კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როდის აპირებს დაქორწინებას თავის მამაკაც შეყვარებულზე ნიკა ჭავჭავაძე და რატომ უხდის ის ბოდიშს მაია სტეფნაძეს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია


 ცოტა ხნის წინ სკანდალურობით ცნობილმა ჟურნალისტმა, ნიკა ჭავჭავაძემ თავის „ფეისბუქ-გვერდზე“ გამოაქვეყნა ფოტო, მამაკაცთან ერთად, რომელსაც დააწერა: „სიყვარული აქაა. ერთად ყოფნის ერთი წელი შეგვისრულდა“. ვინ არის ფოტოზე გამოსახული მამაკაცი, რომელზეც ნიკაა შეყვარებული, როგორ გაიცნეს და შეუყვარდათ მათ ერთმანეთი, როდის აპირებენ დაქორწინებას, რატომ უხდის ის ბოდიშს მაია სტეფნაძეს – ამ ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნიკა ჭავჭავაძე:
ველოდი, რომ ფოტოს გამოქვეყნებას საშინელება მოჰყვებოდა. ბევრი ვიფიქრე, სანამ დავდებდი, მაგრამ, რადგან ურთიერთობის ერთი წელი შეგვისრულდა და უკვე ოფიციალურობისკენ მიდის საკითხი... ამიტომ, დავდე ეს ფოტო. მეგონა, საშინელი კომენტარები იქნებოდა, მაგრამ არცერთის წაშლა არ მომიწია. ვინც კომენტარი არ დაწერა, პირადში რა ხდებოდა, უნდა გენახათ, ზოგი მწერდა: მშურს, რა ბიჭიაო. ის, ვისთან ერთადაც დავდე ფოტო და დავთაგე, მწერდა: არ ვიცი, რა ხდება, მგონი, ზეპოპულარული ხარ საქართველოში, იმიტომ რომ, ათასამდე მეგობრობის თხოვნა ჰქონდა მისული და ყველა ქართველიაო. ძალიან გამიკვირდა, რომ ნეგატიური არაფერი მოჰყვა. ყველა მილოცავდა, რა კარგიაო და ასე შემდეგ. ცხოვრებაში არ შემქმნია ჩემი პირადის გამო პრობლემა, არც ვახდენ აპელირებას. ალბათ, გამაღიზიანებელი ვიქნებოდი მეც, ქსენოფობიურ განცხადებებს რომ ვაკეთებდე.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– საქართველოში, რაღაც კონგრესი ტარდებოდა და საქმიანი ვიზიტით იყო ჩამოსული. თავის ქვეყანაში პარლამენტის წევრია. ამ კონგრესზე მეც ვიყავი, როგორც ჟურნალისტი. აღმოვჩნდი ერთადერთი ჟურნალისტი, ვინც ესპანური იცოდა. მე მეორე რესპონდენტს ვწერდი და გვერდით ამას წერდნენ.  ჟურნალისტი კითხვებს რომ უსვამდა, ინგლისურად უჭირდა პასუხების გაცემა  და უცებ გადავუთარგმნე ესპანურად. მადლობა გადამიხადა და მითხრა: მადლობის ნიშნად, ამ საღამოს სადმე წავიდეთო. თბილისი დავათვალიერებინე, ჯვარზე ვიყავით, მცხეთა ვანახე. მერე, ალბათ, გაღვივდა და გაღვივდა... საერთოდ, არ მიფიქრია თავიდან, მაგრამ... მოხდა.
– ერთმანეთს როგორ გამოუტყდით გრძნობებში?
–  არ ყოფილა – გამომიტყდა-გამოვუტყდი. ჩემს „ფეისბუქზე“ საშინელებები ხდება – იმდენი ვიღაც მწერს და ისეთი ვაჟკაცებიც,  ხმალზე ხელს რომ გაიკრავენ. იმ საღამოსვე რომ წავედით და ყავას ვსვამდით,  მივხვდი, მის გარდა, არავისთვის არ უნდა მიმეწერა. არც მე მითქვამს რამე, არც მას, უთქმელად დაიწყო ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად დატვირთული გრაფიკი აქვს, ერთი  წლის განმავლობაში ოთხჯერ იყო ჩამოსული ჩემ გამო. მე მხოლოდ ორჯერ ჩავედი. პირველად, რომ გავიცანი და გავაცილე, ვერ გაძლო და ერთ თვეში ჩამოვიდა ჩემს სანახავად. აეროპორტში დავხვდი და რომ ჩამოვიდა, უკვე ბარგი უნდა აიღოს და მწერს: აქ რომ ჩაგეხუტო, შეიძლებაო. მე ვუთხარი: არა, აქ ბომბს ნუ ასროლინებ ჩემთვის-მეთქი. მაინც ისე მოხდა, რომ ჩამეხუტა და იქ ისეთი ამბავი იყო, მთელი აეროპორტი ჩვენ გვიყურებდა.
– ყოველთვის ორაზროვნად საუბრობდი შენს სექსუალურ ორიენტაციაზე, ამით უკვე ხმამაღლა ამბობ, რომ გეი ხარ?
