კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№30 ჰქონდათ თუ არა კონფლიქტი 19 წლის ყელგამოჭრილ გოგონას – ანა ხელაძესა და მკვლელობაში ბრალდებულს და რა ოჯახური ტრაგედია გადაიტანა რობერტ ახალაიამ

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

  თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარმა, 19 წლის ანა ხელაძის  შემზარავმა მკვლელობამ, საზოგადოება შეძრა. მკვლელობაში ბრალდებული მისივე ბიძაშვილი, 21 წლის რობერტ ახალაიაა. ექსპერტიზის დასკვნით, ანა ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული ყელის არეში ცივი იარაღით. როგორც ახალაიამ სასამართლოზე განაცხადა: ის ფოთში ზღვაზე იმყოფებოდა, როდესაც მასთან მივიდნენ სამართალდამცველები და განუცხადეს, რომ პოლიციაში იბარებდნენ.
„თავიდან არ მინდოდა პოლიციაში მისვლა. მაგრამ მერე, ფოთში რომ ჩავედი, ღამე გავათენე და ზღვაზეც უკვე პოლიცია რომ მოვიდა, გავყევი. გზაში მივხვდი, რომ ასე ჯობდა. შემეძლო, დანა გადამეგდო ზღვაში, მაგრამ არ გადავაგდე, პოლიციელებს ჩავბარდი. თავიდან, სანამ დავფიქრდებოდი, რაც ჩავიდინე, არ მქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება. თუმცა, როცა ყველაფერი გავიაზრე, გადავწყვიტე, გამოვცხადებულიყავი. ზღვაზე ვიყავი, როცა პოლიციელები მოვიდნენ და მითხრეს, რომ განყოფილებაში ვიყავი დაბარებული. მე მათ ჩემი ნებით წავყევი“, – განაცხადა ბრალდებულმა. მკვლელობის მიზეზზე ის არაფერს ამბობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო სექსუალური ძალადობა, თუმცა, როგორც რობერტ ახალაიას ადვოკატი, ოლეგ გეჯაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მამიდაშვილზე სექსუალურად არ უძალადია, რასაც ექსპერტიზაც ადასტურებს. დანაშაულის მოტივს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ახმაურებს. უწყებაში ოფიციალურად მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, სამინისტრო ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს. გავრცელდა ახალი ვერსიაც, რომლის თანახმადაც, რობერტი მკვლელი არ არის და იბრალებს. ბრალდებულს ფსიქიკური კვლევა უნდა ჩაუტარდეს. ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ჩვენ ვესაუბრეთ მათ ახლობლებს და გთავაზობთ ამ ინტერვიუს.

მეზობელი: ისინი თბილისში უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოვიდნენ და ორივენი ახლო ნათესავთან ცხოვრობდნენ, რომელიც გარდაცვლილი გოგონას დეიდაა. დაკავებულისთვის კი მამის დაა. მათზე ოჯახის დიასახლისი ზრუნავდა, რომელიც ორი შვილის დედაა. ოჯახი ჩვენს ეზოში საცხოვრებლად ერთი წლის წინ გადმოვიდა, მაგრამ დიასახლისმა ყველასთან დამეგობრება მოასწრო.
– როგორი ბავშვები იყვნენ, რაიმე უცნაურობა არ შეგიმჩნევიათ?
– ასეთი დანაშაულის დროს, უნებურად ფიქრობ იმაზე, თუ რა როგორ მოხდა და წინასწარ საეჭვო თუ იყო რამე. მაგრამ, ეს შეუძლებელია, ეს ოჯახი ძალიან მოწესრიგებული გახლდათ. გარდაცვლილი გოგონა განსაკუთრებით თბილი იყო – საოცარი, ღიმილიანი მისალმება იცოდა... აი, მისი ბიძაშვილი კი არასდროს დაგვლაპარაკებია. თუმცა, ამით ხომ ვერ მივხვდებოდით, ეს ბიჭი ასეთ რამეს თუ ჩაიდენდა. ახლა ამბობენ, ეს ახალგაზრდები მარტონი ცხოვრობდნენო და მთელი სამეზობლო აღშფოთებულია – წუთითაც არ ყოფილან მარტო. თუმცა, ბოლო დღეებში, თუ არ ვცდები, ორივეს უნივერსიტეტებში გამოცდები ჰქონდა და ამიტომაც დარჩნენ თბილისში. მათი ნათესავი ქალბატონი კი შვილებიანად, ფოთში წავიდა დასასვენებლად, დასთან. ამ ორის ჩასვლასაც იქ ელოდა.
