რომ ჩამოდის საქართველოში. არასწორად მიმაჩნია, საქართველოში ჩამოვიდეს თუნდაც ქართული ფესვების არტისტი, რომელსაც პუტინის საგარეო პოლიტიკა მოსწონს. ეს პოლიტიკა ჩემი ქვეყნის რღვევაა და პირდაპირ აღიარებს, რომ მას ეს მოსწონს. ამის გამო პირადში ვიღაცეები მწერდნენ, მლანძღავდნენ: ეს როგორ დაწერა, მისი გშურს, შეედარე ლეპსსო. არავისი არაფერი მშურს და აქეთ შემედაროს რუსული ესტრადა, თავისი ლეონტიევებითა და ვიღაც-ვიღაცეებით. ვაპროტესტებ იმას, რომ ლეპსი ჩამოდის, ყველაზე დიდ დარბაზში ატარებს კონცერტს და მის კონცერტზე ქართველები მიდიან. ეს ჩემი აზრია და შეიძლება, ვიღაცას არ მოსწონდეს. ამას მოჰყვა პირადში შეურაცხმყოფელი მესიჯებიც. ვიღაცეებს ვუპასუხე, ვიღაცეებს – არა. ადამიანი რომ გეტყვის, გრიგოლ ლეპსის გშურსო, რა უნდა უპასუხო.
– მოწესრიგებული ვარო და რა ხდება მაშინ, როცა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობ, ვინც ნაკლებად მოწესრიგებულია?
– ჩემი ძმაა ასეთი, ჩემი სრული ანტიპოდი. იმდენად გვიყვარს ერთმანეთი, რომ ერთადერთია, ვისაც ასეთ რაღაცეებში ვუთმობ. ხანდახან მეც ამომასხამს და ავუშვებ ხოლმე. მისი არაპუნქტუალობა მაგიჟებს, თუმცა საქმეში ძალიან კომფორტულია. როცა სერიოზულ საქმეს ვკიდებთ ხელს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, ძალიან პასუხისმგებლიანია. სხვა შემთხვევაში – გამორიცხეთ, ჩემმა ძმამ ადრე გაიღვიძოს, დროულად მოვიდეს. ზოგჯერ მინდა, მოვკლა. ორჯერ მოვკალი, მაგრამ კატასავითაა – ათასი სიცოცხლე აქვს.
–  ვიცი, ასეთი კითხვების დასმა არ გიყვარს, მაგრამ მაინც უნდა გკითხო, ასეთი ჭორი გავრცელდა: გიორგი სუხიტაშვილი და და მაკა ზამბახიძე ერთად არიან, ერთმანეთს ხვდებიანო.
– რა სისულელაა. ჩემი მაკინო 26 მაისის მერე, არ მინახავს. რომ წაიკითხავს, იხალისებს. ერთ პროექტში ვართ – სამსაათიანი რეპეტიცია რომ გვაქვს, მერე ერთად ვვახშმობთ, ფოტოებს ვიღებთ და გინდა არ გინდა, ვრცელდება ჭორები. ჩემზე და ჩვენს წამყვანზე, ლანაზეც გავრცელდა ჭორები: დაგვაქორწინეს კიდეც. იმ დღეს ერთი ადამიანი „ფეისბუქზე“ მიმტკიცებდა, ბავშვები გყავსო. თურმე, მყავს და ვმალავ. ნეტავ, მყავდეს: სად ხართ, შვილებო! ნერვები მეშლება, როცა ჩემ გამო სხვა ეხვევა ჭორებში – თუნდაც მაკას, ან ლანას შემთხვევაში, ცუდად ვგრძნობ ხოლმე თავს. რამე რომ იყოს, არც დავმალავ, თუმცა, პირადზე ლაპარაკი არ მიყვარს. არარსებულზე ასე ჭორაობენ და არსებულზე, ხომ წარმოგიდგენია, რამხელა ფანტაზიები გაეხსნებათ. ჩემს მექალთანობაზეც ჭორაობენ და ძალიან მაინტერესებს ამ სიტყვის განმარტება: იქნებ ვარ და არ ვიცი? ზოგმა როგორ ახსნა, ზოგმა – როგორ, საბოლოოდ, ბევრი განმარტება მოვისმინე. ბევრი ვარიანტია და არ ვიცი, რომელს ვაკმაყოფილებ.
скачать dle 11.3