– მე ვარ შეყვარებული და ამას, რაც გინდათ, ის დაარქვით. კორკოტაშვილი რას დაარქმევდა, ხომ ვიცით, შენ რას დაარქმევდი – ვიცით. ისეთი შეყვარებული ვარ, დავფრინავ. ვგიჟდები მასზე. ტელეფონი აქამდე რომ მიგდებული მქონდა, ახლა სულ ხელში მიჭირავს. არ მინდა, ყურადღება მოვაკლო და მომაკლდეს. საშინლად ეჭვიანობს. სულ დავცინოდი, შეყვარებულებს ერთი „ფეისბუქი” რომ აქვთ. მე მგონი, მაქეთ მივდივარ.
– როდის მიხვდი, რომ მამაკაცები მოგწონს? გოგო არასდროს მოგწონებია?
– არასდროს მივმხვდარვარ. ამას ვერ მიხვდები, ეს გაქვს. ასეთი იბადები. არ მესმის იმ ტიპების, რომ ამბობენ, 40 წლის ასაკში გავიღვიძე და მიხვდი, რომ ქალები არ მომწონდაო. გოგოები არასდროს მომწონებია.
– ხელიც ხომ არ გთხოვა უკვე?
– კი. ხელის თხოვნა იყო მაისში, სიურპრიზის სახით მოაწყო. ბარსელონიდან ცოტა მოშორებით ცხოვრობს. მითხრა, ხვალ წავიდეთ, სახლი მაქვს კატალონიაშიო. ისე მარტივად მითხრა, გეგონება, ბობოყვათში მეპატიჟებოდა. რომ ჩავედი, გავგიჟდი ისეთი ლამაზი იყო იქაურობა – ტბა და ულამაზესი გარემო. საერთოდ არ ველოდებოდი. მუხლებზე რომ დაეცა, მეგონა, ცუდად გახდა და მითხრა:  არ წახვიდეო... არა, უნდა წავიდე-მეთქი და გავიკეთე ბეჭედი, რომელიც ისეთი ლამაზი იყო, „კის” თქმაც დამავიწყდა... გადავწყვიტეთ, წლის ბოლოს გავაოფიციალუროთ ურთიერთობა. მეც დავიღალე ამ გადაფრენა-გადმოფრენით, ცაში ვარ გამოკიდებული. ჯობია იქ ვიყო. ორივენი ისეთები ვართ, ერთმანეთის ინტერესებს ვითვალისწინებთ. ის ფიქრობს, ისე გააკეთოს ყველაფერი, როგორც მე მინდა, მე – პირიქით და იდილია იქმნება. მე ქორწილი არ მინდა. თვითონ უნდა ოფიციალური ნაწილი, გვჭირდებაო. მე რომ იქ წავალ, წინ და უკან ვერ ვირბენ ყოველ სამ თვეში. მოქალაქეობა მჭირდება, რომ ხელი არ შეგვეშალოს.
– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?
– ჩემი ოჯახის წევრები ვართ – მე და კატა. კატა ძალიან ბედნიერია ამით. ყველას ჰგონია, რომ გარდაცვლილი მყავს მშობლები. მაქვს მათთან კონტაქტიც და ძმაც მყავს, მაგრამ არ მგონია, ისეთი პრობლემა იყოს ჩემი მდგომარეობა, ვიღაცამ დოჩისავით თმა გაიშალოს. არაფერს ვაკეთებ ისეთს, ვიღაცას შერცხვეს. ჯერ ერთი, მე არ გავაკეთებ ისეთ რამეს, რომ ჩემი თავის შემრცხვეს და მერე, კიდევ სხვას შერცხვეს.
– „ჯაჯანიძის შოუდან“ წამოსვლის შემდეგ, ბევრ რამეს გადააფასებდი, დღევანდელი გადასახედიდან. რას იტყვი მაშინდელ სკანდალზე?
– ჩემი წამოსვლა მოხდა, ჩემი და მაიას კონფლიქტის საფუძველზე. მაგრამ, მერე ჩაერივნენ გარეშე პირები და მარკები აიწიეს მაიასთან ჩემი გალანძღვით. დიდი ხანი ვიმუშავე მაიასთან და მან ძალიან გამზარდა, არა მხოლოდ სამსახურებრივად, არამედ პიროვნულადაც. ზოგადად, ასეთია – თუ ახლოს მიგიშვა, სულს ამოიღებს და მოგცემს. ზუსტად ვიცი, რომ მაია ახლა ამ ინტერვიუს  კითხულობს  და მინდა, ბოდიში მოვუხადო, იმაზე კი არა, რომ კონფლიქტი გვქონდა, არამედ იმაზე, რასაც თვითონ მეუბნებოდა: შენ ჩემი მეოთხე შვილი ხარ და მე ვარ დედაშენიო. ბოდიში მინდა, მოვუხადო, თუ მე ეს სიტყვები ვერ გავუმართლე. მაია მართლა დედასავით მედგა გვერდში და ყველაფერი იცოდა ჩემ შესახებ. ასაკით მაინც პატარა ვარ და ბუმში რომ მოვხვდი და უამრავი ადამიანი დამესხა თავს, ბევრი რამის გაანალიზება ვერ მოვახერხე. გარეშე პირები არ ჩანდნენ, ჩანდა მხოლოდ ერთი და ამ ერთზე წამოვიდა მთელი აგრესია. თურმე, ასე არ არის. დღეს მე და მაიას არ გვაქვს კონტაქტი, მაგრამ ვიცი, გავა დრო და ისევ აღვადგენთ ურთიერთობას, ისევ ვიდედაშვილებთ. ჩემი გულახდილი ბოდიში კიდევ ერთხელ მაიას.

скачать dle 11.3