– მათი ოჯახების შესახებ რა იცით?
– ანა წარმოშობით ოზურგეთიდანაა. მისი მშობლები ანას პატარაობაშივე დაშორდნენ ერთმანეთს და ბავშვი დედამ წაიყვანა ქუთაისში. დედა იქ მეორედ გათხოვდა. ანა მასთან ერთად  ქუთაისში ცხოვრობდა და მხოლოდ უნივერსიტეში სწავლისთვის ჩამოვიდა თბილისში. ის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი იყო. 100-პროცენტიანი გრანტი ჰქონდა და კურსი უმაღლეს ქულებზე დახურა. სტიპენდიანტი, უნიჭიერესი გოგო იყო. ბიჭმა კი სწავლა დაამთავრა. გუშინ იურიდიული განათლების დიპლომი უნდა აეღო. ისიც კარგ სტუდენტად ითვლებოდა. ანას მამასთანაც საოცრად თბილი ურთიერთობა ჰქონდა. მამამისს მეორე ცოლი არ მოუყვანია და როცა ანას სჭირდებოდა, მუდამ შვილის გვერდით იყო. ფოთში მცხოვრები დეიდაც ძალიან მზრუნველია. იგივე დეიდა ზრდიდა ფოთში მის ბიძაშვილსაც, რომლის ხელითაც მოკვდა. ვინც ამ ბავშვს ახლოს იცნობდა, ყველა ამბობს, რომ სიკეთის განსახიერება იყო. შეიძლება, ზოგადად, ვერავინ ამჩნევდა, მაგრამ ამ ბიჭის მიმართ უფრო ყურადღებით რომ ვყოფილიყავით, იქნებ ეს არც მომხდარიყო... შეუძლებელია, მას რაღაც უცნაურობა არ ჰქონოდა – ოღონდ ვერავინ ხვდებოდა, ეს რა იყო. მისი ნაცნობები ახლა ამბობენ, ცხოველების მიმართ ჰქონდა რაღაც უცნაური, შემაშინებელი დამოკიდებულებაო. იქნებ ამით შეიძლებოდა, გაგვეგო, გულში რა ედო. მაგრამ, უკვე გვიანია ამის კვლევა – ბიჭმა ასეთი რამ ჩაიდინა. მერე კი მიცვალებულს კარი გამოუხურა და სამი დღე ფოთში დადიოდა.
– თქვენ, როგორც მეზობელი, ალბათ, გარდაცვლილის სახლში აღმოჩენასაც შეესწარით...
– რობერტს  მეგობრებმა შინ მოაკითხეს, რადგან გამოცდაზე არ მივიდა და ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. შეშფოთდნენ, რა დაემართაო... ბიჭებმა ბევრი აკაკუნეს და კარი რომ არავინ გაუღო, ეზოში ჩამოვიდნენ. შეამჩნიეს, რომ ბინაში ფანჯრები იყო ღია და იქვე, ეზოში მუშებს კიბე გამოართვეს. ერთი ღია ფანჯარაში გადახტა და სწორედ ამ დროს ნახა ყელგამოჭრილი ანა. ბიჭის ღრიალმა გამოიყვანა ხალხი გარეთ. ფერი აღარ ედო სახეზე. პირველად ვერც გვაგებინებდა, რა ხდებოდა.
რობერტის მეგობარი: ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ძალიან ჩვეულებრივი ბავშვი იყო, თავისი ხასიათები და უცნაურობები ჰქონდა, მაგრამ საშიში არაფერი. იზოლირებული და ჩაკეტილი არ იყო. უბრალოდ, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. თუმცა, არ დააკლდებოდა არცერთ მეგობრულ შეკრებას და ერთად სადმე წასვლის სურვილსაც ყოველთვის გამოთქვამდა. ჩვეულებრივად იმეგობრებდი, მასთან ურთიერთობა არ დაგძაბავდა. ფეთქებადი არ გახლდათ, უკონფლიქტო ტიპი იყო. ხუმრობითაც კი არ ეტყოდა ვინმეს უწმაწურ სიტყვას, არ სვამდა არ ეწეოდა. საერთოდ, სწავლობდა, ვარჯიშობდა. ბავშვობაში ნიჩბოსნობაზე დადიოდა. განსაკუთრებით უყვარდა კომპიუტერული თამაშები.
რობერტის თანაკლასელი: კარგი ბიჭი იყო. ძალიან კარგად სწავლობდა. ეკლესიაშიც გალობდა. მათემატიკური სკოლა იყო და კარგად სწავლობდა. ბიოლოგია, ქიმია და ტექნიკური საგნები კარგად იცოდა. კომპიუტერული თამაშები უყვარდა. მახსოვს, ტეილორ სვიფტსა და ანიმეზე გიჟდებოდა. ორივეს ანიმეები გვიყვარდა და ამიტომ ვმეგობრობდით. ძალიან მიყვარდა „რედბული,“  „ბარნი“ და ყიდულობდა ჩემთვის. გონზე ვერ მოვდივარ, რა დაემართა, არ ვიცი, რით ვუპოვო გამართლება. ხომ აღიარა და ყველა გარემოებაც იმაზე მეტყველებს, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ. უნდა იცნობდეთ რობერტს, რომ მიხვდეთ, რას ვამბობ.
– როგორ ოჯახში იზრდებოდა?
– დედა რუსი ჰყავდა, რომელმაც ადრევე მიატოვა რობერტიც და მისი ძმაც და რუსეთში წავიდა. მას მამა და მამიდა ზრდიდა. ცოტა ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. ეს, ალბათ, მისთვის დიდი ტრავმა იყო, მაგრამ ამაზე არასდროს ლაპარაკობდა. მხოლოდ ერთხელ მითხრა, რომ დედა ადრე წავიდა მისი ცხოვრებიდან.
ნიკა ქებულაძე (ანას მეგობარი): მე და ანა ჯგუფელები ვართ. ერთი წელი ვიცნობდი და უკვე იმდენი რამ მაკავშირებს მასთან. თვითონ ანა ძალიან გახსნილი და მეგობრული ბავშვი იყო. მე კი ცოტა მიჭირს ახალ ნაცნობებთან დამეგობრება. ამიტომ, უნივერსიტეტის პირველი დღიდან მეგობრები არ გავმხდარვართ. ეტაპობრივად, ძალიან ახლო კავშირი ჩამოგვიყალიბდა.  არასდროს შევკამათებულვართ, ყველას სიყვარულითა და სითბოთი ელაპარაკებოდა. ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი გოგო იყო. ყველაფერი აინტერესებდა, რასაც სწავლობდა, სიღრმისეულად უნდოდა, ყველაფრის გაგება. სულ გვეხმარებოდა. ამ სემესტრში შუალედურები გვქონდა და მთელი ჯგუფისთვის კონსულტაცია მოაწყო. ის საგანი მისი წყალობით წარმატებით დავხურეთ. ანასთან ყოველდღიური ურთიერთობა უკვე საჩუქარი იყო ჩემთვის – ის ყველას დიდი სითბოთი გვასაჩუქრებდა თავისი ღიმილით. თუ შეგატყობდა, რომ ცუდ ხასიათზე იყავი, არ მოგეშვებოდა, სანამ არ გაგამხიარულებდა ან არ გაიგებდა, რა გჭირდა. მოფარიკავე იყო და ძალიან უყვარდა ფარიკაობა. პროფესიონალთა რეიტინგში, თავის ასაკში მეორე ნომერი იყო და სულ ვეხუმრებოდით, აუცილებლად პირველი უნდა გახდეო.
– ანას ბიძაშვილს, რობერტს თუ იცნობდით, მასზე  ყვებოდა რამეს? შეიძლება, კონფლიქტი ჰქონოდათ?
– ერთხელ შევხვდით კიდეც ჯგუფელები მაგ ბიჭს. ანას სახლთან ვიყავით მისულები. ბურთი უნდა გამოეტანა და სტადიონზე გვეთამაშა. ამ დროს შემთხვევით, გზაში შეგვხვდა. ანამ ძალიან თბილად გაგვაცნო. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ანასგან სხვანაირად რომ ყოფილიყო, გასაკვირი იქნებოდა. მას ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ ის ბიჭი კარგი ადამიანი იყო. მისი მკვლელი აუცილებლად ყველაზე მკაცრად უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ, როცა ვოცნებობთ გაბრწყინებულ საქართველოზე, ანა სწორედ იმ მომავლის ნაწილი იყო, ის ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა. ამიტომ, ეს ყველას ტრაგედიაა.
скачать dle 11.3